პარასკევი, 31 ივლისი, 2015 თბილისის დრო 07:01

რუბრიკები / პარალელური რეალობა

ქართველი ექსპერტები

x

მულტიმედია

აუდიო
პირველი ექსპერტი: შეხვედრა შეხვედრად, მაგრამ ყურადღება მაინც იმაზე უნდა გამახვილდეს, რამდენ ხანს დაჰყვეს აშშ-სა და საქართველოს პრეზიდენტებმა ოვალურ კაბინეტში. საყოველთაოდაა ცნობილი, რომ იმდენს ხანს ჩერდები აშშ-ს პრეზიდენტის ოთახში, რამდენადაც მნიშვნელოვანი ხარ. სწორედ ამიტომაა აუცილებელია ოვალურ კაბინეტში "ყოფნის" ანალიზი...

მეორე ექსპერტი: ამ მხრივ, სააკაშვილი ძალიან ცუდ მდგომარეობაში აღმოჩნდა - ობამამ თითი დაუქნია, თავში წამოუთაქა (დიპლომატიური პრინციპით: "ციც, რეგიონის ავტოკრატო") და 15 წუთში გამოუშვა.

პირველი ექსპერტი: ბოდიშს ვიხდი, მაგრამ არანაირი თითის ქნევა არ ყოფილა, მით უმეტეს "ციც" და რაღაც მსგავსი; არც ვიცი, საიდან მოგაქვთ ეს ტერმინები! პრეზიდენტებმა საათზე მეტხანს ისაუბრეს! თქვენ გესმით, ეს რას ნიშნავს? ერთი საათი - პლანეტის დირექტორთან! თან მაშინ, როცა რეგლამენტით მხოლოდ ოცი წუთი იყო განსაზღვრული.

მეორე ექსპერტი: იყო წამოთაქება, იყო! ერთი საათი - თქვენს ოცნებებშია!

პირველი ექსპერტი: ბოდიში მოიხადეთ - საათი და ხუთი წუთი! ასეთი რამ ტეტჩერსაც არ ღირსებია თავისი ზეობის ხანაში! ხოლო თქვენს ოცნებებზე, ძალიან გთხოვთ, ნუ ამალაპარაკებთ...

მეორე ექსპერტი: ოპოზიციის მიტინგების რაოდენობაზეც იგივეს ამბობდით - რუსთაველზე ასი ათასი კაცი იდგა და თქვენ კი ამტკიცებდით, ორი ათასი კაცი ძლივს შეიკრიბაო. სირცხვილია.

პირველი ექსპერტი: სირცხვილი ისაა, კითხვა რომ არ იცით ინგლისურად. ამერიკის პრეზიდენტის ოფიციალურ ვებგვერდზე შავით თეთრზე წერია, რამდენ ხანს გასტანა პრეზიდენტების შეხვედრამ.

მეორე ექსპერტი: მეცინება! "15 წთ. 02. წმ" - აი, რა წერია იქ!

პირველი ექსპერტი: საბავშვო ბაღში ვართ. მითითებულია (ინგლისური აქცენტით) "ეურთი საათი და ქიუთი თსუთი"! გაახილეთ თვალები!

მეორე ექსპერტი: ხალხი მაინც არ მოტყუვდება.

პირველი ექსპერტი: ხალხის მაგივრად ნუ ლაპარაკობთ. "შავი ხვრელი" მაინც არ გაგიგიათ?

მეორე ექსპერტი: რა შუაშია?

პირველი ექსპერტი: იმ შუაშია, რომ დრო არც არსებობს. გია დვალისთვისთვის, მაგალითად, სულ ერთია პრეზიდენტები ერთი საათით შეხვდნენ ერთმანეთს თუ თხუთმეტი წუთით!

მეორე ექსპერტი: ხელები შორს ფიზიკის ინსტიტუტისგან! მართლაც მეცინება, წუთებს რომ ითვლით; სახეზე მაინც შეგეხედათ სააკაშვილისთვის! ძლივს ახერხებდა ღიმილს... წარბებიც ნერვიულად აქაჩულ-დაქაჩული... თან ეს ბარძაყებიც... უიმე... ვერ შეამჩნიეთ, რა უცბად წამოხტა? არ უნდოდა იქ გაჩერდება, სადაც ყური აუწიეს!

