კვირა, 19 მაისი, 2013 თბილისის დრო 21:45

ბლოგები / გიორგი გვახარია

„მე თქვენი უწმინდესი არა ვარ!“

x
ტექსტის ზომა - +
კანის 64-ე კინოფესტივალი ძალიან კარგად დაიწყო. საკონკურსო პროგრამის თითქმის ნახევარია ნაჩვენები და დღესვე შეიძლება ითქვას, რომ წლევანდელი ეს პროგრამა ერთ-ერთი ყველაზე ძლიერია კანის კინოფორუმის ისტორიაში - უაღრესად ორიგინალური, უაღრესად მოულოდნელი. ფესტივალის დირექციამ თითქოს თავად ფილმების სელექცია გადააქცია შემოქმედებად...

მოულოდნელია თითქმის ყველა ფილმი, ნაჩვენები 64-ე ფესტივალის კონკურსში: ერთს ელოდები და სულ სხვა რაღაც აღმოჩნდება! სულ სხვანაირი ფილმები გადაუღია გას ვან სენტს, კიმ კი დუკს... სრულიად მოულოდნელია ძმები დარდენების „ბიჭი ველოსიპედზე“. თუმცა, პირადად ჩემთვის, ჯერჯერობით, ფესტივალის მთავარი სიურპრიზია იტალიელი მეამბოხის, პოლიტიკურად საკმაოდ ანგაჟირებული რეჟისორისა და მსახიობის, ბერლუსკონის დაუძინებელი მტრის, ნანი მორეტის ახალი ფილმი Habemus Papam.

ამ სიტყვებით აცხადებენ ვატიკანში ახალი პაპის არჩევას. „გვყავს პაპი!“ - ასე ითარგმნება ეს ფრაზა. სათაური ძალიან მნიშვნელოვანია - სათაურშივე თამაშდება მოულოდნელობა: ხალხი ნანი მორეტისგან ვატიკანის მხილებას მოითხოვდა, პოლიტიკურად მწვავე ფილმს კათოლიკურ ეკლესიაში ბოლო დროს გახმაურებულ სკანდალებზე - კორუფციასა და პედოფილიაზე. მან კი, 58 წლის იტალიელმა მეამბოხემ, გადაიღო ახალი „რომაული არდადეგები“ ვატიკანის ახლად არჩეულ წინამძღოლზე, რომელიც ჯერ მილოცვებს მიიღებს, შემდეგ კი გამოაცხადებს, რომ ეშინია, მიესალმოს წმინდა პეტრეს მოედანზე შეკრებილ ასი ათასზე მეტ ადამიანს. უფრო მეტიც, შუაგულ რომში დაცვას გაექცევა და მართლაც მოიწყობს „არდადეგებს“.

ფილმის ბოლოს მას მაინც გამოიჭერენ. თანაც, სად?! თეატრში, სადაც ჩეხოვის „თოლიას“ თამაშობენ (ირკვევა, რომ რომის ახალი პაპი ბავშვობიდან ოცნებობდა მსახიობობაზე). როცა ვატიკანის გვარდიის წევრები, იქაური ბიუროკრატები, ვატიკანის სპიკერის მეთაურობით, თეატრის დარბაზში შეიჭრებიან, ცხადი ხდება: ნანი მორეტისთვის ეკლესია იგივეა, რაც თეატრი. უბრალოდ, თეატრში მსახიობები აღიარებენ, რომ თამაშობენ, ეკლესია კი რიტუალებს აწყობს, ატარებს არჩევნებს და არსად აღიარებს, რომ მთელი ეს რიტუალიც თამაშია.

თუმცა, არც ეკლესიის მიმართ დამოკიდებულება (ნანი მორეტიმ კანში გაიხსენა, რომ კათოლიკურ კოლეჯში ისწავლა, თუმცა ისიც აღიარა, რომ არ სწამს ღმერთის), არც კათოლიკე კარდინალების მიმართ გამოხატული ირონია (განსაკუთრებით, პაპის არჩევნების სცენაში, როცა მოხუცები ერთმანეთისგან იწერენ კანდიდატის გვარებს), არც ვატიკანის მსუბუქი გაშარჟება არ არის მთავარი ფილმში „გვყავს პაპი“.

მორეტის ახალ ნამუშევარში რეჟისორი ფსიქოანალიტიკოსის როლს თამაშობს. ის მაშინ გამოჩნდება, როცა კარდინალები გადაწყვეტენ, ფსიქოანალიზის დახმარებით მოუხსნან ფობიები ახლად არჩეულ პაპს. ნელ-ნელა ცხადი ხდება, რომ ნანი მორეტი სწორედ ფროიდს უფრო დასცინის, ვიდრე რელიგიას. ფსიქოანალიზის გაშარჟება მას ფილმის მთავარი თემის გაშლისთვის სჭირდება - ძალაუფლებაზე უარის თქმა არ ნიშნავს უპასუხისმგებლობას. პაპის ფსიქოანალიტიკოსები მის საქციელს შეაფასებენ, როგორც „ინფანტილიზმს“. სინამდვილეში კი პაპი აღმოჩნდება ადამიანი, რომელსაც არ უნდა ძალაუფლება. მორჩა და გათავდა!
ნანი მორეტის ახალი ფილმის - Habemus Papam - პლაკატი

