პარასკევი, 10 თებერვალი, 2012 თბილისის დრო 06:29

ბლოგები / იური ვაჩნაძე

ტოლერანტობის გასაღები

x
ტექსტის ზომა - +
მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ბევრმა გამოჩენილმა მუსიკოსმა ბოიკოტი გამოუცხადა თავის იმ კოლეგებს, ვინც ნაცისტებთან თანამშრომლობდა. მაგალითად, კარაიანთან ერთად გამოსვლაზე უარი თქვეს ცნობილმა პიანისტებმა რუბინშტეინმა და ფრიდმანმა. უფრო მეტიც: მთელმა ქვეყანამ - შეერთებულმა შტატებმა - უარი თქვა თავის ტერიტორიაზე ფურტვენგლერის და კარაიანის გასტროლების ჩატარებაზე. იყო სხვა ტიპის შემთხვევებიც: ვენაში საგასტროლოდ ჩასულ გამოჩენილ ამერიკელ კომპოზიტორს, დირიჟორსა და პიანისტს, წარმოშობით ებრაელ ლეონარდ ბერნსტაინს "ვინერ ფილარმონიკერის" ორკესტრანტებმა უარი განუცხადეს გუსტავ მალერის სიმფონიის შესრულებაზე: მათთვის მთავარი იყო არა მალერის - როგორც კომპოზიტორის - სიდიადე, არამედ მისი ებრაული წარმოშობა. ბერნსტაინს დიდი ძალისხმევა დასჭირდა იმისათვის, რათა ვენელი მუსიკოსები დაეყაბულებინა. უნდა ითქვას, რომ არაერთხელ საქმე აბსურდამდეც მისულა: დიდი ბულგარელი მომღერალი, ბანი ბორის ხრისტოვი გერმანელებთან თანამშრომლობისათვის საბჭოთა კავშირში, ფაქტობრივად, "პერსონა ნონ გრატად" იყო გამოცხადებული, ხოლო შეერთებულმა შტატებმა მისთვის ვიზის გაცემაზე უარი თქვა იმ მოტივით, რომ ხრისტოვი ე.წ. "სახალხო დემოკრატიის" ქვეყნის, ბულგარეთის წარმომადგენელი იყო.

დღეს მსოფლიო რადიკალურად შეიცვალა და ცხოვრება ხშირად ღრმა სიმბოლიკის მქონე სულ სხვა სიუჟეტებს გვთავაზობს. მუსიკალური DVD-ის კადრში საფრანგეთის დეპარტამენტ ნიევრის სენ-ლეონარ დე კორბინის სააბატოს შიდა ეზოა. ეს ეზო ღია ცის ქვეშ მაყურებელთა დარბაზად არის გადაკეთებული. მზის სხივებისგან მას ასწლიანი ხეების ტოტები იცავს. იქაურობა სავსეა მსმენელებით. საგანგებოდ კონცერტისთვის აგებულ ფიცარნაგზე მოხუცი ებრაელი მევიოლინე ივრი გიტლისი თავის პროგრამას ნოტებით უკრავს. ეს ის გიტლისია, რომელსაც ბავშვობაში დიდი მომავალი უწინასწარმეტყველა გამოჩენილმა მევიოლინემ ბრონისლავ გუბერმანმა. ჰოლივუდში სწორედ გიტლისის ბიოგრაფიის მიხედვით გადაიღეს ფილმი "ბრწყინვალება", რომელიც შემდგომ "ოსკარით" დააჯილდოვეს.

