შემდეგი გადაცემები:


ვალუტის კურსები

GEL / 
USD
1,8377
GEL / 
EUR
2,4177
GEL / 
RUB
0,0616

კურსები შეიძლება არ იყოს აქტუალური

ბლოგები / გიორგი გვახარია

სიყვარული პასუხია

06.11.2009
სიყვარულზე დაწერეო, მთხოვდნენ ამ ბლოგის მკითხველები. რომ იცოდეთ, რამდენჯერ ვცადე! არ გამოვიდა. მეტისმეტად ბევრი სიძულვილია საქართველოში. სიძულვილი კი, მოგეხსენებათ, გადამდებია.

მაგრამ მოვუსმინე ბარბრა სტრეიიზანდის ახალ ალბომს («Love Is The Answer» რომ დაარქვა ახლა უკვე 67 წლის მომღერალმა) და გამახსენდა, რომ სიძულვილის გარდა, სიყვარულიც გადამდებია.

მიუხედავად იმისა, რომ ბარბრამ არაერთხელ განაცხადა, კინოს და მუსიკას თავს ვანებებო, მაინც ვერ მოითმინა და ახალი დისკის გამოშვებაზე თანხმობა განაცხადა. კანადელ მომღერალს, დიანა კრალს სთხოვა დახმარება (ჯაზის ეს ახალი ვარსკვლავი დღეს ბარბრას პროდიუსერია), მოიწვია კვარტეტი, რომელიც კლასიკურ ჯაზს უკრავს და ჩაწერა ყველასთვის კარგად ცნობილი 12 სიმღერა, მათ შორის ”Smoke Gets in Your Eyes”, მიშელ ლეგრანის მელოდია ფილმიდან ”როშფორელი ქალიშვილები”, ჟაკ ბრელის ”არ მიმატოვო” ("Ne Me Quitte Pas"), დიდი ხანია კიტჩად, კარიკატურად რომ აქციეს მსოფლიო ესტრადაზე

ალბომის ყდას შეხედეთ და ”იუთუბზე” ნახეთ როგორ მღერის. http://www.youtube.com/watch?v=7-a0RXozSRU

ხედავთ, რა ლამაზია?

ეს ის ბარბრა სტრეიზანდია, ერთხელ, ყველაზე გაბრაზებულმა რომ თქვა, პრობლემა თქვენშია და არა ჩემში...ეს თქვენ გაქვთ ”გამრუდებული” წარმოდგენა სილამაზეზეო. პლასტიკურ ოპერაციებზე არც კი უფიქრია. დარჩა ასეთი - სქელი ტუჩებიით, პატარა და ელამი თვალებით, კეხიანი, გრძელი ცხვირითა და მოღუნული ფეხებით - სასაცილო გოგონა, რომელიც 15 თვის იყო მამა რომ გარდაეცვალა. მოგვიანებით კი, მართლაც რომ ცხოვრების ყველა ნომინაციაში გამარჯვებულმა, განაცხადა: ”როცა მითხრეს, ხმა გაქვსო, ეგრევე გავიფიქრე - გამოდის, რომ მამა არ მყავს... მაგრამ ხმა მქონია”

ჰოდა, რა ხდება იცით?

ბარბრა სტრეიზენდის ახალ დისკში, მომღერალს აღარ აქვს ძველებურად წკრიალა ხმა. ბზარი შეეპარა და ასაკი. ამან კი უფრო გაალამაზა. თითქოს ”ისტორიით” გაამდიდრა ბარბრას ვოკალი. "არ მიმატოვოს” როცა მღერის, ერთგან თითქოს ცრემლს ყლაპავს. ბარბრას კლასიკურ დევიზს ”იმღერე ისე, როგორც საუბრობ” ახალი ემატება: ”იმღერე ისე, როგორც ტირი”
ძნელია იმის თქმა რა ატირებს. პირადი ცხოვრება მოწყობილი აქვს. თავისი ერთადერთი ვაჟის მიმართ დანაშაული მას მერე ”გამოისყიდა”, რაც გეების უფლებების დაცვა დაიწყო (არადა, ხომ გახსოვთ, როგორ გაცოფდა, როცა შვილმა საიდუმლო გაუმხილა?). ბარბრა სტრეიზანდი ერთ-ერთ ყველაზე მდიდარ და ყველაზე წარმატებულ არტისტად ითვლება ამერიკულ შოუ-ბიზნესში.

ასაკი?

არა. ბარბრას ასაკი სადა აქვს? იგი იმ ადამინების კატეგორიას მიეკუთვნება, ჩემმა მოსკოველმა მეგობარმა, კინორეჟისორმა და კინოკრიტიკოსმა თამრიკო დულარიძემ ”თაობებს მიღმა მყოფები” რომ უწოდა. ეს იშვიათი ჯიშია კაცობრიობის ისტორიაში; ხალხი, რომელიც დროს არ ემორჩილება. მაშინაც კი, როცა რაღაც პროცესის გააზრებას ცდილობს ( ”ყოველთვის მაინტერესებდა ადამიანის ზრდის პროცესი, ადამიანის შესაძლებლობების ზრდის პროცესი” - ეს ბარბრა სტრეიზენდის სიტყვებია). კაცობრიობა სულ მუდამ ცდილობს ასეთი ჯიშის ხალხის ”მითვისებას”. ზოგჯერ წარმატებითაც.

ისევ თამრიკო დულარიძე მომაგონდა ეხლა. მახსოვს, როგორი ცხარე კამათი გაიმართა რობერტ სტურუას ”რიჩარდ მესამის” პრემიერის შემდეგ. ვიღაცამ უთხრა, გენიალური სპექტაკლია. სტურუამ შექსპირი თანამედროვე გახადა. ჩვენამდე მოიტანაო. თამრიკოს პასუხმა არ დააყოვნა: ”ესაა ხელოვნების მიმართ მომხმარებლური დამოკიდებულება. იმის მაგივრად, რომ ჩვენ მივიდეთ შექსპირთან...აქეთ ”მოგვაქვს” მისი პიესები?”... აბა რა გინდათ, 16-ე საუკუნეში დავბრუნდეთო? - იკითხა ვიღაცამ.

