პარასკევი, 10 თებერვალი, 2012 თბილისის დრო 06:45

ბლოგები / ია ანთაძე

შემოთავაზება

x
ტექსტის ზომა - +
ავტორი ია ანთაძე
არ მიყვარს ცხელ-ცხელ ამბებზე წერა.

ახლაც, რამდენი რამ ხდება – ზოგი მოსალოდნელი, ზოგი მოულოდნელი და ამ ცხელ-ცხელი ამბების შუაგულში, რატომღაც, სულ სხვა თემაზე მეფიქრება.

ჩემი აზრით, ვარდების რევოლუციის შემდეგ ხელისუფლებას ორი არჩევანი ჰქონდა: მთავარ პრიორიტეტად ან დემოკრატიის მშენებლობა უნდა გამოეცხადებინა, ან – ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა. პირველი პრიორიტეტი – დემოკრატიის მშენებლობა – ძალაუფლების გადანაწილებას გულისხმობდა; მეორე პრიორიტეტი – ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა – თავის მხრივ, გულისხმობდა ძალაუფლების თავმოყრას პრეზიდენტის და მისი უახლოესი გარემოცვის ხელში.

ხელისუფლებამ მეორე გზა აირჩია – ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის გზა. ბუნებრივია, ამ გადაწყვეტილების მიმღებ პირებს არავისთვის უკითხავთ, რა უნდა ყოფილიყო ქვეყნის განვითარების პირველი პრიორიტეტი; თვითონ ერთმანეთს შეუთანხმდნენ, რომ დემოკრატიის შენების დრო მხოლოდ იმის შემდეგ დადგებოდა, რაც მკაცრი პოლიტიკის წყალობით საქართველოს სახელმწიფო დაკარგულ ტერიტორიებს დაიბრუნებდა.

შესაბამისად, ქვეყნის ფინანსური რესურსის დიდმა ნაწილმა თავმოყრა ამ პირველი პრიორიტეტის ირგვლივ დაიწყო. გაიზარდა შეიარაღება, გაძლიერდა ჯარი და პოლიცია, დაარსდა რეზერვისტთა ინსტიტუტი და ახალგაზრდული პატრიოტული ბანაკები, შეიქმნა ტელეკომპანია „საქართველო“, რომელსაც საბრძოლო სულისკვეთების გაღვივება დაევალა.

მაგრამ აგვისტოს ომის შემდეგ ქვეყნის განვითარების პირველი პრიორიტეტი – ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა – მრავალწლიან ჩიხში შევიდა. რესურსი, რომელიც ამ მიმართულების გასაძლიერებლად დაიხარჯა, ნაწილობრივ განადგურდა; ნაწილობრივ – უარყოფილ იქნა, როგორც არასაჭირო; ნაწილობრივ – შეცვლილი შინაარსით შენარჩუნდა.

ომისშემდგომ პერიოდში, რომელიც საკმაოდ არასტაბილური და რთული აღმოჩნდა, ხელისუფლებას არ ჩამოუყალიბებია სახელმწიფოს განვითარების ახალი პრიორიტეტი და ჩვენ დღემდე არ ვიცით, რა მიმართულებით მოხდება რესურსის თავმოყრა მომავალი წლების განმავლობაში, არ ვიცით, რომელი სფერო გაძლიერდება და რას მოუტანს ეს ქვეყანას.

მაგრამ, სურს თუ არ სურს, ხელისუფლებამ ახალ პრიორიტეტზე უნდა იფიქროს.

შესაბამისად, ხომ არ დადგა დრო, როდესაც საზოგადოება უნდა ჩაერთოს იმ საკითხის განხილვაში, თუ რა შეიძლება შეირჩეს ახალ პრიორიტეტად სახელმწიფოს განვითარების დღევანდელ ეტაპზე და რატომ? მით უმეტეს, რომ დღეს საზოგადოებრივი აზრის იგნორირება ძველებურად ადვილი აღარ არის.

რამდენიმე კვირის წინ ჩემმა კოლეგამ და მეგობარმა გოგი გვახარიამ სპეციალური ბლოგი მიუძღვნა განათლების თემას და ამ ბლოგის კომენტატორებმა, ფაქტობრივად, ერთხმად აღიარეს, რამდენად უპირატესია განათლების საკითხი, თუნდაც, შიდა პოლიტიკურ კონფლიქტთან შედარებით. მათ ძალიან მკაფიოდ გამოხატეს საკუთარი პოზიცია, რომ არ არსებობს რაგინდ მწვავე დაპირისპირება ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის, რომლის დროსაც არ იქნება განათლების თემაზე, განათლების მნიშვნელობაზე საუბრის დრო.

თუ ეს ასეა, მაშინ მიჩნდება შეკითხვა: ამ და ბევრი სხვა მიზეზის გამო, ხომ არ უნდა იყოს სახელმწიფოს განვითარების პირველი პრიორიტეტი ზოგადად დემოკრატიის რომელიღაც მორიგი ტალღა კი არა, არამედ, კონკრეტულად, განათლების სფერო?

მჯერა, რომ თუნდაც ჩვენ – საზოგადოების იმ ნაწილს, რომელიც „რადიო თავისუფლების“ ირგვლივ ვართ შემოკრებილი – შეგვიძლია, მოვიფიქროთ, როგორ ვაიძულოთ ხელისუფლება, სერიოზული რესურსი მიმართოს განათლების სფეროსკენ და შარშან ტანკებისთვის განკუთვნილი ფული როგორ აქციოს წელს წიგნებისთვის განკუთვნილ ფულად.

შესაძლოა, განათლების სფერო კი არა, რომელიღაც სხვა სფერო უნდა განვითარდეს პრიორიტეტულად, თუნდაც, სოფლის მეურნეობა ან ტურიზმი.

პირველად იმის შემდეგ, რაც ნებაყოფლობით გავხდი ბლოგერი, გთავაზობთ, კონკრეტულად განვიხილოთ, რა უნდა იყოს სახელმწიფოს განვითარების პირველი პრიორიტეტი. უბრალოდ კი არ ვისაუბროთ, საკუთარი აზრები კი არ გამოვთქვათ, არამედ, ვცადოთ, გავარკვიოთ, არსებობს თუ არა კონსენსუსის შესაძლებლობა ამ საკითხთან დაკავშირებით – რომელ სფეროში უნდა მოიყაროს თავი სახელმწიფოს რესურსმა პრიორიტეტულად იმისათვის, რომ ქვეყანა სწორად განვითარდეს. შეგვიძლია, პარალელურად ვიმსჯელოთ, რა მექანიზმები გვაქვს ხელისუფლებისთვის ხმის მისაწვდენად და მისთვის ჩვენი არგუმენტების წარსადგენად.

დარწმუნებული ვარ, განსხვავებული პოლიტიკური შეხედულებების მქონე ადამიანებსაც კი ძალიან საქმიანად შეუძლით იმ თემაზე საუბარი, თუ რა უნდა იყოს სახელმწიფოს განვითარებისთვის პირველი პრიორიტეტი ნებისმიერი – დღევანდელი თუ ხვალინდელი – ხელისუფლების პირობებში. სიტყვას გაძლევთ, ამ ბლოგის განხილვაში მეც აქტიურად ჩავერთვები. პირველ რიგში კი, რა თქმა უნდა, თქვენი იმედი მაქვს.
ეს ფორუმი დაიხურა
კომენტარების რიგი
კომენტარები: გვერდი გვერდების რაოდენობა 5
ავტორი: batoni solomonis gulSematkivari; საიდან გვწერთ: jer-jerobiT isev is asteroidi
30.06.2009 02:34
ძვირფასო ბატონო სოლომონ, თუ კი ოდესმე მამაო ჩვენო წარმოგითქვამთ, ძმაო.
სწორია, დემოკრატიული ინგლისის განათლების მცემელ-მტყეპელი სისტემა ცუდია, ნიშნები არასდროს არსად არ უნდა იწერებოდეს, გამოცდები არ უნდა ეწყობოდეს. ჩვენ ხომ რომანოვული რუსეთის დროინდელი მხეცები არა ვართ რომ რაღაც შეცდომების გულისათვის ბავშვები დაყრილ მუხუდოზე და ლობიოზე დავაჩოქოთ.
"სისასტიკე არის მხოლოდ ენერგია ადამიანისა რომელიც ჯერ ვერ გააფუჭა თანამედროვე ცივილიზაციამ". ეს თქვა სადიზმის მამა მარკიზ დე სადმა, როგორც ამბობენ ზოგიერთები გენიალურმა გიჟმა რომელიც საზიზღარი ცენზურის ზეწოლით მრავალჯერ დაამწყვდიეს შარანტონის საგიჟეთში. ჩვენ აბა რათ გვინდა ცენზურა. დემოკრატურის პირობებში მარკიზ დე სადის ნაირებსაც უნდა ჰქონდეთ მათი აზრის თავისუფლად გამოთქმის და ამ აზრების შესაბამისად ცხოვრების უფლება. სისასტიკეზე მის შეხედულებას, მაგალითად, ალბათ ძალიანაც იწონებდნენ ტობესპიერი და დემოკრატურის გმირი ჯაბა იოსელიანი. მაგრამ ეხლა ამაზე სულაც არ მინდოდა ლაპარაკი.
საინტერესო რამეა. საქართველოს საუკეთესო მომავლისთვის ერთმანეთს ებრძვიან ადამიანები რომელთაც საქართველო მიაჩნიათ მათ ქვეყნად.
არა და ესაა დიდი პიროვნებების მიერ მათთვის და მთელი კაცობრიობისთვის ნაანდერძევი და მიუხედავად აყველაფრისა ლამაზი ქვეყანა.
ფსიქოანალიტიკოსების თქმით არსებობს ქრონიკული ჰალუცინაციური ფსიქოზი. ის ვლინდება ყნოსვით, გემოს, და ასე შემდეგ ჰალუცინაციებით. ყოველივე ეს შემდეგ გადაიზრდება გიჟური და ქრონიკული ფსიქიზმის ორგანიზაციაში. ის ვისაც ეჩვენება რომ საქართველო მისი ქვეყანაა და ამის დამტკიცებას ცდილობს ყველანაირი მეთოდებით (მაგალითად ბატონი პაატა ზაქარეიშვილი არც თუ ისე დიდი ხნის წინ ევროპაში ავრცელებდა აზრს რომ საქართველო არის საკუთარი ისტორიის არმცოდნე დებილების ქვეყანა და მხოლოდ მან და მისმა მეგობრებმა იციან ყველაფერი) ამ საშიშროების წინაშე დგას და ცოდოა. მეც ამ ბოლო დროს შევატყვე რომ ამდენი საინტერესო რამის კითხვისას თანდათანობით მიჩნდება გრაფომანიის ფსიქოზი. ამიტომ სულ რომ არ გადავირიო აქ ვწყვეტ ამ ბარათს.
ისე ვბედავ და გამოვთქვამ იმედს რომ ბაზალეთის ტბის ფსკერზე აკვანში იზრდება ბავშვი რომელიც მიხედავს დიდი პიროვნებების მიერ მისთვის და მთელი კაცობრიობისთვის ნაანდერძევ საქართველოს. უღრმესი პატივისცემით და მოწიწებით. ბოდიში გრამატიკული , სინტაქსური და ა.შ. შეცდომების გამო.