იმ ფილმში გიტლისმა საკუთარი თავი ითამაშა. სააბატოში მუსიკოსი მსმენელის წინაშე უბრალო ჩაცმულობით, ჯინსებითა და ფერადი პერანგით, წარდგა. დროდადრო ის თავის სიმპათიურ ახალგაზრდა აკომპანიატორს, ანა-ვარია ვერას უღიმოდა. საერთოდ, მუსიკალური სამყაროსთვის ივრი უცნაურ კაცად არის ცნობილი. მაგალითად, მას შეუძლია რომელიმე თავის ნაცნობს ღამის სამ საათზე ესტუმროს იმ მიზეზით, რომ, თურმე, "ძალიან მოენეტრა". ეს განსაკუთრებით ეხება გამოჩენილ თანამედროვე პიანისტს მარტა არგერიხს, რომელიც, სხვათა შორის, 50-იან წლებში თბილისში რუჯერო რიჩისთან ერთად გამოვიდა. შეიძლება ითქვას, რომ "უცნაურობებით" გამოირჩევა გიტლისის ხელოვნებაც: მუსიკალურ ნაწარმოებებს ის ან გენიალურად, ან, უბრალოდ, ცუდად უკრავს. შესაძლოა, ეს იმით იყოს გამოწვეული, რომ მისი ნიჭის გაფურჩქვნის პერიოდში მსოფლიოში დიდი მევიოლინეების არნახული რაოდენობა აღინიშნებოდა. საკმარისია დავასახელო თუნდაც იაშა ჰეიფეცის, ნატან მილშტეინის, იეჰუდი მენუჰინის, დავიდ ოისტრახის, მირონ პოლიაკინის, მიშა ელმანის, ეფრემ ციმბალისტის გვარები. ყველა მათგანმა კონკრეტული ნაწარმოების შესრულების საკუთარი ტრადიცია დაამყარა. თუმცა, დღეს ჩვენი სათქმელი სულ სხვა არის...

ვიდეოკამერით აღბეჭდილ კონცერტზე გიტლისმა შესანიშნავი სავიოლინო რეპერტუარი შეასრულა, მაგრამ (ისევ უცნაურობა!) ტრადიციულად მიღებული რიგითობა დაარღვია. დასაწყისში მან ერნესტ ბლოხის "იმპროვიზაცია" დაუკრა. ეს ნაწარმოები ებრაული ლოცვა "ნიგუნის" პარაფრაზს წარმოადგენს და მთავარი იუდაური დღესასწაულების დროს ჟღერს. მის მელოდიაში ისმის დაჩაგრული და ტანჯული ერის ღმერთისკენ მიმართული დახმარების თხოვნა. ჩემმა მუსიკალურმა მეხსიერებამ ასოციაციის სახით იმწამსვე მიკარნახა ჯონ უილიამსის მოტივი სტივენ სპილბერგის შესანიშნავი ფილმიდან "შინდლერის სია".

"იმპროვიზაციის” შემდეგ გიტლისმა ბრყინვალედ დაუკრა სარასატეს "ბოშათა ჰანგები". თავისი გამოსვლა მევიოლინემ ბეთჰოვენის გენიალური "კროიცერის სონატით" დაასრულა. მსმენელმა მას ოვაცია მოუწყო. და აქ გამიელვა აზრმა: იმ დროს, როცა პოლიტიკოსები, მეცნიერები, თეოლოგები თავს იტეხავენ ტოლერანტობის პრობლემის გადაჭრაზე, კათოლიკური სააბატოს ეზოში ებრაელი მევიოლინე დიდი პატივისცემითა და მოწიწებით, ერთ კონცერტში, უკრავს ფაშიზმის მიერ დაჩაგრული ებრაელი და ბოშა ერების და გერმანიის მუსიკას - მუსიკას იმ ქვეყნისა, რომელიც თავის დროზე ფაშიზმთან იყო გაიგივებული.

საოცარი ნიჭის ძალით შესანიშნავ მუსიკოსს შესრულებული ნაწარმოებები ვიოლინოს გასაღებიდან ტოლერანტობის გასაღებში გადაჰყავს.
ეს ფორუმი დაიხურა
კომენტარების რიგი
კომენტარები
     
ავტორი: ana საიდან გვწერთ: tbilisi
14.10.2009 15:06
jorji mendragoni
არ მაქვს წაკითხული ეგ წერილი.შეგიძლიათ მითხრათ სად შეიძლება ვნახო??ასეთს რას წერს გრიგოლი?

ავტორი: jorji mendragoni
11.10.2009 14:59
რას ვიზავმთ, გრიგოლ რობაქიძის პატარა წერილი, რომელშიც ის ქართველობას უყვება თუ როგორ უყვარს მას აფხაზი და ქართველი ვერ ეტევა თავისუფლების "ფორმატში", ეგ არაფერი, გრიგოლს დაბედნიეროდ ვეღარაფერი დააკლდება. იცოცხლეთ.

ავტორი: ჯაკლინ საიდან გვწერთ: მონაკო
05.10.2009 03:57
04.10.2009 20:55
სად წერია ეგენი? აი, მატლებზე...

