შემდეგი გადაცემები:


ვალუტის კურსები

GEL / 
USD
1,8377
GEL / 
EUR
2,4177
GEL / 
RUB
0,0616

კურსები შეიძლება არ იყოს აქტუალური

ბლოგები / ია ანთაძე

სადაგი დღე

13.11.2009
ავტორი ია ანთაძე
„მოძრაობა და მარტო მოძრაობა არის, ჩემო თერგო,
ქვეყნის ღონისა და სიცოცხლის მიმცემი“.



* * *

დღეს ხუთშაბათია, ახალი ბლოგის დღე. მაღვიძარა 11.00–ზე რეკავს. ვგრძნობ, რომ ძილი არ მყოფნის, მაგრამ გაღვიძების დროა. ვრთავ კომპიუტერს, ბლოგს ვათვალიერებ და რამდენიმე კომენტარს ვაქვეყნებ. შემდეგ ვხსნი ფოსტას, საქმიან წერილებს ვპასუხობ და ჟურნალისტური ეთიკის ქარტიას ვუგზავნი ტარიელ ცეცხლაძეს ბათუმში. ამ დროს ვიგებ, რომ ჩემი უსაყვარლესი ბიცოლა მოსულა სტუმრად. რაღაც მაქვს გადასაცემი. მასთან ერთად ვსვამ ყავას, ცოტას ვსაუბრობ და წასასვლელად მზადებას ვიწყებ.

* * *

დღეს ოთხ საათზე „ცხელი შოკოლადის“ ოფისში ამერიკის ელჩი, ბატონი ჯონ ბასი, მედიაკლუბის წარმომადგენლებს გვხვდება. ჯერ ზუსტად არ ვიცი, ვინ ესწრება შეხვედრას, მაგრამ ვიცი, რომ ჟურნალისტიკის პრობლემებზე უნდა ვისაუბროთ.

ვიდრე წავალ, ერთი საქმე მაქვს მოსაგვარებელი. ღამით „საკანი N5“–ის სტუმარი ვარ და მინდა, „უცნობს“ ბლოგზე გამოქვეყნებული რამდენიმე საინტერესო და სახალისო მასალა ამოვუბეჭდო. წაიკითხავს და მიხვდება, რომ ჩვენი ბლოგი გონიერი და ნიჭიერი ადამიანების შეკრების ადგილია.

* * *

ბატონ ელჩთან შეხვედრა ორ საათს გრძელდება. გულწრფელად ვუხსნით ჩვენს პრობლემებს. ყურადღებით გვისმენს და ფურცელზე სქემებს ხაზავს. საუბრის დიდი ნაწილი საზოგადოებრივ მაუწყებელს ეთმობა. თუმცა, ზოგად სურათსაც ყველა ჩვენ–ჩვენი შტრიხებით ვავსებთ. ბოლოს გვეკითხება, რისი გაკეთება იქნებოდა შესაძლებელი, მაგალითად, უახლოესი სამი თვის განმავლობაში. მომწონს ეს შეკითხვა. ვკონკრეტდებით მედიამფლობელების და სარეკლამო ბიზნესის მსხვილი მოთამაშეების გამჭვირვალობაზე. ბატონი ჯონ ბასი გვპირდება, რომ ჩვენთან დიალოგს ამით არ ამთავრებს. კმაყოფილი ვარ. ამერიკის ახალი ელჩი ჯერ ტელეეთერშიც კი არ მყავდა ნანახი, ისე გავიცანი პირადად; ხოლო ძველ ელჩს ერთხელაც არ შევხვედრივარ. არაფერი მიშლის ხელს, ვიფიქრო, რომ საქართველოს მიმართ აშშ-ის პრიორიტეტები იცვლება და უფრო მეტად ორიენტირებული ხდება, მაგალითად, სიტყვის თავისუფლებაზე.

* * *

„ცხელი შოკოლადის“ რედაქციიდან ჩვენი არასამთავრობო ორგანიზაციის ოფისში მივდივარ. მაგვიანდება. ექვსზე კომისიის სხდომა გვაქვს და სტუმრებმა მიმასწრეს. რამდენიმე კვირის წინ საქართველოს ათ ქალაქში კონკურსი გამოვაცხადეთ. სკოლის მოსწავლეებს ბავშვის უფლებათა კონვენციის ტექსტის „გადმობავშვურება“ და ზოგიერთი მუხლის ილუსტრირება შევთავაზეთ. უამრავი ნაშრომი დაგვიგროვდა. მიკვირს, როგორი აქტიურები არიან 10–14 წლის ბავშვები, განსაკუთრებით, რეგიონებში.

კომისია კონკურში გამარჯვებულ ნამუშევრებს არჩევს. მეც ვუერთდები. ვკითხულობთ კონვენციის თითოეულ მუხლს და საუკეთესო ინტერპრეტაციას ვეძებთ. სახალისო სამუშაოა, თანაც, კომისიის წევრები ერთმანეთზე საინტერესო ადამიანები არიან. ლიდერი მაინც ბატონი გია მურღულიაა. ხუთ წუთში ერთხელ იგავ–არაკს ან ანეკდოტს ყვება. მის გვერდით მყოფთათვის სასიამოვნო და სასარგებლო ყოველთვის ერთმანეთშია ჩაწნული. ჯერ ვფიქრობ, მერე კი ხმამაღლა ვამბობ: „ბატონო გია, იმდენი საინტერესო ამბავი რომ ვიცოდე, რამდენიც თქვენ იცით, რა შესანიშნავ ბლოგებს დავწერდი!“ ყველაფერი კარგი ბლოგს მახსენებს.

ჩვენი თანამშრომლების მეორე ჯგუფი გვერდით ოთახში ახალ პროექტზე მუშაობს. პერიოდულად გავდივარ და მათ ამბავს ვკითხულობ, მერე ისევ ბავშვების ტექსტებს ვუბრუნდები. პრინციპში, ყველაფერი რიგზეა, რადგან ირგვლივ მხოლოდ გონიერი და საქმიანი ადამიანები არიან. კმაყოფილი ვარ.