ავტორი: სოლომონ საიდან გვწერთ: თერნალი
28.06.2009 00:10
ჩემს გულშემატკივარს და სემინარებზე დასწრების მსურველს
--------------
"ასეთ ფრაზაში ქართულის ბავშვთა ბაღის აღსაზრდელი უნდა იღებდეს ორიანს მინუსით."
ტაქტიკური შეცდომა - საბავშვო ბაღში ნიშნები არ უნდა იწერებოდეს. არამცთუ საბავშვო ბაღში, არამედ ახლა უკვე 1-2 კლასებში ნიშნები და შეჯიბრის ელემენტი მინიმუმამდე უნდა იყოს და არის კიდეც დაყვანილი.
ორთოგრაფიული შეცდომები:
1) "ქართულის" - არა. ბაღი შეიძლება ქართული იყოს, ან ქართულენოვანი, მაგრამ არა - ქართულის.
2) "ფრაზაში" - არა. "ფრაზისათვის"
3) "ბავშვთა ბაღი" არა - საბავშვო ბაღი.
გეთანხმები, რომ ლევან გაჩეჩილაძის ქართული შორსაა იდეალურისგან. მაგრამ ჯერ ერთი, თქვენ 3 შეცდომა დაუშვით ამ 10 სიტყვიან ფრაზაში და თანაც თქვენ სახლში დაწერეთ ის, ხოლო ლევანი ტრიბუნაზე გამოდიოდა, რაც ყოველთვის უფრო ძნელია და ადამიანი მეტ შეცდომებს უშვებს.
ბოლო, სტრატეგიული ნაკლი - მიხეილ სააკაშვილის მეტყველება როგორ მოგწონთ, ძვირფასო გულშემატკივარო? სულ აკაკი შანიძის ლექციებს გახსენებთ ალბათ. ან მისი ციტატები ქართული პოეზიის სამყაროდან - აღრეული ავტორებით...
ლევან გაჩეჩილაძე, ჩემი მისდამი პატივისცემის მიუხედავად, არ მიმაჩნია დიდ ქართველ პოლიტიკოსად. მაგრამ იგი არასდროს იქნება ისეთი საშინელი და დამაქცევარი პოლიტიკოსი, როგორც მიხეილ სააკაშვილი აღმოჩნდა საქართველოსათვის. ამას გინდა ასტეროიდიდან შეხედეთ, და გინდა ერისთავის თუ კავკასიოლოგის სათვალიდან.

ავტორი: ეხლა უკვე ბატონი სოლომონის გულშემატკივარის საიდან გვწერთ: ასტეროიდი CYGS500
26.06.2009 19:37
ძვირფასო ბატონო სოლომონ
იმიტომ მინდა ნორმალური ქართულით ლაპარაკის გაგება და წაკითხვა რომ ეს გამიადვილებს დიდ ქართველ პოლიტიკოსთა ნააზრევის გაგებას. მეც სიამოვნებით დავესწრები თქვენს მიერ ჩატარებულ სემინარებს თუ კი ძალიან ძვირი არ იქნება. უღრმესი პატივისცემით და მოწიწებით...

ავტორი: განსაკუთრებით ბატონი ლევან გაჩაჩილაძის გულშემატკივ საიდან გვწერთ: პლანეტა ურანი
26.06.2009 19:32
სოლომონ ბატონო მუქარის მაგივრად მასწავლე რაა.
დიდი მადლობა ყურადღებისათვის.

ავტორი: სოლომონ საიდან გვწერთ: თერნალი
26.06.2009 01:10
ლევან გაჩეჩილაძის და ქართველი ერის გულშემატკივარს planeta marsi-დან
--------------------------------
ნეტაი შენ! თუ მაგაზე მეტი ვერაფერი ნახე დღევანდელ საქართველოში გამოსასწორებელი...
შენს პაწაწა წინადადებაში რამდენი შეცდომაა, იცი?
3 გრამატიკული და 1 ტაქტიკური. აბა, თუ ბიჭი ხარ, მონახე. თუ არა და - 24 საათში გასწავლი.

ავტორი: ლევან გაჩეჩილაძის და ქართველი ერის გულშემატკივარი საიდან გვწერთ: planeta marsi
25.06.2009 18:49
ასწავლეთ ლევან გაჩეჩილაძეს ქართული ენა:
"როგორ იყიდება რუსეთზე საქართველო" - ასეთ ფრაზაში ქართულის ბავშვთა ბაღის აღსაზრდელი უნდა იღებდეს ორიანს მინუსით.

ავტორი: სოლომონ საიდან გვწერთ: თერნალი
25.06.2009 13:30
მიხეილ სააკაშვილი: ქართული მხარე ლარსს იმ შემთხვევაში გახსნის, თუ რუსეთიც ასევე მოიქცევა 25.06.2009 თბილისი."ჯი-ეიჩ-ენი".
http://www.ghn.ge/index.php?m=2&newsid=7560
„ქართული მხარე მზადაა გახსნას ლარსის საკონტროლო გამშვები პუნქტი, იმ შემთხვევაში თუ რუსეთიც ასევე მოიქცევა. ამის შესახებ განცხადება ერევანში ოფიცილური ვიზიტისას საქართველოოს პრეზიდეტმა მიხეილ სააკაშვილმა ორიმხრივი მოლაპარაკებების შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე გააკეთა.
მიხეილ სააკაშვილმა აღნიშნა, რომ იგი მზადაა გახსნა გზა არა მხოლოდ სატვირთო ავტომობილებისთვის, არამედ მსუბუქი ავტომობილებისთვისაც,
ზემო ლარსის საკონტროლო გამშვები პუნქტი 2006 წლის სექტემბერში სარემონტო სამუშაოებისათვის დაიხურა. რომლის დახურვამაც მიხეილ სააკაშვილის თქმით, სომხეთის ტვირთების გადატანას პრობლემები შეუქმნა.
"ჩვენი მიზანი - თავისუფალი და შეუწყვეტელი გაცვლის განხორციელებაა. ჩვენ ვაცხადებდით, რომ მზად ვართ ამ საკონტროლო გამშვებ პუნქტზე მხოლოდ სომხეთის სატვირთო მანქანები გავატაროთ", - განაცხადა სააკაშვილმა.
თავის მხრივ, სომხეთის პრეზიდენტმა აღნიშმა, რომ "ჩვენ მოხარულნი ვართ, რომ ჩვენი მოლაპარაკებათა მსვლელობისას და ახლაც ჩემმა კოლეგამ განაცხადა, რომ საქართველო არ შექმნის წინააღმდეგომას და ხელს შეუწყობს სომხური საქონლის რუსეთში ტრანზიტის გახორციელებას. ამ პოზიციას ჩვენ რა თქმა უნდა ვემადლიერებით. ეს საკითხი ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რადგანაც ახლა ჩვენ მოსავლის რეალიზაციის ზღვარზე ვიმყოფებით. - განაცხადა სომხეთის პრეზიდენტმა.“
--------------------------------------
სინამდვილეში რუსეთმა ლარსის სასაზღვრო პუნქტი თავისი მხრიდან უკვე ერთ თვეზე მეტია გახსნა. აი ინფორმაცია, რომელიც 15 მაისს გავრცელდა:
http://www.georgiatimes.info/ge/interview/12398.html
ანუ, ფაქტიურად გამოდის, რომ მიხეილ სააკაშვილის „ისტორიული მოლაპარაკებების“ შედეგად საქართველო-რუსეთის საზღვარი ლარსში მხოლოდ სომხური ტვირთებისათვის და მოქალაქეებისათვის გაიხსნება.
დამერწმუნეთ, რომ თუ ეს ასე იქნება, მაშინ ძალიან მოსალოდნელია ისიც, რაც Desperados-მა გვითხრა, რომ ამ გამშვებ პუნქტზე სომეხი მებაჟეები დადგებიან. და საერთოდ, ეს საზღვარი უკვე არა რუსეთ-საქართველოს, არამედ - "დე-ფაქტო" რუსეთ-სომეხეთის საზღვარი იქნება. აქედან გამომდინარე შედეგების მთელი ბუკეტით. კიდევ რა საიდუმლო დამატებები აქვს ამ შეთანხმებას, ამას ჯერ ალბათ ვერ გავიგებთ...
მაინტერესებს, მხოლოდ სომხეთს შეექმნა პრობლემები 2006 წელს ზემო ლარსის გამშვები პუნქტის დაკეტვით? საქართველოს - არა?
ანუ ამ პუნქტის გახსნით მხოლოდ სომხეთის ინტერესებს ვუგორებთ კოჭს?
აბა დაიფიცოს მიხეილ სააკაშვილმა, რომ ამ გზით სომხეთში სამხედრო ტვირთები არ შევა! ისე გაუჭირდება დაფიცება, თუ? მაგისთანებზე დაუფიცებია? ბიბლიაზე არ ედო ორჯერ ხელი, რომ თქვა ქვეყანას გავაერთიანებ და ლტოლვილებს დავაბრუნებო!?
მხოლოდ სომხეთს აქვს მოსავლის რეალიზაციის პრობლემები? საქართველოს - არა?
ეს იმას ხომ არ გამოიწვევს, რომ ქართველებმა ღვინოც, ყურძენიც და ხილიც სომხურ საშუამავლო კომპანიებს და/ან სომეხ მძღოლებს უნდა მივყიდოთ ლარსში ჩალის ფასად, რომ მთელი მოგება მათ დარჩეს?
მაგრამ ყველაზე საინტერესოა ამ „ერთი ბარტყის გადაგდების“ ფასად ქართველმა ჩიტმა-ჩიორამ რა მიიღო? დაპირება, რომ ბატონი მელია ერთი დღე აღარ მოვა? დაპირება, რომ სამცხე-ჯავახეთში კრიზისი სომხური მოსავლის რეალიზაციამდე არაა მოსალოდნელი? თუ ის - რომ, სომხები და რუსები ქართულ ოპოზიციას არ დაეხმარებიან?
კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რაშიც დიდი ხანია დავრწმუნდი: მიხეილ სააკაშვილი ხელისუფლებაში დარჩენისთვის მზად არის ყოველდღე რაღაც დაუთმოს ყველას, ვინც ბატონი მელიასავით მუქარით მოვა. ეს კი ახლომდებარე სხვა "მელიების" მადასაც მხოლოდ აათკეცებს! აგერ ნახავთ, როგორ „წარმატებული“ შეხვედრები იქნება ბ-ნ მიხეილს მალე თურქეთში, აზერბაიჯანში, არაბეთშიც და ირანშიც. და რამდენ ორდენს და მედალს დაარიგებს კიდევ?
აი, რატომ უნდა მოგვშორდეს მიშიკო სასწრაფოდ - ნინო, რუსიკო, ტატა... და იდეურნო დანო და ძმანო მათნო.
მიშას ნუ იცავთ - საქართველო დაიცავით!

ავტორი: კავკასიოლოგი
25.06.2009 12:06
სოლომონ! "და ეს ჩემი ბოლო კომენტარია." რა არის ეს? რა არის ეს? (ხმა შეშფოთებული!)
გვეგვეს
İyi günler! ყუმბარებამდე ავყია სიტყვებით გაანადგურე არა შენი ახლობლები.
"საქართველო ნადგურდება და მეშინია ჩემს ახლობლებს მიშას მორიგი PR აქციის დროს რუსის ნასროლი ყუმბარა არ დაეცეთ."
§§§§ ბექასთან ჩაგეწერა უკვე 2 ქულა. მე არაფრის არ მეშინია, ტყუილად ვარ აგენტი?

