პარასკევი, 10 თებერვალი, 2012 თბილისის დრო 06:39

ბლოგები / გიორგი გვახარია

შესაბამისად

x
ტექსტის ზომა - +
მოგზაურობაში დავბერდი კაცი და მხოლოდ ერთი კვირის წინ აღმოვაჩინე ჩემში ერთი თვისება – „პირველი ნახვით“ არც ერთი ქალაქი არ მომწონებია; 1987 წელს პირველად რომ მოვხვდი პარიზში, ეგრევე საფოსტო ბარათი ვიყიდე და მეგობრებს გამოვუგზავნე თბილისში: „ტურისტებისთვის განკუთვნილი ქალაქი, რომელიც არ ვითარდება!“ რას ვიფიქრები, რომ ცოტა ხანში მხოლოდ პარიზში ვიგრძნობდი თავს ისე, როგორც საკუთარ სახლში. ასე დამემართა ჰამბურგში, სტამბოლში, ბრიუსელში, მადრიდში... რაღაც დრო დამჭირდა ამ ქალაქების შესაყვარებლად, იმ რიტუალის ჩასატარებლად, რომელიც პირადად მე უსაზღვრო ნეტარებას მანიჭებს – როცა შენ თვითონ ანგრევ შენივე ტვინითა და გულით შექმნილ სტერეოტიპებს, როცა აღმოჩნდება, რომ მაგრად შეცდი და, რაც მთავარია, შეძელი ამის აღიარება!

ლატვიის დედაქალაქი რიგა, რომელსაც „წითელი ზონის“ მორიგი გადაცემის გადასაღებად ვესტუმრეთ, თავდაპირველად ჯოჯოხეთად მომეჩვენა; აქამდე საბჭოთა კავშირის აღდგენის „მიზანსცენა“ ცხადში მხოლოდ ერთხელ მენახა – 2000 წელს, ადლერში.

იქ, ქართულ-აფხაზურ შეხვედრაზე, ბავშვობაში დაბრუნების შეგრძნება მქონდა – სუნიც კი გამახსენდა საბჭოთა კავშირის. მაგრამ ვერასდროს წარმოვიდგენდი, რომ ამ სუნს, ფერებს, სახეებს, ამ ჟესტს და მიმიკას 2010 წელს, მთლად ევროკავშირში გაწევრიანებული ლატვიის დედაქალაქში ვიხილავდი. შეიძლება პირველი შთაბეჭდილების ბრალია; აეროპორტიდან ცენტრისკენ მოძრავ ავტობუსს სადღაც გადაკარგულში გავყევით და აღმოვჩნდით უკაცრიელ მოედანზე, სადაც მხოლოდ (!) რუსულად ლაპარაკობდნენ. მერე რუსული ენა ჩვენს მეგზურად იქცა – ტროლეიბუსში (აღარც მახსოვდა „რქიანი ავტობუსის“ არსებობა), ვალუტის გადასახურდავებელ პუნქტში (სადაც „გაქუცულ დოლარებზე“ ორი პროცენტი ჩამოგვაჭრეს), სასტუმროში. ტელევიზორშიც კი, ლატვიურ არხებზე თითქმის მთელი დღე იურმალის მუსიკალურ ფესტივალს აჩვენებდნენ – რუსული პოპმუსიკის ვარსკვლავების მონაწილეობით.

იმ ლატვიელებმა, ვინც „წითელი ზონისთვის“ გადავიღეთ, აგვიხსნეს, რომ რუსულ ენაზე „ტაბუ“, რომელიც ჯერ კიდევ საბჭოთა ეპოქაში იგრძნობოდა, ვრცელდება ლიტვაზე და, განსაკუთრებით ესტონეთზე. ლატვიაში კი, სადაც მოსახლეობის თითქმის ნახევარს ეთნიკური რუსები შეადგენენ და, მით უმეტეს, რიგაში, რომელსაც ბევრი დღესაც „რუსულ ქალაქად“ მიიჩნევს, რუსულ ენას არც არასდროს ჰქონია პრობლემები. ფაქტობრივად, არც აქაურ რუსებს... და, შესაბამისად, არც ლატვიელებს.

შესაბამისად...

გასაგებია არა, ეს სიტყვა რატომ გამახსენდა? ლატვიამ გადაწყვიტა პრობლემა, რომელსაც, ჩემი აზრით, ვერასდროს გაუმკლავდებოდა „ემოციურ-ირაციონალური“ ქართველობა. აბა, ერთი წუთით წარმოიდგინეთ საქართველოს მოსახლეობის ნახევარს რუსები რომ შეადგენდნენ? როგორ მოიქცეოდა ეს ხალხი 90-იანი წლების დასაწყისში? თუნდაც 2008 წლის აგვისტოში? და, შესაბამისად, როგორ მოვექცეოდით მათ ქართველები? ანდა, თუ გნებავთ, პირიქით იყოს... ქართველები და, შესაბამისად, რუსები?

რიგის ოკუპაციის მუზეუმში რუსული ლაპარაკი არ გვესმოდა. მუზეუმის გარეთაც ვერ დავითანხმეთ „რუსულენოვნები“ ინტერვიუზე. მაგრამ, როგორც ჩანს, ლატვიისთვის ამას დიდი მნიშვნელობა არა აქვს. ეთნიკური რუსები, რომლებიც, როგორც გვითხრეს, აქ ჯერ 30-იანი წლების ბოლოს, შემდეგ კი მეორე მსოფლიო ომის შემდეგ დასახლდნენ, შეეგუენ იმას, რომ ნატოს წევრ ქვეყანაში უხდებათ ცხოვრება. ვიღაცას შეიძლება არ მოსწონს, პროტესტსაც გამოთქვამს, მაგრამ ამით ქვეყნის პოლიტიკა არ იცვლება. შეიძლება მოსწონთ კიდეც. ანდა, რატომ არ უნდა მოსწონდეთ? რუსულად ლაპარაკს არავინ უკრძალავს, ნადეჟდა ბაბკინაც მართავს კონცერტებს და იურმალაშიც ჩადიან რუსული ესტრადის პოპ-ვარსკვლავები... და თანაც ევროკავშირის წევრები არიან – მოგზაურობენ, ევროპაში მუშაობენ, ცხოვრობენ ევროპულად!

ევროპულად ცხოვრება კი, პირადად ჩემთვის, პირველ რიგში კომპრომისის კულტურას ნიშნავს – იმას, რაც ვერ დამკვიდრდა ქართულ პოლიტიკაში, რადგანაც „ემოციურ-ირაციონალური“ ქართველობა კომპრომისს, როგორც წესი, სიმხდალედ მიიჩნევს.

„შევარდნაძის ეპოქა დასრულდა!“. ასე უპასუხებენ დღევანდელი ხელისუფლების მომხრეები იმათ, ვინც სააკაშვილის კურსს სიჯიუტის, სწორხაზოვნების, ინფანტილიზმის გამო აკრიტიკებს. თუმცა დღეს, შესაძლოა, ასევე პირდაპირ და სწორხაზოვნად დაისვას კითხვა, საერთოდ ჰქონდა თუ არა შევარდნაძის ხელისუფლებას რაიმე კურსი, რაიმე პოლიტიკა? და თუ შევთანხმდებით, რომ არ ჰქონდა, უფრო ადვილი გახდება დისკუსია „ვარდების რევოლუციის“ შემდეგ მოსულ ხელისუფალთა პოლიტიკაზე, უფრო ადვილი გახდება იმის თქმა, რომ ქართული საზოგადოება და, შესაბამისად, საქართველოს ხელისუფლება, ვერა და ვერ ეუფლება პოლიტიკის ანაბანას – დიალოგის და კომპრომისის უნარს.