* * *

სტუმრებს ვაცილებთ და ჩემებთან ვრჩები. 23.00–იდან „საკანი N5“–ის სტუმარი ვარ. კიდევ ერთხელ (მერამდენედ!) მეკითხებიან, დარწმუნებული ვარ თუ არა, რომ „უცნობს“ უნდა ვესტუმრო. მისი საწინააღმდეგო არაფერი აქვთ, მაგრამ ორი დღის წინ ამ საკნის ერთ–ერთმა სტუმარმა გია იაკობაშვილმა უდიერად მოიხსენია საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია, რომელზეც ჩემს კოლეგებთან ერთად თითქმის ორი წელია, ვმუშაობ. მეც ამ ქარტიას მიმაყოლა. ჰოდა, ახლა „საკანში“ მივდივარ, რომ ავხსნა, რა და როგორ არის სინამდვილეში. ჩემს თანამშრომლებს (რომლებიც, პირველ რიგში, ჩემი მეგობრები არიან) ეშინიათ, კიდევ რამე უსიამოვნებას არ გადავეყარო. მე მშვიდად ვარ. მათგან ბოლო რჩევებს ვისმენ და „მაესტროში“ ტაქსით მივდივარ.

* * *

საკანი ისევ ისეთია, როგორიც ბოლო სტუმრობისას დავტოვე. პატიმარი თბილად მხვდება და ვიცი, რომ საშუალებას მომცემს, ყველაფერი ვთქვა, რის სათქმელადაც აქ მოვედი. ვთქვა, რომ ქარტია საზოგადოების ხელში ჟურნალისტების კეთილსინდისიერების ტესტია; რომ ამ დოკუმენტის ყველა სიტყვა ასზე მეტ ადამიანთან არის შეთანხმებული; რომ მე ქარტიის პროექტზე მთელი წელი უხელფასოდ ვიმუშავე, მასში მთელი გული და სული ჩავდე და დიდი უსამართლობაა, ვინმემ ამ პროექტში ანგარების ნიშანწყალი დაინახოს.

ერთი საათის განმავლობაში ვსაუბრობთ და ვხედავ, რომ „უცნობის“ გულში ღრუბელი საბოლოოდ გავფანტე. ზრდილობისთვის კი არ მეთანხმება, – ეჭვი მართლა აღარ ეპარება, რომ ქარტია საჭირო დოკუმენტია და რომ მე კეთილსინდისიერი ადამიანი ვარ. კიდევ რამდენიმე თემაზე ვსაუბრობთ, მაგრამ სრულიად თავისუფლად ვგრძნობ თავს, რადგან ვიცი, რომ სწორად მოვიქეცი, როცა „უცნობს“ ვესტუმრე. შინ დაბრუნებული ვიგებ, რომ „საკანი N5“ არსებობას წყვეტს. მგონი, მე ბოლო გადაცემის სტუმარი ვიყავი. მაგონდება, რომ მე ვიყავი ბოლო სტუმარი შალვა რამიშვილის გადაცემისაც, რომლის სახელწოდება არ მახსოვს და რომელიც „202“–ზე გადიოდა შალვას დაპატიმრებამდე.

* * *

შინ დაბრუნებულს, ბლოგზე კომენტატორები მელოდებიან. როგორ იქნა, მძიმე დღის ბოლოს, მათთან სასაუბროდ მოვიცალე. ყოველი დღე ბლოგით მთავრდება, რაც შესანიშნავია. ახლა ვმსჯელობთ, გამოვაქვეყნოთ თუ არა „რეზონანსში“ ბლოგის მასალა. თუ გამოვაქვეყნებთ, რა ფორმით. მაკომ ბევრი იშრომა, ტექსტი შეამოკლა და დახვეწა, თემური კი ჯიუტობს და ვეტოს უფლებას ითხოვს! სოლომონი და კავკასიოლოგი, ტრადიციულად, ერთმანეთის გაკენწვლით ერთობიან. ალექსანდრემ შესანიშნავი კომენტარი გამოგზავნა. გამთენიისას „უცხოც“ გამოჩნდა. ამასობაში, ლევან რამიშვილს ვწერ წერილს იმის გასარკვევად, გვესტუმრება თუ არა ბლოგზე დამდეგი კვირის ორშაბათს და სამშაბათს. ჩვენი მიმოწერა „ფეისბუქზე“ საათნახევარს გრძელდება და სრულდება იმით, რომ ლევანი ამ კვირაში ვერ გვეწვევა, თუმცა, მე მას წარმატებებს ვუსურვებ და ისიც მადლობას მეუბნება. ემოციურად დატვირთული მიმოწერაა, რადგან ძეგლივით ცივ ლევან რამიშვილს გულწრფელობისკენ ვუბიძგებ და ისიც მომყვება. კმაყოფილი ვარ – რამდენიმე წლის წინ აგებულ ყრუ კედელში, მგონი, ნაპრალი ჩნდება.

* * *

გამთენიისას, ხუთის ნახევარზე, ახალი ბლოგის წერას ვიწყებ, აი, ამ ბლოგის, რომლის კითხვასაც სულ მალე დაასრულებთ. დილის ცხრა საათი ხდება, თვალები თავისით მეხუჭება და ჩემი დღეც სრულდება. ერთი ჩვეულებრივი დღე, რომელშიც ზოგიერთი პერსონაჟი და ინტერიერი ყოველდღიურად იცვლება (ელჩის მაგივრად, ვთქვათ, რომელიმე საერთაშორისო ან ადგილობრივი ორგანიზაციის წარმომადგენელი; სტუდია „მაესტროს“ ნაცვლად, ვთქვათ, „რადიო თავისუფლება“ ან რადიო „პალიტრა“). მაგრამ სცენარის ღერძი თითქმის უცვლელია. უცვლელია ჩემი განწყობაც: რთული დღე დასრულდა, მაგრამ, პრინციპში, კმაყოფილი ვარ.

ყველაფერთან ერთად, იმით ვარ კმაყოფილი, რომ დღევანდელი დღე დღევანდელ საქართველოში შედგა. ეს ბლოგიც მასზეა: მასში ჩვენს მოძრაობაზე, მისი ღონისა და სიცოცხლის იმედზე.
ეს ფორუმი დაიხურა
კომენტარების რიგი
    შემდეგი 
კომენტარები: გვერდი გვერდების რაოდენობა 19
ავტორი: ია ანთაძე
20.11.2009 23:18
დიდი მადლობა, ლიკა.