ავტორი: progressive საიდან გვწერთ: tbilisi
25.06.2009 11:58
სოლომონ
ჯობია ამ ვაი ოპოზიციას მიწა მიაყაროთ პოლიტიკურ სასაფლაოზე თუ ასე გიყვართ.

ავტორი: სოლომონ საიდან გვწერთ: თერნალი
25.06.2009 11:08
ქალბატონებო რუსიკო და ტატავ! როგორ ჯიუტად არ გამეცით პასუხი იმ ჩემს კითხვაზე, რას ფიქრობდით ცეკვა-თამაშის სამხედრო ასპექტებზე (კომენტარი 22.06.2009 21:47). გაგიმეორეთ კიდეც, მაინც არა.
ეტყობა არგუმენტები შემოგაკლდათ და მესამე დემაგოგიურ ხერხს მიმართეთ (დამალვას) - აუჰ, დარჩიაშვილი, მალაშხია და მინაშვილი არიან მაგის დიდოსტატები - რამეს რომ ეტყვი - ამაზე რას ჰფიქრობო, არ გაგვიგია, დავაზუსტებთო - გიასუხებენ და მერე რამდენიმე დღით დაიმალებიან (აზუსტებენ!) მერე დარჩიაშვილი წვერს შეიკეთებს, მალაშხია - ქოჩორს, მინაშვილი სიდედრს გამოუშვებს ფრონტის წინა ხაზზე... და ასეთია მაგათი კომენტარი.
ლატინინას რომ ახსენებთ და ილარიონოვს. ადრე ვახსენე ძველთაძველი პრინციპი - "ჩემი მტრის მტერი - ჩემი მეგობარი/მოკავშირეაო" და ეგ ორი პიროვნება (პიონტკოვსკიც) - ზუსტად მაგ პრინციპით მოქმედებს. სანამ ისე ჩანს წყლის ზედაპირზე, რომ პუტინი და სააკაშვილი სამტრო-სასიცოცხლოდ არიან გადაკიდებულნი, ეგენი მიშას "ბალელშჩიკობენ" (ისე წყლის ქვეშ რომ ჩაეხედათ - ნახავდნენ, რომ ამ ორი მწვერვალებით დაშორებული აისბერგების ფუძეები მჭიდროდაა გადახლართული და "ავტორიტარიზმი" და "დიქტატურა" აწერია.
თუ გაგიგიათ - ლატინინა - სამხრეთ ოსეთში რუსეთის შემოჭრაზე რომ სტატიები წერა, აფხაზეთზე რას ამბობს? აფხაზეთის დამოუკიდებლობას სულით და გულით უჭერს მხარს! - რატომ? იმიტომ, რომ ცხინვალში პლიაჟი არ არის, ხოლო სოხუმის და გაგრის პლიაჟები ქ-ნ ლარისას (ლარისუ ივანოვნუ ხოჩუ) ძალიანაც ენატრება და სათავისოდ უნდა. ჰოდა პუტინს კი ებრძვის, მაგრამ რუსული იმპერიის ინტერესები ყველა მიშიკოს ურჩევნია.
ასეთია ჩემი მეორე კომენტარი.
ქ-ნო ტატა, მართლა გჯერათ, რომ თუ რუსეთმა სომხეთის ხელით სამცხე-ჯავახეთში სიტუაციის არევა გადაწყვიტა, მიშა სააკაშვილი არის ის გამოცდილი პოლიტიკოსი (სამჯერ რომ გვახარა - სომხეთის ეკონომიკა დაინგრა და ჩამოიშალაო! და ამით ჯერ სომხეთის პრეზიდენტის სპიკერის, მერე კი - თავად სარქისიანის მკაცრი გაფრთხილებები დაიმსახურა - ყველამ თავის გაფუჭებულ საქმეებს მიხედოსო), აი ეს მიშა მოახერხებს სომხების დაკერვას? "ია ვამ ადინ უმნი ვეშჩ სკაჟუ, ტოლკო ვი ნე ობიჟაიტეს" - სომხები მიშას დიდ ხანია გიჟად თვლიან და სანამ "წარმატებული" გიჟი იყო - შურდათ, ახლა კი, როცა გაფარჩაკდა - ღიად დასცინიან.
საფრთხე რუსეთიდანაც დიდია (მე როდესმე ეს უარვჰყავი?), სომხეთიდანაც, თურქეთიდანაც და აზერბაიჯანიდანაც (ეგერ - დავით გარეჯი ჩვენიაო!). მაგრამ ასეთი გაზრდილი საფრთხეების დროს ეს კაცი რომ არ არის ადექვატური, მე ამას ვტირი და თქვენი კომენტარი რა იქნება? დავით აღმაშენებელს მიუგავს წვერი? ან თუნდაც გიორგი I-ს? არა, ამ უკანასკნელს რაღაცეებში კი ჰგავს ნაღდად. და ეს ჩემი ბოლო კომენტარია.

ავტორი: giorgi საიდან გვწერთ: saqarTvelo
25.06.2009 10:11
ომი დაიწყება??????????

ავტორი: progressive საიდან გვწერთ: Tbilisi
25.06.2009 08:04
სოლომონ -ს
სოლომონ რა ყველგან ორგანოები და გადახდა გელანდება შეშინებული ხომ არ ხარ ?
არ უნდა შეძვრე ერთი საკანში რომ გადაგიხადონ?

ავტორი: გვეგვე საიდან გვწერთ: Poky
25.06.2009 03:13
კავკასიოლოგო რა არი "ზუსტად მასე"? რას მიედ-მოედები? რა უნდა გადასცე მერაბიშვილს?
პანიკაში ვარ აბა რა იქნება? საქართველო ნადგურდება და მეშინია ჩემს ახლობლებს მიშას მორიგი PR აქციის დროს რუსის ნასროლი ყუმბარა არ დაეცეთ.
თქვენც რომ პანიკაში ხართ ეგეც ფაქტია, ოღონდ მიზეზია განსხვავებული: თქვენ გეშინიათ რეჟიმი არ დაგენგრეთ და უკეთეს შემთხვევაში ციხეებში არ აღმოჩნდეთ.
რუსუდან, გვეშინია რუსებისაც და სააკაშვილისაც. რადგან შენ ამდენი იცი, ისიც გვითხარი ჩვენი ხელისუფლება რას აკეთებს რუსული საფრთხის გასანეიტრალებლად.

ავტორი: კავკასიოლოგი
25.06.2009 02:22
ავტორი: გვეგვე საიდან გვწერთ: Poky 25.06.2009 01:35
სალამ მალეიქუმ! ხო, პანიკა არაა საჭირო, მაინც ვერაფერს იზავ, მაგრამ მასეა ზუსტად და მაგაზე საკმარისი მასალა არსებობს, რომელიც აქ მიდევს. ვერ გამოგიგზავნი, იმიტომ რომ მერაბიშვილს უნდა გადავცე. თუ არ იცი, ნუ იცი, თუ ვერ იგებ, ნუ იგებ. არიქა, ბექას დანაბარები ღირსეულად შეასრულეთ! Iyi geceler!

ავტორი: tata საიდან გვწერთ: germania
25.06.2009 02:19
რას იტყვიან "გრეჩიხისტები"? (თუმცა დამავიწყდა რომ ოპოზიცია მრავალლიდერიანია; ლიდერია ვისაც არ ეზარება. აბა რა, დაანგრევენ ქვეყანას და მერე ერთმანეთისკენ გაიშვერენ ხელს. ეგ არის მაგათი პოლიტიკა. უპასუხმგებლობაზე ადვილი რა არის?). რომ გაიშიფრა თქვენი ბატონი (ახალი კი არაფერი ყოფილა, უბრალოდ ახლა თვალსაჩინო გახდა), თავის მართლებისას, ჭკვიანურად მაინც მოეფიქრებინა არგუმენტები, მაგას ან მაგის დაქალ-ძმა-ბიჭებს... თავები გაისულელეს, სად აქვს კახა თარგამაძეს ფულიო, ან მაგისგან როგორ ავიღებთ, საქართველოს მოქალაქე არ არისო ("ანგელოზები" - კანონს როგორ დაარღვევენ? - არ დაურღვევიათ..) --მოკლედ მაგათ ხალხი სულელი ჰგონიათ... კახა, ერთი შუამავლი, ქვეყნის დაქცევის დიდი სტაჟით და ყველაფრის კადრების სურვილით, ვინ არის?... ვოვა ბიძია ჰყავდეს ოპოზიციას "კარგად", "დამაშნიე ზაგატოვკების" ფული ექნებათ...
რაც შეეხება სომხეთში ვიზიტს, მე ამას რუსეთიდან მომავალი კიდევ ერთი საფრთხის აღკვეთის
ერთ-ერთ ნაბიჯად უფრო აღვიქვამ. თუ გრეჩიხების საქმე არ გამოუვა, რუსეთს კიდევ ერთ-ერთ ბინძურ კოზირად სამცხე-ჯავახეთის არევა რჩება. ტყუილა არ ალაპარაკდა სომხური მხარე რაღაც უაზრო ტვირთგადაზიდვების პრობლემაზე, საბაბს ეძებენ "უფროსი ძმის დაკვეთით"... ღმერთმა არ ქნას ისტორია განგვიმეორდეს.

ავტორი: კავკასიოლოგი
25.06.2009 02:06
სოლომონს
ეგ მე დიდი ხანია ვიცი, რომ ემთხვევა. ჰა, ჰა, ჰა! თუ აღარ დაგვლანძღავ, გეუბნები ყველასთან დაემთხვევა. მაგრამ თან რა იცი? თუ არ დაგვლანძღავ, აბა რას გააკეთებ? მაშინ გინდა იცი რა ვქნათ? ისე გასართობად ვიჩხუბოთ ხოლმე, რომ არ ჩამოგვეძინოს, ოღონდ მართლა არ იყოს. რას იტყვი? მარიოტში მიდიხარ შენ? სამთავრობო ღონისძიებებზე დადიხარ? აი, შეცბი, შაშიაშვილზე, ხომ შეცბი? იტალიელმა როგორ რამდენი რამე ასწავლა? მე კი დიდი ხანია შევცბი, მერე აგერ თქვენს მოგერიებებს ვუნდები, ძაან გადავიღალე. სიტყვები მეცოდებოდნენ და ამიტომ შევყევი აქ წერას. ნაჭყეპიამ შევარდნაძის დრო ჯობდაო, აგერ იდეოლოგმა არტისტმაც ძმისათვის მთელი საღამო იმუშავა, ვანოზე უკეთეს თარგამაძეს შეხვდაო. §§§§, გული მერევა! §§§§. სიბინძურე. აი ამ სიტყვების გამო თუნდაც. რა კონცეფცია, რის შემოთავაზება?! შევარდნაძის ინტერვიუ ხომ ნახე? "პოლიტიკა გამჭირვალე უნდა იყოსო",- გადავიხარხარე! ასე ჩემო სოლომონ, თქვი ეხლა შევარდნაძე ჯობია, თუ გრეჩიხების ბანდა?
ყველა მხარეს საშიშროებაა. ცუდადაა საქმე. მოუსმინე შუბერტის გედის სიმღერების ციკლს. კარგია! youtube ზეც ნახავ. progressive ძალიან კარგი ვინმეა. სოლომონ, ნახე ბექამ §§§§ რა სიტყვა დატოვა, აბა შენ იცი ლანძღვა არ მოაკლო "იმ ჯგუფსო" ჩემს ჩამოსვლამდეო. შენ რა მაგის "პიავკა" ხარ თუ რა!?