კი, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია, რომ ლატვია საქართველოზე გვიან გახდა საბჭოთა ოკუპაციის მსხვერპლი. პროტესტანტული კულტურის ტრადიციებსაც დიდი მნიშვნელობა აქვს – პროტესტანტს, მოგეხსენებათ, არ სჭირდება შუამავალი ღმერთთან, ამიტომ ამ კულტურაში თითქმის გამორიცხულია „კეთილი მეფის“ მოთხოვნილება, ისევე, როგორც ყველაფრის გადაბრალება „ცუდ მეფეზე“... მაგრამ დიალოგის ხელოვნების დაუფლება წესით არ უნდა ყოფილიყო რთული კულტურისთვის, რომელსაც „უძველეს ევროპელობაზე“ აქვს პრეტენზია.

არ გამოვიდა. არ გამოდის. ხელისუფლება არ უთმობს ოპოზიციას და ოპოზიციას უჭირს კომპრომისზე წასვლა. ქართული საზოგადოების დიდი ნაწილი ღიზიანდება კომპრომისზე და ოპონენტთან დიალოგის დაწყებას „ლაჩრობად“ აღიქვამს... ჰოდა, აბა, ქვეყნის მთავარ მტერთან როგორღა მოგვარდება ურთიერთობა? ვინ შეძლებს დიალოგს ისეთ ირაციონალურ ძალასთან, როგორიც რუსეთია? ამას ისევ სხვის იმედზე ყოფნა არ ჯობია? ამერიკის, ევროპის, სიცხის, ხანძრების... მოკლედ, შუამავლის, რომელიც ყველაფერს მოაგვარებს, მე კი დამიტოვებს უკომპრომისოს, უშიშრის, დრაკონთან მებრძოლი „მართალი კაცის“ იმიჯს, რომელსაც ქართული კულტურა საუკუნეების მანძილზე ამკვიდრებდა.

ლატვიაში ამდენმა რუსულმა ენამ და ამდენმა რუსმა ნამდვილად გაგვაღიზიანა. ამას გულწრფელად ვწერ და ვერანაირი პოლიტკორექტულობა ვერ მაიძულებს, შევნიღბო ჩემი ემოციები. მეც ხომ ამ „ნარცისული კულტურის“ შვილი ვარ, ბაქი-ბუქის მოყვარული კულტურის! მაგრამ რიგაში ყოფნის ბოლო დღეს ვიგრძენი, რომ ამ ემოციას „საფრთხე“ დაემუქრა; ისიც გავაცნობიერე, რომ სწორედ კომპრომისის და დიალოგის უნარმა ააშენებინა ლატვიელებს მშვიდი და თავისუფალი ქვეყანა, რომელიც იმიტომაც არის მშვენიერი, რომ განსხვავდება თუნდაც მეზობელი ლიტვისგან და ესტონეთისგან – აქ რუსულად ლაპარაკის არ ეშინიათ, აქ მოძრაობენ „რქიანი ავტობუსები“, არ უყვართ „გაქუცული დოლარები“, მაგრამ თავს ევროპის ნაწილად მიიჩნევენ. და, შესაბამისად, ევროპა მიიჩნევს ლატვიას თავის ნაწილად.
ეს ფორუმი დაიხურა
კომენტარების რიგი
კომენტარები: გვერდი გვერდების რაოდენობა 5
ავტორი: rusudan gongladze საიდან გვწერთ: tbilisi
05.09.2010 02:04
ავტორი: მედეა
31.08.2010 21:59
ქალბატონო მედეა, იცით რას გიპასუხებდით მაგ ჭკუის სწავლებაზე, ძალიან კარგად რომ ვიცი როგორ იცვლებიან ადამიანები და კარგიც არის, რომ იცვლებიან და არც შეიძლება სხვანაირად,რომ არ იცვლებოდნენ, ზუსტად მაგიტომ ვამბობ, რომ ახალი დასკვნის გამოტანისთანავე ლანძღვა-გინება არ შეიძლება, აცალონ უნდა საზოგადოებას ამ დიადმა დიდაქტიკოსებმა, რომ მათი ტვინის ახალი ნაჟური გაიაზრონ და მათ მხარეს გადავიდნენ და შევეშვათ ამ სასაცილო ლანძღვა-გინებას კართველებისას, როცა არცერთი მლანძღველი არ ცდილობს მდგომარეობის გამოსწორებას და ცეცხლზე ნავთს ასხამს ასეთი თითისქნევის ტონით დაწერილი სტატიებით.

ავტორი: ანონიმი
04.09.2010 02:00
გოგი, შენც დაიწყე ქველმოქმედება და მაგარი პაპულარნი გახდები ყველა ბანაკში. თან კარგი საქმეა, მართლა!

ავტორი: ნეკა საიდან გვწერთ: თბილისი
03.09.2010 17:31
ქალბატონო ია,
როდის გვეცოდინება ნომერი, სადაც უნდა დავრეკოთ თანხის გადასარიცად?
თუ მხოლოდ 750 ლარია საკმარისი, გამოდის 1154 ადამიანის ზარი გვჭირდება. იქნებ ისაც დავადგინოთ, მხოლოდ სილქნეტის (გაერთიანებული ტელეკომი) აბონენტებს შეგვიძლია თანხის ჩარიცხვა, თუ ახალი ქელების აბონენტებსაც?

ავტორი: marina საიდან გვწერთ: Sweden
01.09.2010 21:22
ბატ. გიორგი ძალიან ხშირად ვართ რიგაში და აბსოლუტურად განსხვავებული შეხედულება გვაქვს :)
ეტყობა თქვენ ნოსტალგიამ შეგაწუხათ რუსული უფრო გეადვილებათ, ვიდრე ინგლისური.
ლატვიაში თვითონ რუსები აღნიშნავენ რომ სსრკ ს დროს პირველხარისხოვანი მოქალაქეები იყვნენ დღეს კი მათ საწუხაროთ ყველას ლატვიური ენის შესწავლა სჭირდებათ.
არცერთ ლატვიაში მცხოვრებ რუსს, არ უნდა რუსეთში ცხოვრება და ამიტომაც ენას უპრობლემოდ სწავლობენ რაც სსრკ ს დროს არასოდეს უფიქრიათ.

ავტორი: მედეა
31.08.2010 21:59
ავტორი: rusudan gongladze საიდან გვწერთ: tbilisi
30.08.2010 23:49

არ შეიძლება რომ ადრე რადიკალური ყოფილიყო და ეხლა გაწონასწორებული? ადამიანები რომ იცვლებიან და უფრო ჭკვიანდებიან დროსთან და ასაკთან ერთად ეხლა გაიგეთ? თუ თქვენ არ იცვლებით?

