შემდეგი გადაცემები:


ვალუტის კურსები

GEL / 
USD
1,8377
GEL / 
EUR
2,4177
GEL / 
RUB
0,0616

კურსები შეიძლება არ იყოს აქტუალური

ბლოგები / იური ვაჩნაძე

ზეიმი ”მტრის ჯიბრზე”

19.01.2010
ცოტა ხნის წინ გავიგე ჭორი - ვითომ იაპონია, იმის გამო, რომ რუსეთი მას კურილის კუნძულებს არ უბრუნებს, კრემლის ჯიბრზე აპირებს შემოიღოს სახელმწიფო დღესასწაული, რომელიც მიეძღვნება ცუსიმის სრუტეში იაპონელების გამანადგურებელ გამარჯვებას რუსულ ფლოტზე 1905 წელს. ”არ მჯერა, - იტყვის ნებისმირი საღად მოაზროვნე ადამიანი, - ასეთი რამ არ შეიძლება მოხდეს, ვინაიდან არ შეიძლება მოხდეს არსად და არასდროს!” ნუ ავჩქარდებით - ამ ფრაზას ალბათ უნდა დავუმატოთ რამდენიმე სიტყვა: ”... გარდა პოსტსაბჭოური სივრცისა.”

მართლაც, იქმნება შთაბეჭდილება, თითქოს ახალი დამოუკიდებელი სახელმწიფოები ერთმანეთთან დაპირისპირების ჟამს ცდილობენ საბჭოთა დროიდან ჯიბეში დამალული ბრაწის ჩვენებას. როგორც ყოველთვის, ყოფილი ”უფროსი ძმა” ყველა ნეგატიური პროცესის ინიციატორია: 2004 წელს რუსეთის დუმამ დააარსა ახალი სახელმწიფო დღესასწაული ”სახალხო ერთობის დღე”, რომელიც, ოფიციალური ვერსიის თანახმად, ქვეყნის პოლონელ-ლიტველი და შვედი დამპყრობლებისგან განთავისუფლებას მიეძღვნა. საქმე ეხება 1612 წლის მოვლენებს, როდესაც მინინისა და პოჟარსკის სახალხო ლაშქარმა მოსკოვი ”პოლონელი ინტერვენტებისგან” გაათავისუფლა.

ახალი დღესასწაულის დაარსების ნამდვილი მოტივი ადვილად იშიფრებოდა: სინამდვილეში, ეს იყო მცდელობა რუსეთში ოქტომბრის ბედშავი გადატრიალების დღესასწაულის ”რაღაცით” შეცვლისა და, იმავდროულად, დემონსტრირება იმისა, რომ კრემლს აშკარად არ მოსწონს პოლონეთის, ლიტვისა და სხვა ამჟამინდელი თავისუფალი ქვეყნების პოლიტიკა. დღესასწაულის კონტექსტში ხელოვნურად, სიმბოლოს სახით, იყო ჩართული ყაზანის ღვთისმშობლის ხატი - არადა, საქმე ვითომ ეხებოდა ხალხის ერთიანობას მრავალეროვან და მრავალკონფესიურ სახელმწიფოში!

კრემლის კვალდაკვალ სხვა პოსტკომუნისტურმა სახელმწიფოებმაც სწორედ რომ ”მტრის ჯიბრზე” შემოიღეს ახალი დღესასწაულები. საკმაოდ ხშირად ამ დღესასწაულებს საფუძვლად დაედო ძალიან რთული და ტრაგიკული ისტორიული მოვლენები, რომლებშიც მეცნიერები დღემდე ვერ გარკვეულან. სწორედ ეს მოხდა უკრაინაში, სადაც შემოიღეს ”მოსკალებთან” ბატურინის ბრძოლაში დაღუპულ უკრაინელ მოწამეთა ხსოვნის დღე. სამასი წლის წინანდელმა მოვლენებმა, სადაც ერთმანეთში აირია გმირობა და ღალატი, პატრიოტიზმი და ფარისევლობა, ერთი ხელის მოსმით მიიღო ცალსახა შეფასება. ამასთან დაკავშირებით უნდა ითქვას, რომ სრულიად მიუღებელია შერჩევის პრინციპის გამოყენება ერის ისტორიული მეხსიერების მიმართ.

თავის მხრივ, საქართველოც გარკვეულწილად აღმოჩნდა სახელმწიფო დღესასწაულების რეფორმატორთა რიგში. წელს არნახული მასშტაბით აღინიშნა ქართველთა უსაყვარლესი დღესასწაული - ახალი წელი. ზეიმის ეპიცენტრში, ბათუმში, შეიკრიბნენ მსოფლიო საოპერო სცენის ქართველი ვარსკლავები. საკუთარი თვითმფრინავით ჩამოვიდა გამოჩენილი ესპანელი ტენორი, ამჟამად საოპერო სცენიდან წასული ხოსე კარერასი. ღია ცის ქვეშ საგანგებოდ მოეწყო სპეციალური სცენა. ჰაერის მაღალი ტენიანობის მიუხედავად, რის გამო მომღერლებს პირიდან ორთქლი ამოსდიოდათ, საახალწლო გალა-კონცერტმა უდიდესი წარმატებით ჩაიარა.