ავტორი: cnobismoyvare
04.10.2009 20:55
ღმერთო, რას აღარ ითმენს ტოლერანტული კრემლი!

ახალი ამბები "დიდ-პატარა სატანების ვერაგობაზე"!!!
"როსბალტი", 2009 წლის 2 ოქტომბერი:
პოლიტოლოგი ალექსანდრ სავკინის ნაამბობი (ოდნავ შემოკლებული გადმოცემით):
საქართველოსა და სამხრეთ ოსეთის და აფხაზეთის საზღვრისპირა რაიონებში რთული სიტუაციის არსებობის მიუხედავად 2008 წლის სცენარით აგრესიის განმეორება წარმოუდგენელია. ორმხრივი შეთანმებების საფუძველზე რუსეთი აწყობს გამაგრებულ რაიონებს და აფხაზეთისა და სამხრეთის საზღვრებს იცავს ათასზე მეტი კარგად შეიარაღებული რუსი მესაზღვრე. მაგრამ არსებობს სხვა საშიშროება.
საქართველოს ტერიტორიაზე არის დიდი ბიოლოგიური ლაბორატორია. ბოლო დროს უცხოურ პრესაში გაჟონილი მონაცემების თანახმად ქართველმა და უცხოელმა დამოუკიდებელმა ჟურნალისტებმა გაარკვიეს რომ ამ ლაბორატორიაში მზადდება ბიოლოგიური იარაღის ახალი ნიმუშები. მეცნიერთა მოწმობით ამერიკის შერთებული შტატების განვითარების სამოქალაქო ფონდი აფინანსებს "შავი ჭირის პროექტს", რომელშიც ჩართულია თბილისის და ქუთაისის ინფექციურ დაავადებებზე კონტროლის ცენტრები. ...
მოკლედ კრემლი ჯერ-ჯერობით ტოლერანტულია და ითმენს, მაგრამ ბაბაია თუ გაბრაზდა მსოფკლიოს შავი ჭირისგან გადასარჩენად ვაშინგტონს არ ვიცი, მაგრამ თბილისს და ქუთაისს ალბათ ნაღდად დაბომბავს.
ესეც ტოლერანტულობის გასაღები. იცოცხლეთ და გაგიმარჯოთ. მსოფლიოს ჯანმრთელობაზე მზრუნველი "დამოუკიდებელი ჟურნალისტები" ფხიზლობენ.

ავტორი: გერმანე
02.10.2009 13:25
jorji mendragoni -ს
ჯორჯი ბატონო, მე ეს ბიჭიკიაზე გამეგონა, და ჩემი ერთ ერთი საყვარელი ანეგდოტია.
საქმე ისაა, რომ ის კაცი ქუთაისში ჩამოსული იყო, და მე ქუთაისელი ვარ.

ბატონო ჯორჯი,
თქვენი დახმარებისთვის უდიდესი მადლობა უნდ გითხრათ. დიდი წერილი დავწერე გიორგის ბლოგზე თქვენი სამადლობელი. და ახლაც გეტყვით, იმ თქვენმა ორმა ამერიკელმა პირდაპირ გამომიყვანა ამათი ჰელიისტურ-ქემალისტური მარწუხებისგან.
გაგიჟდებით, რას წაიკითხავთ ტრაპიზონის ტურისტული სამმართველოს (თუ რაც ქვია) გვერდზე - ცრდილო შავიზღვისპირეთი თურქული დაარსებულია და შუასაუკუნეების მერე ჩავარდაო საქართველოს იურისდიქციის ქვეშო, ბერძნულ გავლენებს მთლად ვერ უარყოფენ, მაგრამ, ქართული საერთოდ არ არსებულა ასე მე-17-ე საუკუნემდე.
ასე რომ დახმარებისთვის დიდი მადლობა.

გერმანე.

ავტორი: ჯაკლინ საიდან გვწერთ: მონაკო
01.10.2009 23:10
უნდათ, - რაღაცისაგან თავისუფლება და არა რაღაცისათვის თავისუფლბა... ღმერთო, დაანახე ამ ხალხს!