ავტორი: rusudan gongladze საიდან გვწერთ: tbilisi
30.08.2010 23:49
ბატონო გოგი, ძალიან შთამბეჭდავი სტატიაა და შესანიშნავ მოგონებებს აღძრავს პირადად ჩემში თქვენი საავტორო გადაცემის "წითელი ზონის" მიმართ..ერთ-ერთ გადაცემაში თქვენთვის ჩვეული ტონით გვიკითხავდით ლექციას ეკრანიდან, რომ თურმე რუსული ენა ისევე, როგორც ნებისმიერი უცხოური, უნდა ითარგმნებოდეს სატელევიზიო გადაცემებში, რადგან ის უცხო ენაა და არავითარი სჭიროება არ არსებობს, ამ კომუნისტური ეპოქის გადმონაშთს, საქართველოში, მშობლიური ენის დონეზე ვისმენდეთ და ვფლობდეთ,არადა საზოგადოებრივი არხი, სადაც თქვენი გადაცემა გადის, მდებს პატივს საქართველოს მოქალაქესა და ქართული ტელევიზიის მაყურებელს, ვიხილო ინგლისურენოვანი ფილმი, ორიგინალი ვერსიით, ეს არ არის ჩემი უფლებების შელახვა? რატომ უნდა ვიყო იძულებული ტელევიზიით ვისმინო ინგლისურენოვანი ფილმი ორიგინალში, როცა არსებობს ინტერნეტი და ჩემ ნებასურვილზეა დამოკიდებული რას ვნახავ და რა ენაზე, თუ ამის ინტერესი მკლავს; იქნებ მე რუსულ ენაზე გადაღებული ფილმიც მინდა ორიგინალში მოვისმინო, არა! ამის უფლება საერთოდ შეგვიზღუდეს, უკვე ქართულ ფილმსაც კი, " სიყვარული, ხანძარი და პომპიერო" სადაც რამაზ ჩხიკვაძის იუმორისტული რუსული მსურს მოვისმინო, დავტკბე და ვისიამოვნო, ნათარგმნია მახინჯი ხმის მქონე გამხმოვანებლის ქართულით და საკუთარი ეროვნული ნაწარმიც კი, რადგან იქ რუსული ფრაზები ურევია, იძულებული ვარ ნათარგმნი მოვისმინო.
ბატონო, გოგი, ახლა გაგახსენდათ, რომ თურმე კომპრომისია საჭირო და ადამიანმა თვითონ უნდა გადაწყვიტოს რა ენა ისწავლოს, სხვათაშორის მე ვერ ვხედავ, რომ აქაურ რუსებს ეშინოდეთ რუსულად საუბრის, პირიქით, ისინი ჯიუტად, რუსულად წარმოთქვამენ იმ ელემენტარულ სასაუბრო ფრაზებსაც კი, აფთიაქში, მაღაზიაში და საერთოდ ყველგან, რასაც საქართველოში ცხოვრების სურვილის შემთხვევაში, მშვენივრად უნდა ფლობდნენ სახელმწიფო ქართულ ენაზე ნებისმიერი ეროვნების ადამიანები, მაგრამ სადა გვაქვს ქართული სახელმწიფო ენა, აქ გაქანებული შრომა და თანხები იხარჯება, რომ პირველკლასელებსაც ქართული კი არა ინგლისური ფრაზები მოსდიოდეთ ტვინში, ფიქრის დროსაც კი. სასაცილოა პირდაპირ, რა საბჭოთა გადმონაშთებზეა ლაპარაკი, როცა არაფერი არ იცვლება ქართული სახელმწიფროებიობის მდგომარეობაში, გარდა დამპყრობლის ენისა, ადრე თუ რუსულს გვტენიდნენ და ცხოვრების, ქვეყნის რუსულად მოწყობას გვაიძულებდნენ, ახლა ინგლისურ ენას და ქვეყნის ამერიკულად გადაკოპირებას გვატენიან, არ შეიძლება ოდესმე ქართულად ვიცხოვროთ, ცივილიზებულად და ეროვნული ფასეულობებით და არა მაინცდამაინც შემოტენილი ვაი ევროპელობით? იმასაც სამოქალაქო და საზოგადოებრივ ცხოვრებში კი არა, მხოლოდ ლოგინის და გახდის საკითხებში რომ გვიჩიჩინებენ! იცით რა გვღუპავს ქართველებს? სადაც საჭიროა იქ რომ არ ვართ დიპლომატები და სადაც საჭიროა იქ რომ ვეგებით და ვესმებით ყველას ქვეშ, კომპრომისიც აუცილებელია და საერთოდ მტრის ენის ცოდნაა აუცილებელი, რომ ადამიანმა გაიგო დედას გაგინებს, თუ გლოცავს მეზობელი, მითუმეტეს, როცა მტრად გყავს შერაცხული, და საერთოდ, იქნებ ამდენი"მტერი" "მტერი"-ს ძახილს, ჯობია მივხვდეთ, რომ ბაღის ბავშვებივით ზურგი კი არ უნდა ვაქციოთ თავზე გადმომჯდარ მეზობელ ვეშაპს და უსუსურად ვუხადოთ სამაგიერო, არამედ რაც სარგებელი შეგვიძლია ვნახოთ მისგან, ის მივიღოთ და რაც ასაკრძალია- ის ავუკრძალოთ, საკუთარ თავს უნდა ვცეთ პატივი და მერე რუსიც პატივს დაგვდებს, ევროპაც და ამერიკაც...შეიძლება უცბად ორაზროვანი გამოდის ჩემი კომენტარი, მაგრამ მთავარი მომართვა ისაა, რომ სად იყო მაშინ თქვენი კომპრომისები, ბატონო გოგი, ასე რომ გვიჩიჩინებდით რუსული რა ჯანდაბად გვინდა, ეგენი ცუდები არიანო და თუ მხოლოდ ახლა მიხვედით სტატიაში გამოთქმულ აზრამდე, მაშინ ქართვლებსაც აცალეთ თქვენი დასკვნების გააზრება, გაზიარება და ნუ იწყებთ ხოლმე მაშინვე ერის ძაგებას, რომ თურმე არაფრად ვვარგივართ და არც დათმობა ვიცით და უკან დახევა ლაჩრობად მიგვაჩნია, ყველამ საკუთარ თავზე ილაპარაკოს ჯობია და მერე გამოჩნდება რა ერი ვართ და რის მაქნისები.

ავტორი: ანონიმი
27.08.2010 20:31
გიჟს აღარ შემოუვლია ?
:))

ავტორი: თამაშგარე საიდან გვწერთ: თამაშგარე მდგომარეობიდან
26.08.2010 14:34
დილაუტენია და ავტორო, მაგას არ ვამბობ? გოგის სულ რაღაცეები სძულს და მხოლოდ საძულველ რამეებზე სიძულვილით მოსთქვავს.
მენანება ეს ინტელექტუალი ბიჭი... რა დღეშია! და რა დღეში გვაგდებს ჩვენც. იძახის კარგი მიზნები მამოძრავებსო... რა ვიცი, რა ვიცი...