ფილმში „გვყავს პაპი“ ახლად არჩეული პაპის როლს მიშელ პიკოლი ასრულებს. არ არის გამორიცხული, რომ სწორედ მისი დამსახურებაა ნანი მორეტის ხელწერის ცვლილებაც. თავის დროზე ინგრიდ ბერგმანმა შეძლო და ადამიანურობა შემატა ცივ და სასტიკ ინგმარ ბერგმანს ფილმში „შემოდგომის სონატა“. დღეს იგივე გააკეთა მიშელ პიკოლიმ: სატირა თანამედროვე ვატიკანზე, სადაც ტყუილი მმართველობის ნორმა გამხდარა, შეიცვალა ტრაგიკომედიით ადამიანზე, რომელიც, მიუხედავად იმისა, რომ კათოლიკურმა სამყარომ „წმინდა მამად“ აირჩია, მაინც გვეუბნება: „მე თქვენი უწმინდესი არა ვარ!“

ასეთ კაცს, აბა, როგორ არ მისცემდი ხმას არჩევნებზე? მერე რა, რომ ასეთი აუცილებლად იტყვის უარს ძალაუფლებაზე, არ გამოვა აივანზე და არ მიესალმება თავის მილიონობით თაყვანისმცემელს? გაიქცევა, გაიპარება, გაწითლდება!..

ხმა მას უნდა მისცე სწორედ!

დიდი, დიდი ხნის წინ, როცა დასრულდა აკადემიაში ჩემი ჯგუფის დიპლომების დაცვა, საყვარელი პედაგოგები ერთ მწკრივში დაეწყვნენ, რათა სათითაოდ გადაგვეხადა მათთვის მადლობა. ყველას ვაკოცეთ და ხელი ჩამოვართვით. როცა მიტო თუმანიშვილს გადავეხვიეთ და კოცნა დავუპირეთ, მსუბუქად გვკრა ხელი და გვითხრა: „არა, არა, მე თქვენი ხატი არ ვარ!“ მაშინ ცოტა გვეწყინა: ხომ იცით, როგორი უხერხული მოძრაობა „კეთდება“, როცა საკოცნელად ემზადები და უარს გეუბნებიან, თუნდაც „გრიპი მაქვს, არ მაკოცოს“ შეძახილით. ეს ხომ - მით უმეტეს! წარჩინებით დაასრულე აკადემია, გინდა გადაეხვიო და აკოცო საყვარელ პედაგოგს, ის კი ხელს გკრავს და, მე შენი ხატი არა ვარო - გეუბნება.

მოგვიანებით არაერთხელ გამხსენებია მიტო თუმანიშვილის ეს რეპლიკა. ნანი მორეტის ფილმმაც გამახსენა: პაპი, რომელსაც არ უნდა იყოს ხატი! პაპი, რომელიც ქრისტიანობას აღიქვამს „ჰორიზონტალურ რელიგიად“ - ადამიანთა თანასწორობის, სოლიდარობის, სიყვარულის, უსაზღვრობის რელიგიად, და არა რელიგიად, რომელიც ჩაამწყვდიეს ბროლისჭაღებიან, ხალიჩებიან სასახლეებში, რელიგიად, რომელმაც იერარქია გადააქცია ნორმად; რელიგიად ნაირ-ნაირი ნიღბებით შემკული დიქტატორებით, რომლებიც „ჩვეულებრივ მოკვდავთ“ საქმეებს ურჩევენ, ქონებას უყოფენ, მითითებებს აძლევენ. უფრო მეტიც: ქვეყნებსაც მართავენ.

არადა, ქრისტიანობას, წესით, ასეთი კერპების ხანა უნდა დაესრულებინა. ადამიანს უნდა ეცხოვრა სამყაროში, სადაც „უწმინდესი“ იქნებოდა ერთადერთი რამ - ჭეშმარიტება. ისიც, ბოლომდე შეუცნობელი! ის, რასაც ხელით ვერ შეეხები, გემოს ვერ გაუსინჯავ, ვერ აკოცებ და ვერ გადაეხვევი. ის, რასაც ყოველი ცოცხალი არსება თავის თავშიც ატარებს.

არა, „გვყავს პაპი“ არ არის ფილმი ვატიკანსა და ეკლესიაზე. ესაა იტალიელი რეჟისორის თავისებური „რვანახევარი“, მისი აღსარება. არც პაპი, არც პოლიტიკური ლიდერი და არც ხელოვანი არ უნდა იქცნენ ბელადად. როგორც კი ცოცხალი არსება კერპად იქცევა, ეს არსება კვდება. საერთოდ, კვდება სიცოცხლე და შემოქმედება.

კვდება ეკლესიაც, რომელიც, უბრალოდ, ცუდ თეატრად იქცევა - „სანკულტურის თეატრად“, უნიჭო მსახიობებითა და ასევე უნიჭო პუბლიკით.