ავტორი: lika
20.11.2009 21:50
2003 წლის 23 ნოემბერი.
ფრაგმენტულად მახსოვს...
მახსოვს წვიმიანი ნოემბერი, ღამენათევი სახეები, სამეული... ზურაბ ჟვანიას ყოველთვის პატივს ვცემდი და მიყვარდა მისი გონივრული საუბრები... მახსოვს ჩემი აღტაცება ნინო ბურჯანაძით, რომელიც, მიუხედავად ამდენი ღამეების თევისა, არაჩვეულებრივად გამოიყურებოდა, აღტაცებული ვიყავი მისი სიმამაცით, გონიერებით, გაწონასწორებულობით, მახსოვს იმედიანი სახეები და არაჩვეულებრივი კადრები _ დიდი კოლონა ანთებულფარებიანი მანქანებისა, წალენჯიხიდან რომ დაიძრა და გზადაგზა რომ კრებდა დიდი ცვლილებების მომლოდინე ხალხს...
რუსთავი 2-ის ჟურნალისტები მახსოვს, ხალხის ტელევიზია: ნათია ზამბახიძე, ნანა ლეჟავა, ირმა ნადირაშვილი, გურამ დონაძე... ბედის ირონია, ვინ სად არის დღეს?
მახსოვს ჩემი შიში, შიში აწმყოს, მომავლის გამო...
მახსოვს შეკრებილ ხალხთან დილაადრიანად მისული ედუარდ შევარდნაძე, რომელიც ხალხთან დასალაპარაკებლად მივიდა და გაგიჟებული სახით გამოვარდნილი სააკაშვილი, ვერ გეტყვით, რამ შეაშინა...
მახსოვს გაურკვევლობა, როცა ფიქრობ იმის შესახებ, რა იქნება ხვალ, რა გველის, დღე უკეთესი თუ უარესი...
6 წელი გავიდა მას შემდეგ, ბევრი რამ მეხსიერებაში ჩაიკარგა, სამწუხაროდ. ბევრი რამ შეიცვალა, ბევრი ადამიანი წავიდა ამქვეყნიდან, მაშინდელი გმირები დღეს უბრალოდ მარგინალებად იქცნენ, შეიცვალნენ გმირები და ანტიგმირები, სიტუაცია კი დღესაც ისევ დაძაბული, თუმცა ნაკლებად ფეთქებადსაშიშია.
დღეს 23 ნოემბერია და მე ჩემს გიორგისთან მივდივარ, რომელიც უკვე 8 წლისაა, იმ ნოემბერში კი 2 წლის იყო.
In Response

ავტორი: ია ანთაძე
20.11.2009 22:03
ლიკა, დიდი მადლობა. ასე 30 სიტყვას ხომ ვერ მოაკლებდით?

ავტორი: te საიდან გვწერთ: tbilisi
20.11.2009 21:39
misha
თქვენ სუფრის ინსტიტუტის მეტს ვერ ქაჩავთ და დარჩით ეგრე შემოლეულ სუფრაზე ჭიქით ხელში და ჩვენ განვაგრძობთ გზას, გვაცალეთ ბატონო,
მახსოვრობასთან დაკავშირებით ბილობილს გირჩევდით.
მიშა თქვედა სამწუხაროდ მაინც მაგარია, როგორმე შეეგუეთ ამ არასასიამოვნო ტკივილს, ცოტა ხანიც გაუძელით.

ავტორი: lika
20.11.2009 21:08
ავტორი: kaldea 20.11.2009 00:52

დიდი მადლობა, ქალდეა, ამ კომენტარისთვის.

ავტორი: temuri
20.11.2009 16:51
ყველაფერს იყიდი ფულით, წარსულის გარდა!
ერთი ბრძნული ნათქვამი მეც გამახსენდა.

ავტორი: aleqsandre საიდან გვწერთ: muxianidan
20.11.2009 16:40
საღამო მშვიდობის იანეთელებო!

გუშინ მუხიანში ელექტროენერგიის მიწოდება შესწყდა და ...გაშტერდნენ თითები კლავიატურაზედ...:)))

ახლაც არ მცალია, მაგრამ დღეს გვიან საღამოს შემოგიერთდებით!

ახალი ბლოგი არ წამიკითხვას და გშურდეთ ვისაც უკვე წაკითხული გაქვთ...:))))

იდეა ძალიან მომწონს, და არა იმიტომ, რომ იდეის ავტორის განსაკუთრებული ყურდაღებით დავჯილდოვდი და სხვებისაც...:))))

მოკლედ გვიან საღამომდე და იანეთს გაუმარჯოს!!!

ავტორი: misha
20.11.2009 13:51
კარგი წამოწყებაა 23 ნოემბერტან დაკავშირებით. საინტერესო გამოვა ძალიან.

ავტორი: misha
20.11.2009 13:10
ავტორი: temuri
19.11.2009 21:09
te-მ რა მაგრად გაიგო მიშას ნათქვამი:)

არ ახსოვს თემურ და რას ვიზავთ? ტელევიზიებში მაგას ხომ არ გაიმეორებდნენ და არც მოთხოვნილება აქვთ რომ ახსოვდეთ.
რაში სჭირდებათ, ტელევიზიებით ხომ ეუბნებიან ძალიან კარგად ვცხოვრობთ, ევროპას გავასწარით ყველაფრითო. არც არავის დაუჯეროთ, არც გვერდით გაიხედოთ ასე იარეთ მთელი დღე სარამოს სახლში რომ მიხვალთ ტელევიზორი ჩართეთ სახელწიფო არხები და დანარჩენი ჩვენ ვიცითო.

ავტორი: misha
20.11.2009 13:05
ავტორი: te საიდან გვწერთ: tbilisi
19.11.2009 20:49
ქართველებს თავისუფლება გვირჩევნია ჩემო კარგო!!!! ქართველებს სუფრაც გვიყვარს რადგან ეს ურთიერთობის, პატივისცემის და დროს გატარების (თავგადასულ ღრეობას არ ვგულისხმობ) ადათგან და ბაბადან მოსული ინსტიტუტია საქართველოში.
თანაც ჩემი ნთქვამი სულაც ვერ გაგიგიათ სამწუხაროდ.
მიშა რომ მქვია ამის არ მრცხვენია, რადგან არც ჩემით იწყება ეს სახელი და არც სააკაშვილით და არც ჩვენით მთავრდება. სახელის უკან რა დგას ამას უფრო მეტ მნიშვნელობას ვანიჭებ ყოველთვის, როგორ ცხოვრობ და რას აკეთებ შენი ოჯახისათვის, ნათესავებისათვის, მეგობრებისათვის, ხალხისთვის, ერისთვის და სამშობლოსთვის.