ავტორი: avtori საიდან გვწერთ: everstidan
26.08.2010 11:45
ბატონო გოგიი დიდ პატივს გცემთ, ძალიან მომწონს ტქვენიი აზროვნებააა განსაკუთრებით თავისუფლების შესახებ მაგრამ იცით რა ვერ გავიგე, ქართველეზე და საქართველოზეე სადმეე კრიტიკის გარდააა დადებითი გიტქვამთ ან გიფიქრიათ მაინც??? P.S. მე მაინც მგონია რომ პატრიოტი ხართ დააა ქართველებიც მაგრად გიყვართ. კარგი გინდათ რო იყოს საქართველო ალბათ დაა იმიტომ აკრიტიკებთ...

ავტორი: somnabolist საიდან გვწერთ: tbilisi
26.08.2010 07:16
Mr. გოგი თქვენიი გაცნობაა მინდაა ძლიერ და შესაძლებელიაა??? ინტელექტით აღსავსეეე პიროვნება ბძანდებით და ბედნიერი ვიქნებიიი თქვენიი გაცნობით. P.S. ოღონდ მართლა :)

ავტორი: DiLAUTENIA საიდან გვწერთ: SAXLIDAN
26.08.2010 07:10
გოგიჯან, რა ვერ გავიგე იცი? ქართველებიი მაგრად გეზიზღება თუ მეორე რიგსჰი დგახარ???!!!! P.ს. მაგრდ კი გაპასებ მარა მაგარი მოწეული ვარ :***

ავტორი: just_for_today
24.08.2010 11:11
14 ივნისს. ეს მაისი სხვა რამეზე გამახსენდა. ბოდიში.

1992 წლის 14 ივნისს.

ავტორი: just_for_today
24.08.2010 11:00
ხო და მაინც უნდა დავწერო.

რომ კითხულობთ: "აბა, ერთი წუთით წარმოიდგინეთ საქართველოს მოსახლეობის ნახევარს რუსები რომ შეადგენდნენ? როგორ მოიქცეოდა ეს ხალხი 90-იანი წლების დასაწყისში? თუნდაც 2008 წლის აგვისტოში? და, შესაბამისად, როგორ მოვექცეოდით მათ ქართველები? "

გორში არავის შეუვიწროვებია რუსები (მერე რა რომ მოსახლეობის ნახევარს არ შეადგენდნენ) 1992 წელს მაგალითად. მოგზაურობაში რო დაბერდით ეგ გასაგებია და სიბერემ გულმავიწყობაც იცის მოგეხსენებათ მაგრამ მაინც მოგიწოდებთ იქნებ როგორმე გაიხსენოთ რა ხდებოდა 1992 წლის 12 მაისს გორში და მერე იქნებ როგორმე ისიც გაიხსენოთ როგორ მოექცა რუსებს ადგილობრივი მოსახლეობა. თუ არსებობს რამე ფაქტი რუსების შევიწროვების.
ან რადიო "თავისუფლების" არქივში მაინც იქნება შესაფარისი ინფორმაცია რაც დაგეხმარებათ გახსენებაში თუ საერთოდ ოდესმე მაინც გსმენიათ მომხდარის შესახებ. თუ არა და სწავლა სიბერემდეო.
სიბერეში არაო სიბერემდეო მარა მაინც.

და ეგ "ბებიაჩემი რომ კაცი ყოფილიყო პაპაჩემი იქნებოდა" დონის მარაზმი არ გამოგადგებათ ასეთ ფაქიზ თემებზე სასაუბროდ.

ავტორი: osman nuri საიდან გვწერთ: xulodan.
23.08.2010 12:41
გასაკვირი ამბავია, რომ ყველა, დაწყებული მოდერატორებით, მე მომმართავს და ჭკუას მე მარიგებს, თითქოს აქ , ანანიევსკი თუ სხვები რომელიმე ფანტასტიკური ფილმის რეალურად არარსებული პერსონაჟები იყვნენ. ქართველებს აქ, ყველაფერთან ერთად, იუმორის გრძნობის ატროფიაც თუ დაგვემართებოდა, ნამდვილად, არ მეგონა, დავიღალეთ ბატონებო, ამდენი სერიოზულობით და, ნათქვამი, რომ ხუმრობაში ჩამითვალოთ, ამისათვის მაინც და მაინც ცალტვინათა მიერ მოგონილი, ორი წერტილის და ფრჩხილის სულელური კომბინაცია უნდა დავწერო წინადადების ბოლოში, თუ როგორაა საქმე? თუ ჩემ პოსტებზე გაღიმების სურვილიც კი არ გიჩნდებათ, აბა მეტი რა ვქნა, თ.წივწივაძის არ იყოს იღლიაში ვერანაირად მოგიღიტინებთ თუ შეგიხიცინებთ-ამ პროცედურას ზუსტად, ლიტერატურულად რა ჰქვია, მართლა არ ვიცი და არ ატეხოთ ახლა ერთი ამბავი, ხულოელებმა ქართული არ იციანო. ერთი ცნობილ ქართული ფილმში გამოყენებული გახმაურებული კითხვის პერიფრაზირება, რომ გავაკეთო, თუ ვინმე მეტყვის რა სარგებლობა მოაქვს ნიკების ცვლას, ძალიან დამავალებს, იქნებ, როგორც ცხოვრებაში გამოუსვლელი ხულოელი, ამ მხრივ, მეც დამაკვალიანოთ

ავტორი: 20
23.08.2010 11:32
ოსმან ჯან, ამ თქვენს დისკუსიას რა წამაკითხებს, მხოლოდ ალაგ-ალაგ თვალი მოვკარი რაღაცეებს. ეს ის დისკუსიაა, როცა სხვას არაფერს არგებს, გარემოს აწუხებს და ა.შ. სულერთია, ვინაა მართალი, სულერთია პირველად ვინ რა წამოროშა. ხულოში ძვირფასი მეგობრები მყავს, მაგათ შემოევლოს ჩემი თავი.
მე სხვადასხვა სახელებით შემოვდივარ ხოლმე. ზოგი ისეა, ზოგი ასე. მოკლედ, აბა შენ იცი და შენმა ოპონენტმა ანონიმმა. წერტილის დასმა მაგარი რამეა! თუ არ გჯერა მწერლებს ჰკითხე, ნამდვილ მწერლებს.