რუსულად უპასუხა:

”Извини детка, но Шекспир плевать хотел на этот XVI век... Да и на ваш XX век тоже”

შექსპირს დრო საერთოდ არ ადარდებდაო. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ამ ჯიშის არტისტებს არც დაბერების ეშინიათ, არც სიკვდილის. ეს ჯიში ცხოვრობს ”განზომილებაში”, რომელსაც თავისუფლება ჰქვია.

მაგრამ ვინა თქვა, რომ თავისუფალთა ჯიში ბედნიერია? რომ სიცოცხლე ახარებს და არასდროს ტირის? იქნებ ბარბრას თუნდაც იმ ქალების ბედი ატირებს, კაცების ძალადობის მსხვერპლნი რომ გახდნენ? ხომ იცით, რამხელა თანხას ხარჯავს იგი ყოველწლიურად ასეთი ქალების, აგრეთვე იმ ბავშვების მხარდასაჭერად, რომელთაც მშობლები სცემენ? თავისუფლება ბედნიერება არ არის. თავისუფლება - ტვირთია. სხვა საქმეა, რომ ამ ტვირთის მუდმივ ზიდვას, ადრე თუ გვიან ჯილდო მოყვება ხოლმე.

უშნო და სასაცილო გოგონას დასცინოდნენ. უკვირდათ, რომ არ ჰქონდა სურვილი გამხდარიყო ისეთი, როგორიც სხვები არიან. უკვირდათ და ბრაზდებოდნენ.

ხალხს არ უყვარს ამ ჯიშის ადამიანები. ისინი ვინც შესძლო საკუთარი ცხოვრებით ცხოვრება. მათ აშინებენ. მათ ”გადაკეთებას” ცდილობენ. ყველაფერს აკეთებენ, რათა ”აქეთ წამოიღონ” და დაიმორჩილონ.

ბარბრამ ამას გაუძლო და დაჯილდოვდა.

ვერავინ წარმოიდგენდა, ალბათ, რომ 67 წლის მომღერლის ახალი ალბომი ჯერ შეერთებული შტატების ჰიტ-აღლუმებში გავიდოდა პირველ ადგილზე, ცოტა ხანში კი ბრიტანეთში აჯობებდა ყველას. ვერავინ წარმოიდგენდა, რომ ბარბრა, თავისი დისკით ”სიყვარული - პასუხია” ერთი დარტყმით დაამარცხებდა მადონას და მარაია კერის...და ახლადგამომცხვარ ნორჩ ვარსკვლავებს, ”თანამედროვე მუსიკას” რომ ანიჭებენ უპირატესობას, მოდას რომ ქმნიან...ე.ი. დროს რომ ემორჩილებიან

ეს წარმატება კი ხომ ხვდებით რასაც ნიშნავს?

სიკეთისთვის, სიყვარულისთვის, გამძლეობისთვის ადამიანი აუცილებლად დაჯილდოვდება. ადრე თუ გვიან... ეს კანონზომიერებაა, მათემატიკაა!

მაგრამ მთავარი ისაა, რომ არის შანსი, ”ერთნაირობა” - ერთნაირი სიმღერა, ერთნაირი აზრი, ერთნაირი კატლეტი მოდიდან გადავიდეს.

მთავარი ისაა, რომ ჩვენს ”უნიფიცირებულ დროში”, როცა ნელ--ნელა ყველა და ყველაფერი ემსგავსება ერთმანეთს, ”ჰიტ-აღლუმების” სათავეში უნიკალური, განსხვავებული ხვდება - ადამიანი, რომელმაც თავისი ცხოვრებით და თავისი ხმით იცხოვრა. ყველამ რომ შევძლოთ ეს... ერთ მშვენიერ დღეს რომ გავიღვიძოთ და ჩვენს თავს ვუთხრათ: ”მორჩა, მე აღარავის მივეკუთვნები. მე ჩემი ცხოვრებით უნდა ვიცხოვრო”, აზრზე ხართ, როგორი მრავალფეროვანი გახდება სამყარო? როგორი საინტერესო, როგორი ლამაზი, როგორი მდიდარი?

ესეც ჯილდო იქნება... ანუ პასუხი სიყვარულზე.
ეს ფორუმი დაიხურა
კომენტარების რიგი
    შემდეგი 
კომენტარები: გვერდი გვერდების რაოდენობა 8
ავტორი: la noix საიდან გვწერთ: aquarium
27.11.2009 18:58
ჯაკლინ http://www.youtube.com/watch?v=_Ye8GLPUVsM :)

ავტორი: მაია ჯგერენაია საიდან გვწერთ: მარტვილი
26.11.2009 12:13
ჩემს სიხარულს .......................... მიყვარხარ ......+....

ავტორი: მაია ჯგერენაია საიდან გვწერთ: მარტვილი
26.11.2009 11:45
პაატას ხსოვნას!
პაატა ძამიკო რა კარგი იქნებოდა ეხლა ჩვენს გვერდით რო იყო, შენ ხო მშობლების პირველი სიხარული იყავი. მე უკვე სკოლა დავამთავრე და ვსწავლობ. ნათია კი მეთერთმეტე კლასში დადის. ამბობენ დრო ყველაფრის მკურნალიაო მაგრამ არამგონია ის დიდი ტკივილი რაც შენ დაგვიტოვე დრომ განკურნოს. შენ ხო ეხლა 22 წლის იქნებოდი. ეხლა ჩვენს გვერდით რო იყო ,ამქვეყნად უბედნიერსი ადამიანი ვიქნებოდი. მაგრამ ბედს უნდა შევეგუოთ, ჩვენ მხოლოდ ისღა დაგვრჩენია რომ შენი სულისთვის ვილოცოთ. შენი დაიკო მაია.