იმპროვიზებულ დარბაზში პრეზიდენტი სააკაშვილიც იმყოფებოდა. კონცერტის შემდეგ მან თავისი აღტაცება გაუზიარა პრესის წარმომადგენლებს. ინტერვიუს ერთმა ფრაზამ ზოგიერთი პოლიტოლოგი საგონებელში ჩააგდო: ”ასე ფართოდ ახალი წლის დადგომა ჩვენ მტრის ჯიბრზე ვიზეიმეთო”- თქვა პრეზიდენტმა. აქ ალბათ ორ მომენტზე ღირს გავამახვილოთ ყურადღება: ჯერ ერთი, ქართული საახალწლო დღესასწაულის ტრადიციაში პრეზიდენტის მიერ მოყვანილი მოტივი არანაირად არ ჯდება, და მეორეც - ხომ არ ჯობდა, ის 4 მილიონი დოლარი, რომელიც, სხვადასხვა დამოუკიდებელი წყაროს თანახმად, კარერასს სამი სიმღერის შესრულებისთვის გადაუხადეს, არა მტრის ჯიბრზე, არამედ საკუთარი მოსახლეობის გაჭირვებული ნაწილის სარგებლობისთვის დახარჯულიყო?
ეს ფორუმი დაიხურა
კომენტარების რიგი
     
კომენტარები
ავტორი: zaza kupra
13.02.2010 05:36
საერთოდ ვიღაცის ჯიბრზე გაკეტებული საქმეები, არ ამართლებს არსებულ პრაკტიკებში. როგორ წარმოგიდგენიათ მე რომ ჩემი მეზობლის ჯიბრზე სახლში სუფრა გავშალო და ერთი კარგად ვიქეიფო, მე როგორც სუფრის მოყვარული ვერ მოვილხენ ასეთ სუფრაზე იმიტომ რომ სინამდვილეში არ მექეიფება და ამიტომაც ვერც ვისიყვარულებ. ამის გარეშე კი კველაფერი სისულელე მგონია. არც სიყვარული არ გამოვა ვიღაცის ჯინაზე. ასე რომ სჯობია სჩვენ ერთმანეთს მოვეფეროთ და ერთმანეთს მივხედოთ, ვითუმეტეს როცა ერთმანეთს ვსჭირდებით.
რაც შეეხება ზეიმებს მაგას რა სჯობია, ოღონდ განცყობაც უნდა იყოს საზეიმო. ღმერთმა ბევრჯერ აზეიმოს საქართველო!

ავტორი: ლუკა საიდან გვწერთ: ქ.წყალტუბო, ასათიანის ქუჩა ...
08.02.2010 06:26
ბატონმა იურიმ წერას თავი დაანება, თუ მე მეშლება რამე ? ... ეს როდინდელი ბლოგია, მეგობრებო ?
In Response

ავტორი: ანონიმი
08.02.2010 18:59
როდინდელია და მაშინ ბატონი იური 21 წლისა იყო-თურმე ეს რომ დაუწერია.

ავტორი: amiTvamTavreb საიდან გვწერთ: mainc aqavar
03.02.2010 09:18
მერაბ და მერაბის ძმანნო! სიძულვილსა და სიყვარულს თავისი ქცევებით იმსახურებენ, ასე რომ "თვალი თვალისა წილ..." რაც შეეხება "ჭკუა არ დამირიგებიაო" თქვენივე ნაწერი წაიკითხეთ და O-პოზიციის შეფასებები რომ ჭკუის სწავლებაა-თავად დარწმუნდებით! მე არც 1-ის მხარეს ვარ, და არც მე-2 ის (არასდროს ვიქნები,) "ასეთი გულშემატკივრობა", კარგს მოიტანს თუ არა ვნახოთ-ნათქვამია "მოყვარეს პირში უძრახე-მტერს პირს უკანაო!"
In Response

ავტორი: მერაბ საიდან გვწერთ: ტრირი
03.02.2010 17:43
რომელ მხარესაც ხართ, ნათლად იკითხება თქვენს ყოველ სიტყვაში და დავანებოთ ამაზე საუბარს ახლა თავი.

ავტორი: ანონიმი
02.02.2010 22:24
http://www.weltreporter.net/blog/?idBlog=344&lang=
In Response

ავტორი: ერეკლე საიდან გვწერთ: გერმანია
05.02.2010 22:10
ბატონო მერაბ სანამ თქვენს კომეტარს წავიკითხავდი, მეც მაგაზე გამეცინა. კარგი განცხადებაა იმ სიტყვების ავტორისგან "სიძულვილსა და სიყვარულს თავის ქცევებით იმსახურებენ - თვალი თვალისა წილ" -ო. მერე რომ ამტკიცებს თურმე არც 1 მხარეს ყოფილა და არც 2. მართლაც მძიმე საყურებელია, თუ რა მდგომარეობაშია დღეს ჩვენი საზოგადოების საკმაო ნაწილი. როგორ არის თხემით ტერფამდე გამჯდარი საბჭოური ფუქსავატური მენტალიტეტი. თანაც ხალხზე რომ "ზრუნავენ":)
ცხადია მათ ისე ადარდებთ ის 4 მილიონი, როგორც მე და თქვენ ჩინეთის ბიუჯეტი. ეს ის ხალხია სააკაშვილს კი არა მშობელ მამას რომ გამოჭამენ ყელს, წინ თუ გადაუდგათ.