Tags: კინო, Cannes, კანის ფესტივალი



ყურადღება!
1 ივნისიდან რადიო თავისუფლების ქართული რედაქციის ვებსაიტზე ფორუმებით სარგებლობისთვის აუცილებელი იქნება რეგისტრაციის გავლა. დღეიდან მოქმედებს პარალელური სისტემა: ფორუმში მონაწილეობა შესაძლებელია როგორც რეგისტრაციით, ისე მის გარეშე. მაგრამ 1 ივნისიდან ფორუმებში მონაწილეობა მხოლოდ რეგისტრირებულ მომხმარებლებს შეეძლებათ.

რეგისტრაციის გასავლელად დააჭირეთ ვებსაიტის ზედა მარჯვენა კუთხეში მოთავსებულ ბმულს „რეგისტრაცია“.
ეს ფორუმი დაიხურა
კომენტარების რიგი
კომენტარები: გვერდი გვერდების რაოდენობა 2
ავტორი: დიტო
25.05.2011 13:10
"წლევანდელი ეს პროგრამა ერთ-ერთი ყველაზე ძლიერია კანის კინოფორუმის ისტორიაში - უაღრესად ორიგინალური, უაღრესად მოულოდნელი" - ამ ფრაზაზე მინდა ჩაგეკითხოთ, როგორ ფიქრობთ ეს წლევანდელი პროგრამა ფილმების მხატვრული (და სხვა) დამსახურებების გამოა საინტერესო თუ იმსკანდალების გამო რაც მოხდა? ნუ იქ ტრიერის გაუთავებელი ტინგიცობა, აქეთ პაპი და პედოფილია, ხომ არ ფიქრობთ რომ მძაფრ შეგრძნებებზე ზემოქმედებით ცდილობენ თვითონ ფესტივალის "რეიტინგის" აწევას?

ავტორი: დიმიტრი საიდან გვწერთ: Boerum Hill
24.05.2011 16:57
მე თქვენი Fun Page არა ვარ!

http://www.facebook.com/pages/%E1%83%92%E1%83%98%E1%83%9D%E1%83%A0%E1%83%92%E1%83%98-%E1%83%92%E1%83%9D%E1%83%92%E1%83%98-%E1%83%92%E1%83%95%E1%83%90%E1%83%AE%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%98%E1%83%90/176974134578

ავტორი: მაგდა საიდან გვწერთ: მაგდებურგიდან
21.05.2011 04:34
გოგის მთავარი ღირსება ის არის, რომ აფორიაქებს (ბუდორაჟიტ) როგორც მტრის, ისე მოყვარის გონებას და ეს ძალიან კარგია –– იქნებ როდისმე ისწავლონ ქართველებმა ტვინის დამოუკიდებლად განძრევაც. სტატია კი მშვენიერია, როგორც ყოველთვის.

ავტორი: როლი საიდან გვწერთ: tbilisi
20.05.2011 22:55
badnbad 19.05.2011 17:11

ირიბ შეგონებად არ აღვიქვამ ამ სტატიას, მე აქ ვხედავ უბრალოდ ოცნებას , ჭეშმარიტ აზროვნებას, თავისუფლების, უსაზღვროობის სურვილს. თუმცა დედამიწა სამოთხე არაა, გოგიმ დაწერა ერთხელ თუ პატივმოყვარე არ ხარ ღირებულს ვერაფერს შექმნი ცხოვრებაშიო, ასე, რომ თავად ყველაზე უკეთ იცის_სტატია ოცნებას გავს.

ავტორი: ანონიმი
20.05.2011 12:49
ამხანაგო გოგი, რელიგია შედეგია და არა მიზეზი.. გაითვალისწინეთ.

ავტორი: ბბ კინგ საიდან გვწერთ: ვატიკანიდან
20.05.2011 03:09
ბობ დილანიც მაგიტო არ წავიდა ვუდსტოკის ფესტივალზე. იცოდა რომ იქ გააღმერთებდნენ და ფესტივალის ბელადად შერაცხავდნენ. მაგრამ ყველას ვერ მოსთხოვ თავმდაბლობას, განსაკუთრებით მათ, ვინც თავმდაბლობას ქადაგებს.:D გოგი, მე მგონი ძაან მეამიტი ხარ. ადვილად ენდობი ადამიანებს. შენ გგონია, რომ აზრი აქვს ამათთან კამათს? ისინი მხოლოდ იმიტო გწერენ ამ კომენტარებს, რომ უნდათ ხალხი დააეჭვონ შენს გულწრფელობაში. მათ რაც უნდა უმტკიცო, აზრი არ აქვს, არ აინტერესებთ და ვერც ქაჩავენ მაგდენს. დოსტოევსკის უთქვამს: "ვინმემ რომ მათემატიკური სიზუსტით დამიმტკიცოს, რომ ჭეშმარიტება ქრისტე არ არის მე მაინც ქრისტესთან ავირჩევდი დარჩენას ვიდრე ჭეშმარიტებასთანო..." ცოტა გასაკვირია დოსტოევსკისგან ეს ფრაზა, მაგრამ ფაქტია, რომ ამ ხალხს თავისი ცხოვრების დევიზადაც სწორედ ეს იდეა აურჩევიათ და ამათთან ღირს კამათი? მართლა გჯერა ამის? ამათ არ აინტერესებთ სახარების ჩვენამდე მოღწევის ტრაგიკული ისტორია. მხოლოდ სახარება აინტერესებთ.