ავტორი: მაია ჯგერენაია საიდან გვწერთ: ქალაქ მარტვილი
24.11.2009 13:02
შენი სახელი მუდამ გვემახსოვრება
მარტვილის რაიონ- სოფელ სალხინოში მცხოვრები 27 წლის ლეიტენატი ბესიკ ხულორდავა 2008 წლის 13 სექტწმბერს ზუგდიდის რაიონ -სოფელ განმუხურში აფხაზი სეპარატისტების სნაიპერმა იმსხვერპლა. ნათქვამია სიყვარული ყოველი ჩვენგანის მაცოცხლებელი ძალა არისო, თუმცა ის ყოველთვის არარის ბედნიერების მომტანიო და ეს გამოთქმა მართალიც ყოფილა. რადგან ძნელია შენნაირი მეგობრის დაკარგვა. შენ იყავი ძალიან კარგი და კეთილი ადამიანი, მართალია ძალიან დაგვაკლდი მეგობრებს, ახლობლებს და ყველა იმ ადამიანებს ვისაც შენ უყვარდი მაგრამ შენ მუდამ ჩვენს გულებში და შენი სახელი მუდამ გვემახსოვრება.
ვფიცავთ ბესიკ შენს სახელს რო
დავიწყებას არ მივცემთ;
ვფიცავთ ბესიკ შენს წმინდა სულს
საუკუნოდ ვახსენებთ.
მაკოსაგან......

ავტორი: lela საიდან გვწერთ: Tbilisi
22.11.2009 02:41
ბატონო გოგი , ძალიან მიხარია, რომ ხანდახან ვახერხებ და ვკითხულობ თქვენს წერილებს... შეიძლება რაღაც-რაღაცებში არ გეთანხმებოდეთ მაგრამ ძალიან სასიამოვნოა სხვის შეხედულებასაც ისმენდე , მით უფრო თუ თავს არ გახვევს. ჩვენ , ჩვენი ცხოვრებით ვერ ვიცხოვრებთ ალბათ, იმიტომ რომ კარის წინ მეზობლის აზრ-შეხედულება გველოდება, მერე შეიძლება ლექტორის, ან კიდევ საზოგადოებრივი დოგმატები... ჩვენი ცხოვრებით რომ ვიცხოვროთ აზროვნება გვჭირდება, ამის უნარი კი არ გვაქვს - მე ასე ვხედავ ჩვენს ზოგად სურათს :(

ავტორი: zura საიდან გვწერთ: USA
20.11.2009 19:46
არავის ეხალისება გოგი სახლის მიტოვება და ყველაფრის ნულიდან დაწყება სადღაც, თუნდაც ,,გადაკარგულ სამოთხეში". ხდება ხოლმე ასე, პირადად მე ვერ გავხდი ვერც ,,მიშისტი" და ვერც მთავრობის დაკრულზე მოცეკვავე სამარცხვინო ჟურნალისტი....საცა არა სჯობს გაცლა სჯობსო, ასე დავუჯერე ბრძენ ხალხს და აღმოვჩნდი ძალიან შორს ჩემი ქვეყნიდან! ისიც მყარად მჯერა, რომ ვერც შენ ვერც ლაშა და ვერც დათო მანდ ჯდომით ვერაფერს შეცვლით და კიდევ უფრო მეტი კარგი ხალხი დაგაკლდებათ დღითიდღე, ჰაერის გადაკეტვას სასუნთქად ვერცერთი პატრიოტი გაუძლებს, მოკვდება უბრალოდ! აი მანდ კი ხალხს ჰაერს უკეტავენ სასუნთქად და ამიტომ გარბის ყველა!

ავტორი: კაპიტანი საიდან გვწერთ: სხვადასხვა
19.11.2009 21:27
IrMa-ს
19.11.2009 20:41 -ზე

მე ზოგადად სიცოცხლის წარმოშობას ვემხრობი, ჯანდაბას ყველა თეორია :))
რაც შეეხება თვალებს, ჩემთვის გარკვეული ტიპის თვალებია ლამაზი (ოღონდ სხვებისაც მესმის, ესეც ხომ სუბიექტურია) და მათი კითხვა-ცხოვრების აზრი :)

ავტორი: Cannes
19.11.2009 21:10
ძრწოდეთ, ევოლუციის თეორიის საწინააღმდეგოდ ფიწლებით და ჩირაღდნებით მოდიან მართლმადიდებელ მშობელთა კავშირის წევრები :D :D :D

ავტორი: IrMa
19.11.2009 20:41
კაპიტანო სიცოცხლის წარმოშობის კრეაციულ თეორიას არამგონია ემხრობოდეთ..თუ ემხრობით? თუ არა მაშინ რომელს ემხრობით,

"მე ვეტრფი ყველა ლამაზის თვალებს
ლამაზი არის თბილისში ყველა" ესეც თქვენი დაწერილი ხომ არ არის..წინა ცხოვრებაში? ნუუ ეს ბოლო კითხვა იმიტომ რომ ძირითად თემას არ გადაუხვიოთ;))))

ავტორი: კაპიტანი საიდან გვწერთ: სხვადასხვა
19.11.2009 20:16
IrMa-ს
19.11.2009 18:35-ზე

რა არის რაღაც საცოდავი 5 000 000 წელი მაგ რიცხვებთან შედარებით, ირმა... თანაც პირველყოფილ ოკეანეში 3000000 წელი მიკროორგანიზმები ისე არსებობდნენ, ევოლუციისადმი არავითარი სწრაფვა არც კი გამოუმჟღავნებიათ, მერე კი უცებ სიცოცხლის სრულიად სხვა ფორმები გამოგვეცხადდნენ... ან სადაა გარდამავალი ფორმები არქეოლოგიაში? რატომაა ყველა ნაპოვნი ცოცხალი ორგანიზმი რაღაც კონკრეტული საფეხური და საკმაოდ დაშორებული ერთმანეთისგან, წესით ხომ ევოლუცია მდოვრედ უნდა მიმდინარეობდეს და სახეობები ერთმანეთში გადადიოდნენ? თან ვინ თქვა, რომ ის უნდა გაჩერებულიყო? ლოგიკურად ხომ ეს გარდასახვა ჩვენს თვალწინაც ყოველწამს უნდა ხდებოდეს (ხომ გესმით რას ვამბობ: 3 000 000 წლის წინ დაიწყო სახეობების ევოლუციის უწყვეტი პროცესი, ე.ი იმის მერე დროის ყველა მომენტში რაღაც-ვიღაც იწყებდა ევოლუციას და ასე უსასრულოდ-ამიტომ პროდუქტების მიღებაც აწ უკვე ყოველ წამს უნდა მიმდინარეობდეს, პროცესის მუდმივობა-უწყვეტობიდან გამომდინარე. ჰოდა ვინმეს ოდესმე უხილავს თვალით რაიმე მსგავსი? ).
მაგრამ იმედი მაქვს, დარვინიზმზე დავა არ მიგაჩნიათ ჩვენი დიალოგების ძირითად თემად? :)