ავტორი: ანონიმი
02.02.2010 22:23
http://www.weltreporter.net/blog/?idBlog=238

ავტორი: ანონიმი
02.02.2010 22:22
ნახეთ...

http://www.internationalepolitik.de/int_presse/view/1248874720.html

ავტორი: filasofosi demokrate საიდან გვწერთ: ems
02.02.2010 21:11
ვაშაურა !!! თუ ჩემს ქვეყანას დასჭირდება წავალ მოსკოვშიც,ბრიუსელშიც და ვაშინგტონშიცო, მტრის ჯინაზე მოზეიმე ტონით უბრძანებია მზეთუნახავ პოლიტიკოს ქალბატონ ნინო ბურჯანაძეს. მაგრამ მის ჩამონათვალს აკლია თეირანი,სტამბოლი, ერევანი,ბაქო,ტოკიო,მეხიკო, კოპაკაბანა და კეიპტაუნი ამიტომ ცოტა გაუგებარია თუ რომელია მისი ქვეყანა. მაგრამ ეგ არაფერი, ცხოვრება გაგვარკვევს.
In Response

ავტორი: ანონიმი
02.02.2010 22:13
:) :) :) გეთანხმები. მაგნაირ სიარულს ქართულად წოწიალი ჰქვია.

ავტორი: საქართველოს გულშემატკივარი საიდან გვწერთ: მუდამ აქ ვიქნები
02.02.2010 09:54
ეჰ, მერაბ, მერაბ! რა ადვილია უზრუნველყოფილი გერმანიიდან ჭკუის დარიგება-დამოძღვრა... არგუმენტზე ბრძანებ-ინებე: ახალაშენებული "ბრენდ"სასტუმროებითა და ბიზნესის წამოწყებისათვის თავისუფლების მაღალი რეიტინგი კარგია, მაგრამ შედეგი? ბიზნესი მთლიანად მმართველი ელიტის კონტროლქვეშაა, თუ არ მოეწონე მისი დახურვა უფრო სწრაფად ხდება.... ამათი შეფასებები (სამწუხაროდ ძალაუნებურად თქვენიც ბატონო მერაბ!) ქვეყნის განვითარებაზე ზუსტად ისეთია, "მგზავრის წერილებში" რუსი მაიორი რომ აფასებს ქვეყნის კულტურის დონეს გენერლების რაოდენობით! ბოლშევიზმი ქცევისა და აზროვნების ფორმაა და თუ 21-ე საუკუნეში ვართ, ეს სრულებითაც არ ნიშნავს იმას, რომ თქვენ და თქვენს მიერ მხარდაჭერილები საუკუნის შესაფერისად აზროვნებთ და იქცევით...პოლიციის მოწესრიგებულებაზე ბრძანებთ ბატონო მერაბ! გერმანიაში ხართ და ბარემ გეკითხათ (გეტყობათ- ისტორიის სახელმძღვანელოებთან მწყრალად ბრძანდებით!) როგორ ი"მაღალორგანიზებული" და "მოწესრიგებული" პოლიცია (გესტაპო) ჰყავდა ბატონ ადოლფს (ჰიტლერს), ნუ დაგეზარებათ იქვე იკითხეთ-რას აკეთებდა ეგრეზომად "მოწესრიგებული" პოლიცია? დემოკრატიულ ქვეყანებში (ყველგან!) პოლიცია და დაზვერვა გაყოფილია, სასამართლო პროკურატურისაგან დამოუკიდებელი; მარტო ჩვენთან და შუა აზიის "მთელისიცოცხლითგაპრეზიდენტებულ" ქვეყნებშია ასე-პოლიციისა და პროკურატურის ხელში ყველაფერი... რუსეთთან ომი ის არგუმენტია -ხელისუფლებას საკუთარი ძალაუფლებისა და აქედან გამომდინარე კეთილდღეობის სამუდამო შენარჩუნებისათვის რომ სჭირდება...ესაა ის დეპო, რომელშიც ვართ ჩვენ, მთელი საქართველო, თუმცა მწარედ ვცდები- თქვენ გერმანიაში ბრძანდებით, თქვენს მიერ მხარდაჭერილნი- უზრუნველყოფილ პირად ცხოვრებასა და ვირტუალურ საქართველოში !
In Response

ავტორი: ადამიანების გულშემატკივარი საიდან გვწერთ: მეც მუდამ მანდ
03.02.2010 01:18
რა ჰგონიათ ამათ ეს დემოკრატიული ქვეყნები, და რა ბოღმები, აუ!აუ!აუ! ეგ რა გულშემატკივრობაა! ნუ ნერვიულობთ მეგობარო! ასეთი გულშემატკივრობა არაფერ კარგს არ გვიქადის.
In Response

ავტორი: მერაბ საიდან გვწერთ: ტრირი
02.02.2010 22:36
ჭკუა მე არავისთვის დამირიგებია. ეს სად წაიკითხეთ?