ავტორი: osman nuri საიდან გვწერთ: xulodan
23.08.2010 11:00
მოკლედ, ნამდვილად ვერ წარმოვიდგენდი, რომ აქ, თითქმის, ყველანაირი დისკრიმინაციის მოწმე გავხდებოდი, ჯერ იყო რელიგიური დისკრიმინაცია- არ მოეწონათ, ქართველი მუსლიმი რომ ვარ, რატომ იეღოვას მოწმე არ ხარ, ეს უფრო პროგრესულიაო, პასუხი გავეცი, მაგრამ დამბლოკეს, მერე იყო ასაკობრივი დისკრიმინაცია, კბილები აღარ გაქვს და წადი პროტეზი ჩაისვიო, მითხრეს იმათ, რომელთაც თავად ერთი ადგილის სხვის დაუხმარებლად ჩაბანაც კი არ შეუძლიათ, პასუხი გავეცი, ისევ დამბლოკეს, და ახლა კიდევ ამ კუთხურ, თუ რა ვიცი, რა ვუწოდო ამ დისკრიმინაციასაც, მოვესწარით,. ხულო, ხულოო ასე იწყებენ ჩემი ოპონენტები თავიანთ დუხჭირ და საცოდავ პოსტებს. გამომდინარე იქიდან, რომ ხულოელს საუბარში ვერ მიგებენ, ამის გამო არასრულფასოვნების კომპლექსით შეჭმულმა დედაქალაქელებმა-ამ კიმპლექსის არ მქონე თბილისელებთან ჩემი გულწრფელი ბოდიში-ლამის იყო და ხულოს რაიონის საქართველოს ტერიტორიიდან გატანა მოითხოვეს, ამაზეც გავეცი პასუხი და კვლავ დამბლოკეს. ერთი მწერს ათი კაცის ნიკით, თუ ათი ერთის ნიკით, ეს მოდერატორებსაც ვერ გაურკვევიათ, გაგანია მეცნიერულ- ტექნიკური პროგრესის ეპოქაში ტექნიკა გვაქვს ნიკოიასდროინდელიო-აქ ალბათ, რუსეთის ბოლო, ბედშავი იმპერატორის, ნიკოლოზ მეორის, რომელიც ბოლშევიკებმა ოჯახთან ერთად სარდაფში დახვრიტეს, ეპოქა იგულისხმება-თავს ამით იმართლებენ. მოკლედ ეს რადიო მეცნერულ-ტექნიკური პროგრესის პროდუქტი და თავისუფლების აპოლოგეტია, თუ ყავლაგასული, დაჟანგული და ყოველგვარ ტექნიკურ ნოვაციას მოკლებული, რელიგიური, ასაკობრივი და კუთხური დისკრიმანინაციის მებაირახტე
მედიასაშუალება, პირადად ჩემთვის, როგორც ხულოელისთვის აბსოლიტურად გაუგებარია.

ავტორი: ჰაჰაჰაჰაჰაჰაჰაჰა საიდან გვწერთ: ჰჰჰჰჰჰჰჰჰჰჰჰჰჰჰჰჰჰ
23.08.2010 02:39
ავტორი: თთთთთთთთთ საიდან გვწერთ: თთთთთთთთთთთთთთთთთთთთთ
22.08.2010 22:54
დახურეთ საკუთარი საინფორმაციო წყარო და ნუღარ შეწუხდებით.

ავტორი: თთთთთთთთთ საიდან გვწერთ: თთთთთთთთთთთთთთთთთთთთთ
22.08.2010 22:54
"და თანაც ევროკავშირის წევრები არიან – მოგზაურობენ, ევროპაში მუშაობენ, ცხოვრობენ ევროპულად!"

სომხები ჩვენთან რომ ჩამოდიან, აუ, ევროპულად ცხოვრობთო.

აუ ხულო და რაღაცეები, ... ერთი ეს ბლოგი დახურეთ რა!

ავტორი: ანონიმი
22.08.2010 20:57
აქ სერიოზულად აირია მონასტერი. მგონი მართლა საჭიროა სანქციების შემოღება ან კამათის შეწყვეტა. წინააღმდეგ შემთხვევაში მედიკოსთა დახმარების გარეშე ვერ გადავრჩებით.............

ავტორი: osman nuri საიდან გვწერთ: xulodan
22.08.2010 18:31
მაგრად გამხიარულდა, ცალტვინათა კიდევ ერთი, ახლად შეკოწიწებული ჯოგი, ანანიევსკი 1-ის,, ანანიევსკი 2-ისა და კიდევ გაურკვეველი ორიენტაციისა და სქესისი წარმომადგენელთა შემადგენლობით. აქ მხედველობაში მაქვს ,კაპო დი ტუტი კაპი, რომელიც დარწმუნებული ვარ, ანანიევსკის დიდი ნახევარსფეროების ქერქატროფირებული თავის ტვინის მიერ გამომუშავებული კიდევ ერთი უდღეური პროდუქტია., ვერაფერს იტყვი გარდა იმისა, რომ, უკვე ხსენებული თავის ტვინის მთავარი კომპონენტის ატროფიის გამო სამივე ამათი ტვინი ერთად რომ შეართო, ვეჭვობ, რომ ანანიევსკის ქათმისოდენა ტვინზე მეტი გამოვიდეს.

ავტორი: კაპო დი ტუტი კაპი საიდან გვწერთ: კორლეონედან
22.08.2010 16:58
ოსმან ნური
გახულოებული არა, გამოხულოებული უფრო სწორად ასახავს შენს გონებრივ მდგომარეობას. მაშ ასე:
გამოხულოებულო, შენ გეტყობა, რომ ამდენი კბენისაგან კბილები გაქვს დამტვრეული და ჩლიფინითაც ამიტომ საუბრობ. წადი პროტეზები დაიყენე, იქნებ ცოტა მეტყველება გამოგისწორდეს.

და საერთოდ, მოაშორეთ ეს იდიოტური კამათი "რადიოთავისუფლების" სივრციდან!
რა უწესობაა, რა არის ეს !

ავტორი: ანონიმი
22.08.2010 15:58
ოსმან ჯან
შენ უფრო გამოხულოელებული ხარ.
:)))))))))))

ავტორი: ანონიმი
22.08.2010 15:56
"გახულოელებული იმერელი" ძაან მაგარი იყო.

სკოლ'კო ია ხახატალსია.
"გახულოელებული იმერელი" საუკუნის ტერმინია.

ფხიიიიი ხი ხიიიიიიიიიიიიიიიიიიიი :)))))))))))))))))))))))))))

ავტორი: osman nuri საიდან გვწერთ: xulodan
22.08.2010 15:20
ისე, მოწყალეო ბატონო, მოდერატორო, ამ დიდაქტიკური ტონის დარიგებებს ის აჯობებდა, გაგერკვიათ, ვინ ვისი სახელით შემოდის ამ საიტზე და საერთოდ რა ხდება ნიკებთან დაკავშირებით. თორემ გამომდინარე იქიდან, რომ ბოროტი ენები ამბობენ ხაინდარავა და გვახარია ერთმანეთისთვის სულსაც არ იშურებენო, რჩება შთაბეჭდილება, რომ აქ შეიქმნა ხაინდრავა-გვახარია კუთხური ტანდემი, რომლის პირველი შემადგენელი ნაწილი დაკავებულია, იმით, რომ როგორმე გამაწაროს( თუმცა ჩემი გამწარება, მხოლოდ ერთ ადგილას ჩემზე კბენითაა შესაძლებელი), ხოლო მეორე ნაწილი მბლოკავს, გამომდინარე იქიდან, რომ ვარ გახულოელებული იმერელი ასეთ დახვეწილ უნამუსობასთან ბრძოლა ვაღიარებ, რომ შეუძლებლად მიმაჩნია.
In Response

ავტორი: მოდერატორი
22.08.2010 15:27
"დიდაქტიკური ტონი" რა შუაშია? მხოლოდ გაგაფრთხილეთ, კომენტარები აღარ გამოქვეყნდება-მეთქი, და მიზეზიც მოგახსენეთ.
რაც შეეხება იმას, თუ ვინ ვისი სახელით შემოდის საიტზე, ეს ჩვენი საქმე არ არის: ამის დასადგენად არც სურვილი გვაქვს, არც დრო და არც ტექნიკური შესაძლებლობა.