ავტორი: cnobismoyvaris tribuna
01.10.2009 15:21
ისევ ბედნიერებაზე (ალბათ დასასრული):
"XX საუკუნის დიდმა იდეოლოგიურმა კონფლიქტმა წინ წამოსწია ბედნიერების ორი კონცეფცია: თანასწორობით ან თავისუფლებით.გაიმარჯვა თავისუფლებამ. პიროსის გამარჯვება. ლიბერალური საზოგადოებები გაშმაგებული იბრძვიან მეტი თანასწორობისთვის. მათ არ იციან ყველა საზოგადოების ის ფუნდამენტური კანონი რომ თავისუფლება და თანასწორობა უკუპროპორციულია. მხოლოდ ფრანგული დევიზითაა გაცხადებული თავისუფლების და თანასწორობის შერიგება ჰიპოთეტურ ძმობაში...
დედამიწაზე იდეალური საზოგადოების შექმნის იმედი საბოლოოდ ჩაიძირა და დაიხრჩო იდეოლოგიებთან ერთად. ეხლა დგას რაღაცის შეთითხვნა-შეკოწიწების დრო: ყოველმა ადამიანმა უნდა იპოვოს თავისი პაწაწა ბედნიერება... რაც შეეხება რელიგიებს, რომლებიც ქადაგებენ ძალისხმევას ბედნიერი საიქიოს მისაღწევად, მათ არა მარტო ჰყავთ ჯერ კიდევ ადეპტები, ისინი გამრავლდნენ და გამრავალფეროვნდნენ. განა ეკოლოგიის გურუები არ მოგვიწოდებენ მსხვერპლის გაღებისაკენ დედამიწის გადასარჩენად და მომავალი თაობების ბედნიერებისათვის?
ჩვენი ეპოქისათვის ყველაზე მაცთური და მომხიბლავი უეჭველად არის სკეპტიკოსი და ტოლერანტულ-შემწყნარებელი მონტენი," ჰედონისტური პრაგმატიზმის"
მიმდევარი. ის ადამიანებს ურჩევს ბუნებრივი სიამოვნებებით ზომიერად ტკბობას. სიცოცხლით ტკბობას, წამით ტკბობას. ის ადამიანებს ურჩევს დიდი მიზნების დასახვაზე უარის თქმას, რაც აუცილებელია უსიამოვნებათა თავიდან ასარიდებლად.... მისი იდეალია ჩვენი თანამედროვეების უმრავლესობის იდეალი : " ჩემი მიზანია მხოლოდ სიოცხლე და ტკბობა"...;
საუკეთესო გამოსავალი შეიძლება იყოს მადამ დეშუაზელის გამოსავალი : "არ ვიცი რატომ და როგორ მაგრამ ბედნიერი ვარ,ძალიან ბედნიერი ვარ..."
ვიღაცას ეს შეიძლება მოეჩვენოს ამებას, ერთუჯრედოვან არსებათა ბედნიერებად, მაგრამ არაა გამორიცხული რომ საკუთარი კუდის მჭამელი გველი ურობოროსის მსგავსად ევოლუციის ბოლო მის დასაწყისს უახლოვდება. "ფინიტა ლა კომედია?" ვნახოთ, კაცი ბჭობდა და ღმერთი იცინოდაო. უღრმესი პატივისცემით და მოწიწებით, გაუძელით ამ ცოდვა-მადლიან ცხოვრებას, ბედნიერებას გისურვებთ.

