„წითელი ზონის“ მორიგი გადაცემა ეძღვნება მეოცე საუკუნის სახელგანთქმულ დრამატურგს, ეჟენ იონესკოს, რომლის დაბადებიდან ასი წელი გავიდა გასული წლის ბოლოს.
გიორგი გვახარიას სტუმრები სტუმრები - მწერალი ზურაბ ქარუმიძე და თეატრმცოდნე ირინე ღოღობერიძე - საუბრობენ იონესკოს შემოქმედებაზე და ”აბსურდის” პოეტიკაზე თეატრსა და ლიტერატურაში.
-
გიორგი გვახარია
ჟურნალისტი, ხელოვნებათმცოდნე, პროფესორი. აშუქებს კულტურის ისტორიის, კინოს, ხელოვნების საკითხებს, ადამიანის უფლებებს. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 1995 წლიდან.