რაც შეეხება ღმერთის ძიებას... ბევრი გზაკვალაბნეული "ეძიებს ღმერთს". სასაცილოა. განა წარმოდგენა აქვთ რა არის ღმერთი და სად შეიძლება იყოს? ჰოდა თუ არა აქვთ, რას და სად ეძებენ? არაფრის ძებნა არაა საჭირო, როდესაც ლაღი, უშუალო და მარტივი გახდებით, "საზოგადოებას" ლაზათიან პანღურს უთავაზებთ და როგორც წვეთი ოკეანეს, სამყაროს ისე შეედნობით, ღმერთს ეგრევე იგრძნობთ თქვენში, თქვენ ვერსად ვერ მიხვალთ და არც ის მოვა საიდანმე, უკვე არის და თვალების კარგად გახელაა მხოლოდ საჭირო, თქვენი ლამაზი თვალების :)

ავტორი: babisa საიდან გვწერთ: tbilisi
19.11.2009 19:32
გოგი, ველოდები-თ ახალ პოსტს :)))) < 3

ავტორი: IrMa
19.11.2009 18:53
ღმერთს ეძებთ კაპიტანო?:)

ალბათ იცით ხომ რომ სიყვარულია თავად ღმერთი

და იმიტომ ხართ აქეთ:)

მაშინ შეაჩერეთ დრო და "თავისუფლება" თორემ კაცმა არ იცის რაზე იქნება ახალი ბლოგი:)

გაიგეთ ფიდელ კასტრო მომკვდარა,კიდევ ერთმა მსოფლიო "კოლორიტმა" დატოვა ეს სამყარო..შეიძლება არ არის მართალი,ვერ დავადასტურებ .


ავტორი: IrMa
19.11.2009 18:35
"და ვეძებ იმ ერთს, ვისაც რომ ძალუძს,
მე შემიყვაროს სულით-ხორცამდე,
ვინც თავს მომახვევს სინაზეს ქალურს
და გამაბრუებს...
პირველ კოცნამდე... :)
და ისიც მესმის, რომ ასეთები ათეულობით არიან და თითოეული ერთადერთია ჩემთვის""

ეჰ ეს რა ძნელი რამეები გდომებიათ კაპიტანო...რა მკაცრია და ულმობელი ცხოვრება..ჩავიქნიე ხელი.

სად არიან დანარჩენი კაცები...სანამ ჯერ ისევ სიყვარულის ბლოგია..

საინტერესოა გუშინ ტრანსპარანტებით დავრბოდი ახალი ბლოგი მეთქი...არა და ორი კვირა ხვალ გადის..აი გიორგი თარგამაძემ რომ თქვა ალბერტო მორავიაო ეხლა მჭირს:)

კაპიტანო ევოლუციის პროცესში მგონი დროის სიდიდის ფაქტორს არ ითვალისწინებთ..ისევე როგორც სახეობის გადარჩენისაკენ სწარაფვისა და "გადამრჩენი" მუტაციების წარმოებისა..

ამას ერთი კი არა ხუთი "წითელი ზონა" არ ეყოფა მე მარჯვენე ევოლუციონისტი კი არა მენდელი და დარვინი ერთად რომ მოიწვიოთ მაინც.

ავტორი: ninia საიდან გვწერთ: tbilisi
19.11.2009 18:15
უიმე აქ რა ამბები ყოფილა:)))) აბა თქვენ იცით გაერთეთ:)))) გოგი მაინც არ დებს ბლოგს და:)))) გკოცნით და გეხვევით:)))

ავტორი: კაპიტანი საიდან გვწერთ: სხვადასხვა
19.11.2009 18:10
ანას
19.11.2009 17:16 -ზე

მეც სწორედ მაგ ბანალურობას გავურბივარ.

მომხიბვლელო ქალბატონებო!
აბა თავად თქვით, განა თითოეული ქალი უაღრესად ინდივიდიალური და მშვენიერი არაა თავის განუმეორებლობაში? მით უფრო ამ ბლოგზე, სადაც ასე დახვეწილი და ჭკვიანი ბანოვანები იკრიბებიან, ქალის სიჭკვიანე კი ყოველთვის იყო ჩემი ყველაზე დიდი სისუსტე (ვაღიარებ), რისიც მრცხვენია კიდევაც სადღაც, სნობიზმი ხომ არ მიპყრობს მეთქი-განა თვითონ არ ვიძახი ხოლმე, რომ ინტელექტი ურიგო არაა, მაგრამ მისი შეძენაც შეიძლება და დაკარგვაც, არაა ის ყველაზე მთავარი ადამიანში...

თანაც ჩემი მიდგომა სიყვარულისადმი არ მინდა ვინმესთვის კულტურული შოკის საფუძველი გახდეს :)

და ვეძებ იმ ერთს, ვისაც რომ ძალუძს,
მე შემიყვაროს სულით-ხორცამდე,
ვინც თავს მომახვევს სინაზეს ქალურს
და გამაბრუებს...
პირველ კოცნამდე... :)
და ისიც მესმის, რომ ასეთები ათეულობით არიან და თითოეული ერთადერთია ჩემთვის.