ავტორი: osman nuri საიდან გვწერთ: xulodan
22.08.2010 14:37
ვისაც ჩემი პოსტები არ ეხება, იმათ ვთხოვ, დაშოშმინდნენ და ნერვებს გაუფრთხილდნენ, თორემ ვატყობ, რომ მალე თოკი და საპონი გაუხდებათ საძებნელი. მე ანანიევსკის მივმართავ. გრძელი და მსხვილი მახათის დანიშნულების შესახებ, ალბათ, არაფერი გსმენია, თორემ ამასაც ასე არ დატოვებდი, ისე ორიგინალობა გაკლია, ნამეტნავად, და იმ პატარა, ნორჩი ბავშვივით ხარ, რომელიც თანატოლს კამათის დროს, სიტყვებზე, დებილი ხარო, მიუგებს, დებილი, შენ ხარო.
In Response

ავტორი: მოდერატორი
22.08.2010 14:41
რაკი ბავშვები ახსენეთ, გეტყვით: თქვენი კამათიც ძალიან წააგავს "ნორჩი ბავშვების" უსაგნო კამათს. დაბეჯითებით გთხოვთ, დაიცვათ კორექტულობა. წინააღმდეგ შემთხვევაში, კომენტარები აღარ გამოქვეყნდება. ცხადია, "კამათის" უკლებლივ ყველა მონაწილეს მივმართავ!

ავტორი: ანონიმი
22.08.2010 13:59
ავტორი: osman nuri საიდან გვწერთ: xulodan
22.08.2010 04:41
გითხარი არაა ჩემი პოსტები. დაიჯერებ შენთვის აჯობებს, არა და გადაგრევენ ეგ აზრები. რაც შეეხება ცვდენებს, სპარსეთისა და ოსმალეთის ჰარამხანის ნარჩენების აზროვნებაში ეძებე და მე ნუ მეუზრდელები.

ავტორი: temuri
22.08.2010 13:43
ბ-ნ მოდერატორს და ბ-ნ გოგის ვთხოვ:
ეს კომენტარი "იანეთისთვის" მქონდა გამზდებული და მექანიკურად თქვენს ბლოგზე გამომეგზავნა. თუ არ შეწუხდებით იქნებ იანეთზე გადაამისამართოთ.
პატივისცემით -- temuri.

ავტორი: temuri
22.08.2010 13:38
ზარმაცი კაცის ფიქრები :))

ეხლა ერთ "გენიალურ" აღმოჩენამდე მივედი და ჩემებური დასკვნაც გავაკეთე.
ტექნიკური პროგრესი(ინტერნეტი და პროგრამირება) ისეთი ტემპებით მიდის წინ, რომ მალე უცხო ენის სწავლა, თუ ცოდნა აუცილებელი აღარ იქნება. უფრო ეგზოტიკურის ხასიათს შეიძენს. მითუმეტეს ინგლისური.
გამოიგონებს ვინმე(თუ უკვე გამოგონებული არა აქვს და სადმე უჯრაში არ ინახავს ხელსაყრელი მომენტისათვის) "სუპერთარჯიმანთარიმან"-ს :)) და "დელო ვ შლიაპე" იქნება. ინგლისურის მასწავლებლებიც უმუშევრები დარჩებიაან.
EVRIKAA

აბა სადა ხართ კომპიუტერშიკ პროგრამისტებო? მაგარი იდეა მოგაწოდეთ და, "აწ თქვენი დრო დგება თქვენი ჭირიმე".
ძველი და მცირე ენებიც გადარჩება.

ია ტაკ დუმაიუ.
:)


ავტორი: თ. საიდან გვწერთ: თ.
22.08.2010 12:44
ისიც გავაცნობიერე, რომ სწორედ კომპრომისის და დიალოგის უნარმა ააშენებინა ლატვიელებს მშვიდი და თავისუფალი ქვეყანა,

გოგი, გასაგებია, რისი თქმაც გსურს, მაგრამ მოგეხსენება შედარებები გარკვეულობას არ წარმოაჩენს ხოლმე. ბალტიისპირეთი სულ სხვა გეოპოლიტიკური სივრცეა და კავკასიის პრობლემებსთან მხოლოდ ძალიან ზედაპირულად შეიძლება შედარება.
რაც შეეხება მოყვანილ მაგალითს, საქართველოში საკუთარ სხვადასხვა ენებზე საუბარი არავის უჭირს, განსაკუთრებით რუსულად. გადახვევაა, მაგრამ მაგ. იეზიდების ენას სიამოვნებით გავუფრთხილდებოდი, მე რომ სახელიმწიფო ვიყო. უი, ჯობია გავჩერდე, რომ პრობლემატურ უმცირესობების ენის პრობლემაში არ გადავუხვიო.

ისე, ბარემ გენატრა, - ნეტა, ქართველები ჰოლანდიელები ვიყოთო, ბარემ თუ ნატვრაა რა!

ავტორი: osman nuri საიდან გვწერთ: xulodan
22.08.2010 04:41
ბოღმისა და გესლისგან სულზე მოწოლილი სევდა და შავნაღველა ამაზე უარესებს რომ არ გაწერინებს, ეს მიკვირს, პირველ რიგში, ანანიევსკი, თორემ დაკემსილი ნიფხავი, ვისაც აცვია, ხოლო ლამაზარშიებიანი თავზე ვისაც აქვს წამოცმული, ამას გამჩენი ღმერთი ხედავს ყველაზე კარგად, ცვედნურ საქციელში გამოჭერილი, მიეთ-მოეთებს რომ აღარ მოჰყევი, ამაში დიდ პლიუს გიწერ, ოღონ იმასაც გირჩევ, იქნებ, როგორმე დროულად, გრძელი და მსხვილი მახათი შეიძინო, უსაქმობისა და ბოღმისგან გულგასიებულმა,ერთ ადგილს უფრო კაპიტალური ზიანი რომ არ მიაყენო და შესაბამისად, თავს უფრო ფარსაგი რამ რომ არ აუტეხო.

ავტორი: ანონიმი
22.08.2010 01:27
ავტორი: a b a a a a a საიდან გვწერთ: k
22.08.2010 01:05
პირადად მე არავისთვის მიმიყენებია შეურაცხყოფა. არც რუსეთი მიქია. თუ ცუდსა და უარესს შორისაა გასაკეთებელი არჩევანი, ცუდის არჩევა სჯობს იმაზე უარესის არჩევას. უბრალოდ წაკითხულს გააზრება სჭირდება. თუ ვინმეს რაიმეში ეჭვი ეპარება, შეუძლია კითხვა მოდერატორებს დაუსვას, იმედია შეუძლიათ გარჩევა ჩემი დაპოსტილი სხვისგან გაარჩიონ.