ავტორი: ანონიმი
20.05.2011 00:16
რამდენიმე დღის წინ კანში ნანი მორეტიმ ერთ-ერთ ინტერვიუში თქვა:
"ბევრს პაპი ღმერთის ინკარნაცია ჰგონია დედამიწაზე, ფილმში მინდოდა მეჩვენებინა, რომ ისიც ჩვეულებრივი ადამიანია მთელი თავისი სისუსტეებით".
ამბობენ ვატიკანმა ეს ფილმი დალოცა კიდეც, იტალიის კინოთეატრებში რამდენიმე თვე გადიოდა კანის ფესტივალამდე. ფილმი ოქროს პალმის ერთ-ერთ ფავორიტად ითვლება . დაველოდოთ კვირას.

ავტორი: badnbad
19.05.2011 17:11
ავტორი: roli საიდან გვწერთ: tbilisi
უნდა გეთქვათ ,,აკავშირებთო'' აბა მორეტის ჭირვეული პაპის ოინები გოგიმ მოგვაწოდა და წერილიც თვითონ გასხიპა სათაურით და დასკვნით _ ,, რელიგიად, რომელიც ჩაამწყვდიეს ბროლისჭაღებიან, ხალიჩებიან სასახლეებში, რელიგიად, რომელმაც იერარქია გადააქცია ნორმად; რელიგიად ნაირ-ნაირი ნიღბებით შემკული დიქტატორებით, რომლებიც „ჩვეულებრივ მოკვდავთ“ საქმეებს ურჩევენ, ქონებას უყოფენ, მითითებებს აძლევენ. უფრო მეტიც: ქვეყნებსაც მართავენ.

არადა, ქრისტიანობას, წესით, ასეთი კერპების ხანა უნდა დაესრულებინა. ადამიანს უნდა ეცხოვრა სამყაროში, სადაც „უწმინდესი“ იქნებოდა ერთადერთი რამ - ჭეშმარიტება. ისიც, ბოლომდე შეუცნობელი! ის, რასაც ხელით ვერ შეეხები, გემოს ვერ გაუსინჯავ, ვერ აკოცებ და ვერ გადაეხვევი. ის, რასაც ყოველი ცოცხალი არსება თავის თავშიც ატარებს...კვდება ეკლესიაც, რომელიც, უბრალოდ, ცუდ თეატრად იქცევა - „სანკულტურის თეატრად“, უნიჭო მსახიობებითა და ასევე უნიჭო პუბლიკით'' კრიტიკა, კრიტიკა ეკლესია, ჭეშმარიტება, ძიებები, ცხონებები და არცხონებები, ჭკვაზე დარიგებები და შეგონებები ირიბად და სხვა რა არის აქ დასანახი? დასკვნის გარეშე რომ ეთქვა ასეთი და ასეთ რამეზეა ფილმიო არ ეყოფოდა? არადა იცის რასაც ვამბობ მაგან

ავტორი: badnbad
19.05.2011 16:58
კაი გოგი, ჯერ მაგათ ბელადობაზე მოგვითხრე შენებურად და ეგეც მანდვეა კარგად მოჩხრიკეთ! ბრბო საით არის, რომელ მხარესო? მარჯვნივ თუ მარცხნივ?

ავტორი: 123
19.05.2011 15:12
კარგია!

ავტორი: roli საიდან გვწერთ: tbilisi
19.05.2011 13:59
უკვე ყველა სტატიას რელიაგიასთან აკავშირებენ, სახიფათოა ეგ, თქვენს ადგილას შემეშინდებოდა.

ავტორი: ვიღაცა საიდან გვწერთ: რაში გაინტერესებთ?
19.05.2011 13:43
კარგი სტატიაა და ჩემი აღნიშნვის გარეშეც, ცხადია :–)
„არც პაპი, არც პოლიტიკური ლიდერი და არც ხელოვანი არ უნდა იქცნენ ბელადად. როგორც კი ცოცხალი არსება კერპად იქცევა, ეს არსება კვდება. საერთოდ, კვდება სიცოცხლე და შემოქმედება.“ – ეს კი მართალია, მაგრამ ბრბოს რომ კერპები უყვარს, კარგ მთქმელს კიდევ კარგი გამგონეც რომ სჭირდება (მაგრამ სად არის კარგი გამგონე?) რა მოვუხერხოთ ამას, ბატონო გოგი?