ავტორი: ლოკი
20.11.2009 08:25
ვლად,
რა პატიება, რას ამბობ!
მეც ამოვისუნთქე, არ მიყვარს უსიამოვნო გაუგებრობები.
დილის განწყობისთვის და საერთოდ, კეთილი განწყობისთვის, - დიდი მადლობა.
წარმატებულ დღეს გისურვებ და გატეხილი ღამეების (როგორც მივხვი, მეცადინეობ) წარმატებულ შედეგებს.

ავტორი: ვლად(ი) საიდან გვწერთ: თბ/იანეთი
20.11.2009 08:12
ლოკ, მეც ძალიან დიდი პატივისცემით განვიმსჭვალე და დუმილის მიზეზი ერთადერთი იყო...

წუხანდელი ღამე ზედიზედ 28–ე იყო, რომელიც 'შემომათენდა'... გულწრფელად ვიტყვი, რომ გადამეხედა, უბრალოდ, ვერ შევძელი, ფიზიკურად... ამიტომ აღარაფერი დავწერე, მაგრამ დღემდე სინდისი მქენჯნის, ასე რომ, თუ შევცდი, დიდსულოვნად ვითხოვ პატიებას...

ერთი კი ნამდვილად მახსოვას, რომ რატომღაც ცინიზმი დავინახე...

მოკლედ, ძალიან ცუდი დღის რეჟიმი მაქვს და დიდი შანსია, ამის ბრალიც იყოს, კაპიტანტანაც დამემართა იდენტური...

ავტორი: ვლად(ი) საიდან გვწერთ: თბ/იანეთი
20.11.2009 08:06
იას და ლოკს,

დილის განწყობისთვის...

http://www.avoe.ge/music/index3.php?gr=Music/&gd=Foreign/&ga=K/&galb=11247
In Response

ავტორი: ია ანთაძე
20.11.2009 08:13
დიდი მადლობა, მშვენიერი რამ ჩანს.

ავტორი: ლოკი
20.11.2009 08:03
ვაუ, ვლად!
თქვენი გამოჩენა გამიხარდა. პატივს გცემთ და ამიტომ ძველი ამბავი დღემდე მაწუხებს, მით უმეტეს, თქვენ აღარაფერი გითქვამთ.
ადრე რატომ გამიბრაზდით? მერე რატომ აღარაფერი მითხარით , - მიხვდით, რომ არასწორად მიიღეთ ჩემი სიტყვები თუ ჩათვალეთ, რომ მაინც ვერაფერ გავიგებდი?
კიდევ ერთხელ ვადასტურებ თქვენს მიმართ ჩემს გულწრფელ კეთილგანწყობას და ვისურვებდი, ის ინციდენტი გაუგებრობად ჩაგეთვალათ.

ავტორი: ვლად(ი) საიდან გვწერთ: თბ/იანეთი
20.11.2009 08:01
არ მძინავს, ვერ, უფრო ზუსტად... ძალიან ბევრი დამიგროვდა საქმეც და სამეცადინოც, მხოლოდ ნაშუადღევს, 2–3 საათით თუ წავიძინებ ხოლმე... ია, თქვენც მოუხშირეთ ღამეების თეთრად გათენებას...

თარგამაძე ძალიან მაგარი იყო! ნამდვილი პოლიტიკოსის ინტერვიუ და ბლოგში სტუმრობა, ძალიან მომეწონა.

აბალი ბლოგის სათაურსაც არ გამანდობთ?

...იქნებ, ამ ახლო მომავალში როგორმე დრო გამოვნახო, მცირედი მაინც, დაგეგმილი ჩაი/ყავა არ დამვიწყებია...
In Response

ავტორი: ია ანთაძე
20.11.2009 08:05
ძალიან კარგი. სათაურს აქ ვერ დავწერ და იქით, ჩვენს მეორე სამეგობრო სივრცეში – რატომაც არა?

ავტორი: ლოკი
20.11.2009 07:56
ქალბატონო ია,
ჩემთვის უჩვეულოა ასე ადრე ადგომა (6-ზე გამეღვიძა რატომღაც) და ცოტა უჩვეულოდაც ვგრძნობ თავს. ალბათ ამიტომ ვბედავ გითხრათ: თქვენგან ბევრი რამ ვისწავლე, ვსწავლობ და დარწმუნებული ვარ, ვისწავლი. მადლობა.
როდის დაიდება ახალი ბლოგი?
In Response

ავტორი: ია ანთაძე
20.11.2009 07:57
დიდი მადლობა, ლოკ. მთელი ღამე თეთრად გავათენე და წინ კიდევ ურთულესი დღე მაქვს. ასე რომ, ეს თბილი სიტყვები საღამომდე ნაღდად გამყვება. მერე კი, იქნებ, გამოვიძინო. ბლოგის მასალას ახლა გადავგზავნი და პრაღაში როდის მოიცლიან მისთვის, არ ვიცი.

ავტორი: ლოკი
20.11.2009 07:52
გამარჯობა იანეთს,
უთენია გამეღვიძა, არც ვიცი, რატომ. Lacho-ს წინადადება 23-თან დაკავშირებით ძალიან ჭკვიანურია და მომწონს.
ქალბატონო ია,
მერე, სტუმრის არჩევის შემთხვევისთვის, მინდა გითხრათ, რომ თორნიკე გორდაძე ჩემი მეგობარია და ვფიქრობ, მის პოვნაში დახმარება შემიძლია.
ხოდა, თუ აქეთ იქნება, და სტუმრად გვეყოლება, მეც მოვალ სტუდიაში, თუ შეიძლება. მასაც გაუხარდება, მეც და თქვენც.
In Response

ავტორი: ია ანთაძე
20.11.2009 07:55
რა თქმა უნდა, ლოკ, აუცილებლად. იქნებ, მომავალი ორშაბათისთვის მოვძებნოთ თორნიკე? მისი გვარი უკვე რამდენიმე კვირაა, სულ ჩანს ჩვენს გამოკითხვებში. რაც შეეხება მასალას 23 ნოემბრისთვის, მე შენი სიბრძნის სკივრის იმედი მაქვს. აბა, მოიფიქრე რამე – შენებური.