ავტორი: a b a a a a a საიდან გვწერთ: k
22.08.2010 01:05
კამათს ამოწურულად ვთვლი და ვამთავრებ დისკუსიას. ოსმან, გირჩევ, მომბაძო. ჩვენი სათქმელი უკვე ვთქვით და ანონიმსკისთვის ბოლო სიტყვის "შეტოვება" სისუსტე არ არის, სიძლიერეა პირიქით :) წინააღმდეგ შემთხვევაში პირადი შეურაცხყოფები გაგრძელდება მანამ, სანამ გოგი მორიგ სვეტს დადებს. აბა ანონიმსკი, აჰა შენ ბურთი და მოედანი და ითამაშე. ჩემს მიერ ნარჩევ ბიბლიოგრაფიას აუცილებლად დაამატე მე-19 საუკუნის ფრანგი მოგზაურის მარკიზ დე კიუსტენის მიერ რუსეთზე გაკეთებული ჩანაწერები და აბა ბედნიერად.

ავტორი: ანონიმი
22.08.2010 01:05
სუსტი ხარ სუსტი!
ნეუდაჩნიკი ხარ-ოსმან ნური, შენც და შენნაირებიც.
აბა გამაგრდი.
ბონჟურ პრესლევან ხანუმ ჯან.

გოგი კარგად, მადლობთ !

ავტორი: ბიძია აირტონი საიდან გვწერთ: ნაგვის ბუნკერიდან
22.08.2010 00:53
ხვალ კვირაა და შემიძლია გვიან დავიძინო: ამიტომ ვწერ ასე გვიან და ამდენს.

თუმცა, ვეცდები სათქმელი მოკლედ ვთქვა:

ახლახანს კიდევ ერთ ზოგადქართულმა საინფორმაციო არხმა გვაუწყა, რომ დაკავებულია ვინმე ესაკია, რომელმაც საქართველოში მოღვაწე კორეელი ინვესტორის კუთვნილი ერთი მილიონი დოლარი (ანუ 1.850.000 ლარი) მიითვისა. ამ თანხის მითვისების გამო ესაკიას 12 (თორმეტი !) წლით პატიმრობა ემუქრება.

ავტორი: ანონიმი
22.08.2010 00:48
ავტორი: osman nuri საიდან გვწერთ: xulodan
21.08.2010 22:45
ისე ანონიმს რომ მიებარებოდეს, ცოტა რაღაცას , ყოველ შემთხვევაში იმდენს, სიტყვა სიტყვაზე რომ სწორად მაინც გადააბას, მგონი ისწავლის.
...................................................
გამოდის სიტყვას სიტყვაზე ძლივს ვაბამ.?!
ოჰ, მართლა როგორ გავხარ ანონიმო, გოგა ხაინდრავას,----იქნებ არც ეს მომწერე?!
ჩემი ნაწერის გარჩევა იოლია სხვისგან, თუ 25წლის მუსაობით გადაღლილ გონებას ცოტათი გააგრილებ.

ავტორი: ანონიმი
22.08.2010 00:36
ოსმან ჩიკ ჯან ელი
დაკემსილნიფხავმონატრებულო. თავად უნიფხვო ხარ გეტყობა და სხვის ნიფხვებში ძრომიალიც დაგიწყია. კარგი არომატი აქვს ?
ფეშქაში იყოს.
მერე მლანძღავსო არ დაიწყო. ნიფხავიც პირველმა შენ ახსენე. მეც თავზე დაგახურე. შეგარგოოს !
:))

ავტორი: osman nuri საიდან გვწერთ: xulodan
22.08.2010 00:24
ჩემი აზრით, ასეთი რამ მხოლოდ იმ ქვეყანაში მოხდება, სადაც უბრალო ხალხიც და ხელისუფლების წარმომადგენლებიც "ჰომო სოვიეტიკუსის" ჩარჩოებიდან კიდევ დიდხანს ვერ გამოვლენ და რადგანაც ძირძველი ლატვიელები საღორეში ჩვენზე თითქმის ხუთჯერ ნაკლები დროის განმავლობაში იყვნენ,ისინი ამ სინდრომის-ჰომო სოვიეტიკუს-ისაგან ისე სწრაფად განთავისუფლდნენ, რომ ბოლომდე მისით დაავადებაც კი ვერ მოასწრეს.

ავტორი: ბიძია აირტონი საიდან გვწერთ: "იმელ" - ის დანგრეულ შენობიდან
22.08.2010 00:07
ბატონო გოგი,

გუშინ სახელმწიფო ტელეარხით ორი - ერთიმეორესაგან თითქოს დაშორებული ისტორია მოვისმინე:

პირველი ისტორია: კინოსტუდია "ქართული ფილმის" დირექტორმა სახელმწიფო ბიბლიოთეკიდან მოპარული წიგნი (წიგნები ?) იყიდა, ეს პიროვნება (ვითარცა ნაქურდალის მყიდველი, ანუ სახელმწიფო საკუთრების დამტაცებელი) დაკავებულია და მას (სახელმწიფო საკუთრების დატაცების გამო) 4 დან 7 წლამდე პატიმრობა ემუქრება.

მე, როგორც ამ ქვეყნის მოქალაქეს (და ბიუჯეტში გადასახადების კეთილსინდისიერ გადამხდელს), ეკრანიდან განმიმარტეს, რომ ამ პიროვნებამ ქვეყნის ბიუჯეტი დააზარალა (ანუ, ფაქტობრივად ჩემი ფული მოპიარა) და ამიტომ ის დასჯის ღირსია.

მეორე ისტორია: კოტე მარჯანიშვილის სახელობის სახელმწიფო აკადემიურ თეატრს - იმავე სახელმწიფოს ბიუჯეტისადმი, ბოლო წლების განმავლობაში 19.000.000 ლარი (ცხრამეტი მილიონი ლარი) საბიუჯეტო ვალი დაუგროვდა, თეატრს ამხელა თანხის გადახდა არ შეუძლია, და ამიტომ სახელმწიფომ ეს თანხა მარჯანიშვილის თეატრს "ჩამოაწერა". იქვე გამოჩნდა ამ თეატრის მენეჯერი (?) "გოგონა" და მე, ამ ქვეყნის მოქალაქეს (გადასახადების კეთილსინდისიერ გადამხდელს) განმიმრარტა, რომ თეატრისათვის ამ დამამძიმებელი ვალის (ანუ 19 მილიონი ლარის) "ჩამოწერით" თეატრი ბევრად უფრო ეფექტურად გააგრძელებს ბუშაობას.

გულწრფელად ვიტყვი: არ მახსოვს, რა თანხით დააზარალა იმ კოლექციონერმა სახელმწიფო - ბიბლიოთეკიდან მოპარულ წიგნების ყიდვით [ IMHO არც 19.000.000 მილიონი, და ეტყობა არც 19 ათასი ლარით ].

ახლა ჩემი, როგორც გადასახადების კეთილსინდისიერი გადამხდელის აზრი: ამ ორი სიუჟეტის ერთ საინფორმაციო გადაცემაში ჩემი გონებრივი შესაძლებლობების შეურაწყოფაა.

თქვენ თუ ნახეთ ეს სიუჟეტები ბატონო გოგი ?

გულწრფელადა მაინტერესებს თქვენი, როგორც გონიერი ადამიანაის აზრი.