ავტორი: სხვაგვარად არ ძალმიძს! საიდან გვწერთ: ისევ აქა ვარ
01.02.2010 09:52
მერაბს ტრიერიდან (ლუქსემბურგი) რაც უნდა მყარი არგუმენტი არ მიაწოდეს, მაინც თავისაზე დგას; ახლო წარსულში ასე ზვიადის ფანატი, უმეცარი და რეგვენი მხარდამჭერები იქცეოდნენ და დაღუპეს კიდეც დალოცვილი, პატრიოტი კაცი. ახლანდელის ზვიადისთან შედარება- უბრალოდ მკრეხელობაა! მიკვირს რა უბნელებს თვალებს მერაბისნაირებს-ვერ შეამჩნიონ ამდენი უბედურება ჩვენს თავზე რომ ტრიალებს და რაღაც წარმატებებზე ილაპარაკონ (დაახლოებით ისეთზე ,ბოლშევიკები რომ ტრაბახობდნენ- "ერთ სულ მოსახლეზე თუჯის გამოდნობის რაოდენობით ა.შ.შ-ს გავუსწარითო!") ისღა დამრჩენია გითხრა: "გაიღვიძე მერაბ! დეპოში ვართ!"
In Response

ავტორი: მერაბ საიდან გვწერთ: ტრირი, ლუქსემბურგი
01.02.2010 19:38
მაპატიეთ, მაგრამ, იქნებ მიმითითოთ, რომელი არგუმენტი იყო მყარი? არც ეს ბრალადდებული შედარებები მეკუთვნის მე. ისე, ძალიან კი ილანძღებით და ეს არ გახასიათებთ კარგად. შევთანხმდეთ, რომ არა აქვს მნიშვნელობა თქვენს სახელს გაგვიმხელთ, თუ არა. იმას ხომ გვაგებინებთ რომ ოპოზიციიდან ხართ. ესეც საკმარისია. ასე გვიქმნით შთაბეჭდილებებს ქართული ოპოზიციის სახეზე. დასანანია, რომ ეს არა გაქვთ გააყრებული, თორემ ასე არ ილაპარაკებდით.
როგორც ჩანს, სხვაგვარად ლაპარაკი მართლა არ შეგიძლიათ. და ეს არის ძალიან დიდი პრობლემა დღევანდელ ქართულ სახელმწიფოში, რომ ოპოზიციურად განწყობილთ თავიანთი მიზნებისთვის ბრძოლა სხვაგვარად, ანუ უკეთესად არ ძალუძთ. რათქმაუნდა, სხვაგვარად ქმედებას შნო უნდა და "სხვანაირი" თავი.
მიწევს იმის გამეორება, რაც საზოველთაოდაა ცნობილი; ოპოზიციურ პარტიებს საკუთარი იდეოლოგიები არ გააჩნიათ, პარტიებში თითოეული პარტიის იდეური ბაზისი კი არაა მნიშვნელოვანი, არამედ პარტიის მეთაურები, მათი გამომეტყველება. ერთი სიტყვით, ყველაფერი გარდა პოლიტიკური პლატფორმისა. პოლიტიკური პლატფორმა არის ლანძღვა, ენის გამოყოფა, დედის გინება. ამიტომაა, რომ ინტერვიუებში, გამოსვლებში ჯინაზე გამდგარი პუბერტერული მოზარდებივით ლაპარაკობენ ჩვენი ოპოზიციონერები; უბრალოდ დააკვირდით როგორ დგანან, როგორ ურთიერთარტიკულირებენ, რა მიმიკები აქვთ გოგა ხაინრადავას, ძმებ გაჩეჩილაძეებს, მაისაშვილს, კახა კუკავას, ხიდაშელს, სხვებს. "ბიჭები" ქანავ-ქანავით დადიან და გაძგიბულად დგანან, "გოგოები" ბობოქობენ. მსგავს სცენებს გადაეყრებით აქ, გერმანიაშიც, ოღონდ უფრო რეალ-სკოლის ეზოებში, ვიდრე გიმნაზიებისა. გერმანულ გიმნაზიებში სერიოზული ხალხი სწავლობს.
- საქართველოში ისე აუტანია ბევრი პრეზიდენტ სააკაშვილის სიძულვილს, რომ მზადაა ყველაფერი, რაც მისი და მისი სამეგობროს თაოსნობით გაკეთდა, ნიველირ-ჰყოს, დაანგრიოს, გაანადგუროს. აი, მაგალითად შსს უნდა დაიშალოსო რომ გაიძახიან, ასეთი მოწესრიგებული პოლიცია საქართველოს ახსოვს როდესმე ?! მაგრამ იცით, აქ ისევ სხვა რამ პრობლემასთან გვაქვს საქმე; ვერ დაჯიგიტობენ ბიჭები ისე, როგორც ამას წლების განმავლობაში იქმოდნენ. გარდა ამისა, თუ შსს დასუსტდება, მერე რასაც მოისურვებენ, იმას გააკეთებენ, ქვეყანას და მთავრობას როგორც მოისურვებენ, ისე გადაატრიალებენ. ესაა, მეტი არაფერი, რაც მაგათ სურთ. სხვათაშორის, რასაც აქ ვწერ, ეს ჩემი აზრი არაა მხოლოდ, საკმარისია შეხვიდეთ, დასავლეთის ქვეყნების ბიბლიოთეკებში, რომ იპოვით წიგნებს, სადაც შავით თეთრზე ასე, ან მსგავსი ფორმულირებებით წერია პოლიტოლოგთა ანალიზებში.