ავტორი: cnobismoyvaris tribuna
01.10.2009 14:56
ტოლერანტობაზე და ბდნიერებაზე ლაპარაკობს აგრეთვე სულ თანამედროვე ფრანგი ათეისტი ჰუმანისტი და პოპულარული ფილოსოფოსი, ანდრე კომტ-სპონვილი მის ახალ წიგნში "ბედნიერება უიმედოდ". საინტერესო იქნებოდა ქართველისთვისაც მისი ზოგი მოსაზრების გაცნობა:
"მთელი ისტორიის მანძილზე დღემდე უცვლელი დარჩა ის რომ ყველას უნდა ბედნიერება,მიუხედავად იმისა ტრომ ვერავის უთქვამს ხეირიანად თუ რას ნიშნავს ბედნიერება. ყოველი ადამიანი ამოდის კეთილდღეობის საკუთარი კონცეფციიდან. მონდიალიზაციამ, რომელმაც გაზარდა ბედნიერების სუპერმარკეტი და კლიენტებს სთავაზობს ყველანაირი ფასის ბედნიერებებს რომლებმაც შეიძლება დააკმაყოფილონ ყველანაირი გემოვნება, კიდევ უფრო გააძლიერა ეს მოვალეობა. სამაგიეროდ სიახლე ისაა რომ ეს მისწრაფება ბედნიერებისკენ იმდენად გამძაფრდა რომ გადაიქცა ერთგვარ მორალურ ვალდებულებად რომელსაც ჰედონისტური გარემოს ზეწოლით ბოლოს და ბოლოს იზიარებს ყველა.
ფრანგული რევოლუციიდან მოყოლებული ბედნიერება, სულ მცირე "ბედნიერების ძიება" არის უფლება,როგორც ამბობს ამერიკის დამოუკიდებლობის დეკლარაციის პრეამბულა. პარადოქსულია,მაგრამ მას შემდეგ რაც ბოლო საუკუნეებმა ვერ განახორციელეს ბედნიერება უფლება მოვალეობად იქცა. ბედნიერება იქცა ერთდროულად ეგოისტურ და ალტრუისტურ იმპერატივად: მე ბედნიერი უნდა ვიყო ჩემთვის, მაგრამ აგრეთვე ჩემს ირგვლივ მყოფი ადამიანებისთვის. თუ მე ბედნიერი არა ვარ უნდა ვიმკურნალო-ამისთვისაა ანტიდეპრესორები,ამისთვის არიან ფსიქოლოგები. ეძებეთ წამალი და ექიმი თუ კი არა ხართ ბედნიერი, მომღიმარე,ოპტიმისტი, მხიარული!
ზოგი ბედნიერებას ეძებს აქ და ეხლა, ზოგი კი ცდილობს ბედნიერების დამსახურებას საიქიოში ( თუ ისურვებთ საინტერესო თემის დასასრული იქნება).

ავტორი: jorji mendragoni
01.10.2009 00:09

ძვირფასო და ღრმად პატივცემულო გერმანე, ჩემს მიმართ დასმული კითხვების (?) საპასუხოდ ერთი ანეგდოტი გამახსენდა :

ჩავიდა კაცი ქუთაისში,დგას სადგურზე და რას ხედავს
მისი თვალები !!! გარბის უკან შარვალგამოხეული ბიჭი!
მას მისდევს კიდევ შარვალგამოხეული ბიჭი,რომელსაც კიდევ მისდევს შარვალგამოხეული ბიჭი და ა.შ.
მე-12 შარვალგამოხეული ბიჭი გააჩერა ქუთაისის სტუმარმა და ჰკოთხა : რა დაგემართათ ქუთაისელებს
მთელი შარვალი ვეღარ გიპოვნიათო?

ბიჭმა თავი მოიქექა და საპასუხოდ ჰკითხა :
ბიძია, ბაგრატის ტაძარი თუ გაქვთ ნანახიო?
არაო,უთხრა სტუმარმა?

გელათიო?
-არა.

-მოწამეთა?

- არა.

გეგუთი?

-არა.
აბა წადი ბიძია,ჯერ ისინი ნახე და მერე შეშოიხედე ჩემი
შარვლის ნახევშიო.

ბოდიში ასეთი მუტრუკული ანეგდოტისთვის,მაგრამ იმათ ვისაც მოსწონთ კიოლნის კათედრალი მოსწონთ
გელათიც და ხვდებიან თუ რა წვლილი შეიტანა ქართველობამ მსოფლიო ისტორიაში.

ისე თუ არ ვცდები შექსპირმა შეადარა კაცობრიობის ისტორია გიჟის ბოდვას...

უღრმესი პატივისცემით და მოწიწებით, ისევ დიდი ბოდიში უკმეხობისთვის.

ვუსურვებ ქართველებს გელათის და ნიკორწმინდის
ბადალი შენობების აგებას და "ვეფხისტყაოსნის" ბადალი შედევრების შექმნას...

ავტორი: lasha
30.09.2009 14:01
გერმანე,გერმანე,რამხელა ირონიაა თქვენს პოსტში.ბატონი სოლომონი უკან ჩAმოიტოვეთ.

ავტორი: jorji mendragoni
29.09.2009 03:08
დიახ, პატივცემულო ჯაკლინ, სწორე გამოიცანით.
მაგრამ წიგნი რომელზეც ლაპარაკი იყო სწორედ ქალბატონი ტახო-გოდის გამოცემულია (საინტერესოა მისი ვერძნული ფესვების აღნიშვნაც). უღრმესი პატივისცემით და მოწიწებით.