დიდი პატივისცემითა და უფრო დიდი სიყვარულით,
კაპიტანი :)

ავტორი: კაპიტანი საიდან გვწერთ: სხვადასხვა
19.11.2009 17:59
გოგი გვახარიას,

დარვინისტის სტუმრობასთან დაკავშირებით იქნებ ასეთ საკითხზე შეიტყოთ მისი აზრი (თუნდაც, არა გადაცემისთვის):
ყველა ცოცხალი ორგანიზმის: ვირუსების, ბაქტერიების, მცენარეების, ცხოველების, ადამიანის საშენ მასალას ცილები და ფერმენტები წარმოადგენს. ცილის მოლეკულა დაახლოებით 20 ამინომჟავისგან შედგება. პროფესორ რობერტ შაპიროs (ნიუ-იორკის უნივერსიტეტი) გამოთვლით, ჩვეულებრივი ფერმენტის "თვითწარმოქმნის" ალბათობა 10-20 -ია (ანუ, 100 000 000 000 000 000 000 შავი ბურთულისა და ერთი თეთრის გროვიდან თვალდახუჭულმა რომ თეთრი ამოიღოთ). ბაქტერია (ეს უკვე სიცოცხლეა) 2000 ფერმენტს შეიცავს, ე.ი. მისი შემთხვევით წარმოქმნის ალბათობაა 10-39950 . მარტივად რომ ვთქვათ, ჯართის გროვაზე ქარბორბალის გადავლისას შემთხვევით Boeing-747-აწყობა უფრო მოსალოდნელია, ვიდრე შემთხვევით ბაქტერიის გაჩენისა. ადამიანის ორგანიზმში 25 000 ფერმენტია, ანუ შემთხვევითობის ალბათობა - 10-599950 (უფრო მოსალოდნელია სამყაროზე 1000 000 000 000 000 000 -ჯერ დიდი მძივის შავი მარცვლების გროვიდან თეთრის ამოღება, რომელიც ერთადერთი იყო ამხელა გროვაში). ამ გამოთვლების ფონზე გარემოს შეგუებული სახეობების წარმომადგენლების არსებობის შემთხვევითი მუტაციებით ახსნა სერიოზულია?
ისიც უნდა აღინიშნოს, რომ ევოლუციის თეორია, რომელიც ჯერ-ჯერობით მაინც, ყველაზე მწყობრად აღწერს სიცოცხლის განვითარების ბევრ საინტერესო საკითხს, მხოლოდ დარვინის მოძღვრება არაა, ამიტომ დასაზუსტებელია, სტუმარი დარვინისტია თუ ევოლუციონისტი? :) თუ მხოლოდ პირველი, მაშინ შემდეგი ფაქტის მისეული ახსნაც საინტერესოა:
თავისი თეორიის ტრიუმფიდან გარკვეული დროის შემდეგ, დარვინი თავადვე არც ისე მაღლა აფასებდა საკუთარ დოქტრინას და ნელ-ნელ სულ უფრო ნაკლებად მოიხსენიებდა (ეს ჩანს მისი წერილების ხუთტომეულიდან). "მე დავუბრუნდი ძველ სამუშაოს ბოტანიკაში, ყველა თეორიები მივაგდე" - ამბობს იგი ერთ-ერთ წერილში. ასევე, თითქმის აღარ ეხმაურებოდა მისი თაყვანისმცემელი ევოლუციონისტების წერილებს (Чайковский Ю.В. Наука о развитии жизни. - М., 2006.). ასევე ცნობილია დარვინის შეხედულება ე.წ. "კემბრიულ აფეთქებაზე", რომელსაც იგი თავისი თეორიის საწინააღმდეგო ერთ-ერთ სერიოზულ არგუმენტად მიიჩნევდა.

ავტორი: ანა
19.11.2009 17:16
რა მოთხოვნაა კაპიტანზე :)
აბა თქვით თქვენი ასაკი დაიტანჯა ხალხი:)
აღარ მინდა სიყვარულზე მეტი ბანალური გახდა უკვე

ავტორი: te საიდან გვწერთ: tbilisi
19.11.2009 16:51
ბატონო კაპიტანო!
აქ ყველა ქალი მზადაა თქვენს ხომალდში სიყვარულის ტალღები გააპოს...

ავტორი: IrMa
19.11.2009 16:14
ჯაკლინ ხომ ხვდებით რომ ვერანაირად ხელს ვერ შეგიშლით?:)

წარმატებებს გისურვებთ ცხოვრებაში.

პატივისცემით და ღიმილით

ავტორი: კაპიტანი საიდან გვწერთ: სხვადასხვა
19.11.2009 16:08
ჯაკლინს
19.11.2009 15:01 -ზე

ამ კომენტარზე მეტად ბევრი არაფერი მომხვედრია გულზე. ვიმედოვნებ ეგ ცხოვრებაა შენთვის და არა ცოდნა :)

ავტორი: iRmA
19.11.2009 16:06
ეგეც უკვე წარმოდგენილი მაქვს ანონიმო..:)

აღმოჩნდეს რაა..

მე თითონ მაქვს გადახდენილი ისტორია როცა ქალები მეარშიყებოდნენ..ყველას კაცი ვეგონე და რატომღაც მომწონდა ეს თამაში,სანამ ერთმა არ მიპოვნა და არ დამირეკა ესპანეთიდან ჩამოვდივარ შენს გასაცნობად და დამხვდიო:)

ავტორი: კაპიტანი საიდან გვწერთ: სხვადასხვა
19.11.2009 16:05
იმიტომაც მოვუწოდე ყველას მაილები მითხარით მეთქი, რომ ეგ საკითხი სადაო არ გახდეს :))

ავტორი: კაპიტანი საიდან გვწერთ: სხვადასხვა
19.11.2009 16:04
IrMa -ს
19.11.2009 15:20 -ზე

შესანიშნავი რამე გგონებიათ ირმა, თუმცა იმას მაინც არ ამხელთ, რა არ გეგონათ :)

ავტორი: IrMa
19.11.2009 15:20
ის მგონია რომ თქვენ სიყვარულს ეტრფით კაპიტანო.

ისე მე მართლა სიყვარული მიყვარს ვიდრე კონკრეტული ადამიანები..

ავტორი: ანონიმი
19.11.2009 15:01
ეხლა უცბად კაპიტანი ქალი რო აგმოჩნდეს :):):):)

ავტორი: ჯაკლინ საიდან გვწერთ: მონაკო
19.11.2009 15:01
ავტორი: კაპიტანი საიდან გვწერთ: სხვადასხვა 19.11.2009 14:28
წავიკითხე, ჩემი დაწერილი მეგონა, მაგრამ მაინც მეგონა, რომ მარტო მე მეტრფი. ეს არის ცხადი.