ავტორი: მთავარი
19.05.2011 11:31
რელიგიით გააწყალეს გული კი არა, ეს მარგინალური უმცირესობა, ვისაც უმრავლესობის მანტია აქვს მოსხმული და ბედის ირონიით მმართველობის ტახტზე წამოსკუპებულა, ვისაც ძალაუფლების სადავეები უპყრია და ვინც ასე დაუნდობლად გააწამა ხალხი და ქვეყანა, სულ პანჩურებით უნდა გაგრეკოთ, მეტი გზა არ არის :დ
როგორც აღმოჩნდა - ბუნებით სუსტის მართველობა დიდი ბოროტება ყოფილა:(((( როცა ქვეყანა დალაგდება, ფეხზე დადგება და თქვენს კუთვნილ უმცირესობის ადგილს დაიკავებთ ამ ქვეყანაში, მემგონი მერეც ჩვენი თავის ტკივილი იქნებით, რომ ვინმემ უსამართლოდ არ დაგჩაგროთ. თქვენი პრობლემა ისაა, რომ ეპოტინებით იმას, რაც თქვენი საქმე არ არის, რაც უმრავლესობის გასაკეთებელია. ფატალურად მძიმედ რომ არ დამთავრდეს თქვენთვის და ჩვენი ქვეყნისთვის ეს თითქმის კომიკური ამბავი, დროზე გადაეცით მმართველობის სადავეები მის კანონიერ მფლობელს! ჰაიტ, თქვე ეშმაკის ფეხებო!!! :დ

ავტორი: lena საიდან გვწერთ: Tbilisi
18.05.2011 23:20
VIVE LE CINEMA!!!

ავტორი: ანონიმი
18.05.2011 21:49
სად ვნახოტ ეს ნანი მორეტი? გოგი გააწყალე რა გული ამ რელიგიით.მეტს ვერარ ქაცავ თუ გიკვეტავენ?

ავტორი: badnbad
18.05.2011 20:28
ავტორი: teo
18.05.2011 09:15
საინტერესოა ახალი ,,კერპ-ბელადების'' ამბავი. მათი, ვინც მათზე ადრე მყოფ ბელადებს თხრიან, იმათ ვისი ლოზუნგიც იყო ,,დედას მოვკლავ, მამას მოვკლავ თუ პარტია მიბრძანებს!'' დღეს რას იტყვიან? - დედას და მამას ჩავრეცხავ თუ გოგის ,,თავისუფალების სული'' მიბრძანებს (თუ არა გოიმი ვარ), ან იგივე ლოზუნგი, თუ ,,ლადარია-კალანდიები'' და მათნაირები მიბრძანებენ?! არადა ბელადებს ხან უწვერო სასულიეროებში წითელ მაშიებიანებთან აძებნინებენ ხალხს და ხანაც წვერიან სასულიეროებში, იდეურ-ფსიქო-პოლიტიკურ ბელადებს დასცხე გოგი თუ შნო გაქვს, თუ შენ სხვაგან კრეფავ? ეს კინოც რომ ,,სასულიერო'' მოძებნე რაო, არ გადაუხვიოვო თუ ფულს მაგაში იძლევიან დღეს?! როგორც არუნდა დაკეცოთ მასე შლით მაინც. კინო, კინო გვინდა, აზრს ჩვენ გამოვიტანთ როგორმე, ნუ მასწავლი საით გავიხედო და რაფრად დავინახო, ნუ მაძებნინებ დამნაშავეს რა თავი ისედაც დიდი ხანია უკვე ახალ საბჭოეთში მგონია, ეს ,,ფსიქოანალიზი'' დასკვნას გავს და ჯვარის დასმაა, სხვანაირად ვისაც ეფიქრება ისეთები საით ჩავალაგოთ? და ბატონი ბ. მართალიც არის!
პასუხი

ავტორი: გოგი გვახარია
18.05.2011 22:49
ბოდიში, კალანდია ვინ არის? მე ლადარია ვიცი, ჯგერენაია, ზედანაია.. მაგრამ კალანდია რომელია?

ავტორი: ბ.
18.05.2011 11:11
ავტორი: teo 18.05.2011 09:15
მაგეებზე გოგი დუმს. მარტო თევზაძეს წაეკინკლავა. (აქ სხვათაშორის თევზაძე მაგრად დაგოიმდა)
ისე რა ქნას ამ გოგიმ რაააა... მაგას კი ავიტანდით, აი მთელი ნევროტული ნარცისების ბრიგადა ერთად კოლონასავით რომ არ დადიოდეს აზრებით იქეთ აქეთ. ამ კოლონას დაუმატე მერე ჩემო ბატონო კომსომოლები (ტაბულა და რამე.. ) მერე კიდევ ეს გაურკვეველი ჯურის მუდამ მაგინებელი და შეწუხებული უკმაყოფილოები, (ანტისასტავი), ვინმე ინწილიგენციის პლაკატით ხელში, (ეს სრული კოშმარია, როგორ იყენებენ ამ ყოფილი* ხელოვანების სახელებს) და მითხარით, - სადაა ადგილი, სადაც ფეხის დაბიჯება შეიძლება?

