სამშაბათი, 30 ივნისი, 2015 თბილისის დრო 12:17

რუბრიკები / ალგორითმი

ტუტანხამონის საიდუმლო

ტუტანხამონის ოქროს ნიღაბიტუტანხამონის ოქროს ნიღაბი
x
ტუტანხამონის ოქროს ნიღაბი
ტუტანხამონის ოქროს ნიღაბი
18 თებერვალს ცნობილი გახდა ეგვიპტის ფარაონ ტუტანხამონის მუმიაზე ჩატარებული გამოკვლევის შედეგები. პრესკონფერენციას, რომელიც ქაიროში გამართა ეგვიპტის სიძველეთა საბჭოს გენერალურმა მდივანმა, ზაჰი ჰავასმა, მოუთმენლად ელოდა მთელი მსოფლიო. მანამდე ცნობილი იყო, რომ გენეტიკური მასალის კვლევას პასუხი უნდა გაეცა მთელ რიგ შეკითხვებზე. მათ შორის - ვინ იყვნენ ტუტანხამონის მშობლები და ოჯახის წევრები და რამ გამოიწვია ახალგაზრდა ფარაონის სიკვდილი.

ტუტანხამონის მამა იყო ცნობილი მეფე, „მწვალებლად“ წოდებული ეხნატონი. გამოკვლევის მიხედვით, თითქმის უტყუარია, რომ ეხნატონისაა KV 55-ის სახელით ცნობილი მუმია, რომელიც მეფეთა ველზე იქნა აღმოჩენილი.

მაგრამ მთავარი სიურპრიზი ტუტანხამონის დედის ვინაობასთან არის დაკავშირებული. ის არის არა ეხნატონის მთავარი ცოლი, ნეფერტიტი, არამედ ე.წ. „ახალგაზრდა ქალი“, რომლის სახელი ჯერჯერობით არ არის დადგენილი, მაგრამ გენეტიკურმა ანალიზმა ცხადყო, რომ ის ტუტანხამონის მამის, ეხნატონის და იყო. ანუ ტუტანხამონი ინცესტის შედეგად დაიბადა, რაც უცხო არ ყოფილა ძველი ეგვიპტელებისთვის. იმავე სამარხში ნაპოვნი უფროსი ასაკის ქალის ნეშტი კი საბოლოოდ შეიძლება მიეკუთვნოს ტუტანხამონის ბებიას, დედოფალ ტიაის.

ტუტანხამონი დახლოებით 3300 წლის წინათ ცხოვრობდა. ის ცხრა წლის იყო, როცა ტახტზე ავიდა და სულ რაღაც ათი წლის შემდეგ გარდაიცვალა. არქეოლოგებისა და ისტორიკოსების უმრავლესობა ადრევე ვარაუდობდა, რომ მამამისი ცნობილი ეხნატონი იყო, რომელმაც ეგვიპტეში რელიგიური რეფორმების გატარება და მონოთეიზმის დამკვიდრება სცადა.

გენეტიკურმა და რადიოლოგიურმა გამოკვლევამ ცხადყო ასევე ტუტანხამონის სიკვდილის მიზეზები. ზაჰი ჰავასის თქმით, ახალგაზრდა ფარაონი, როგორც ჩანს, მალარიის მძიმე ფორმით იყო ავად, მანამდე კი მისი სხეული ძვლების დაავადებით იყო დასუსტებული. ავადმყოფი და დაძაბუნებული ტუტანხამონი ჯოხით დადიოდა. 19 წლის ასაკში ის წაქცეულა და ამის შემდეგ მალე გარდაცვლილა.

დეზოქსირიბონუკლეინმჟავის ახლახან დასრულებული ანალიზი, რომელიც ორი წლის განმავლობაში მიმდინარეობდა და რომელმაც ნათელი მოჰფინა ტუტანხამონის მუმიასთან დაკავშირებულ გარემოებებს, ტექნიკურად მხოლოდ უკანასკნელ ხანებში გახდა შესაძლებელი.

ტუტანხამონის აკლდამა ბრიტანელმა არქეოლოგმა, ჰოვარდ კარტერმა აღმოაჩინა 1922 წელს. ამ აღმოჩენამ ახალი ინტერესი გააჩინა ეგვიპტური კულტურის მიმართ. ამ კულტურის სიმბოლოდ დღემდე რჩება ტუტანხამონის ოქროს ნიღაბი, რომლითაც ის დაკრძალეს.


ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

სხვა მასალები

აუდიო ალეკო კვახაძე "ისლამური სახელმწიფოსგან" მომდინარე საფრთხეებზე

30 ივნისს რადიო თავისუფლების დილის გადაცემის სტუმარი იყო კავკასიოლოგი ალეკო კვახაძე.
გაგრძელება

აუდიო ერევანში საპროტესტო აქცია გრძელდება

ერევანში გრძელდება საპროტესტო აქცია, მიუხედავად პოლიციის არაერთი მოწოდებისა გათავისუფლდეს შეკრების ადგილი ცენტრალურ, ბაგრამიანის, გამზირზე.
გაგრძელება

აუდიო რატომ ავადდებიან ქალები ალცჰაიმერით კაცებზე უფრო ხშირად

შეერთებულ შტატებში ალცჰაიმერით დაავადებულთა თითქმის ორი მესამედი ქალია. როგორც სააგენტო „ასოშიეიტედ პრესის“ სამეცნიერო რედაქცია იუწყება, მეცნიერებმა დაიწყეს გადახედვა დიდი ხნის განმავლობაში მიღებული თეორიისა, თითქოს ამის მიზეზია ის, რომ ქალები კაცებზე უფრო დიდხანს ცოცხლობენ.
გაგრძელება

აუდიო ირანი: თუ გადაჭარბებულ მოთხოვნებს არ წამოგვიყენებენ, ბირთვული შეთანხმება შესაძლებელია

ირანი მიაღწევს თავის ბირთვულ პროგრამაზე შეთანხმებას, თუ მეორე მხარე გადაჭარბებულ მოთხოვნებს არ წამოგვიყენებს, განაცხადა ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა მოჰამად ჯავად ზარიფმა ვენაში.
გაგრძელება

თქვენი პუბლიკაციები

ძვირფასო მეგობრებო,

რადიო თავისუფლების რუბრიკაში „თავისუფალი სივრცე“ შეგიძლიათ საკუთარი ბლოგებისა და პუბლიცისტური სტატიების გამოქვეყნება.

ტექსტი არ უნდა აღემატებოდეს 700 სიტყვას.

რედაქცია იტოვებს უფლებას, საკუთარი შეხედულებისამებრ შეარჩიოს ტექსტები გამოსაქვეყნებლად. ავტორებს ვთხოვთ, გაითვალისწინონ რადიო თავისუფლების სარედაქციო პოლიტიკა, რომელსაც შეგიძლიათ გაეცნოთ განყოფილებაში „ფორუმის წესები“.

ტექსტები ქვეყნდება უცვლელად, რედაქტირების გარეშე.

მასალები მოგვაწოდეთ მისამართზე: tavisupleba@rferl.org
(subject-ში ჩაწერეთ „თავისუფალი სივრცე“)