ავტორი: IrMA 19.11.2009 14:40
ირმა, ყველაფერი ვიცი, მაგრამ არ მაინტერესებს! ცოდნა სხვაა და ცხოვრება სხვა.

ავტორი: კაპიტანი საიდან გვწერთ: სხვადასხვა
19.11.2009 14:51
IrMA-ს
19.11.2009 14:40 -ზე

სიცილი სასარგებლოა, მაგრამ მოვლენებს წინ ნუ გავუსწრებთ :)

რა არ გეგონათ და არც გგონიათ: რომ მარტო ჟაკლინს ვეტრფი თუ თქვენ? :)))

ავტორი: giJ-vracua
19.11.2009 14:46

ნაღდი და კაი გამარჯვება ყველა გულიან ადამიანს! . ამან იქნებ გაგამხნევოთ :

კაი ამბავი კენიიდან,ნაირობიდან ანუ " ლეკვი ლომისა სწორია.. და ზოგ ადამიანზე მეტიცაა ხანდახან !!!

"... 2002 წლის დეკემბერი. ძუ ლომმა კამუმიაკმა,ბენიმ ადგილობრივ ენაზე, დიდი დახმარება გაუწია შვლის ობოლ ნუკრს. ეს პატარა ანტილობა ორი კვირა დიდად მეგობრულად ცხოვრობდა ხსენებულ ლომთან მანამდე სანამ ნაშვილები ნუკრი არ შეჭამა სხვა ლომმა. მაგრამ გულუხვი ლომი გადაირია და მაშინვე იშვილა სხვა ანტილოპას ობოლი ნუკრი ! დაშინებულმა მცველებმა წაართვეს საწყალ ომს ეს ნუკრი და გადაიყვანეს ობოლ ცხოველთა სახლში. მაშინ ლომმა იშვილა მესამე ნუკრი და თავს ევლებოდა მას. ამ ამბავმა თითქოს გადააყირავა მტაცებელთა სამყაროში მოქმედი ჯანონები. კაცობრიობას ახსენდება ბიბლია რომლის თანახმადაც დადგება დრო როდესაც მტაცებლები და მათი შესაძლო მსხვერპლები ერთად მშვიდობიანად და სიყვარულით იცხოვრებენ. კენიის 2002 წლის დეკემბრის ამბავი ამის ხილულ წინასწარმეტყველებად ჩანს. ასე რომ დემკრატიისთვის და მის წინააღმდეგ ბრძოლით გადარეულ სამყაროში მცხოვრებებო დამშვიდდით და იმედი არ დაკარგოთ ღმერთი კენიელი ლომებითაც გზას უჩვენებს ადამიანებს ( ეს ცნობა კი მოყვანლია ჟან-მარი პელტის მშვენიერი ნაშრომიდან "ჯუნგლის კანონი",პარიზი,2003,გვ.200 ) იცოცხლეთ და გაგიმარჯოთ.

ავტორი: IrMA
19.11.2009 14:40
ავტორი: ჯაკლინ საიდან გვწერთ: მონაკო 19.11.2009 14:13 კაპიტანი ყველას ეტრფის, მე მეგონა მარტო მე მეტრფოდა.
შეცბუნებული ვარ."

მე არ მეგონა და არც მგონია ;)

ჟაკლინ..ამ კაპიტნების ამბები არ იცით ?)


კაპიტანო ფოსტაზე დასკანერებულ დაბადების მოწმობას გამომიგზავნით? რას ვიცინებ ჩემზე უმცროსი რომ აღმოჩნდეთ.


ავტორი: კაპიტანი საიდან გვწერთ: სხვადასხვა
19.11.2009 14:28
ჯაკლინს
19.11.2009 14:13-ზე
თუ ღირსად ჩათვლით და კიდევ ერთხელ გადაიკითხავთ ჩემს კონცეფციას სიყვარულზე, ყველაფერი უფრო ცხადი გახდება, ეჭვი არ მეპარება :)

ავტორი: ჯაკლინ საიდან გვწერთ: მონაკო
19.11.2009 14:13
კაპიტანი ყველას ეტრფის, მე მეგონა მარტო მე მეტრფოდა.
შეცბუნებული ვარ.

ავტორი: კაპიტანი საიდან გვწერთ: სხვადასხვა
19.11.2009 14:06
IRma-ს
19.11.2009 13:37-ზე

ექსპრომტად ყველაზე უკეთ გამოდის ხოლმე, მაგრამ ეგ ლექსი ძველის ოდნავ გადაკეთება იყო და არა ექსპრომტი :)

რომანტიული ინფანტილიზმი კი სწორედ ის იქნებოდა, ჯერ რომ დაინტერესებულიყო ვინმე და ფინალში გაქცეულიყო :) თან იასგან რაიმე ინფორმაციის მიღება მესამე პირზე, ამ პიროვნების თანხმობის გარეშე?.. ასეთ შესაძლებლობას დარწმუნებული ვარ თეორიულადაც კი არ დაუშვებს ვინმე :)

ერთიც არის - მიუხედავად ჩემი "სიბრძნისა" (ეჰ, დედაჩემი კითხულობდეს ახლა ამნაირ შეფასებებს... :) ), ცუდი წარმოდგენა გქონიათ მის მატარებელზე, თუკი ფიქრობთ რომ იმდენად კადნიერი ვარ, ზარს ველოდე თქვენებრ მომხიბვლელი არსებისაგან და ნომრის გაგების მთელი სიმძიმეც თქვენს მხრებზე გადავდო :)

კავკასიოლოგისა და ჩემი ასაკის შედარების ფაქტობრივ დოკუმენტაციას კი სიამოვნებით წარვადგენ მითითებულ მაილზე, თუკი იმდენად კეთილი იქნებით, რომ მას იას აცნობებთ და მე ნებას დამრთავთ, მისგან შევიტყო :)

ავტორი: ლია
19.11.2009 13:56
და რომელ ფილმს გვანახებთ ბატონო გოგი?
In Response

ავტორი: გოგი გვახარია
19.11.2009 14:02
დარვინზე?
”ქარიშხალს მოიმკი” - სტენლი კრამერის შედევრი ”მაიმუნების პროცესზე”

ავტორი: IRma
19.11.2009 13:37
გამარჯობათ კაპიტანო.