* ადამიანები, რომლებიც უკვე კარგა ხანია ხელოვნებას ვეღარ ქმნიან, ამ იმ თუ რა მიზეზით , ან არც არასოდეს შეუქმნიათ, მაგრამ წარმტებულნი იყვნენ, არის გულისამრევი ამ ბრიგადების და კომსომოლების მიერ მათი გინება. საერთოდ ამ თემის გავრცობა არის საზოგადოების ინფანტილურობის, არაფრის მაქნისობის, იმპოტენციის ნიშანი. ვინც ასეთ თემებს აგდებს სახრავი ძვლებივით მის უკან რაიმე პოტენცია, ან დადებითი ენერგია იმალებოდეს გამორიცხულია.

ავტორი: teo
18.05.2011 09:15
ბატონო გოგი, ხვალ გურამ დოჩანაშვილის წიგნის პრეზენტაციაა, დღეს ძალიან ბევრ ქართველი და არაქართველი მკითხველია მასზე უზომოდ შეყვარებული. გვინდა არგვინდა, კარგად ვიცით, რომ ნებისმიერი მწერლის შემოქმედება ერთგვარი დამოძღვრაა, საკუთარი აზრის გამოთქმის საშუალებით, და რაკი ჩვენ მას ვეთანხმებით, ან სურვილი გვიჩნდება ,,გაადამიანურების'', ჩვენ ის მგონი ,,გავაკერპეთ''?! ეს უკვე თქვენეული ,,ცოდვა'' უნდა იყოს?! ,, არც პაპი, არც პოლიტიკური ლიდერი და არც ხელოვანი არ უნდა იქცნენ ბელადად. '' და სად არის სიყვარულის ადგილი? თქვენ რა იცით ვის ტვინსა და გულშია ის სიყვარული და ვის ტვინში ,,კერპ-ბელადი''? ამასაც ,,თავისუფლების ინსტიტუტის'' ჭეშმარიტად რომ ბელადები ადგენენ? ახალი ბელადები სულით ხორცამდე იმ თვისებებით, რასაც ეს სახელი ატარებს, ლადარია-კალანდიები, სხვები და სხვები, მათი ანაფორიანი და უანაფორო ,,სულიერი მამები'',, ილიას უნივერსიტეტიდან''? ამ ბელადებზე რას გვეტყოდით, რომლებიც ცხვრის ფარასავით მართავენ ბავშვებს და ქმნიან ახალ ტვინებს ახალი ადამიანებისთვის? ესენი არ იწერებიან იმ კერპებში თქვენ რომ დასაგმობად გაგიმეტებიათ? ია თქვენ, საკუთარი თავი დიდიხანია მოგწონთ საკუთარი ნააზრევით? თქვენს ხმაშიც შეპარულია თქვენეული ,,მორალის'' უპირატესობა და დამოძღვრის სურვილი, ძალიან ადვილად მაკრიტიკებელი, ყოველთვის ეჭვს იწვევს და ეს თქვენც კარგად იცით, ის ან ძალიან ჭკვიანად მიიჩნევს თავს და თავს ,,იკერპებს'', ან სულელია (მაგალითისთვის, მესტატიენი ,,რადიო თავისუფლებიდან''-გიორგი მაისურაძე და სხვები) გაფრთხილდით! შესაძლოა თქვენც იქით გქონდეთ მიდრეკილება და ვერ გრძნობდეთ, ესეც ერთგვარი ნარცისიზმია, საკუთარი აზრებით ტკბობის ნარცისიზმი, იქნებ ხალხიც კარგა ხანია თქვენ და მათ ზომავს უკვე თავიანთი საზომით და ამ ხალხში უკეთესი ტვინები აზროვნებენ საიმისოდ, რომ გაარჩიონ ,,კერპი'' ადამიანისაგან, სიყვარული ავადმყოფობისაგან და ა. შ...

ავტორი: ლაზი საიდან გვწერთ: ლაზარეთიდან
18.05.2011 05:14
იგივე პარალელი შეიძლება გაივლოს ათას სხვა სფეროზეც.
ამბობენ ნემო ბურჭულაძე თურმე ისე ვერ შეეგუა მინისტრობის ცხ სტილს რომ ფეხით დადიოდა კაი ხანი სამსახურში, ხოლო მძღოლი მანქანით მისდევდა და ეხვეწებოდა ბტ ნემო დაბრძანდით ავტოში სირცხვილიაო.
კანის ფესტს ვუყურებდი და ვფიქრობდი რამდენი "აბეზალოვკების" გაკეთება მოუწიათ ჯოლის და პიტს, თუნდაც მხოლოდ შესვლის დროს.
უფლისწული და მათხოვარიც ხო ეგ იდეაა პრინციპში.
რას იზამ გოგი ჯან, წესი წესიაო გამიგია.
ისე მუდამ მეცინება ხოლმე როცა მამაოს ამდენი ხალხის თანდასწრებით გახდიან, მერე რაღაც ბრჭყვიალა რამეებს აცმევენ პატარძალივით და დაატარებენ ეკლესიის ირგვლივ ჩხაკა-ჩხუკებით.
არა მგონია თავად იესოს მოსწონებოდა ეს რიტუალი. მას ხომ "ჯვალო" ეცვა.
ძაან მომეწონა კერპების შესახებ ქომენთი. გაგლამურულება მართლა არ უხდება მართლმადიდებლობას.
"მოყვარეს პირში ვუძრახეო", იქნებ ამ თვალით შეგვეხედა ამ სტატიისთვის ? რომელიც სახეში გაწნულ სილას უფრო ჩამოგავს, თუმცა არა მგონია რამე შეიცვალოს, მას შემდეგ რაც ფარაონებმა პირამიდები დადგეს კაცობრიობა იერარქიაზე შორს ვერ წავიდა.