ავტორი: ჯაკლინ საიდან გვწერთ: მონაკო
28.09.2009 02:55
jorji mendragoni 27.09.2009 14:36
ტახო გოდი ფილოსოფოს ლოსევის ბოლო ცოლი იყო.

ავტორი: jorji mendragoni
27.09.2009 14:36
ძვირფასო ბატონო გერმანე:
არც მე არ მჯერა რომ წარღვნის (უფრო მეორედ მოსვლის) შემდეგ ყველა ქართულად ალაპარაკდება და არც ამის დამჯერს არ ვიცნობდი არავის. არ დავით აღმაშენებელს არ წარმოედგინა მესია ხმლების და მახვილების დამრიგებელ ძალად, მიუხედავად იმისა რომ მახვილით მოვედიო, ნათქვამი აქვს, თუ არ ვცდები. მართალით განისჯება კაცობრიობა და თუ ქართველი მართალი იქნება მისითაცო, უფრო ასე მესმოდა და მესმის. თუ მართალი იქნება ეს დალოცვილი ქართველი, თუ არა და... ამაზე ლაპარაკი შემდეგ იყოს. ამის ბევრი ნიშანი ისედაც ჩანს.
რაც შეეხება წყაროებს: მე არა ვარ ჩრდილო-დასავლეთ საქართველოს ისტორიის აგრუულ-აფსუურ ომზე დაყვანის მომხრე და პარტიზანი, ამას უჩემოდაც კარგად შვრებიან შამბები და ლაკობები და ბევრ ასეთ რამეს მთლად რომ არ გადავირიო ნაკლებ ყურადღებას ვაქცევ. ამას წინ შემხვდა ერთი საინტერესო წყარო და იმაზე კი მოგახსენებთ ნამდვილად.
რომის იმპერატორმა ავგუსტემ მონობიდან გაანთავისუფლა წარმოშობით იბერი გიგინი და დანიშნა ის პალატინის საიმპერატორო ბიბლიოთეკის დირექტორად. იბერი გიგინი მეგობრობდა ოვიდიუსთან და ისტორიკოს კლოდიუს ლუცინიუსთან. მან დატოვა მრავალი თხზულება რომელთა შორისაც გადარჩა ლათინურ ენაზე დაწერილი ბერძნული მითოლოგიის პატარა ენციკლოპედია.
აი ამ ენციკლოპედიაში ვკითხულობთ რომ მზის ვაჟიშვილ აიეტს ჰყავდა ძმა რომელსაც ერქვა სპარსი (რუსულად პერს). რომ ეიეტის ასულ მედეას და ეგეოსს ყავდათ ვაჟიშვილი სახელად მედი. სპარსიც და მედიც ეპონიმებია ანუ ხალხთა მამამთავრების სახელებია. სპარსი სპარსელთა ეპონიმია, მედი კი სპარსეთის პირველი იმპერიის დამფუძნებულ მედთა, მიდიელთა ეპონიმია. მედი იყო კიროსი რომელმაც ებრაელები იხსნა ბაბილონის ტყვეობიდან და ურარტები იხსნა არმენო-ფრიგიელი ტომების შემოსევისაგან, გადაარჩინა იბერიელ-კავკასიელ ურარტთა ნაწილი. მედები ნუ მედეას შთამომავლები იყვნენ პირველ ასტროლგთა შორის. ამ ასტროლოგებს ეხურათ საგანგებო ფორმის ჩაჩი. უფლის ვარსკვლავის დამნახავ და ახალშობილ ქრისტესთვის თაყვანის საცემად მისულ მოგვებს მრავალი ძველი გამოსახულების თანახმადა სწორედ მედეას შთამომავალ მიდიელ ასტროლოგთა ჩაჩი ეხურათ. ამ ინფორმაციის ნაწილს უფრო ღრმად შეგიძლიათ გაეცნოთ ცნობილი რუსი სწავლული ა.ტახო-გოდის მიერ საგანგებო ანტიკურ ბიბლიოთეკაში გამოცემულ წიგნში "გიგინი, მითები", გამომცემლობა "ალეტეია", სანკტ-პეტერბურგი,1997.
უღრმესი პატივისცემით და მოწიწებით. ბოდიში რომ ვერ ვაკმაყოფილებ თქვენს მოთხოვნილებებს და იმედებს, მაგრამ, მარწმუნეთ, ვცდილობ.
ისე მე ვიზიარებ ივანე ჯავახიშვილის, ნიკო მარის, სიმონ ჯანაშიას, ზურაბ ანჩაბაძის და გიორგი შარვაშიძის ბევრ შეხედულებას, ძალიან გთხოვთ არ დამძრახოთ, აბა ვინ არ ცდება.