ავტორი: rusiko საიდან გვწერთ: moskovi
25.06.2009 01:36
ჩვენ ვართ განსაცვიფრებლად ლოგიკური ერი: მარტო ჩვენ გვჯერა ჯიუტად, რომ რუსეთიდან მოახლოებული რეალური საფრთხე მიშას პიარია, გადაფარვა - ბუაა, ამიტომ თარგამაძე - კრავია. ოპოზიციური "ბავშვების" ანცობის პატიება შეიძლება, მესამე ქვეყანაში საიდუმლო შეხვედრები "ქეშის" ჩამოსატანდ. ვიღაცამ მაღლა დაწერა, ეს ბლოგი ხელისუფლების რუპორიაო. (იუთუბიცო!) ფანტაზიასაც უნდა ქონდეს გონივრული წრე. ვიდეოკადრებზე ასახულ ფაქტებზე სერიოზული ანალიზის და დაფიქრების ნაცვლად ისმის: რუსები სააკაშვილს ეხმარებიან.
არც "შპიგელის" "გაზპრომულ" პროვოკაციასა და ტალივიანის საპროტესტო განცხადებაზე სურს არავის საუბარი. ალბათ ეწყინათ. არც იმ 150 ტანკზე, 7 აგვისტოს საქართველოს საზღვარი რომ გადმოლახა, არც ის გვაწყობს უკვე, რომ ომი საქართველოს არ დაუწყია. კოლექტიური დაბნელებაა. დღეს მოსკოვის ჟურნალისტური წრეები ააფორიაქა პუტინის ყოფილი მრჩევლის პრესკონფერენციამ. რად გინდა! "ეგ კაცი ნაყიდია", პავლეც და ივანეც. არაქართველი ილარიონოვი, ლატინინა, ადამიანის უფლებების დამცველი ლოკშინა რატომ აფასებს საღად რუსეთის აგრესიას და მოსალოდნელ ოკუპაციას და რატომ არ სურს ამის დანახვა ჩვენს საზოგადოებას? რატომაა ეს სპექტაკლი? "ნოვაია გაზეტამ" (ლიბერალურმა) დღეს დაიწყო ილარიონოვის ახალი წიგნის "2008 წლის აგვისტოს ზარბაზნები" შემოკლებული ვერსიის გამოქვეყნება. სანამ თარგამაძე-გამყრელიძეს ამბრაზურასავით გადაეფარებიან, ძილის წინ თითო თავი გადაიკითხონ. თორემ ნელ-ნელა აქაურობა რუსულ პატრიოტულ ბლოგებს დაემსგავსება. თორემ მალე რუს გენერალ ნაგავი-ცინს გავუსწრებთ, მსოფლიოს რომ აბოლებდა აგვისტოში ჩიქორთული ქართულით დაწერილ "ბრძანება 2"-ით და ცხინვალში "ნაპოვნი" აშშ მოქალაქის მაიკლ ლი უაითის პასპორტით. კრემლი კი იქნება ყოჩაღად, სანამ "შპიგელის" მოსკოველი კორესპონდენტი უვე კლუსმანი ყავს, შრიოდერი და კახა თარგამაძე გრეჩიხებით. ჩვენ ნუ ვიქნებით მათზე უარესები.

ავტორი: გვეგვე საიდან გვწერთ: Poky
25.06.2009 01:35
კავკასიოლოგო, რუსეთი არ კმაროდა საფრთხობელად, ეხლა თურქეთით შეგვაშინე :-)
პარანოია ბევრს აწუხებს საქართველოში, მაგრამ მგონი ზედმეტად ცდილობ ამ ფაქტორს დაეყრდნო. Don't be overplaying your hand, might brake your neck!
აკაკი, ამერიკასთან გაუცხოვების და რუსეთის, როგორც ალტერნატიული მფარველის თემა მიშას გაპრეზიდენტებისთანავე წამოიწია. ცხადია, ამერიკას შეუდარებლად მეტი გავლენა აქვს საქართველოს მთავრობაზე, მაგრამ ტენდენცია ყოველთვის უარყოფითი იყო. საქართველოში შემოსული ყოველი რუსული და ყაზახური კომპანია ამის ხაზგასმაა.
პარანოია ვახსენეთ და...
პუტინი იყენებს ვინმე გაფუჭებულს, მაგალითად კახა თარგამაძეს, ამით ახდენს ქართული ოპოზიციის დისკრედიტირებას. მიშა "ძლიერდება". რუსეთი ძლიერდება. ნახევარი საქართველო ნადგურდება, ათასობით ადამიანი იღუპება, ინვალიდდება, დევნილი ხდება. მეორე ნახევარი თავს აქნევს და თვლის, რომ "დიადი მიზნის" მისაღწევად მსხვერპლი იყო საჭირო.
პარანოია კი არა, ესაა Deja vu!

ავტორი: სოლომონ საიდან გვწერთ: თერნალი
25.06.2009 01:07
კავკასიოლოგს
==============
მგონი ერთხელ დაემთხვა ჩვენი აზრები საშიშროებების შეფასებისას. მაგრამ მაინც იმას აწვები, ოპოზიციის მეთოდები ბინძურიაო (?)
ისე, დღეს წუგზარ ნიკლაურმა ყველა გულითადად დაპატიჟა კავკასიოლოგების კონგრესი იხსნება ხვალ თბილისში მარიოტშიო და შეიძლება თქვენი იქ ხილვა? ხელში ასავალ-დასავალი დაიჭირე რომ გიცნო...
შაშიაშვილს მოუსმინე? ეგ ყოფილა ყველაზე ძველი ოპოზიციონერი - სააკაშვილისთვისაც, ბურჯანაძისთვისაც, ძიძიგურისთვისაც და შევარდნაძისთვისაც...
ადრე მაგ კაცზე მეცინებოდა და დღეს ცოტა შევცბი...

ავტორი: akaki საიდან გვწერთ: romi
25.06.2009 00:05
მე კიდე ერთი რამე მაფიქრებს. თუ ინფორმაციამ რომელიც აქ Desperados-მა მოგვითხრო, გაჟონა და ჩვენამდე მოაღწია. ამერიკელებამდე ვერ მივიდოდა? თან მოგეხსენებათ ამერიკის სპეცსამსახურების მუშაობა და მათი ინფორმირებულობა საქართველოში მიმდინარე პროცესებზე. ჩემი აზრით მიშა გრძნობს ამერიკის მხრიდან მხარდაჭერის კარგვას. ამიტომ ამერიკას სიგნალს უგზავნის, თუ ამერიკა შეწყვეტს მის მხარდაჭერას და ჩანაცვლებას მოუნდომებს ალასანიათი ან სხვა ოპოზიციური ლიდერით, ის რუსეთთანაც გამონახავს სასაუბრო ენას. ამის ერთ ერთი მაგალითი იყო რუსეთის მოქალაქე საგარეო საქმეთა მინისტრის დანიშვნა.ყოველ შემთხვევაში მე ასე ვხედავ და მიმაჩნია. და ისიც კარგად დავინახეთ რომ ეს ადამიანი სკამისა და ხელისუფლებისათვის ყველაფერზე წამსვლელია.

ავტორი: კავკასიოლოგი
24.06.2009 23:57
Desperados,
საფუძვლიანი მოსაზრებებია. (24.06.2009 15:53 სასომხეთზე)
გიორგი საიდან გვწერთ: ტობანიერი
1. და 2. პუნქტი ასევე.
ბოლო დროს ევროპაში ძალიან გააქტიურდნენ თურქი მეცნიერები კავკასიის თემაზე, რომლებიც ევროპულ ჩერქეზულ ორგანიზაციებთან ერთად მოქმედებენ. შინაარსი საქართველოსათვის, - არასახარბიელო.
სადაც არ გაიხედავ, ცუდადაა საქმე.
ნებისმიერ შემთხვევაში, ეს მასალები ოპოზიციის იმ ხერხებზე მიუთითებს, რომ ეგ ბრძოლა ვითომ თავისუფლებისათვის, - ბინძურია. ამიტომ მიესია ყველა ერთად თორთლაძეს და მის ლუსტრაციის კანონს.

ავტორი: სოლომონი საიდან გვწერთ: თერნალი
24.06.2009 23:54
პროგრესულს
===========
"მოკითხვა კახა თარგამაძესო"?
ანუ, გამოტყდი, პოეტო, რომ ძველი კადრი ხარ ორგანოებში?
გაფიცებ ყველაფერს, ლავრენტი პავლოვიჩსაც ხომ არ იცნობდი პირადად? იქნებ მაუზერიც გაქვს მისგან ნაჩუქარი?
ეჰ, პროგრესივ, პროგრესივ!.. როგორ გაერთე პოეზიაში და თავისდაუნებურად გამოტყდი? ჯერ კიდევ როდის იყო, რომ პაგონები გამოგიჩნდაა?
კარგი, აღარ გავაგრძელებ. შენი გაჭირვება გეყოფა. არ მოგიწონებს ამ კომენტარს ვანო ბიძია. დაკარგე ჰონორარი... მგონი მთელი თვისაც... წადი ახლა და შენით ჩაჯექი ნაობახტში...

ავტორი: progressive საიდან გვწერთ: Tbilisi
24.06.2009 22:49
გრეჩიხას უთხარით მოკითხვა გადასცეს progressive ისგან თარგამაძეს

ავტორი: გიორგი საიდან გვწერთ: ტობანიერი
24.06.2009 22:47
YouTuBe-ზე ინფორმაცია ოპოზიციონერთა და კახა თარგამაძის შეხვედრაზე.

ეს ვიდეო http://www.youtube.com/user/ottolimberg2714 დაიდო 23.06.09. გვერდიც სწორედ ამ დღეს შეიქმნა. ავტორის ოტტო ლიმბერგ (ალბათ, ეს გამოგონილი სახელია) შესახებ მხოლოდ ის წერია, რომ იგი 39 წლისაა.

გელა ბეჟუაშვილმა კახა თარგამაძის და ლევან თარგამაძის მხრიდან ოპოზიციის შესაძლო დაფინანსების შესახებ 19 ივნისს განაცხადა. სავარაუდოა, რომ ეს განცხადება სწორედ ამ ვიდეოჩანაწერებზე იყო დაფუძნებული. გამყრელიძე ამბობს, რომ მისი მონაწილეობით შეხვედრა 17 ივნისს არის გადაღებული. ვიდეოპაპარაციმ იგი ალბათ პირდაპირ შსს-ს გადაუგზავნა. რამდენადაც ნახეს, რომ აუდიოჩანაწერი არ შეიცავდა ფინანსებზე მოლაპარაკების დამადასტურებელ ფაქტებს, გადაწყვიტეს, რომ ამ მასალის გამოქვეყნება შსს-ს მხრიდან, როგორც ეს გველუკაშვილის და ოთანაძის შემთხვევებში მოხდა, მოსახლეობის და უცხოელი ექსპერტების მხრიდან უარყოფითად იქნებოდა აღქმული და ისედაც ბევრის არმთქმელ მასალებს დამაჯერებლობას კიდევ უფრო მოაკლებდა. ამიტომ გადაწყდა, რომ მასალები განთავსებულიყო ინტერნეტ გვერდზე, როგორც ვითომ გერმანელი მხილველის მიერ გადაღებული საინტერესო მასალა. უცნაურია, რომ ვინმე ლიმბერგი ასე დაინტერესდა ქართული ოპოზიციით, ასე კარგად ცნობს პოლიტიკიდან 7 წლის წინ წასულ კახა თარგამაძეს და თავის ნანადირევს ინტერნეტში ანთავსებს. უფრო დამაჯერებელი იქნებოდა, ავტორი ქართველი ემიგრანტი ყოფილიყო.