ასე რომ, თქვენს ნათქვამს რომ დავუბრუნდეთ, ... არ ვიცი, თქვენ რომელ დეპოში იმყოფებით, მაგრამ სააკაშვილის ლანძღვა არაა საკმარისი მთავრობის შესაცვლელად და ქვეყნის სათავეში მოსასვლელად. ამიტომ, "თუ ისევ მანდა ხართ, დეპოში", გაფრთხილდით მანდვე არ დარჩეთ.
P.S.; ტრიერი არა, არამედ ტრირი. (ნახეთ ვიკიპედიაში სტატია ტრირზე.)

ავტორი: ნიკუშა საიდან გვწერთ: ბერლინი
01.02.2010 09:05
მტრის ჯინაზე

ნეტავ ვინმემ გამაგებინოს ეს სიმღერა სომხურია, თუ არაბული. სუბტიტრები ცოტა ტეხავს, რუსებს უშაყურიათ, თორემ ძალიან სასიამოვნო სიმღერაა. ასე არაა, ბატონო იური? ...

http://www.youtube.com/watch?v=OnfBzxoxbT0

ბატონო იური, მტრის ჯინაზე ასე მღერაც ხომ შეილება? ...
In Response

ავტორი: კაიროელი ბიჭი საიდან გვწერთ: ალ-კაჰირა
01.02.2010 18:21
ნიკუშ,

მგონი, ეს იგულისხმეთ ...

http://www.youtube.com/watch?v=eKOMRNty4lk&feature=related

ავტორი: მარინე საიდან გვწერთ: თბილისი
28.01.2010 10:39

Merab Pirtskhalava -ვ, თქვენი ''პრეზიდენტი' '' კარგი'' მაშინ იქნებოდა, იმ 4 მილიონით ერთ–ორ საწარმოს თუ გახსნიდა რეალურად და არა ლენტის გასაჭრელად, ხალხიც რეალურად დასაქმდებოდა და ფულს თვითონ გამოიმუშავებდა, მოწყალებას არავინ თხოულობს, სამუშაო უნდა ადამიანს. რაც შეეხება, მხიარულებასა და ზეიმებს, დიახაც, არ უნდა ზაემობდეს დამხობილ–გათახსირებულ–გაღატაკებული ქვეყნის პრეზიდენტი, თუ ქვეყანა ფეხებზე არ ჰკიდია და სამშობლოდ მიაჩნია. რამე ახალია ამაში? უბრალოდ, ნაცებისა და მათი ტაშის დამკვრელებისთვის ეს მაღალი იდეალებია და მხოლოდ პიარისთვის თუ სჭირდებათ ხოლმე დროდადრო პირზე დორბლმორეულებს.
In Response

ავტორი: Merab საიდან გვწერთ: Trier/Luxembourg
29.01.2010 02:43
მარინე,
ძალიან ცუდი სიტყვებით საუბრობთ. ცუდი ის კი არაა, რომ პრეზიდენტს აკრიტიკებთ, არამედ ის. რომ ასე, ასეთი სიტყვებით აკრიტიკებთ. არცერთ ნორმალურ ქვეყანაში არ მოისმენენ ასეთნაირად გამოთქმულ კრიტიკას, ხოლო თუ მოისმენენ, არ ჩათვლიან მთქმელს პასუხის ღირსად.

ავტორი: melanqolikosi
22.01.2010 03:31
გინდა ვინმეს ჯიბრზე იზეიმეთ და გინდა არა : ზოგი თანამედროვე დემოკრატად შენიღბული გერმანელი კავკასიაში აღვივებს ეთნონაციონალიზმს !!!

ისევე როგორც ბარბაროსების მიერ პირველი რომის აოხრების დროს დღესაც იქმნება "ვანდალურ-ალანური ალიანსი"!!!

რუსეთად წოდებული გაუგებრობის საინფორმაციო წყარო "ნოვოსტის" თქმით გერმანიაში შეიქმნა გერმანულ-სამხრეთოსური მეგობრობის საზოგადოება რომლის მიზანიცაა დიდი გერმანული საზოგადოებისთვის ჩვენება იმისა თუ რა საშინელ დღეშია "სამხრეთოსეთური ხალხი" აგვისტოს ამბების დამანგრეველი შედეგების შემდეგ. რა თქმა უნდა ლაპარაკია მარტო ოსებზე, ქართველები ადამიანებად არ ითვლებიან. საზოგადოება გერმანიის მთავრობისაგან ითხოვს "სამხრეთოსეთური ხალხის" მიმართ სოლიდარობის გამოცხადებას (ქართველები ისევ არა) დამნაშავეთა დასჯის მოთხოვნას (ქართული ქალაქი ცხინვალის და მის ირგვლივ არსებული ქართული სოფლების მკვლელი სტალინი სტალინისტთა, მათ შორის პუტინის და მისი მიმდევრების ამალით რა თქმა უნდა უმანკო,უმწიკვლო... არსებები არიან.) თბილისს უახლოვდება "ვანდალურ-ალანური" ბრბო. ამ საზოგადოების შემქმნელთა შორისაა მშვიდობის ფორუმის გერმანული განყოფილების მდივანი კარლ ხაინც ვენდტი (ის საზ-ბის თავ-რეა). დანარჩენ წევრთა დადგენაც დაინტერესებულ პირს ალბათ არ გაუჭირდება. გაუძელით,იცოცხლეთ და გაგიმარჯოთ გინდათ ამათ ჯინაზე და გინდათ არა საქართველოსთან ერთად.
In Response