ავტორი: გერმანე
27.09.2009 07:41
ბატონო იური, თქვენი ბლოგები წავიკითხე და მართალი გითხრათ, ცრემლი მომადგა და თმებიც ყალყზე დამიდგა. უდიდესი პატრიოტიზმი კიარა, ადამიანის სიყვარული იგრძნობა, ნებისმიერი ადამიანად დარჩენილი ადამიანისა, გინდა ქართველი იყოს და გინდა ოს-აფხაზი. ჩემი აზრი ყოველთვის ის იყო, რომ საქართველოს ან აფხაზეთის ან რუსეთის პრობლემა კიარააქვს, არამედ პრობლემა საკუთარ თავთან და იდენტურობასთან. ამითომაც უწევს იგნორირებას იმ ვახანიებს, სალანიებს და სხვა "აფხაზებს" ახლა აფხაზთფი წარმატებულები რომ არიან.

მადლობა ბატონო იური, რომ თქვენი ბლოგებით ბევრი რამე ხელახლა დამანახეთ.

ახლა კი jorji mendragoni-ს

ბატონო ჯორჯი, ჩემი ბლოგი სარკაზმიც იყო და ქილიკიც და თუკი თქვენ გულზე მოგხვდათ, თავისი ფუნქცია შეასრულა.
მაინც არამგონია, თქვენ რომ იმ ქართველთა რიჩხვს ეკუთვნოდეთ, რაც კარგები ვართო რომ დასჭყივის და საკუთარი თავის სარკეში დანახვის ეშინია. თქვენ ნაკითხი ადამიანი ჩანხართ და გეცოდინებათ ჩვენი მოკრძალებული ადგილი უდიდეს მსოშლიო ისტორიაში. არც იმის გჯეროდეთ მგონია, "წარღვნის შემდეგ ყველა ქართულად ალაპარაკდეს".
თუ ვცდები?

ერთი თხოვნა მაინც უნდა გთხოვოთ, აგერ უკვე მეოთხე დღეა ვგუგლაობ ტყუილად:
ვეძებ დასავლეთი- და ჩრდილოდასავლეთი საქართველოს შავიზღვისპირეთზე ინფორმაცია ასე მე-17-ე საუკუნემდე. თუ დამეხმარებით, ბედნიერი ვიქნები. ის ლინკები "გეორგიენსეიტეზე" რომაა, არავითარი ლონკებია და არც წყაროებითაა "დაცული", წყაროების" გარეშე კი ეს მარტოკაცი ამ უცხოეთში ჩემს ოპონენტებს ვერ გავუმკლავდები.
გმადლობთ
პატივისცემით - გერმანე
გერმანე

ავტორი: jorji mendragoni
26.09.2009 22:44
ბატონ გერმანეს უპოვნია, ქალბატონო ჯაკლინ, თანამედროვე და ალბათ არა მარტო თანამედროვე ქართველობის, რა თქმა უნდა საკუთარი თავის ჩათვლით (იმედია მარტო ამჯერად) მასხრად აგდებაში (იმედია მარტო მასხრად აგდებაში და მეტი არაფერი). ეს არაფერი.
ძველი ეგვიპტის ისტორია იყოფოდა სამ დიდ პერიოდად და მათ შორის გაურკვეველ, ქაოტურ, შუალედურ პერიოდებად. ჩვენც ერთ-ერთ შუალედურ პერიოდში ვართ არჩენილი და ეს განურჩევლად ყველაზე მოქმედებს, სამწუხაროდ.
უღრმესი პატივისცემით და მოწიწებით ყველას.