ძალიან საინტერესოა, რატომ არ გამოქვეყნდა მასალა 23 ივნისამდე. იუთუბ-ზე რეგისტრაციას და მასალის ატვირთვას რამდენიმე წუთი თუ სჭირდება. მგონი, ამას რამდენიმე მიზეზი აქვს:
1.მიხეილ სააკაშვილი დღეს სომხეთშია და უფრო ფართო აუდიტორია ჰყავს „ოპოზიციის მოღალატური ნაბიჯით აღშფოთების“ მსოფლიოში გასავრცელებლად.
2.სააკაშვილს ნამდვილად არ ექნება სომხეთში ვიზიტის შემდეგ საამაყო შედეგები. უკვე აშკარად ლაპარაკობენ, რომ საქართველოს მოუწევს ლარსის სასაზღვრო პუნქტის გახსნა, რომელიც რუსებმა უკვე რამდენიმე კვირის წინ გახსნეს. იმ დროს, როცა საქართველო რუსეთთან ომის მდგომარეობაშია, ეს ნაბიჯი ძნელი ასახსნელია. არის უფრო შემაშფოთებელი ინფორმაციები (მათ შორის ბლოგერ Desperados მიერ აქაც განთავსებული), თუმცა მე იქ მოყვანილი ნაბიჯები იმდენად კატასტროფულად მიმაჩნია, რომ ვერ ვიჯერებ სააკაშვილის მიერ მათ გადადგმას. არა იმიტომ, რომ ის ამას არ იკადრებს. იმიტომ, რომ ქართული საზოგადოების რეაქცია შეაშინებს. მოკლედ, დღეს ამ ვიდეოფირების გამოქვეყნება არის სააკაშვილისეული ტრადიციული „გადაფარვა“, რომ ერევანში ცუდი და მძიმე მოლაპარაკებები „გადაიფაროს“ ოპოზიციის და თარგამაძის სკანდალური შეხვედრის ფაქტით.
3. სააკაშვილს ქართულ საზოგადოებაზე მეტად ამერიკის მთავრობის მხრიდან მხარდაჭერის დაკარგვის ეშინია. როცა ადმინისტრაციის ცვლილების შემდეგ სააკაშვილთან დაახლოებული სამი ამერიკელი დიპლომატი - ფრიდი, ბრაიზა და ტეფტი - თბილისს ჩამოშორდა, სააკაშვილი საშინელ ცაიტნოტში გრძნობს თავს. მისთვის გორდონის შეხვედრები ოპოზიციასთან და მათი მიპატიჟება ვაშინგტონში (ი. ალასანია უკვე იქაა ერთი კვირაა) ყველაზე შემაშფოთებელი სიგნალია და იგი ყოველნაირად ცდილობს, რომ ოპოზიციის სასწრაფო დისკრედიტაცია მოახდინოს. ამ ვიდეოების გამოაშკარავებით იგი ცდილობს, უთხრას ობამას და კლინტონს: „აი, ვის პატიჟებთ ვაშინგტონში - ხალხს, რომელიც რუსეთში მყოფ ყოფილ კორუმპირებულ ჩინოვნიკს ხვდება.“ 23 რიცხვი ალბათ იმიტომ იყო შერჩეული, რომ ვაშინგტონიდან წამოსასვლელად გამზადებულ ალასანიას და თბილისში მყოფ ოპოზიციონერებს ამ ბრალდებაზე თავის მართლება ვერ მოესწროთ.
4.დღეს გამოცხადდა, რომ 25 ივნისს კავკასიაში ტურს იწყებს ნიკოლა სარკოზი, რომლის ურთიერთობებზე სააკაშვილთან ცნობილია. 24-ში თარგამაძის სკანდალის აგორებით სააკაშვილი და მისი გუნდი იმედოვნებს, რომ სარკოზი ოპოზიციურ ლიდერებთან შეხვედრებს აღარ დაგეგმავს. სარკოზისთან თავის მოწონებას ემსახურებოდა გუშინ პრეზიდენტის რეზიდენციასთან კარვების აქციის მონაწილეთა ჯგუფური დაპატიმრებები და დღეს ამ კარვების აღებაც. ახლა მიშა ნიკოლიას 800 მილიონიან სასახლეში შეხვდება.

ავტორი: სოლომონ საიდან გვწერთ: თერნალი
24.06.2009 20:33
პირველ რიგში მინდა ყურადღება გავამახვილო Desperados მიერ მოწოდებულ ინფორმაციაზე (კომენტარი 24.06.2009 15:53) - მიხეილ სააკაშვილის სომხეთთან (და რუსეთთან) შესაძლო გარიგებების შესახებ. ამ ბლოგერის მიერ 9 ივნისს მოწოდებული ინფორმაცია ფილიპ გორდონის ვიზიტის და შეხვედრების შესახებ ძალიან ზუსტი აღმოჩნდა და ამის შემდეგ მე მის კომენტარებს ყურადღებით ვეკიდები.

ახლა რაც შეეხება მთავრობის დღევანდელ „აღშფოთება-შეშფოთებებს“.

დავიწყებ პირადად „დემოკრატიის შუქურით“ - დღეს მიხეილ სააკაშვილმა სომხეთში ვიზიტისას განაცხადა, რომ „ქვეყნის ექს შს მინისტრი კახა თარგამაძე უახლესი ისტორიის ყველაზე უარყოფითი ფიგურაა.ხელისუფლებას აქვს სერიოზული ინფორმაცია იმის შესახებ, რომ იგი საქართველოს მტრების სამსახურშია და მრავალი თვის განმვალობაში გეგმავდა და კონსულტაციას უწევდა მათ ქვეყანაში შემოჭრის საკითხზე.“ http://www.interpressnews.ge/ge/index.php/permalink/101591.html&hd_line=1

ესეიგი, არა - პუტინი (თანამედროვე შაჰ-აბასიო), არა - მედვედევი (აგრესორი ქვეყნის პრეზიდენტი, რომელმაც საქართველოსთან ომის დაწყების ბრძანება გასცა), არა - ასლან აბაშიძე (ხიდების ამფეთქებელიო, ნაძირალაო), არა - ბორისოვი (ქართლის ალიხანოვ-ავარსკი), არა - გიორგაძე (რუსეთში შეფარებული ინტერპოლით ძებნილი), არა - შევარდნაძე (აღარ ვიცი, ნაცმოძრაობის რომელი „ეპითეტი“ გავიმეორო), არა - მოლაშვილი (რა წამება არ მოუწყვეს), არა - პატარკაციშვილი (ბადრის - რაო?!), არა - ოქრუაშვილი (ყველაზე დიდი შეცდომაო), არა ბურჯანაძე-ბიწაძე (კორუმპირებული პირების დანიშვნას მთხოვდნენო), არა ნოღაიდელი (მივხვდი, რომ იპარავდა და მოვიშორეო!), არა - შალიკიანი (გაიძვერაო), არა - ონიანი - (ეხლავე აქედან მოაშორეთო!) არა - კობალაძე (ამდენხანს დასაჭერი ნაძირალაო!)...

არამედ - სწორედ კახა თარგამაძე ყოფილა „უახლესი ისტორიის ყველაზე უარყოფითი ფიგურა“.

როგორ მოხდა, რომ ამ საშინელი მონსტრის წინააღმდეგ დღემდე საქმე არ იყო აღძრული?

როგორ მოხდა, რომ იგი ერთადერთი იყო, რომელმაც ყოველგვარი პრობლემის და ფულის შეწერის გარეშე დატოვა საქართველო 2004 წელს და წინა კვირამდე ნაცმოძრაობიდან არავის (!) გახსენებია?

აა, ეს ხომ ის კაცია, 1999 წელს მიხეილ სააკაშვილმა 31 ოქტომბრის ტოტალურად გაყალბებული არჩევნების შემდეგ პარლამენტის პირველივე სესიაზე დიდი მადლობა რომ გადაუხადა, არჩევნების დროს ჩატარებული „ბრწყინვალე სამუშაოსათვის“ და „დემოკრატიის მხარდაჭერისათვის“? თუ გავითვალისწინებთ, რომ ეს მიშიკოს პირველი მოსვლა იყო ქართულ პარლამენტში, გამოდის, კახა თარგამაძე მისი დონ კორლეონეა. უფრო სწორედ, მიშიკოს სამი ნათლიმამა ჰყავდა - შევარდნაძე, ჟვანია და თარგამაძე. ერთი აღარ არის ცოცხალი და მიშიკო მისი სიკვდილის გამოძიებით არასდროს ინტერესდება (ნეტა რატომ?) ორი ცოცხალი კი პოლიტიკას მოაშორა, მაგრამ არაფერი წაურთმევია.

მაგრამ ეს ხომ ასე დამახასიათებელია მიშიკოსათვის. იგი გარკვეული „კარგი“ ხალხის დახმარებით მოვიდა ქვეყნის სათავეში, და მერე ეს „კარგი“ ხალხი მოიშორა „თქვე საზიზღრებოს“ ძახილით.

პუტინიო - განა იმ პუტინმა, ივანოვმა და მათმა ძმაკაცმა „ციხისგამტეხმა“ ხაბურძანიამ არ შეუწყვეს ხელი მიშიკუნას ხელისუფლებაში მოსვლაში?
მედვედევი - აბა გონებაგახსნილი კაცია და აწი ჩვენი ურთიერთობები გაუმჯობესდებაო? (2008 წ. ივნისი)
ბორისოვი- ტაქსისტი ღუბერნატორების საყვარელი კლიენტი
გიორგაძე - ვისი ნაჩუქარი იყო ის დაჯავშნული ჯიპი, ბოლნისის ქვების წვიმის დროს რომ თავი შეაფარე?
შევარდნაძე - ესაა თქვენი დეპუტატიო! ესაა თქვენი მომავალი პრეზიდენტიო! - აკი ვაჟკაცურად მოიქცაო, სკამი რომ მოგართვა?
მოლაშვილი – „ლევად“ დარიგებული პრემიები რომ არ გამოგიმზეურა იუსტიციის მინისტრობისას?!
პატარკაციშვილი - აუჰ, რა ფულები გაძლია!
ოქრუაშვილი - აკი ყველაზე საუკეთესო მინისტრიო?
ბურჯანაძე - აკი ტეთჩერზეც უფრო მაგარი ფოლადის ლედიო?
ნოღაიდელი - ვახტანგ გორგასლის ორდენი ქურდობისთვის ჯილდო იყო?
შალიკიანი - ქუთაისი და ტყიბული ვინ მოაგებინა ნაცმოძრაობას?
ონიანი - რამდენი მოგცა! რამდენი გამოგიგზავნა! რამდენჯერ შეხვდა თემურ ალასანიას!