ავტორი: Merab საიდან გვწერთ: Trier
25.01.2010 03:50
იუთუბზე დევს მაგ ყრილობა, მაგრამ ნერვი არ მეყო ბოლომდე რომ მეყურებინა.
In Response

ავტორი: თამაშგარე საიდან გვწერთ: თამაშგარე მდგომარეობიდან
24.01.2010 18:48
ავტორი: Merab საიდან გვწერთ: Trier 24.01.2010 18:08
კარგი, დიდი მადლობა! ბოლო ყრილობა იყო დრეზდენში, ნოემბერში.
რომელ არხზე გადასცეს? იქნებ მასე ვიპოვოთ.
In Response

ავტორი: Merab საიდან გვწერთ: Trier
24.01.2010 18:08
სამწუხაროდ, მე ეს გამოსვლა ვნახე ერთ-ერთ საინფორმაციო-ანალიტიკურ სიუჟეტში. ჯერ-ჯერობით ერთადერთი რაც შემიძლია გითხრა არის ის, რომ ეს ეს სიტყვა მან პარტიის ერთ-ერთ ბოლო შეკრებაზე, ყრილობაზე თქვა, რომელიც მე ტელეციტატის სახით ვნახე. თუ ვიპოვე, აუცილებლად დავწერ აქვე.
In Response

ავტორი: თამაშგარე საიდან გვწერთ: თამაშგარე მდგომარეობიდან
24.01.2010 04:11
ავტორი: Merab საიდან გვწერთ: Trier 22.01.2010 11:36
მერაბ, შეგიძლია მიმითითო, სად ვიპოვო ზიგმარ გაბრიელის ეს სიტყვა? ინტერნეტში ვერ ვიპოვე. ეს გაბრიელი იყო რუსეთის საელჩოს მიწვეულ საღამოზე ომის შემდეგ რა დღეში იყო. http://www.presa.ge/index.php?text=news&i=11808
http://einblickgeorgien.blogspot.com/
In Response

ავტორი: Merab საიდან გვწერთ: Trier
22.01.2010 11:36
ჰოოო, ეს არ გამიგია.
არ ვიცი, აქ რატომ დაიწყეთ ამ თემაზე საუბარი, მაგრამ ეს თემა, პრობლემა მეც მაწუხებს და რახან ვიღაცამ თქვა რამე აუცილებლად მეც უნდა ჩემი დავამატო და გითხრათ, რაც მაწუხებს და გავთავისუფლდე.

ალბათ სოციალ-დემოკრატების (SPD) წიაღში იშვა ასეთი იდეა. გერმანიაში სხვას ვის შეიძლებოდა კიდევ თავში მოსვლოდა ასეთი რამ?! მაგათმა შეფმა, ზიგმარ გაბრიელმა (Sigmar Gabriel), ამ რამდენიმე თვის წინ, სახალხოდ, სავსებით ნათლად თქვა დაახლოებით ასეთი რამ; ჩემთვის ჩემი ქვეყნის ეკონომიკური და ენერგეტიკული მომავლის უზრუნველყოფაა და "შედარებით სულ ერთია, რა მოხდება სადღაც იქ, კავკასიაშიო." მართლა ასე თქვა. თანაც წინ სიტყვა "შედარებით" (relativ) დაურთო, რომლითაც ვითომ გაადიპლომატიურა გამონათქვამი და ეს თქვა, არა რომელიმე სპონტანურ სატელევიზიო ინტერვიუში, არამედ პარტიის ერთ-ერთ ყრილობაზე. არც ის დამავიწყდება, ომის იმ აფორიაქებულ დღეებში (და შემდეგაც), თუ როგორ დადიოდნენ გერმანელი სოციალ-დემოკრატები თავიანთ ამომრჩევლებთან ქალაქ-ქალაქ და ცდილობდნენ მათ დარწმუნებას იმაში, რომ ქართველები იქცეოდნენ ცუდად და, რომ საერთოდ სამხრეთ ოსეთი და აფხაზეთი არასდროს ყოფილა საქართველოსი.

ავტორი: mesame საიდან გვწერთ: tb
21.01.2010 23:47
გაგიგონიათ ,,უნიფხვო და ქოშიანი,,? ასეთები ვართ. ქვეყანაც ასეთი გავაქვს. ხოსე კარერასიც ქოში იყო. ვერაფრით ვახერხებთ, ჯერ ნიფხავზე ვიზრუნოთ და მერე ქოშზე. ეტყობა უსირცხვილოები ვართ და არ გვრცხვენია უნიფხვობის. იქნებ პირველყოფილი, ადამ და ევასებური სისუფთავის და გულუბრყვილობის გამო?. არა მგონია. ხა, ხა, ხა. მაშინ ქოშიც არ გვენდომებოდა.
In Response

ავტორი: melanqolikosi
23.01.2010 02:39
ჯერ-ჯერობით აზღუდებს '(ლიფჩიკებს, ბიუსტჰალტერებს) და მათ ამხანაგებს საჯაროდ ბნელი ქართველები (ყოველ შემთხვევაში საქართველოში)არ წვავენ, მაგრამ პროგრესი ისეთი ტემპით მიდის რომ მალე ალბათ მაგასაც მოესწრება კაცობრიობა და ევრონიუსში იქნება პირდაპირი რეპორტაჟები.
In Response

ავტორი: წინა კანდელაკი საიდან გვწერთ: მასკვა. მასკოვსკაია ობლასწი
22.01.2010 00:40
უნიფხვო და ქოშიანი? ... როგორ არ მინახავს. ძალიან მიმზიდველი მდგომარეობაა, მე მგონი.