შესაძლებელია ასეთი რამ მაგალითად ლატვიაში ?
In Response

ავტორი: მოდერატორი
22.08.2010 00:28
;(
არ მინახავს, მაგრამ მჯერა
ლატვიაში, ცხადია, წარმოუდგენელია

ავტორი: osman nuri საიდან გვწერთ: xulodan
22.08.2010 00:04
ასე ადვილად თუ ეგებოდი ანკესზე, ნამდვილად, არ მეგონა, უფრო გამოცდილი მეგონე, მაგრამ უვი ი ახ, კონსპირაციის უნარი გაქვს ძალი ცუდად განვითარებული და ამიტომ უცებ გამოტყდი, რომ, თურმე, გორდაც შენი სახელი ყოფილა. თუ ქილიკია, სწორედ ის გავაქილიკე, ხოლო შენზე კარგის მეტი არაფერი მითქვამს.

ავტორი: ანონიმი
21.08.2010 23:13
ავტორი: osman nuri საიდან გვწერთ: xulodan
21.08.2010 22:45
იქნებ კეთილი ინებო და ჩემი ვითომდა გაქილიკების მაგივრად თემას დაუბრუნდე ან გაჩუმდე?! ვერ გრძნობ, რომ სხვებზე გამწარებული ჩემთან იწყებ უზრდელობას?!

ავტორი: osman nuri საიდან გვწერთ: xulodan
21.08.2010 22:45
მოკლედ, ეს გორდა ბრძოლის წინა ხაზზე შემოაგდეს და ამანაც, ნეტარებისგან, დაკემსილი ნიფხვიდან ამოვარდნილმა, აღარ იცის, ნდობა როგორ გაამართლოს, ერთია ოღონდ, იმ დუხჭირი ტვინის პატრონს, რომელშიც საღი აზრი ცხოვრებაში არ გაჭაჭანებულა, ქილიკიც შესაბამისი გამოუდის. ისე ანონიმს რომ მიებარებოდეს, ცოტა რაღაცას , ყოველ შემთხვევაში იმდენს, სიტყვა სიტყვაზე რომ სწორად მაინც გადააბას, მგონი ისწავლის.

ავტორი: ანონიმი
21.08.2010 21:45
ავტორი: osman nuri საიდან გვწერთ: xulodan
21.08.2010 12:24
მე შენგან განსხვავებით, ხაინდრავას ვერასდროს ვიტანდი. არანაირი რამსები არ არევია, რაც იყო, ის დარჩა.
რომ წერ პატივცემულო---აფხაზეთის ომის მერეო.............................
მასეთი მიდგომით ნახევარ მსოფლიოსთან უნდა გამოაცხადო ომი. თან არც ის დაივიწყო, რომ რაც მე რუსეთზე ვთქვი, ეს საუკუნეების წინანდელ ამბებს ეხებოდა და არა აწმყოს. თუ სხვა ქვეყნების მიერ ნაკეთები მსგავსი :სიკეთეები: არ გახსოვს, მითხარი და მოგწერ, თან პირობას გაძლევ, რომ 2 საუკუნის იქით არ წავალ.

ავტორი: ანონიმი
21.08.2010 21:37
მელას რაც ესიზმრებოდა, ის ელანდებოდაო..............................
ასეა აქ ზოგიერთის საქმე. თვითონ რის დაწერასაც ვერბედავენ, იმას აბრალიან სხვას.

ავტორი: ანონიმი
21.08.2010 21:17
ავტორი: osman nuri საიდან გვწერთ: xulodan
21.08.2010 12:24
ნამდვილად ვერ არჩევ ვინ რას გწერს ან არ კითხულობ. რა შუაშია ჩემთან ხაინდრავა?

ავტორი: ანონიმი
21.08.2010 21:15
ავტორი: abaaaaa საიდან გვწერთ: kl
21.08.2010 14:13
სანამ სხვისი ხელის შემყურე იქნება ეს ქვეყანა( მნიშვნელობა არა აქვს, აღმოსავლეთი იქნება თუ დასავლეთი) საშველი არ იქნება. სანამ ქვეყანა არ გამოამჟღავნებს ძალისა და სულის სიმტკიცეს, ყველა ისე მოექცევა საქართველოს, როგორც ექცეოდნენ.
......................................................
სხვა აზრი სად გამოვთქვი პატივცემულო, იქნებ მითხრათ?!

ავტორი: თამაშგარე საიდან გვწერთ: თამაშგარე მდგომარეობიდან
21.08.2010 20:03
აუ, აქ რეები ხდება?! გოგიეთი ხომ არ გაგიხდიათ?
კეთილი სალმით გაგეცლებით, ხელს არ შეგიშლით.

ავტორი: temuri
21.08.2010 19:46
ანონიმი ერთია, თუ ორნი არიან, ვერ გავიგე მთლად კარგად, მაგრამ სიმართლესთან მათი არგუმენტები გაცილებით ახლოსაა, ვიდრე მათი ოპონენტების.
სიმართლეს თვალი უნდა გავუსწოროთ, თორემ ისე არაფერი გამოვა ჩემო კარგებო.
შეუარცხმყოფელ მიმართვას ორივე მხრიდან ვგმობ.
ესეც ჩემი აზრი.
:)

ავტორი: GERMANE
21.08.2010 18:28
ეჰ ბატონო გიორგი,
აბა რა გითხრათ კომენტარად თქვენს ნაწერზე?

იმასაც კი ვერ გეტყვით რამდენი ათეული წლის თუ რამდენი ასეული წლით ადრე ხართ დაბადებული.
საცოდაობა არის უფლისაგან თქვენი გაჩენა მეოცე საუკუნეში და თან საქართველოში. რაღაცა აერია მგონია თარიღში.

ან კიდევ, უფალს არაფერი აერია, მაგრამ, თქვენ იყავით მოუთმენელი და სამყაროს ნაადრევი, შვიდთვიანი პირმშო.
მე ეს უკანასკნელი უფრო მგონია სიმართლე იყოს ....

პატივისცემით გერმანე

ავტორი: abaaaaa საიდან გვწერთ: kl
21.08.2010 14:16
შენი მეტამორფოზა ნელ-ნელა სახეზე გვაქვს. მთლიანად უკან დახევა ვერ გაგიბედია და ეტაპობრივად აკეთებ:) ეს თემურა ვიღაა კაცო. 60 წელს მიტანებული ისტორიის მასწავლებელი, რომელსაც საკუთAრი აზრი არ გააჩნია?

P.S. ანონიმსკი, ვერ მივხვდი სახელების შეცვლაში რას გულისხმობ. მე მე ვარ და ოსმანი ოსმანია. არ გჯერა? მაშინ შექმენი მორიგი კონსპირაციული თეორია

ავტორი: abaaaaa საიდან გვწერთ: kl
21.08.2010 14:13
ანონიმსკი,

ერთი რამე შეიგნეთ, სანამ სხვისი ხელის შემყურე იქნება ეს ქვეყანა( მნიშვნელობა არა აქვს, აღმოსავლეთი იქნება თუ დასავლეთი) საშველი არ იქნება. სანამ ქვეყანა არ გამოამჟღავნებს ძალისა და სულის სიმტკიცეს, ყველა ისე მოექცევა საქართველოს, როგორც ექცეოდნენ.
__________________________________
აი ამაში ასი პროცენტით გეთანხმები, მაგრამ უყურე, ამას ამბობ და მთელი ეს დღეები საპირისპიროს წერ. ნელ-ნელა შენს მეტამორფოზას
კომენტარები: გვერდი გვერდების რაოდენობა 5

ყველაზე პოპულარული