ავტორი: მერაბი საიდან გვწერთ: თბილისი
24.06.2009 18:18
არა, მე თბილისელი მერაბი გახლავართ. დამავიწყდა მითითება. მადლობთ თარგამაძის ძებნილობასთან დაკავშირებით ინფორმაციისთვის. ჩემთვის ეს მხოლოდ იურიდიულ მხარეს ცვლის. მაშინ მით უმეტეს უფრო ფრთხილად და მოზომილად უნდა ილაპარაკოს ხელისუფლებამ და დაუსაბუთებელი ბრალდებებისგან თავი შეიკავოს. მაგრამ თარგამაძესთან და მისნაირებთან კავშირი ოპოზიციის ნამდვილად დიდ მინუსად მიმაჩნია.

ავტორი: akaki საიდან გვწერთ: romi
24.06.2009 17:54
აღარ მინდა რა მომწყინდა ამდენი ბინძური კადრების ყურება.დისკრედიტაცია და ჯაშუშების ძებნა.ეხლა უნდა გადავბლოკო ყველა პოლიტიკური ინფორმაციის შემცველი საიტი.გარდა რადიო თავისუფლებისა და ცხოვრების ჩვეულ რიტმს დავუბრუნდე.დეპრესიის ნიშნები მაქვს.ახლობლები ვეღარ მცნობენ.ვატყობ აქედან საქმეს ვერაფრით ვუშველი,ამიტომ დროებით მშვიდობით პოლიტიკა

ავტორი: giorgi საიდან გვწერთ: saqartvelo
24.06.2009 17:17
ამათი ყველას ...... ამათ იმედზე ვართ?????????????

ავტორი: Nino საიდან გვწერთ: visi saqartvelo??
24.06.2009 17:12
ბატონი მერაბი იმ მხარესაა, რომელიც როგორც ცოტა ზემოთ აღვნიშნე, კარგად გრძნობს ჩვენი გაჭირვებულობის ხარისხს და ვეთანხმები.
კავკასიოლოგო, ბექამ დაგვიტოვა სიტყვა, ცეცხლი პირდაპირ! არ ვაპირებ ბექჰავ შენთან ჯიბრობასა კანონებზედ, მაგ საქმისა ბევრი არა გამეგება რა(მსოფლიო მხარდაჭერას თუ ვერა ჰხედავ არ ვიცი...არ ვიცი...მგონი შენც ედიკა გენატრება:)), მაგრამ ის კი მეხერხება გამოვიცნო სად რას მომწერ პასუხად:) ამიტომ კავკასიოლოგივით უნდა "გავრეკო" და როგორცა მან სოლომონის ნაცვლადა სწერა ერთხელ, ახლა მე შენს მაგივრად დავიწყებ წერასა:) მოიტანე რა მაგალითად Spiegel-ი! ფრაუ მერკელიც არ დაგავიწყდეს ლამის პუტინთან ერთად რომ აჭახუნოს ჭიქები! გადაავსეს რუსებით აქაურობა და ეფერებიან თბილი რადიატორის გულისთვის. იცი ბექჰავ რა მითხრა ერთმა ჭკვიანმა 72 წლის გერმანელმა კაცმა? გვეშინის ხმის ამოღება, არ გვაწყობს რუსეთთან ურთიერთობის დაძაბვა, ფრიად საშიშნი არიანოო. მიდი ეხლა და იძახე, რომ ანგელაც მიშასთან ერთადა ჰკერავს საფრთხობელას რუსეთისაგან.
p.s: მშვიდობიანდ დაბრუნებას გისურვებ, რა ვიცი მერაბიშვილი არ წაგეჩეხოს სადმე, ხო იცი ძაან საშიში კაცია:)))))))

ავტორი: Desperados საიდან გვწერთ: Santa Esperanza
24.06.2009 16:59
მერაბს (მგონი ტრიერიდან თუ ლუქსემბურგიდან)

გეთანხმებით.
ხელისუფლება არც ერთ ჯაშუშობაში ან ფულის გათეთრებაში ბრალდებას არ იძიებს ბოლომდე.

მათ ეს ყველაფერი მხოლოდ სახელისგასატეხად უნდათ. ამავე მეთოდით მუშაობენ მათი დაქირავებული ჟურნალისტები "რუსთავი2"-ზე. პირველ არხზე, ”იმედზე” თუ გაზეთ ”პრაიმ-ტაიმში”. ახლა იქამდე მივიდა საქმე, რომ ვანოს სამინისტრომ ”იუთუბი” აქცია ხელისუფლების რუპორად. ძალიან ორიგინალურია. თუ არაფერი დამტკიცდება, იტყვიან, ჩვენ რას გვერჩით, ვიღაც გერმანელმა დადოო.

ოღონდ ერთი რამ მინდა შეგისწოროთ - ნამდვილად ვიცი, რომ თარგამაძე ინტერპოლით ძებნილი არ არის. ეს სტატუსი აქვს მხოლოდ იგორ გიორგაძეს. მგონი ასლან აბაშიძეზეც კი არ გამოუცხადებია სააკაშვილს ინტერპოლით ძებნა. მით უფრო - კახა თარგამაძეზე, რომელსაც მიშა დიდ მადლობებს უხდიდა 1999 წელს არჩევნების ”სამართლიანად” ჩატარებისთვის (რეალურად კი - ”მოქალაქეთა კავშირის” გამარჯვებისთვის)
http://www.interpressnews.ge/ge/index.php/permalink/101557.html

შოტა უტიაშვილმა განაცხადა, რომ რამდენადაც კახა თარგამაძე საქართველოს მოქალაქე აღარაა (?), მასზე არც არის ძებნა გამოცხადებული!
http://alasania.ge/politics/605-statement

ჩემს წინა კომენტარში არის მოსაზრება იმაზე, თუ რეალურად რა შეიძლება იდგეს ამ ”კემპინსკგეიტის” უკან.

ავტორი: მერაბი
24.06.2009 16:34
დღევანდელი სკანდალი კიდევ ერთხელ ნათელყოფს, რა აბსურდულ ქვეყანაში ვცხოვრობთ. იურისტი არ ვარ, მაგრამ მგონია, ინტერპოლით ძებნილ კახა თარგამაძესთან შეხვედრა და ამაზე სამართალდამცავი ორგანოებისთვის არაფრის თქმა უკვე დანაშაულია. არაფერი რომ არ ვთქვა მორალურ მხარეზე. სწორედ იმიტომ ვერ ვენდობი ოპოზიციის ამ ლიდერებს, რომ ბოროტმოქმედი თარგამაძის ტიპის ხალხის დახმარება სჭირდებათ.
მეორე მხრივ ხელისუფლების "ღვაწლმოსილი" წარმომადგენლები გამოდიან და ბრძანებენ, რომ იუთუბზე გამოქვეყნებულ შეხვედრაზე გინდა თუ არა დაფინანსებაზე იყო საუბარი. საიდან იციან? მართლა ასეც რომ ყოფილიყო, ამას დატკიცება სჭირდება. ცნობილი მხოლოდ ისაა, რომ შეხვდნენ. თუ სხვა რამეცაა ცნობილი, მაშინ ჯერ ის გამოაცხადონ და მერე დასდონ ბრალი ბერლინში ჩასულ ჯიგარ ბიჭებს. ტოტალურ დემაგოგიაზე რომაა გადასული, ამიტომაც ვერ ვენდობი ვერც ხელისუფლებას.
მომიტევონ ერთის მომხრეებმაც და მეორის მომხრეებმაც.

ავტორი: კავკასიოლოგი
24.06.2009 16:12
ეუფ, რა სიტყვა დაგვიტოვა! (§ბ§ე§ქ§ა§მ§)

ავტორი: კავკასიოლოგი
24.06.2009 15:54
ბექა საიდან გვწერთ: ქუთაისი
ბექა, შენს საჭიროებაზე ერთერთ ბლოგში ადრე ავღნიშნე, იურისტი ბლოგზე დიდი შენაძენია-თქო. სრულიად გულით და ალალად. რა თქმა უნდა ყველანი საჭირონი არიან/ვართ. პატივმოყვარეობის დაავადებითაც მეტ-ნაკლებად ყველანი ვართ შეპრყრობილი. რამდენჯერ გითხარი, მიატოვე ეგ შენი ლანძღვები. რად გინდა ეს დაჯგუფებები? თუ სერიოზულობაზე გაქვს პრეტენზია, ვიკიპედიას ლინკის მოყვანა მეცნიერებაში უნდა იცოდე, რომ მიუღებელია. აქ ბლოგში, ბევრნი ჩვენ ყველანი შეცდომებს ვუშვებთ. მაგრამ არ გინდა რა ასეთი შეტევები. შპიგელის კატალიზატორობაზე ნამდვილად შემიძლია ბევრი გესაუბრო. ნინომ რა ფაქტზეც ისაუბრა, მე მგონი გავიგე, თუმცა ეხლა ზუსტად არ მახსოვს ეს ფაქტი. ეს მართლაც არის ის სფერო, რომ უნდა "ჩავიხედო" სადმე. შენს ვიკიპედიას კი მაინც არ ვენდობი. შენ ხომ ძაან გიხარია სხვისი გულის რევის შეგრძნებები და შენი "პოსტების" მერე, რომ ხალხი თურმე მივარდება და წყაროებს ქექავს. შენთან "საჩხუბრობის" გამო ნათლდებიან. კიდევ გეუბნები, სხვისი გულისრევა ნუ გიხარია. აქ საზოგადოების ფორუმია, ან გვინდა, რომ ასეთი იყოს. თუ რამე იცი გვითხარი, თუ არადა ნუ გვამადლი ამ შენს პარაგრაფებს. კანონი ერთია და ცხოვრება, სიცოცხლე მთლიანად ვერ თავსდება მაგ შენს კანონში. ძაან მომბეზრდა ეს ლაპარაკი, მაგრამ ამ ბლოგის დახურვის წინ კიდევ გითხარი. თუ მაინც "კრუჟოკში" გინდა ყოფნა,- იყავი, მეტი რა გითხრა. ტარატურაა ნამდვილი.

ავტორი: Desperados საიდან გვწერთ: Santa Esperanza
24.06.2009 15:53
საქართველოს მთავრობა პირველ ”წარმატებას” აღწევს რუსეთთან საიდუმლო მოლაპარაკებებში. პუტინი თანახმაა მიშა ”არ ჩამოიშალოს”

ძვირფასო ბლოგერებო!

ნება მიბოძეთ მოგითხროთ ივნისში საქართველოს მთავრობის მიერ ჩატარებულ დიპლომატიურ ”გარღვევაზე”.

ივნისის თვეში სომხეთში შედგა საიდუმლო მოლაპარაკებების რამდენიმე რაუნდი საქართველოს, სომხეთის და რუსეთის საგარეო საქმეთა და შინაგან საქმეთა სამინისტროების წარმომადგენლების მონაწილეობით.

პირველი მიღწეული შედეგები უნდა გაცხადდეს მიხეილ სააკაშვილის ერევანში მიმდინარე შეხვედრაზე. თუმცა მოსალოდნელია, რომ ბევრი შედეგები არც იქნება გაცხადებული. რამდენადაც ამ მოლაპარაკეკბების შედეგად მოგებული რჩება ყველა - პუტინის რეჟიმი, სომხეთი და სააკაშვილის რეჟიმი, - გარდა საქართველოსი.