ავტორი: გიორგი ავალიშვილი საიდან გვწერთ: თბილისი
18.05.2011 03:09
ისე გოგის ეს ბლოგიც, მარტივად რომ ვთქვა, ძალიან მაგარია.
ბატონი გოგი კი, როგორც ყოველთვის, მოწოდების სიმაღლეზეა....

ავტორი: გიორგი ავალიშვილი საიდან გვწერთ: თბილისი
18.05.2011 03:04
ავტორი: ბენო საიდან გვწერთ: ფონიჭალა
18.05.2011 00:58

ე.ი გვახარია ყოფილა ნეო- ნაცისტი... ამაზე უდღეური შეფასება გვახარიაზე ცოტა გამიგია. აშკარად შემფასებლის "მაღალ-ინტელექტუალურ" აზროვნებას მოწმობს გვახარიას ნეო-ნაცისტობა. რას იზამ ბონდო აზროვნებს და ეგ არის.
არადა, აქამდე ვიცოდი, რომ გოგი გვახარია თურმე პედოფილი ყოფილა და განსაკუთრებით 10 წლამდე ბავშვებს ეტანება. ამასთან დაკავშირებით რას ფიქრობთ ბონდო? საინტერესო იქნება თქვენი "მაღალ-ინტელექტუალური" შეფასება ამ მიმართულებით.
აბა თქვენ იცით გაგვახარეთ თქვენი "ინტელექტებით"......

ავტორი: teplos საიდან გვწერთ: chitral, pakistan
18.05.2011 01:45
non e uno stinco di santo

ავტორი: ბენო საიდან გვწერთ: ფონიჭალა
18.05.2011 00:58
მუსიე გოგი ეთაყვანება კათოლიკეებს, მაგრამ მუსიე გოგი დასცინის მართლმადიდებლებს. მუსიე გოგი საკუთარ თავს ლიბერალად თვლის, მაგრამ მუსიე გოგო უფრო ნეო-ნაცისტია თავისი აზროვნებით და მენტალიტეტით.

ავტორი: eto
18.05.2011 00:38
მე მაინც მგონია, გოგის კინოზე მეტად რელიგიაზე წერა უყვარს... თუ ურჩევნია...

ავტორი: badnbad
17.05.2011 21:57
მუსიე გოგი! კონსტანტინოპოლის პატრიარქზე რას გვეტყოდით? თუ თქვენ მხოლოდ აქაურები ,,გეკერპებათ'' ?! იქაც მოოქროვილი მიტრები და თვალმარგალიტოვანი შესამოსელებია და კანდელები ბრდღვიალა ჭაღებიც არის, და ბევრი სხვა რამეც, (უკვე რომელი საუკუნიდან მოყოლებული) ათონზეც ასეა და იერუსალიმშიც, რომ აღარაფერი ვთქვათ ვატიკანის ჩაქცეულ ქონებაზე, ეს საზომია მათი სულების თქვენის ერუდირებით და ღრმა რწმენით თუ ჟამის ჟამიდან დადგენილი ეტიკეტის ნაწილი ათასი ჯურის სტუმრის მიღება-გასტუმრებისათვის თუნდაც. ან ვინ გაზომა ვის ვინ უყვარს და თუ ვის ვინ ,,იკერპებს''? რაღაც ძალიან მარტივად მიაიარლიყეთ ამბები, და სად დაგეკარგათ ,,ფსიქოანალიზი''?

ავტორი: alicia საიდან გვწერთ: germania
17.05.2011 16:02
უაგრესად დიდ პატივს ვცემ ბატონ გოგი გვახარიას და მივესალმები მის გაბედულობას(რაც არასდროს არ აკლდა).დიდკტატორულ რეგიმსი რა გასაკვირია რო გადატანიტი მნისჰვნელობიტ ეხებიან ამა ტუ იმ პრობლემას.საკარტველოსი კიდე არა მარტო დიკტატურა არამედ რელიგიური ფანატიზმია გამეპებული.

ავტორი: GERMANE
17.05.2011 11:58
ბატონო გოგი, ხომ იცოდით, რომ თქვენს ნაწერს როგორც პატრიარქის კითხვის ქვეშ დაყენებად "გადაგითარგმნიდნენ"?
აქ, ცვენთან არ ესმის ხალხს, რომ საქმე ლიდერებს და კერპებს ეხება.
ვერ ხვდებიან, რომ სტატია კერპომანიის წინააღმდეგია და ამით ძირეულად ქრისტიანულ-ორთოდოქსულია.
რატომ?
იმიტომ რომ, თავად უფალმა ბრზანა - არა გყავდეთ კერპებიო.
სააკაშვილი კერპია.
ბევრისთვის ბევრი სასულიერო მოღვაწეა კერპი - მაგრამ, ეს არაა ისე მნისვნელოვანი.
ამ სტატიაში საქმე საზოგადოების კერპებს ეხება ზოგადად.