თქვენ ექსპრომტათ წერთ კაპიტანო ასე ლამაზად?
რომანტიული ინფანტილიზმი?

რატომ რომანტიული ინფანტილიზმი კაპიტანო ამ ლექსის შემდეგ იასთან რომ არ ვრეკავ და თქვენს ნომერს არ"ვემუდარები"?:))))

ანონიმო დარწმუნებული ვარ,მიუხედავად "უასაკო "ბრძენების არსებობისა,ასაკიან ბრძენთან გვაქვს საქმე. თუმცა დიდი იმედი მაქვს კავკასიოლოგივით 7021 წლის არ იქნება.

ავტორი: კაპიტანი საიდან გვწერთ: სხვადასხვა
19.11.2009 13:03
გოგი გვახარიას
19.11.2009 02:13 -ზე

დარვინზე გაისაუბრებდა კაცი, საინტერესო თემაა. ინტერაქტივის შესაძლებლობა არის სტუმართან?
In Response

ავტორი: გოგი გვახარია
19.11.2009 13:09
მომაწოდეთ კითხვები კაპიტანო

ეხლა ვმეცადინეობ:)

ავტორი: კაპიტანი საიდან გვწერთ: სხვადასხვა
19.11.2009 13:02
IrMa-ს

მაშ გაურბიხარ ხოლმე? რაო, სპეციალისტმა რა გითხრა - რომენტიკული ინფანტილიზმიც არაა გამორიცხულიო? :))

უსასრულობას, აბსოლუტურს - თაყვანს ვცემ ამ ორს,
სხვას გავურბივარ, ვით უნაგირს ზღაპრული რაში,
ვერ გაგექეცი... შენ ნებართვა არ სთხოვე ამურს,
მოხვედი ისე, ანგელოზად ჩემს ცხოვრებაში.

ამ გულის ფეთქვა, ჩემი სუნთქვა ოცნებას შერთე,
ლურჯი სიზმრიდან მოვლენილო და შეუცნობო,
თვითონ არ მჯერა, ნუთუ მხოლოდ შენ ერთს გაღმერთებ,
შენ ერთს გცემ თაყვანს, შენ ერთს გეტრფი ჩემო უცნობო.

არ მწამს გრძნობებში ეტაპები და პროცენტები,
მხოლოდ სიყვარულს უსასრულოს მივაგებ პატივს,
მე სიკვდილამდე შენს წინაშე სანთლად ვენთები,
შენა ხარ ჩემი სალოცავიც, წმინდანიც, ხატიც.

არ დავიღლები დამიჯერე, რაგინდ ვიწვოდე,
შენი გულისკენ მომავალი გზით სიარულში
და თუ არ მოვალ, ვერ მოვედი ალბათ, იცოდე...
რადგან გზაშივე დავიფერფლე შენს სიყვარულში.

მე რაც შემეხება, ანონიმებთან დავას ქალბატონი ია აქ არაა? მისი დახმარებით ერთხელ და სამუდამოდ გადავჭრით კაცობრიობისთვის ეგზომ პრინციპულ საკითხს-რა ჯანდაბამ დამაბრძენა (თუ ასე ვჩანვარ ბლოგში), ასაკმა თუ ცხოვრებამ :))

ავტორი: ჯაკლინ საიდან გვწერთ: მონაკო
19.11.2009 11:35
თუ გინდა თავი მომაჭერი გოგი,მაგრამ მიუხედავად ბანალური რეჩიტაციების საშიშროებისა, ამ ბლოგის ტექსტი ჯობდა იმ ფობიების და ... ტექსტებს.
ახალს რომ დაწერ, გაითვალისწინე, ეხლა ბანალურობა არ შეიძულო.

ავტორი: ანონიმი
19.11.2009 10:51
IRMA

სიბრძნე არც მაინცდამაინც ასაკზეა დამოკიდებული:):)

მე კაპიტანი ისეთი ტიპის ადამიანი მგონია, ადრე რომ ბრძდენდებიან ხოლმე:):) ან თავიდანვე ბრძენები რომ არიან
:):):)

ავტორი: Vincent
19.11.2009 03:05
"პოსტსში" თქვენი პასუხი ვიგულისხმე ირმას მიმართ, კომენტარებში, ცოტა ქვემოთ ჩაიხედეთ და დაიანხავთ რა პატარა ტექსტს რამხელა "ფანჯარა" გამოუყავით : )
მადლობ, ვნახავ..

ავტორი: te საიდან გვწერთ: tbilisi
19.11.2009 02:45
დარვინთან დაკავშირებით,
ამ დილით ახალ კინგ-კონგს ვუყურე ჩემს 4 წლის გოგოსთან ერთად და ლამის ვიტირე დიდ მაიმუნზე. ძალიან შემეცოდა სილამაზით მოხიბლული და სიყვარულის სახელით განგმირული გორილა

ავტორი: ა?
19.11.2009 02:35
აუუ ვინ არი სტუმარიი? ვინ? ვინ? ვინ? ა? ა? ა? ვიინ? ა? ა? ა?
:D
ნუ მომაქცევთ ყურადღებას. :D
ისე გათვალვის გჯერათ ბატონო გოგიი?
In Response

ავტორი: გოგი გვახარია
19.11.2009 02:41
გათვლის, ჯადოების და შელოცვების არ მჯერა... მაგრამ იმდენად დიდხანს ვეხვეწე ამ სტუმარს, მეშინია არ წაიკითხოს და არ დაფრთხეს

ცრურწმენების რომ არ მჯერა იმას კი არ ნიშნავს, რომ ფრთხილი არა ვარ?:)

პარასკევს საღამოს გეტყვით

ავტორი: ჯაკლინ საიდან გვწერთ: მონაკო
19.11.2009 02:33
ფილმის სათაურია: გაქცეული ქალი.
დაკიდევ მეორე ფილმია: ქალი, რომელიც გარბოდა.

ირმა კინოში მაგარია ეგეთი რამეების ნახვა. ვგიჟდები ეგეთ კინოებზე. ისე, ქალი წესით უნდა დახვდეს. თანაც ყველაფერს. იცი, რომ დახვედრაც გაქცევაა?