კონკრეტული შედეგი ისაა, რომ უახლოეს ხანში გაიხსნება ლარსის სასაზღვრო პუნქტი, რომელიც ძირითადად იმუშავებს სომხეთის მიმართულებით ტვირთების მოძრაობის უზრუნველსაყოფად. განიხილება ვარიანტი, რომ სასაზღვრო პუნქტზე რუსებთან და ქართველებთან ერთად სომეხი მებაჟეებიც განთავსდნენ.

ამ საკითხს უკავშირდება ინიციატივა ყაზბეგის რაიონის (მთლიანად ან ნაწილობრივ) სასაზღვრო უვიზო მიმოსვლის რეჟიმის (ანდა - თავისუფალ ეკონომიკურ ზონად) გამოცხადების შესახებ. ამ უკანასკნელ შემთხვევაში ყაზბეგის რაიონში თავისუფალ მიმოსვლაში იქნება რუსული რუბლი და რაიონს გაზის მოწოდებაც უშუალოდ რუსეთიდან ექნება, რაც მომავალში ყაზბეგის რაიონის საქართველოდან რბილი ”წაგლეჯის” ბაზისი გახდება.

საქართველოს დაქუცმაცების შემდეგი ეტაპი იქნება ახალქალაქის და წალკის რაიონებში სომხური კულტურული ავტონომიის გამოცხადება და მათთვის ბათუმის და ფოთის პორტებისაკენ ავტომაგისტრალის ერთობლივი (ქართულ-სომხური) კომპანიის მიერ მშენებლობაა. განიხილება ვარიანტი ამ მაგისტრალის სამართავად სომხური კომპანიისათვის გადაცემის შესახებ. თუმცა ქართული მხარე ითხოვს, რომ საზოგადოებრივი წნეხის შესამცირებლად ამ პროექტში თურქული მხარეც ჩაერთოს და სწორედ მან მიიღოს მაგისტრალის მართვის უფლება.

ამის პარალელურად იხილება ვარიანტი საქართველოს რკინიგზის სომხეთისათვის მმართველობაში გადაცემის შესახებ. თუმცა ამ საკითხზე საქართველოს მთავრობა თავს იკავებს საზოგადოების მხრიდან სერიოზული უარყოფითი რეაქციის შიშით. ჯერჯერობით გადაწყვეტილია, რომ სომხეთისათვის მისაწოდებელი ტვირთები კვლავაც ზღვით წამოვა, ხოლო საქართველო სერიოზულად შეამცირებს ამ გადაზიდვების სატარიფო განაკვეთებს, რომელიც სომხეთისათვის სიმბოლური დარჩება.

ყველაზე გასაიდუმლოებული ნაწილი ეხებოდა პუტინის რეჟიმის მხრიდან სააკაშვილის რეჟიმის მიმართ ჩუმი მხარდაჭერის ამოქმედებას. არცერთ მხარეს არ აწყობს ამ მხარდაჭერის აფიშირება, ამიტომ ღიად გაგრძელდება ერთმანეთის მიმართ მკაცრი ”კონფრონტაციის” რეჟიმში ”შეურიგებელი” განცხადებების გაკეთების პრაქტიკა, თუმცა რუსული მხარე დაეხმარება საქართველოს ოპოზიციისათვის დაფინანსების წყაროების აღკვეთაში, ხოლო ქართული მხარე თანახმაა რუსეთის მიერ სასაზღვრო რაიონებში (სვანეთი, რაჭა, ფშავ-ხევსურეთი, ყვარლის რაიონი) დაფარული კულტურული და სოციალური პროგრამების ამოქმედებაზე. ამას კი რა მოჰყვება 5-10 წელიწადში, გასაგებია.

ყოველივე ამის გათვალისწინებით, პირი, რომელმაც აღნიშნული ინფორმაცია მომაწოდა, არ გამორიცხავს, რომ გაჩეჩილაძის, გამყრელიძის და თარგამაძის გერმანიაში ჩატარებული შეხვედრის მასალები სწორედ რუსების მიერ იყოს გადაღებული და მოწოდებული ქართული მხარისათვის.
მეტიც, დასაშვებია, რომ კახა თარგამაძე, რომელიც ამ შეხვედრის ინიციატორი იყო, სწორედ რუსების დავალებით მოქმედებდა და ამის სანაცვლოდ მხურვალე მადლობა პუტინისგანაც და სააკაშვილისგანაც დაიმსახუროს.

ვინმეს ამაზე გეცინებათ? მგონი, ეს მხოლოდ სატირალია :((

ავტორი: ბექა საიდან გვწერთ: ქუთაისი
24.06.2009 15:52
უნას თბილისიდან,

ფიქრი და მოსაზრებების გამოთქმა ერთია, ფაქტების შეგნებულად, ერთი ადამიანის სასრგებლოდ დამახინჯება მეორე. ვინც, ხელისუფალის განსადიდებლად ფაქტებს უხეშად ამახინჯებს, რა თქმა უნდა, ხელისუფალის რუპორია. პლურალიზმია ის, რომ შემიძლია ხელისუფლების რუპორს ვუპასუხო და წარვუდგინო ჩემი არგუმენტები შესაბამისი მტკიცებულებების მითითებით.

ვსარგებლობ შემთხვევით და ყველას გემშვიდობებით. ორი დღით ისეთ ადგილზე მივდივარ, სადაც ინტერნეტი არ მექნება. ახალ სტატიას, მიშისტური კვარტეტრის (რუსიკოს გამოთიშვის შემდეგ უკვე ალბათ ტრიო ეთქმის) რეაგირებას პარასკევს საღამოს ან შაბათს დილით წავიკითხავ.

სოლომონ, გვეგვე, რომან წარმატებებს გისურვებთ პროპაგანდისტულ მანქანასთან საბრძოლველად.


ავტორი: una საიდან გვწერთ: Tbilisi
24.06.2009 15:18
ბექას,
თუ თქვენც ხელისუფლების რუპორი გგონიათ ის, ვინც თქვენნაირად არ ფიქრობს, ვინც განსხვავებულია თქვენგან, მაშინ ალბათ საქართველოში ვერასდროს ვეღირსებით პლურალიზმს... და კიდევ ბევრ რამეს. არადა, დასანანია...

ავტორი: კავკასიოლოგი
24.06.2009 15:01
Nino საიდან გვწერთ: visi saqartvelo??
ნინო, მე ყველაფერი გავიგე, რასაც ამბობ და ყველაფერში გეთანხები. მეტი რა გითხრა? თუ დრო გაქვს წინა ბლოგებს გადახედე. არსად რებუსები არ არის. არც სულელი ხარ, არც ბრმა.
O.K. საიდან გვწერთ: FROM BATUMI
გითხარი, როდესმე რაც არ გირჩევნია ის გააკეთე თქო? ეგ საკითხი ბულვარში წიგნის გადაფურცვლის თაობაზე ხომ ერთხელ გავარკვიეთ? რაც შენს გულს ესიამოვნება ის გააკეთე, კიდევ იგივეს გეუბნები.

ავტორი: ბექა საიდან გვწერთ: ქუთაისი
24.06.2009 14:55
ნინოს ვისი საქართველოდან,
ყველაზე ნიჭიერ ადამიანად მიხეილ სააკაშვილი მიგაჩნიათ? მის სიტყვებს აღარ გავიმეორებ რობერტ მუგაბესთან დაკავშირებით. არც გერმანულ პრესას შევეხები ომის შეფასებასთან დაკავშირებით. "შპიგელში" დაბეჭდილი სტატიები კარგი კატალიზატორია იმისა, თუ რა ავტორიტეტი აქვს საერთაშორისო არენაზე სააკაშვილს.
ქალბატონო ნინო თავს უფლება არ უნდა მისცეთ დაწეროთ ტყუილი აფხაზეთში ქართული მოსახლეობის ეთნიკური წმენდის საერთაშორისო აღიარებასთან დაკავშირებით. განსაკუთრებით ჩემი თანდასწრებით, რომელსაც რაღაც გამეგება ამასთან დაკავშირებით. ეთნიკური წმენდის აღიარებას თხუთმეტი წელი ნამდვილად არ დასჭირვებია. ქართველების ეთნიკური წმენდა ეუთოს მიერ აღიარებული იქნა 1994წელს, ხელახლა 1996 წელს ბუდაპეშტის სამიტზე. ეთნიკური წმენდის აღიარება მოხდა ომის დამთავრებიდან ერთი წლის შემდეგ და ამას თხუთმეტი წელი ნამდვილად არ დასჭირვებია. თქვენ ეს ან უცოდინრობით მოგდით ან განზრახ შეგყავთ პატივცემული ბლოგერები შეცდომაში.
პატივცემულო ბლოგერებო, ვინც შეცდომაში შეხვედით ქალბატონი ნინოს გამონათქვამით ეთნიკური წმენდის აღიარებასთან დაკავშირებით, გთავაზობთ ვიკიპედიას ლინკს:
http://en.wikipedia.org/wiki/Ethnic_cleansing_of_Georgians_in_Abkhazia
ყოველდღიურად ვრწმუნდები, რომ ხელისუფლება გამიზნულ საინფორმაციო კამპანიას აწარმოებს, რომ ცრუ ინფორმაციის დაყრით, საქართველოს მოსახლეობა დაარწმუნოს სააკაშვილის უალტერნატივობაში. ამ ბლოგზე აშკარად საჭირო ვართ მეც, სოლომონი, გვეგვეც, რომან ქევხიშვილიც (ეს უკანასკნელი და მისი რადიო ისედაც ძალიან კარგ საქმეს აკეთებს მთელ კახეთის რეგიონში) რომ შევეწინააღმდეგოთ და დასაბუთებული არგუმენტებით ვუპასუხოთ ვანოს კამპანიას.

ავტორი: O.K. საიდან გვწერთ: FROM BATUMI
24.06.2009 14:17
ისეთ ქსენოფობს როგორიც პროგრესივია პასუხი არავინ არ უნდა გასცეს, იყოს თავისთვის სივიწროვეში გაჭყლეტილი.
კავკასიოლოგ შენი ქედმაღალი კომენტარები უკვე მოსაბეზრებელია, მირჩევნია სოლომონის და ბექას ცალმხრივი მაგრამ ნამდვილი კომენტარები წავიკითხო, ისე კი ყველას მაინც ქალბატონი იას სტატია სჯობია რომელსაც სულმოუთქმელად ველოდები :)

ავტორი: ბექა საიდან გვწერთ: ქუთაისი
24.06.2009 14:08
კავკასიოლოგს,
"ეგ ჩემი ჩანაწერი არის სხვათაშორის, რითიც საკუთარი თავი მეამაყება და ძალიან კმაყოფილი ვარ, რომ დავწერე."
დიდი ეჭვი მაქვს, გიორგი ლაფერაშვილის ქათინაურის შემდეგ, ცხოვრებაში რაიმე კიდევ გქონდეთ საამაყო.