ავტორი: ვლად(ი) საიდან გვწერთ: თბ/იანეთი
20.11.2009 07:44
ია, მე მგვიძავს...

როგორ ხართ?

ახლავე დადებთ?

რამდენი დამიგროვდა სათქმელი...

მოკლედ, დილა მშვიდობის... (გრიგოლიასავით არ გამომივიდა?!)
In Response

ავტორი: ია ანთაძე
20.11.2009 07:49
დილა მშვიდობის, ვლად! ახლავე ვერ დავდებ. მაგრამ კმაყოფილი ვარ, რომ მოვრჩი მუშაობას და მინდოდა, ვინმეს ჩემი განწყობა გაეზიარებინა. ისევ არ გძინავს ღამღამობით, არა?

ავტორი: ია ანთაძე
20.11.2009 07:17
იანეთელებო! ჯერ არავის გღვიძავთ? ახალი მასალა დავწერე ბლოგისთვის.

ავტორი: temuri
20.11.2009 03:58
წავედი, თვალები დამეღალა.
კარგი ღამე გამოვიდა, კარგა ხანია ასე არ მიხალისია.
მადლობა ყველას! ძილი ნებისა კეთილო ხალხო.
In Response

ავტორი: ია ანთაძე
20.11.2009 04:02
ჩვენც ძალიან–ძალიან გავხალისდით. შენც მადლობა. აბა, 150 სიტყვა შენია და როგორც გინდა, ისე მოიხმარე, ოღონდ, საქმესთან ახლოს! და, გთხოვ, იფიქრე ჩაწერაზე. ძილი ნებისა!

ავტორი: ჰ.მარია.ჯ.კავკასიოლოგი საიდან გვწერთ: იალბუზი
20.11.2009 03:56
...“ჩვენს ბლოგში ადამიანის შეურაცხყოფა დაუშვებელია....“ ავტორი: ია ანთაძე 20.11.2009 01:30
ვახ, რა გავიგეეეე! ვახ,ვახ, ვახ!

In Response

ავტორი: ია ანთაძე
20.11.2009 04:01
თქვენთვის აქ ვინმეს "გაიძვერა" უკადრებია?

ავტორი: ლელე
20.11.2009 03:49
ძილი ნებისა და მეც მადლობა, რომ ხართ, იმიტომ :–)

ავტორი: თორნიკე საიდან გვწერთ: თბილისი
20.11.2009 03:48
ბევრჯერ დავიწყე წერა,მაგრამ ორი ხაზის შემდეგ ვშლიდი და თავიდან ვიწყებდი.ამიტომ მირჩევნია ხვალ დავწერო(რადგან შაბათს ქალაქიდან გავდივარ და სავარაოდოდ კვირა საღამომდე აქ არ ვიქნები).
ჩემს ,,მეხსიერებიას''წინ გამოცდა ელის.ყველა ,,იანეთელს''წარმატებებს გისურვებთ!აქედან ყოველთვის დადებითი ემოციებით გავდივარ ხოლმე,რაც ძალიან მახარებს.ბატონო ლაჩო მეც მიხარია ,,იანეთელებთან''ერთად ყოფნა.
In Response

ავტორი: ია ანთაძე
20.11.2009 03:53
მადლობა თორნიკეს და ლელეს! ძილი ნებისა ყველას, ვინც ძილს აპირებს.

ავტორი: ლელე
20.11.2009 03:32
ია, ღმერთმა დასწყევლოს ეს სკლეროზი.. იმდენი წელია მიტინგებს შევცქერით, უკვე „რამსები“ ამერია.. აბაშიძის ამბავი ამოვიღოთ საერთოდ.. იმიტომ რომ კარგად მახსოვს, ნოემბერი იყო და არა მაისი. ივანოვი ჩამოსული იყო და მიტინგზეც გამოვიდა.. ტელევიზორში რომ დავინახეთ, ზუსტად იმ დინამიკების გვერდით იდგა, სადაც რამდენიმე წუთის წინ ჩვენ ვიყინებოდით. 21 ან 22 ნოემბერი იქნებოდა. (გავწითლდი)
In Response

ავტორი: ია ანთაძე
20.11.2009 03:40
ლელე, მოდით, დაისვენეთ და ხვალ გადმომიგზავნეთ 150 სიტყვამდე, რასაც მოისურვებთ. ძალიან კარგი ისტორიაა და დრო ბევრი გვაქვს. ნებისმიერ შემთხვევაში, კარგი იყო, რომ მოგვწერეთ, რადგან დაახლოებით დაგვანახეთ, რა გვჭირდება. ასე რომ, მადლობა გვაქვს თქვენთვის სათქმელი.

ავტორი: ლელე
20.11.2009 03:13
აღარ ღირდა სახვალიოდ და შევკრიჭე უკვე :–)) 148 სიტყვაა :–)

რევოლუციის დღეებში, როდესაც ივანოვი ჩამოვიდა და აბაშიძე, ასე ვთქვათ, წაიყვანა, იმ ღამესაც მიტინგზე ვიდექით. სიცივისგან გავითოშეთ, ფეხსაცმლის ქუსლებს კისრის მალასთან ვგრძნობდი უკვე და აზრზე მოსასვლელად, გასათბობად და ყავის დასალევად, ერთერთ მეგობართან შევირბინეთ. მიტინგი პირდაპირი ეთერით შუქდებოდა (აი სად იყო დემოკრატია). ისტორიული მომენტი გამოგვრჩა, სანამ ყავას ვსვამდით, ივანოვმა აბაშიძე „მოტეხა“.
23–ში, ახლობლის ბავშვის დაბადების დღეზე, ოჯახისთვის ხარკი უნდა გადამეხადა – ჩემს დას საიუბილეო ტორტის წაღებაში უნდა მივხმარებოდი.
ნანასთან იყო: გაშლილი სუფრა, ჩართული ტელევიზორი და ეკრანებს მიშტერებული სტუმარ-მასპინძელი.
მობილურმა თავი შემახსენა: – ედოს გაედო! – იყო მოკლე სმს.
აბა სტუმრად რაღა გამაჩერებდა და ჰაიდა, მიტინგზე!
ორჯონიკიძის ნაძეგლართან ქუჩაზე გადასვლა დავაპირე და – ტკაც!
ქუსლი მომტყდა. უფრო სწორად, მთლიანი ქუსლი მოსძვრა ჩექმას.
ზუსტად ჩემს პირდაპირ, ჩემს ბედად, სახარაზო ღია იყო. გოგი ქავთარაძის გმირივით ხელში ქუსლჩაბღუჯული ქუჩაზე სულ ასკინკილით გადავედი და ოსტატს ვეძგერე: – გეხვეწებით, მიტინგზე მივდივარ და ეს ჩექმა სასწრაფოდ შემიკეთეთ–მეთქი.
ჩექმა შემიკეთეს. პარლამენტთანაც მივედი; მაგრამ მთავარი აქაც გამოვტოვე – ჩაი დალეული იყო, ბაბუ – გაქცეული!
In Response

