პარასკევი, 10 თებერვალი, 2012 თბილისის დრო 07:10

პოლიტიკა / საქართველო

ცხინვალი მტრის ხატს ქმნის?

მულტიმედია

აუდიო
ტექსტის ზომა - +
კოკოითის ხელისუფლება ქართულ სპეცსამსახურებს დივერსიულ-ტერორისტული დანაყოფების მომზადებაში ადანაშაულებს. ცოტა ხნის წინ ცხინვალში გამართულ ბრიფინგზე დე ფაქტო რესპუბლიკის უშიშროების მინისტრმა ბორის ატოევმა განაცხადა, რომ საქართველოს ძალოვანი უწყებები დევნილი ახალგაზრდების მომზადებას საჩხერისა და კოჯრის სპეციალურ ბაზებზე აწარმოებენ. მისი აზრით, დე ფაქტო რესპუბლიკის ტერიტორიიდან დევნილებმა კარგად იციან ის ტერიტორია, სადაც მომავალში დივერსიულ-ტერორისტულ აქტებს დაგეგმავენ. ატოევის თქმით, ამჟამად საქართველოს შინაგან საქმეთა და თავდაცვის სამინისტროების მიერ სამხრეთ ოსეთის ტერიტორიის სადაზვერვო ოპერაციები მიმდინარეობს და ამისთვის ადამიანური რესურსების გარდა უპილოტო საფრენ აპარატებსაც იყენებენ. როგორც ატოევმა აღნიშნა, ეს ოპერატიული ინფორმაცია მას სხვადასხვა არხებიდან აქვს მიღებული.

ატოევის განცხადებას აბსურდული და პროვოკაციული უწოდა ლიახვის ხეობის მაჟორიტარმა დეპუტატმა ბადრი ბასიშვილმა. მისი თქმით, დევნილი ახალგაზრდები საკუთარ სახლებში აუცილებლად დაბრუნდებიან, ოღონდ ეს მშვიდობიანი გზებით მოხდება. ბასიშვილმა არ გამორიცხა, რომ კოკოითის ხელისუფლება ნულამდე დაცემული რეიტინგის ასაწევად თავად მოაწყობს დივერსიულ-ტერორისტულ აქტებს, რათა სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო უკმაყოფილო მოსახლეობის ყურადღება სხვა თემაზე გადართოს.

როგორც ცხინვალში, ისე გორის რაიონში, მუდმივად მიმდინარეობს საუბარი იმის თაობაზე, რომ სექტემბერში შესაძლოა შეიარაღებული დაპირისპირება განახლდეს. ექსპერტების აზრით, მძიმე სოციალური ვითარების ფონზე მტრის ხატის შექმნა ორივე მხარის ინტერესში უნდა შედიოდეს.
ეს ფორუმი დაიხურა
კომენტარების რიგი
კომენტარები
     
ავტორი: melanqolikosi
02.09.2010 23:15
ცხინვალის ყოფილ პარტმუშაკებს და მათ გამოზრდილ ჯეელებს მათი ხაზეინები ავალებენ ქართველი ხალხის დამნაშავე ხალხად გამოცხადებას. ეს რუსეთის ბოლშევიკური პარტიის პროგრამაა საქართველოს გასაბჭოების დღიდან. ამ "ბრწყინვალე" თარიღიდან ხომ სამი თვა არც კი იყო გასული რომ ბოლშევიკების სამხედრო ატაშე თბილისში სიტინი მოითხოვდა პატარა შოვინისტი ქართველი ხალხის ქვეყნის დაგლეჯას პატარ-პატარა ნაწილებად და მათ პირდაპირ მოსკოვთან შეერთებას საქართველოში წითელი არმიის დიდი ნაწილების დაყენებით. კოკოითი და მისთანები ეხლა ამ გეგმას ასრულებენ. სხვა ამბავია რომ ზოგი ქართველის დაუხმარებლად მაგისთანებს არაფერი გამოსვლიათ და არ გამოუვათ. მაგრამ ეგ უკვე სხვა თემაა,იცოცხლეთ...

ყველაზე პოპულარული