ავტორი: filasofosi demokrate
26.09.2009 20:17

ტოლერანტულობის, შემწყნარებლობის გასაღებს ეძებდა უინსტონ ჩერჩილიც :

"ინგლისში ყველაფერია დაშვებული აკრძალულის
გარდა,გერმანიაში ყველაფერი აკრძალულია ნებადართულის გარდა,საფრანგეთში ყველაფერი დაშვებულია, აკრძალულიც კი,საბჭოთა კავშირში ყველაფერი აკრძალულია, ნებადართულიც კი".
ძნელია ფრანგულ-საბჭოთა უკიდურესობებს შორის მოძრაობა.,ხანდახან კისრისტეხაცაა,
მაგრამ არისტოტელეს თქმით ხომ ბრძენი მომთხოვნია თავისნათქვამობის, გაჯიუტების გარეშე. ეს ყველას ეხება ალბათ თავისუფლების მსურველსაც და აკრძალვების მომხრესაც. ასეთი უნდა იყოს ალბათ სახელგანთქმული ბერძნული ზომიერება, უზომობის, ჰუბრისის შიში...

ავტორი: ჯაკლინ საიდან გვწერთ: მონაკო
26.09.2009 14:14
გერმანე,
წინა ბლოგებია განსაკუთრებით საინტერესო.

ავტორი: გერმანე საიდან გვწერთ: duessldorf
26.09.2009 06:43
ბატონო იური,
გაასაღები მართლაც ხელთა გაქვთ, და მას პროფესიონალიზმი ჰქვია.
უბედურება მხოლოდ იმაშია, რომ ამ გასაღებით ვერც თქვენ და ვერავინაც ქართველების გულს ვერ გააღებთ.
უფრო მეტიც, ამით შესაძლოა თქვენი ბევრი ახალგაზრდა კოლეგის რისხვაც მიიღოთ, თუკი რათქმაუნდა მიგიხვდნენ რისი თქმა გინდათ ამით ყველაფრით.

ჩვენ, ქართველებს, ბატონო იური, ამგვარი ჭკუის სწავლებები არ გვჭირდება - ქართველზე მეტი ტოლერანტი ვინ უნდა იყოს მსოფლიოში - და ეს ყველაფერი უსწავლელად, ბუნებითი დაჯილდოებით, ხვთის წყალობით - ვართ დაბადებით ტოლერანტები, ულამაზესი ქალებით (თქვენც გეცოდინებათ ეს ზეციური სილამაზის ამბავი), უდრეკი და მებრძოლი ვაჟკაცებით (საქართველო ბევრჯერ დაუპყრიათ, მარა ქართველი არასოდეს დამარცხებულა - ეს ამბავიც გაგონილი გექნებათ) და ღვთის ნაბოძები ულამაზესი მიწა-წყლით (ღვთისა და ქართველის სტუმრობა-სადღეგრძელოს ამბავი თუარ გაგიგიათ, მოგიყვებით).

დიახ, ბატონო იური, ასე უნდა ელაპარაკოთ ქართველ ერს, ესაა გასაღები ქართული ერის და ქართველის გულისა და გონებისა, რათქმაუნდა თუკი ამ უკანასკნელის "გახსნა" გისურვიათ.

ისე მართალი გითხთრათ, ძალიან ნაწყენი ვარ. იმ თქვენ ბლოგში ასე რომ ჩამოარაპატეთ ამ უცხოელთა გვარები, თან სულ ებრაული გვარის ხალხის (ვითომ აკლდეთ მათ ფული და პატივი) არცერთი ქართველი კომპოზიტორი ან ხელოვანი გახდა თქვენი "ბლოგის" ღირსი, თუ რა?

აი ასე გვინდა ქართველ ხალხს რომ გველაპარაკონ - პატივით, მოწიწებით და მორიდებით, რადგან ყველაფერი რაც კარგკაცურია, უბრალოდ კარგია - ჩვენი მოგონილია.

სმ:(საიდუმლო მინაწერი და არა სადო-მაზო!!!): იმსაც გეტყვით, მაგრამ არავის გაუმხილოთ - მთელი დედამიწა კიარადა, სამყარო, გალაქტიკა რომ "წარიღვნება" და უფლის დღე დადგება - უფალი ქ ა რ თ უ ლ ა დ ილაპარაკებს. და ნახეთ მერე რა დღეში ჩავარდებიან ეს ტოლერანტი მოინგლისურეები, რუსულჩიკებს ხო საერთოდ არ ვახსენებ.

P.S. მართლაც უღრმესი მადლობა შესანიშნავი ბლოგისათვის

პატივისცემით
გერმანე

ავტორი: ჯაკლინ საიდან გვწერთ: მონაკო
26.09.2009 03:18
ბატონო იური, იპოვეთ გასაღები?

ყველაზე პოპულარული