ავტორი: ია ანთაძე
20.11.2009 03:20
ლელე, როგორც მივხვდი, ჯერ 6 მაისის ამბავს გვიყვებით და მერე 23 ნოემბრის, არა?

ავტორი: ლელე
20.11.2009 03:02
ია, არ დამითვლია, უბრალოდ მივჯღაბნე პატარა ფანჯარაში.. ჩავუტარებ სეკვესტრს, ოღონდ ხვალ.. :–)
In Response

ავტორი: ია ანთაძე
20.11.2009 03:07
სიამოვნებით, ლელე. "ვორდს" აქვს სიტყვების დათვლის სისტემა, ალბათ, იცით. თუ არადა, მე დავთვლი.

ავტორი: Lacho საიდან გვწერთ: Madrid
20.11.2009 03:01
თემურ,

მაგარია :))))

თორნიკე,

მიხარია, რომ ჩვენთან ერთად ხარ!

ავტორი: თორნიკე საიდან გვწერთ: თბილისი
20.11.2009 02:58
ბატონი თემურის კომენტარის წაკითხვისას წინაღამ სკამიდან არ გადავვარდი!აი,ასე უნდა ულოცავდნენ ,,ვარდების რევოლუციას''!შესანიშნავია!ისე მაგდა ანიკაშვილის არ გაუმართლა და იმედის ტელევიზია ,,გამარჯვებული ხალხის''ტელევიზია ვერ გახდა...

ავტორი: ლელე
20.11.2009 02:53
თემურის აპლოდისმენტები :–))) ძალიან მაგარია!!

ავტორი: ლელე
20.11.2009 02:50
რევოლუციის დღეებში, ისევე როგორც უამრავი ჩემი მეგობარი, მეც დავდიოდი მიტინგებზე. ვუსმენდი გამომსვლელებს: პოლიტიკოსებს, მომღერლებს, მელექსეებს..
როდესაც ივანოვი ჩამოვიდა და აბაშიძე ასე ვთქვათ, წაიყვანა, იმ ღამესაც იქ ვიდექით. სიცივისგან გავითოშეთ, ფეხსაცმლის ქუსლებს კისრის მალასთან ვგრძნობდი უკვე და აზრზე მოსასვლელად, გასათბობად და ყავის დასალევად, ერთერთ მეგობართან შევირბინეთ. ტელევიზიები პირდაპირი ეთერით აშუქებდნენ მიტინგს (ეჰ, აი სად იყო დემოკრატია). ისტორიული მომენტი გამოგვრჩა, სანამ ჩვენ ყავას ვსვამდით, ივანოვმა აბაშიძე „მოტეხა“.
23–ში ახლობლის ბავშვის დაბადების დღე იყო და ოჯახისთვის ხარკი უნდა გადამეხადა – საიუბილეო ტორტის წაღებაში უნდა მივხმარებოდი ჩემს დას. ამიტომ მეგობრებს ვუთხარი – მოგვიანებით მოვალ, სად გაიქცევა ეს პარლამენტი–მეთქი.
ნანასთან იყო: გაშლილი სუფრა, ჩართული ტელევიზორი და ეკრანებს მიშტერებული სტუმარიცა და მასპინძელიც.
მობილურმა თავი შემახსენა: – ედოს გაედო! – იყო მოკლე სმს.
ჩემს დას შევახსენე, რომ ოჯახის წინაშე ვალი მოხდილი მქონდა, დავემშვიდობე ყველას და ჰაიდა მიტინგზე!
ორჯონიკიძის ნაძეგლართან ქუჩაზე გადასვლა დავაპირე და – ტკაც!
ქუსლი მომტყდა. უფრო სწორად, მთლიანი ქუსლი მოსძვრა ჩექმას.
ზუსტად ჩემს პირდაპირ და ჩემს ბედად, სახარაზო ღია იყო. გოგი ქავთარაძის გმირივით ხელში ქუსლჩაბღუჯული ქუჩაზე სულ ასკინკილით გადავედი და ოსტატს ვეძგერე: – გეხვეწებით, მიტინგზე მივდივარ და ეს ჩექმა სასწრაფოდ შემიკეთეთ– მეთქი.
ჩექმა შემიკეთეს. პარლამენტთანაც მივედი; მაგრამ მთავარი აქაც გამოვტოვე – ჩაი დალეული იყო, ბაბუ – გაქცეული!
:–))
In Response

ავტორი: ია ანთაძე
20.11.2009 02:53
ლელე, ძალიან დიდი მადლობა! ეს არის ის, რაც ჩვენ გვჭირდება. ოღონდ, 190 სიტყვაა, ჩვენ კი გვჭირდება 150. გაითვალისწინეთ, აი, ამ მოცულობაზე ოდნავ პატარა. და რაც გსურთ, ის დაწერეთ ვარდების რევოლუციასთან დაკავშირებით. ლელე, ამ ნაწერს ვინახავ. შეგიძლიათ, კიდევ შეცვალოთ, დახვეწოთ, ოდნავ შეამციროთ. დრო გვაქვს. მადლობა და მადლობა!