ავტორი: mesame საიდან გვწერთ: tb
21.01.2010 23:33
ჰეი, თქვენ, (იქნებ არაგველებო) რა დროს ფრაზებზე დავაა?
In Response

ავტორი: melanqolikosi
09.02.2010 12:12
არაგველები აღარ არიან: სულ გარაინელდნენ-გაორინოკოლევდნენ...

ავტორი: IRmA
21.01.2010 22:39
ბატონო იური მიხარია თქვენი ახალი ბლოგის გამოჩენა.
მტრის ჯინაზე ცხრაჯერ მწარედ გავიცინებ..აი ერთერთი ყველაზე პოპულარული ლექსი ჩვენს ქვეყანაში და რაღა გვიკვირს?

არაა, ღმერთმა დამიფაროს რიმე გავაიგივო.მაგალითად ლექსის პათოსი და ჩვენი პრეზიდენტისა მაგრამ რაღაც საერთოს პოვნა ვფიქრობ მაინც შეიძლება.
In Response

ავტორი: ანონიმი
08.02.2010 06:34
ვერ გავიგე, რის, ან რაზე მინიშნებას ლამობთ. უფრო ცხადად თქმა არ შეგიძლიათ?

ავტორი: შოპენჰაუერი-(შენგამომიწვიე) საიდან გვწერთ: "აქა ვარდა არსად წავალიდან"
21.01.2010 09:34
MERAB Luxsemburgidan! ჯერ ერთი პირველად დავწერე და არა "გამუდმებით":ან რა შუაშია "საბჭოურად?" კომენტარებისათვის (მადლობებებისთვისაც) ადგილი იმისთვის არის, რომ ავტორმა მსმენელთა განწყობილებები გაითვალისწინოს და ისე გააგრძელოს საქმიანობა, თქვენნაირ პუბლიკაზე მუშაობა რომ ნდომებოდა "რუსთავი-2"ზე იმუშავებდა! ჩემს კომენტარზე თქვენი გაღიზიანებული ტონი, პრეზიდენტის ასე თავგამოდებული, უარგუმენტო დაცვა მაფიქრებინებს, რომ "Kარგად Gაგებული Bიჭების" დავალებით ბრძანდებით მანდ და პარალელურად ინტერნეტ პროვაკაციების მოწყობაც გევალებათ! დიდი სიბრძნე არ სჭირდება იმის გაგებას, ქვეყანაში რა მდგომარეობაა - "ვანია" ვერც კი ინატრებდა ისეთ მთავრობას, ჩვენი ქვეყნის დღევანდელ მდგომარეობაში ჩასაგდებად - ახლა რომ გვყავს!
In Response

ავტორი: Merab საიდან გვწერთ: Trier/Luxembourg
21.01.2010 20:42
არა, სხვებიც სულ ასე მადლობას იხდიან თქვენსავით. მეტი არაფერი.

ავტორი: თამუნა საიდან გვწერთ: თბილისი
20.01.2010 13:07
ბატონო იური მოგესალმებით და გილოცავთ ყველა იმ განვლილ დღესასწაულს. ჩვენი არსებული ყოფა ბუტაფერიული ხასიათის მატარებელია და ყველაფერს ვითომ მტრის ჯინაზე ვაკეტებთ და საბოლოოდ კი საკუთარი ხალხის ვტრობთ .,,კალანდა გურიაში" ეს ტრაგიკომედიური ჟანრის სპექტაკლი ხომ მტრების ჯინაზეა დადგმული, ნახეთ გურულები რა ბედნიერად ცხოვრობენო. ისე ბათუმს რაც შეეხება ჩემთან სტუმრად მოსული გოგონა აღფრთოვანებით საუბრობდა აჭარაში გამართულ კონცერტზე, ემოციებში მყოფს კი წამოცდა ყველას დაგვავალეს კონცერტზეო მისვლაო. მე ვერ გამიგია ადამიანის ხელოვნებასთან ხელოვნური და იძულებითი ზიარება როგორ არის შესაძლებელი. ვირტუალ სივრცეში ვცხოვრობთდა ვტკბებით მხოლოდ სიუჟეტების ყურებით და როცა რეალურად აღმოვჩნდებით პრობლემის წინაშე გულს ვიიმედებთ მტრის ჯინაზე ყველაფერი კარგად არის და იქნებაო. ღმერთმა ეს იმედი არ მოგვიშალოს ქართველებს რომ ყველაფერი კარგად იქნება მაგრამ მტრის ჯინაზე კი არა, არამედ საკუთარი ხალხის საკეთილდღეოდ.