ავტორი: Nino საიდან გვწერთ: visi saqartvelo??
24.06.2009 13:56
ბატონო სოლომონ,
სწორად შეამჩნიეთ, რომ არ მიყვარს დაბოლება. ჩემს აზრს ვაფიქსირებ მხოლოდ. ვისთვის მართალს და ვისთვის მცდარს. ზოგისთვის შეიძლება შუალედურს ამ ორს შორის.
კავკასიოლოგო,
რა არ მოგეწონა კიდევ ვერ გავიგე, ან სულელი ვარ ან ბრმა. ვერ ამოვხსენი რებუსი. ოპოზიციას რომ ბათქაბუთქი ავუყენე, ამით იმას არ ვამბობდი ხელისუფლებაა უცოდველი მეთქი. ამდენ ადამიანში დამნაშავეც გამოერევათ და ქრთამის ამღებიც, მაგრამ მერე თვითონვე უვლიან ასეთებს. სადაც საჭიროა იქ მიაბრძანებენ ხოლმე. იცი ჩემთვის მთავარი რა არის? პირველ რიგში სამშობლო, როგორც მიწაწყალი და მეორეში სახელმწიფო. რამდენიც უნდათ იძახონ, რომ სააკაშვილი სამარცხვინოა და საქართველოს გარეთ პატივს არ სცემენ, ასე არ არის. ძალიანაც კარგად იცნობენ, ნიჭიერადც თვლიან და მისი დამსახურებაა, რომ ჩვენი ქვეყნის არსებობა საერთოდ ვინმემ გაიგო. დიახ, ვარდების რევოლუციამდე საქართველო რა იყო არავინ იცოდა! ახლა გამომიხტებიან, კიო ომით გააცნოო მსოფლიოს საქართველო. ომი სისხლისმღვრელ ედუარდს მოჰკითხეთ. მაშინ რატომ ვერ გაიცნეს საქართველო? 15 წელი რომ დასჭირდა ქართველების ეთნიკური წმენდის აღიარებას, ჩვენი პატრონი რომ დედამიწაზე არ არსებობდა და ზეცის იმედად ვიყავით. ახლა როგორია ომიდან სამი თვის შემდეგ გამოქვეყნებული მასალები? როგორია მსოფლიო მხარდაჭერა? ერთიც ვნახოთ ლევანა-ტლუ გყოლოდათ სათავეში მიშა-ცრუს ნაცვლად და ვნახავდი კარგ მხარდაჭერას, მხოლოდ რუსეთისაგან. რომ მიაბამდნენ რუსთაველის გამზირს წითელ მოედანს! არ ვიცი კავკასიოლოგო შეიძლება კიდევ რამე არ მოგეწონოს და ეგებ პირდაპირ მითხრა.

ავტორი: კავკასიოლოგი
24.06.2009 13:24
beqa-ს. ამ თემატიკით (23.06.2009 01:49 ) მრავალი კვირა ტვინი, რომ არ წაიღო გეტყვი, რომ ეგ ჩემი ჩანაწერი არის სხვათაშორის, რითიც საკუთარი თავი მეამაყება და ძალიან კმაყოფილი ვარ, რომ დავწერე. ჰაერი ჩავისუნთქე, ვეტაკე და უცებ დავწერე. შენ (§§§§§§§§) ამას ვერ იგებ. რასაც ვერ იგებ, ტვინი ნუ მიგაქვს. კუკავას ამბის არ იყოს.

ავტორი: კავკასიოლოგი
24.06.2009 13:23
სოლომონ,
გუშინ არ მიყურებია საკნისათვის. ის ხმა მხდის ცუდად. 50 პუნქტიო მარტო დადანაშაულებაშიო? შენ უფრო გრძელი სია არა გაქვს? ისე უშვერად, რომ აღარ მლანძღავ კარგია, მაგრამ ისე შემოხვედი სოფლიდან ჩამოსული განახლებული ენერგიით ბლოგში, წესიერად არც მომესალმე. შენ გგონია, ეს სულერთია ჩემთვის? მითხარი ერთი, progressive, რომ ნერვებს გიშლის, მესმის შენი, მაგრამ გადაგიხდიან და ასეთები რა საჭიროა? მე მგონი არ გეკადრება. რა ვიცი... კამათშიც რას იგებ მაგითი?
რა იცი? მეც, რომ მაგეებს მეუბნებოდით, (ფუი, ფუი, ფუი! კიდევ ფუი ეშმაკს, 2 დღე-თქო აღარ გამიგია) მეცინებოდა. progressive-საც ალბათ ეცინება. ანუ, მას ამითი დიდი არაფერი უშავდება. მაგრამ სოლომონ... სოლომონ, რა არის ეს... გიხდიან... დამშვიდდი, შენი ჭირიმე. აი, ასე ერთი სიტყვით ფუჭდება ყველაფერი. ხო ნახე დიდმა გაჩეჩილაძემ ხამივით, ფული ვიშოვეო და ეხლა კი უკვე ნამდვილად "პოლიტტრუპია"? თავი მოიჭრა თვითონ! ეს სულხანი არ მინახავს გუშინ, მაგრამ რა ვქნა, მჯერა progressive-ის. ეგ სიები 50-იც და 150-იც ზეპირად ვიცით უკვე. დროებით. დამერწმუნე ბარიკადები მხოლოდ ზოგიერთის ტვინებშია.

ავტორი: ბექა საიდან გვწერთ: ქუთაისი
24.06.2009 13:05
ქალბატონ ია ანთაძეს,
ქალბატონო ია, ბოდიშს გიხდით გაუგებრობისათვის. თქვენი სტატია არ მქონდა მხედველობაში, მე უბრალოდ ის ვთქვი, რომ გუშინ 11 საათისათვის ჯერ კიდევ არ იყო გამოტანილი კომენტატორების ახალი პოსტები. ამიტომ გადავწყვიტე კავკასიოლოგის, ნინოს და ჩემი სხვა ოპონენტებისათვის აღარ მეპასუხა და თქვენ შემოთავაზებას დავბრუნებოდი.
კარგია, როცა ამ ბლოგის ადმინისტრაცია ტაიმ-აუტს იღებს ხოლმე. ეს ერთგვარად ტემპერატურის დაწევას და კამათის კონსტრუქციულ ჭრილში გადატანას უწყობს ხელს.
ამ ბლოგს, ისევე როგორც ფეისბუქს, თბილისის ფორუმს, აზრები გე-ზე ხომ აღარ მაქვს ლაპარაკი, სადაც ადმინისტრაციაც მიკერძოებულია, ხელისუფლება თავისი კომენტატორების მეშვეობით პროპაგანდისტული და საინფორმაციო ომის წარმოების მიზნებისათვის იყენებს. უბრალოდ შეუძლებელია, მათთან დისკუსიას თავი აარიდო.

ავტორი: progressive საიდან გვწერთ: tbilisi
24.06.2009 12:21
სოლომონ რა სულ გადახდა გელანდება ყველგან , შეძვერი საკანში და გადაგიხდიან მანდ იხდიან

ავტორი: progressive საიდან გვწერთ: tbilisi
24.06.2009 12:18
სოლომონ -ს
ციხეში ბევრი ზის მაგრამ მათ შვილებს არც თამადობა ეშლებათ და არც კაი კაცობა და სულხანს რატო დაემართა ეს ?4 წელი ციხეში რომ იჯდა ეს მაგის გასამართლებლად არ გამოდგება სოლომონ შვილმა თამადა რა არის რომ არ იცის

ავტორი: სოლომონ საიდან გვწერთ: თერნალი
24.06.2009 12:02
პროგრესულო,
===============
გაფიცებ, რამდენს გიხდიან "შტუჩნად" თითო კომენტარში, რომ ასე გიყვარს მოკლე-მოკლე პოსტების დუპლეტებად და ტრიპლეტებად გაშვება?
საკანს ნუ უყურებ. ეს შენს პოეტურ აღმაფრენას დააძაბუნებს. სჯობს ცაში ვარსკვლავებს უყურო, ეგებ რომელიმე მოსწყდეს და მიშას გამაგრება ჩაუთქვა...
ჩემი გულისთვის სპეციალურად თავს ნუ გამოიშტერებ და შეცდომებს ნუ დაუშვებ. ამაში შენ სპეციალური მონდომება არა მგონია გჭირდებოდეს.
სულხანმა მთავრობა ბარე 50 რამეში დაადანაშაულა და შენ მარტო თამადობის ამბავი დაიმახსოვრე? რა ჰქნას, პროგრესულო, შენმა სახელოვანმა მიშამ კარგა 4 წლით მოსწყვიტა სულხანი შვილებს და ტანზე სიგარეტის ამომწვარის კვალი ჯერაც ეტყობა. სწორედ მაგიტომ ეტყობა ვერ მიადევნა თვალი შვილისთვის თამადობის სწავლების ნიუანსებს.
რომ გისმენ, კიდევ უფრო ვრწმუნდები, რა სერიოზული ჩავარდნაა ჩვენთან განათლებაშიც და სულიერებაშიც.
მეორეს მხრივ, შენი გაქანების ადამიანს რომ მთელი ქართულადმოლაპარაკე აუდიტორია ჰყავს "გასანათლებლად" - ეს კიდევ დემოკრატიის არასრულყოფილებაზე მიუთითებს, როდესაც ყველა მწვალებელს, დიქტატორს თუ სატრაპს შეუძლია მისადამი გამონათქვამებში არასაკმარის დემოკრატიაზე და ეთიკაზე დაიჩივლოს და მშვიდი სინდისით გააგრძელოს "ალმატურების" ალესვა.
P.S. ვიცი, ეს "ალმატურები" ჩემთვის რომ დაწერე, გონიერო და მეც სატოპკედ შეგიგდე - მიდი ახლა, ერთი 3-4 სუპერმოკლე ტოპკა დაარტყი, რომ ჰონორარი გაიზარდო!
რა ზვანიე გაქვს, ჩვიდმეტმეთაური ხარ უკვე?

ავტორი: progressive საიდან გვწერთ: tbilisi
24.06.2009 09:39
სოლომონ-ს
სოლომონ "ასპექთებს" - არა! "ასპექტებს".
შენთვის ასპექთებია, სპეციალურად დაგიწერე ვიცოდი რომ შეამჩნევდი, მაგრამ ეგ არაფერი. შენთვის მაინც ასპექთებია სოლომონ.

ავტორი: progressive საიდან გვწერთ: tbilisi
24.06.2009 09:23
სოლომონ-ს
სოლომონ გუშინ შენი მონათესავე სახელის მქონე სულხანს ვუყურებდი საკანში, და დიდ სიბრძნეებს აფრქვევდა. ასეთი სიბრძნე თქვა "ჩემი შვილი საქეიფოდ იყო წასული და რომ მოვიდა ვკითხე თამადა ვინ გყავდათო" და იმან უპასუხა სოლომონს თამადა რა არისო თუ რაღაც მაგდაგვარი და სულხანმა მთავრობა დაადანაშაულა ამაში.
სულხან შენ შვილს თამადა რომ ვერ გაუგია რა არის ეგ შენი დანაშაულია მამა შენ ხარ და შენგან უნდა ისწავლოს.
სოლომონ შენებმა იციან?

ავტორი: progressive საიდან გვწერთ: tbilisi
24.06.2009 08:41
ბექა-ს
ამ ლინკზე ქალებს ალმატურით არავინ არ სცემს
http://itv.ge/?p=10326
ამ ლინკის დაწერა იგივე ვარიანტია, რომ ეთქვათ შენთვის აბა ქართული ესტრადის ვარსკვლავის ლინკი დაწერეო და ეს ლინკი დაგეწერა
http://www.myvideo.ge/?video_id=465024
კომენტარები: გვერდი გვერდების რაოდენობა 5

ყველაზე პოპულარული