ავტორი: temuri
20.11.2009 02:47
აი დაახლოებით ასეთ სტილში!
მაგდა, გილოცავ დიადი რევოლუციის 6 წლისთავს და გიძღვნი!
ჩემო უძვირფასესო, უნეტარესო და სულზე უტკბესო. პოლიტიკა ეს არის უდიდესი გრძნობა, პოლიტიკა ამუნჯებს, აყრუებს, აბრმავებს და აგიჟებს ადამიანს. მას შემდეგ რაც პირველად დაგინახე პარლამენტში, მე ვაღიარე აბსოლუტური ჭეშმარიტება მშვენიერებისა. მე გავიგე არსი ჩემი ყოფიერებისა, მე აღგიქვი შენ, როგორც აპოთეოზი სულიერი განცდისა და ესთეტიკური შემეცნებისა. მე მინდა შენ გახდე ჩემი სულიერი მეგობარი და ერთგულად წიო ჭაპანი ჩვენი. მე მაგიჟებენ შენი თვალები, წამწამები, მე მაგიჟებს შენი ტანი, გამოხედვა, მკლავები, ბროლის კბილები, თითები, მარჯნის ტუჩები, გიშრის თმა, აზრთა წყობა თავბრუდამხვევი. მოკლედ მთლიანად მაგიჟებ. მე არ ვეთანხმები შექსპირს იქ, სადაც ის ამბობს "არარაობავ, დედაკაცი უნდა გერქვას შენ!" ამით ვამთავრებ, ნახვამდის!
და უკრავს გედების ტბა!
In Response

ავტორი: ია ანთაძე
20.11.2009 02:48
თემო, შეგვიბრალე! აღარ შემიძლია, იმდენი ვიცინე! შენ სულ არ გეცინება, არა?

ავტორი: თორნიკე საიდან გვწერთ: თბილისი
20.11.2009 02:44
ეხლა უნდა გავიდე.მეც ძალიან მიხარია,რომ ასეთმა კარგი იდეა დაიბადა ,,იანეთში'',რადგან 2003 წლის 23 ნოემბერს ,,იანეთი''იქნება ის ადგილი,სადაც გულწრფელი ემოციები და განცდები გაცხადდება ჩანახატებში,თუ ესეებში.საკუთარი ხმით ჩაწერა ძალიან კარგი იქნება.სამწუხაროდ მე ნაკლებად ვიყავი ჩართული რევოლუციურ ეიფორიაში.პირველიგში იმიტომ,რომ ზუსტად ამ დღეს გურჯაანში ვიყავი და ტელევიზიით ვადევნებდი თვალყურს.მეორეც დაახლოებით თორმეტი წლის ვიყავი მაშინ და მხოლოდ ის მახსოვს ეგრეთწოდებული შევარდნის დროს ,,რომ ფეხზე წამოვვარდი''.ჩემი დამოკიდებულება ,,ვარდების რევოლუციაზე''ჩამოყალიბდა 2003 წლის 23 ნოემბრის შემდეგ ანუ რა ,,რეალობა''დადგა ამ ექვსი წლის განმავლობაში.უფრო თქვენი ემოციები მაინტერესებს და დიდი სიამოვნებით დაველოდები.ჩემი ბავშვური ემოციების დაწერა ალბათ არც ღირს(რადგან ეს უფრო გაუაზრებელი მოქმედება იყო).დღეს სხვანაირად მოვიქცეოდი.
In Response

ავტორი: ია ანთაძე
20.11.2009 02:46
თორნიკე, ყველაფერი საინტერესოა. მოდით, დაწერეთ და ერთად გადავწვიტოთ, რა გავა რადიოში და რა დაიდება ვებ–გვერდზე. კარგით? იქნებ, სწორედ თქვენი ბავშვური ემოცია იყოს უფრო საინტერესო, ვიდრე ჩვენი, უფროსების?

ავტორი: Lacho საიდან გვწერთ: Madrid
20.11.2009 02:36
ირმა,

ყოველდღიურად მაოცებს თქვნი კომენტარები... მეტად ვინტერესდები თქვენით ამ ბოლო დროს :))))

ავტორი: IrMa
20.11.2009 02:25
როგორ მიხარია კავკასიოლოგიც რომ დაწერს..ნამდვილად ვიიც რომ პოზიტიური ხედვაა აქვს ამ მომენტის მიმართ,თუ არა აქვს მოძებნის და ბალანსიც გვექნება.

მოკელდ მაგარი იქნება..

ავტორი: Lacho საიდან გვწერთ: Madrid
20.11.2009 02:21
როცა ეს იდეა მომივიდა თავში, ყველაზე მეტად მიმიზიდა კავკასიოლოგის და ალექსანდრეს შესაძლო ესსეების წაკითხვის ალბათობამ. მე პირადად ამ ორ ადამიანს ვთხოვ დაწერონ თავიანთი დამოკიდებულებების შესახებ.
In Response

ავტორი: ია ანთაძე
20.11.2009 02:22
მე გიერთდები დიდი სიამოვნებით და ჩემი მხრივ ვთხოვ კავკასიოლოგს და ალექსანდრეს, რომ აუცილებლად დაწერონ რამე ორშაბათის გადაცემისთვის.

ავტორი: temuri
20.11.2009 02:19
ია:
შეიძლება მაგდას 150 სიტყვიანი ღია წერილით, რომ მივმართო?
ფონად გედების ტბა გასდევდეს.
In Response

ავტორი: ია ანთაძე
20.11.2009 02:21
შეიძლება, ოღონდ, 23 ნოემბერს უნდა ეხებოდეს, ალბათ, როგორღაც.

ავტორი: Lacho საიდან გვწერთ: Madrid
20.11.2009 02:18
ია,

დილის გამოხრაურებებსაც დაველოდოთ, შეთანხმება 3-4 საათამდე ვერ მოიცდის?

ვფიქრობ, რომ ამ ფორმით ყველაზე უკეთ გამოვხატავთ ჩვენს დამოკიდებულებას. თქვენ შესავალსაც გაუკეთებთ. ძალიან მაგარი იქნება, თუ მაკო, კავკასიოლოგი და ირმა რადიოში მოვა და ჩაწერენ საკუთარი ხმით (ვიცი რომ მათ იცნობთ და არ გაუჭირდებათ) ალბათ, თემურიც შეძლებს მოსვლას, ალექსანდრეც... სოლომონი დანამდვილებით ვიცი არ მოვა, კაპიტანი არ ვიცი.....
In Response

ავტორი: ია ანთაძე
20.11.2009 02:20
ლაჩო, მოიცდის, როგორ არ მოიცდის. ოღონდ, ეს მასალა წინასწარ უნდა ჩაიწეროს. ღია ეთერში არ გამოვა. მაგრამ ეს პრობლემა არ არის. რაც უფრო მეტი ხმა იქნება, მით უკეთესი.