ავტორი: შოპენჰაუერი საიდან გვწერთ: მიწისქვეშეთიდან
20.01.2010 08:55
ფლემინგს რომელიც, კარგი და გულწრფელი შემოქმედი იყო ალბათ არ მოეწონებოდა პრეზიდენტის გამონათქვამის თქვენეული შეფასება. პრეზიდენტი დღესასწაულის მდიდრულად, ("შიკარნო") მისეულ "ცეცხლოვან სტილში"ჩატარებას გულისხმობდა! ბრმა მომღერალი და მისი 9აპრილის სიმღერა არაფერ შუაშია, იგი და და მისი შვილები დღემდე მეტროს სადგურ ვაგზალი-2-ში მღერიან სამოწყალო გროშებისათვის,რასაც მსოფლიოს ყველა ენაზე მათხოვრობა ჰქვია! ამას გულისხმობდა ავტორი ბატონი იური ვაჩნაძე- მადლობა მას!
In Response

ავტორი: Merab Pirtskhalava საიდან გვწერთ: Trier/Luxembourg
20.01.2010 23:58
შოპენჰაუერო,

ჯერ ერთი, ეს რუსულ-საბჭოური ჟესტი რაღა უბედურებაა, გამუდმებით მადლობის თქმა ვინმესთვის რაღაც სტატიის, ან რომელიმე ნაწარმოების გამო.

მერე მეორეც ... თუ საქართველოს შვილები, როგორც თავად ამბობთ, "დღემდე მეტროსადგურებში სამოწყალო გროშებისათვის დაყუდებულან და მღერიან", ეს ნამდვილად არაა ბატონ სააკაშვილის ბრალი, არამედ რუსი ვანიასი, რომელსაც რატომღაც ვითომ ირონიულად, თუ მოფერებით, ზოგჯერ ბრიყვს უწოდებენ. ამას იქმან თავად რუსებიც. ბრიყვები ვართო, - თავს იკატუნებენ. არადა, ბრიყვები სწორედ რომ ჩვენ ვართ; ბოლო ოცი წელიწადია მიზანმიმართულად გვანგრევენ, გვაუბედურებენ, ჩვენი საუკეთესო მომღერლები კი "იავ-ნანო"-ს სამღერლად დადიან რუსეთს "სამოწყალო გროშებისთვის". რუსი "ბრიყვი ვანია" კი არა, ტუტუცი ვანიაა, ბრიყვები და გამოჩერჩეტებულები ვართ ჩვენ კიდევ ჩრდილოეთს რომ მიგვიწევს გული.

რა ჰქნას პრეზიდენტმა, სულ აიკრძალოს მხიარულება და მსგავსი ღონისძიებები. ჩვენი სახელმწიფოს დღევანდელი მდგომარეობის შესაბამისი ჩვენთან სოციალური პროექტებიც არის, ... ავად თუ კარგად...

და მაპატიეთ, მაგრამ ეს ახლა ნამდვილად უნდა გკითხოთ; თქვენ როგორ წარმოგიდგენიათ, პრეზიდენტს საახალწლოდ დოლარ-დოლარ რომ ჩამოერიგებინა საქართველოს მოსახლეობაში ის 4 მილიონი, მაშინ უკეთესი პრეზიდენტი იქნებოდა, ვიდრე დღესაა, თუ რა ? ...

ავტორი: იან ფლემინგი საიდან გვწერთ: ბრჭყალებიდან
20.01.2010 01:19
ბატონო იური, ფრაზაში ”ასე ფართოდ ახალი წლის დადგომა ჩვენ მტრის ჯიბრზე ვიზეიმეთ” შეიცავს პათოსს, რომელიც ერთ ქართულ სიმღერაშიცაა. რათქმაუნდა, თქვენც კარგად იცით, რომელ სიმღერაზეა ლაპარაკი. 9 აპრილის ღამეს მღეროდა ამ სიმღერას ერთი უსინათლო გოგო.
In Response

ავტორი: Merab საიდან გვწერთ: Trier
20.01.2010 23:06
კიდობნელო იურას ფანო,
ჯერ პარტიციპებით წერას შეეშვი და მერე სხვა უსწორე გრამატიკა. შევთანხმდით?
In Response

ავტორი: იან ფლემინგი საიდან გვწერთ: ბრჭყალებიდან
20.01.2010 23:02
ირმა, კვერს გიკრავ და გეთანხმები.
In Response

ავტორი: Irma საიდან გვწერთ: germaniidan
20.01.2010 16:18
იან ფლემინგს!
იქ სამაგიეროდ, მილიონები არ გაფლანგულა რაღაც სისულეებში, არამედ, ეს იყო მართლაც ქართველი ხალხის ერთიანობის ზეიმი.
In Response

ავტორი: iuras fani საიდან გვწერთ: iurijev kovchegidan
20.01.2010 15:01
ფლემინგ,
გასაგები არის, რასაც გაქვთ ნათქვამი, მარა გრამატიკა შეგეშალათ. "ფრაზაში (...) შეცავს" კია არა, "ფრაზა (...) შეიცავს". ხომ ასეა? :)
     
ტექსტის ზომა - +

ბლოგერები

პროდუქტები და ფუნქციები

პოდკასტიRSS