ავტორი: Vincent
19.11.2009 02:32
ზომიერების მოყვარულ ბატონ გოგის, გრძნობამ უღალატა და პოსტი უსაშველოდ გაეწელა :D :D
ნეკრასოვის ფილმს რაც შეეხება, ჩემი აზრით, რაც არ უნდა სამწუხარო იყოს, არის ძალიან სუსტი (რაც ტელევიზიიტ აჩვენეს, როგორც ვიცი ჯერ არ დასრულებულა) , უბრალოდ ჩვენი პოზიციიდან,

როგორც მახსოვთ, სადღაც დაწერეთ თუ თქვით მაგ "ზომის "
შესახებ , ბ. გოგი, ეიზენშტეინის ტერმინია, თანაც "ზომა"
და არა "ზომიერებაო".. :D
ჰოდა, ვატყობ ზოგი აქ ამ "ზომას" რაციონალიზმთან აიგივებს, და ესეა?( არ მჯერა!!!) იქნებ ის მაინც მიმითითოთ სად ამბობს (თუა ნეტში), მე თვითონ გამოვიტან დასკვნას, თორემ უკვე უზომოდ ხშირად ჩამესმის ეს "ზომა"..
In Response

ავტორი: გოგი გვახარია
19.11.2009 02:36
"Неравнодушная природа" ეიზენშტეინის. ნამდვილად ”ზომას” ეძღვნება... რაციონალიზმი, ცხადია, არაფერ შუაშია ზომასთან. თუმცა გრძნობების ”გამოანგარიშება” შეიძლება..ანუ გაცნობიერება...შეიძლება კი არა, აუცილებელიცაა. ამას ამბობს ეიზენშტეინი:)


რატომ ვარღვევ ზომას? ბლოგს ჩვენ ერთ ან ორ კვირაში ერთხელ ვწერთ. სიტუაციას გააჩნია:)
ორი კვირა გავიდა?

ავტორი: MAIKO
19.11.2009 02:29
დარვინი და მისი თეორია?! :))))))))))))))))))

ამ პარასკევს იმედია, გიგა ზედანია და ლაშა ბაქრაძე იქნებიან სტუმრად ,,წითელ ზონაში".
ისე, ძალიან დიდი ხანია ქალბატონი ნანა ჩაჩუა აღარ ყოფილა გოგი შენი სტუმარი. არადა როგორ მიყვარს!
In Response

ავტორი: გოგი გვახარია
19.11.2009 02:47
კი, ლაშა და გიგა. ეგ უკვე ჩაწერილია


ქალბატონი ნანა კარგი იქნებოდა ძალიან, მაგრამ ”წითელი ზონა” არ არის ”ფსიქო”..ატყობთ, ალბათ, რომ ფსიქოლოგებს ჯერჯერობით არ ვეპატიჟებით

მომავალში აუცილებლად

ავტორი: te საიდან გვწერთ: tbilisi
19.11.2009 02:22
რას ბრძანებთ ბატონო გოგი, მაგას როგორ გათქმევინებთ.
თქვენი ყველა სტუმარი ჩვენი სტუმარია, ველოდებით როგორც ბავშვი სანტაკლაუსისგან სათამაშოს.




In Response

ავტორი: გოგი გვახარია
19.11.2009 02:23
ამას გადავცემ (”ტვოი გოსტ, მოი გოსტ”)

თუმცა, სტუმარი ღვთისააო რომ ვეტყვი, არა მგონია, დარვინისტს და თანაც მემარჯვენეს, მოეწონოს:)

ავტორი: IrMa
19.11.2009 02:15
მგონი გაგაბრაზეთ კიდეც:)

რა მინდოდა? მაინც ხვალ უნდა წავიკითხო დასვენებულ გონებაზე.

აი რისთვის არის საჭირო ზომიერება.(კუდამოძუებულისა და დარცხვენილის სმაილიკი თუ ასეთი არსებობს საერთოდ)

ავტორი: te საიდან გვწერთ: tbilisi
19.11.2009 02:10
ნეკრასოვის ფილმი სიყვარულის პასუხია ბატონო გოგი?
In Response

ავტორი: გოგი გვახარია
19.11.2009 02:13
დღესაც ვერ მოვახერხე ამ ფილმის ნახვა. ასე იცის დარვინზე ფიქრმა:) ზეგ ძალიან მნიშვნელოვანი ჩაწერა გვაქვს, უაღესად მომთხოვნი სტუმარი და უაღრესად საკამათო თემა - დარვინის თეორია - ევოლუციის თეორია

სტუმარი არ მკითხოთ - მეშინია არ გავთვალო. ძლივს დავითანხმე:)

ავტორი: IrMa
19.11.2009 02:08
კარგი წავედი.გიძღვნით ყველას ერთერთ სრულყოფილებას.

http://www.youtube.com/watch?v=LfjD-DQ5REk

ავტორი: IrMa
19.11.2009 02:04
გოგი ვინ არის? ბლოგის ავტორი თუ ვინმე სხვა?

გოგი გვახარიას არ ვიცნობ და სწორად გამიგეთ არც მჭირდება ვიცნობდე ნუ დიდი პატივისცემის მიუხედავად ,მე რაც მჭირდება მაგ ადამიანისგან ისედაც ვიღებ:)

მაგრამ ეხლა რაღაც აგვიანებს:)

ისე გოგი გვახარიას მისაპატიჟებელი ახალი მოსაწვევი ბარათები ვნახე გუშინწინ მაგრამ წავიდა თუ არა პრეზენტაციებზე ვერ გეტყვით:)

In Response

ავტორი: გოგი გვახარია
19.11.2009 02:08
აქა ვარ, თქვენთან ვარ...ვწერ

მაგრამ ყველაფერი ერთად არ გამოდის

ყოველ შემთხვევაში, ჩვენ, ზომიერების მოყვარულთ, არ გამოგვდის:)





























ავტორი: MAIKO
19.11.2009 01:43
IrMa
თქვენ იცნობთ გოგის?
უბრალოდ მიპასუხეთ: კი, ან არა.
    შემდეგი 
კომენტარები: გვერდი გვერდების რაოდენობა 8

პროდუქტები და ფუნქციები

პოდკასტიRSS