ავტორი: ლელე
20.11.2009 02:12
ვემხრობი ლაჩოს იდეას :–)

ისე კარგად მახსოვს, გამწარებული მიტინგზე რომ გავრბოდი და ჩექმაზე ქუსლი მომიტყდა გზაში :0)
In Response

ავტორი: ია ანთაძე
20.11.2009 02:12
ჰოდა, გვიამბეთ. ის ქულსმოტეხილი ფეხსაცმელი რევოლუციის სიმბოლოდ ხომ არ გვექცა?

ავტორი: ია ანთაძე
20.11.2009 02:10
ლაჩო, მგონი, შენი იდეა გავიდა. ძალიან კარგი! დიდი მადლობა მართლაც მშვენიერი იდეისთვის. ხვალ დილითვე შევათანხმებ ჩვენი რადიოს ხელმძღვანელებთან და მოგწერთ. თითოეულ თქვენგანს შეუძლია დაწეროს მაქსიმუმ 150 სიტყვა. შემდეგ შევარჩევთ რადიოსთვის. დანარჩენი ნაწერები განთავდება ბლოგზე ან ინტერაქტიური დიალოგის ფანჯარაში, გამოქვეყნდება "რეზონანსში" და რეგიონულ გაზეთებში. ძალიან მიხარია.

ავტორი: ია ანთაძე
20.11.2009 01:59
თორნიკე, აი, გიორგი კალანდიამ ამ წუთას ეს "ლინკი" გამომიგზავნა. ისიამოვნეთ: www.artpalace.ge

ავტორი: ჰასან მ.ჯ. კავკასიოლოგი საიდან გვწერთ: კავკასია
20.11.2009 01:57
ავტორი: temuri 20.11.2009 01:42
...და მაგ დროს შენს ტექსტს წაიკითხავენ მაგდა ანიკაშვილის სოციალურ პროგრამებზე.

ავტორი: ია ანთაძე
20.11.2009 01:54
დიდი მადლობა ყველას. არის აქ ვინმე, ვინც წინააღმდეგია?

ავტორი: ჰასან მ.ჯ. კავკასიოლოგი საიდან გვწერთ: კავკასია
20.11.2009 01:52
lacho-ს იდეა კარგია.

ავტორი: temuri
20.11.2009 01:42
ლაჩოს იდეა, ძალიანაც კარგი იდეაა. მუსიკა ჩაიკოვსკის გედების ტბიდან იყოს :)

ავტორი: გიორგი ხარაშვილი საიდან გვწერთ: ვირჯინიიდან
20.11.2009 01:42
კარგი აზრია, ვისაც უნდა დაწეროს, მერე ავარჩევთ

ავტორი: თორნიკე საიდან გვწერთ: თბილისი
20.11.2009 01:41
ბატონ ლაჩოს ვეთანხმები.მიუხედავად იმის რომ საინტერესო იქნებოდა ისტორიკოსის მოწვევა(მგ.გიორგი კალანდიასი),რომელიც ისტორიულ კონტექსტში განიხილავდა ,,ვარდების რევოლუციას'' და მის ავ-კარგს.ვცდილობ დავივიწყო,რომ 23 ნოემბერს ,,ვარდების რევოლუცია''მოხდა...მინდა ეს დღე ჩემს მეხსიერებაში გიორგობასთან ასოცირდებოდეს.ვიცი რომ ამ დღეს ყველა ,,სახელისუფლებო ტელევიზია''დიდი ზარზეიმით შეხვდება.საქართველოს მოსახლეობის უმეტესი ნაწილი კი ნიჰილიზმით სავსე და ,,უძრაობაში''ჩაძირული.არ მინდა ამ ფარსის ყურება და მოსმენა!
In Response

ავტორი: ია ანთაძე
20.11.2009 01:53
ჰოდა, თორნიკე, ჩვენ შეგვიძლია ვისაუბროთ იმაზე, რასაც ამ დღეს ვგრძნობთ და განვიცდით რევოლუციიდან ექვსი წლის შემდეგ.

ავტორი: ია ანთაძე
20.11.2009 01:40
ვინემ მუსიკა შეარჩიოს, ოღონდ, იმის შემდეგ, რაც ნაწერები გვექნება. პრინციპში, თითო ნაწერის შემდეგ 10–15 წამიანი მუსიკა შესანიშნავი იქნება.

ავტორი: IrMa
20.11.2009 01:38
ძაან მაგარი იქნება..რამე სხვანაირი და საერთოდ Dღესასწაულებს როცა დაემთხვევა რამე სხვა მოვიგონოთ ხოლმე..

მაგრამ რა უნდა დავწერო ეგ არ ვიცი:)))
In Response

ავტორი: ია ანთაძე
20.11.2009 01:39
ირმა, საყვარელო ადამიანო, მოიფიქრებ და შესანიშნავად გამოგივა.

ავტორი: ია ანთაძე
20.11.2009 01:35
პ.ს. მე ძალიან ვემხრობი ამ იდეას.

ავტორი: ია ანთაძე
20.11.2009 01:34
მეგობრებო, სასწრაფოდ მითხარით თქვენი აზრი ლაჩოს წინადადებაზე. ხვალ რადიოს ხელმძღვანელებთან უნდა შევათანხმო ეს საკითხი. ამიტომ, ამაღამვე გადავწყვიტოთ. მოუწევს დაწერა სულ 5–6 ადამიანს, მაქსიმუმ, 8–ს.

ავტორი: IrMa
20.11.2009 01:32
ანუ ორშაბათს დასვენების დღე გვაქვს? თუ ჯერ არ ვიცით,

კი მეც მასე ვარ ბატონო ალექსანდრე.. აქაურ ინტერვიუებს უფრო სერიოზულად აღვიქვავ და ვიმახსოვრებ ვიდრე სხვაგან მოსმენილს ან წაკითხულს,ეს მაინც უფრო ნაღდი მგონია.

    შემდეგი 
კომენტარები: გვერდი გვერდების რაოდენობა 19
ტექსტის ზომა - +

ბლოგერები

პროდუქტები და ფუნქციები

პოდკასტიRSS