პირველი ექსპერტი: (ირონიით) ნასკებიც ხომ არ ჰქონია ჩაგორგოლავებული? (მკაცრად) სირცხვილია, რეებზე ვლაპარაკობთ, რა დონის ხართ, ვინ ხართ! კარგ ხასიათზეც იყო და ლაღადაც იღიმებოდა... პირდაპირ ვიტყვი: ასეთი ეფექტური - გარეგნობის კუთხით - ჩვენი პრეზიდენტი იშვიათად ყოფილა. სად დაინახეთ ეს წამოხტომა, ვერ ვხვდები! წამოდგა ძალიან ჩვეულებრივად, ტაქტიანად და თბილად... აბა, ხომ არ მიეწებებოდა იმ სავარძელს!

მეორე ექსპერტი: ვინ დააცლიდა მანდ მიწებებას! სულ პანღურებით შეიყვანეს და პანღურებითვე გამოაგდეს!

პირველი ექსპერტი: (შეუბრალებელი ცინიზმით) თქვენი ცხოვრების ვერცერთ ეტაპზე ვერ მიაღწევთ მაგ პანღურების მეათედსაც კი! თუმცა, ცხადია, არანაირი პანღურები არ ყოფილა. პირიქით, იყო უდიდესი მოფერება, უდიდესი დიპლომატიური ალერსი...

მეორე ექსპერტი: მაშინ ის მითხარით, ამისთანა რა დამსახურება აქვს ვერა ქობალიას, რომ მას ობამასთან ერთად გადაუღეს ფოტო?

პირველი ექსპერტი: რა დამსახურება აქვს და... ააყვავა ამ გოგომ ქართული ეკონომიკა! თან გამართულად ლაპარაკობს ინგლისურად და არ შეგვარცხვენს უცხოელებთან! ბოღმებო! შურიანებო!

მეორე ექსპერტი: მეცინება!

პირველი ექსპერტი: მე თქვენზე!


ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

სხვა მასალები

აუდიო რუსეთში გადაიდო უკრაინელი პილოტის სასამართლო პროცესი

სასამართლოს პრესმდივანმა განაცხადა, რომ სასამართლო განიხილავს სავჩენკოს ადვოკატების შუამდგომლობას პროცესის მოსკოვში გადატანის თაობაზე.
გაგრძელება

აუდიო ადიგენის მოსახლეობა ყურადღებას ითხოვს

ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ იჯარეთის მოსახლეობა თვითმმართველობის უყურადღებობას უჩივის. ადგილობრივები ამბობენ, რომ დასახლებამდე მისასვლელ გზაზე ტრანსპორტით გადაადგილება შეუძლებელია.
გაგრძელება

აუდიო ბაკურიანში ტურისტული ინფრასტრუქტურა განვითარდება

მიმდინარე კვირას საქართველოს მთავრობას, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ „სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს“, შპს „მთის კურორტების განვითარების კომპანიასა“ და „ჯიარდისი ჰოლდინგში“ შემავალ შპს „ახალ მიტარბს“ შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.
გაგრძელება

აუდიო სანქციები რუსეთის მიმართ და მათთან მიერთების ამბავი

კონკრეტულად რა სანქციას მიუერთდა საქართველო და რატომ გახდა ეს განცხადება კრემლის პრესმდივნისთვის მუქარის შემცველი განცხადებების საფუძველი?
გაგრძელება

თქვენი პუბლიკაციები

ძვირფასო მეგობრებო,

რადიო თავისუფლების რუბრიკაში „თავისუფალი სივრცე“ შეგიძლიათ საკუთარი ბლოგებისა და პუბლიცისტური სტატიების გამოქვეყნება.

ტექსტი არ უნდა აღემატებოდეს 700 სიტყვას.

რედაქცია იტოვებს უფლებას, საკუთარი შეხედულებისამებრ შეარჩიოს ტექსტები გამოსაქვეყნებლად. ავტორებს ვთხოვთ, გაითვალისწინონ რადიო თავისუფლების სარედაქციო პოლიტიკა, რომელსაც შეგიძლიათ გაეცნოთ განყოფილებაში „ფორუმის წესები“.

ტექსტები ქვეყნდება უცვლელად, რედაქტირების გარეშე.

მასალები მოგვაწოდეთ მისამართზე: tavisupleba@rferl.org
(subject-ში ჩაწერეთ „თავისუფალი სივრცე“)

ყველაზე პოპულარული