არ სცე თაყვანი კერპებს - ამაზე მეტი ქრისტიანული აზრი ვის გინახავთ?

საქმე იმაშია, რომ კერპებს ეშინიათ ამგვარი აზრებისა და ადამიანებს, რომელთაც კერპები ყავთ, ესინიათ "უპატრონოდ" დარჩენისა.
კერპთაყვანისმცემლობა ბევრისთვის სიყვარულის გრძნობის განცდის ერთადერთი საშუალებაა.

ავტორი: ანონიმი
17.05.2011 11:04
გოგის როგორ აქვს სახელი გატეხილი. ძლივას კინოზე დაწერა და ესენი მაინც ეკლესიაო. კინოზე რომ ეწერა ადრეც, მაშინ ასე არ იქნებოდა.

ავტორი: კატო
17.05.2011 02:08
ავტორი: nino საიდან გვწერთ: tbilisidan
16.05.2011 22:52
ჩემი აზრით არანაირი მორალური უფლება არ გაქვთ შორიდან, ეკლესიის გარედან ისაუბროთ გაღმერთებაზე და ეკლესიის "პრობლემებზე"

მაპატიეთ ნინო, მაგრამ უაზრობას ლაპარაკობთ. ეს ეკლესიის დამცველების საყვარელი არგუმენტია: თუ მორწმუნე და ეკლესიური არ ხარ, არ გაქვს ეკლესიის კრიტიკის უფლება. თქვენ რომ ებრაელებს აკრიტიკებთ, რომლებმაც ქრისტე ვერ გაიგეს, ამის უფლებქა გაქვთ? თქვენც ხომ არ ხართ იუდეველი? მაშინ გახდით იუდეველი ან რომელიმე სხვა რელიგიის მიმდევარი და მხოლოდ ამის მერე აკრიტიკეთ ეს რელიგიები. სრული უაზრობაა რასაც წერთ. კრიტიკის უფლება ყველას აქვს. ეს ეკლესია ჩვენი საზოგადოების ნაწილია და ყველას უნდა აწუხებდეს შიგ რა ხდება, მორწმუნესაც და ურწმუნოსაც. თქვენ თვითონ რომ არ აყენებთ არავის და ყველას საქმეში ცხვირს ყოფთ, ეგ რაღა არის? ეკლესია დღეს საზოგადოების ცხოვრების ყველა სფეროში ერევა. რატომ აქვთ მორწმუნეებს ყელაფერში ცხვირის ჩაყოფის ულფება და არარელიგიურებს არა? მოკედ, აზრზე მოდით ცოტა. სანამ გჯერათ რომ არსებობს ავტორიტეტები, რომელთა კრიტიკა არ შეიძლება, მანამდე თქვენი საქმე არ იქნება კარგად...

ავტორი: ერთი ვინმე სტროსკანისტი
17.05.2011 01:58
არც დომინიკ სტროს კანია უწმინდესი მაგრამ იქნებ ის მაინც თქვათ რომ გამოძიების დაწყებამდე და სასამართლოს დამთავრებამდე კაცის დამნაშავედ გამოცხადება ტელევიზიებით, რადიოთი და მასობრივი ინფორმაციის ბეჭდვითი საშუალებებით ამ კაცის ჯერ მორალური მკვლელობის ტოლფასია და ეს ჯერ მალე შეიძლება ნამდვილ ლინჩის წესით მკვლელობაში, გულის გახეთქვაში, დამბლის დაცემაში ან თვითმკვლელობაში გადაიზარდოს. ასე დაემართა მიტერანის (ფრანსუას) ერთ-ერთ პრემიერ მინისტრ, მართალია წარმოშობით არა ებრაელ არამედ უკრაინელ ბერეგოვუას რომელსაც რაღაც მაქინაციებს აბრალებდნენ და მან შუბლში ტყვია იტკიცა. მიტერანი მერე ძალიან დარდობდა და იძახოდა რომ არ შეიძლება ადამიანის ღირსების ძაღლებისთვის მიგდებაო, ამბობდა ამას და ილანძღებოდა, ლანძღავდა ბერეგოვუას მლანძღველებს. ესეც დემოკრატიაა და ამის მნიშვნელობა იქნებ გააგებინოთ თქვენ მსმენელებს...და თქვენც გაიგოთ...

ავტორი: ანონიმი –9
16.05.2011 22:55
კი მაგრამ ეს მორეტი ვინ არის ეტალონია? გოგის ალბათ ისეთი უწმინდესი მოეწონება რომელიც ჰომოსექსუალებს გეი–პარადის ჩატარების ნებას მისცემს... როგორ წაქცეულები ვართ? გვახარია ინტელექტუალური ელიტა და ...

ავტორი: nino საიდან გვწერთ: tbilisidan
16.05.2011 22:52
ბატონო გოგი, როდესაც ადამიანს არ აქვს სიყვარული, მას სხვისი სიყვარულიც არ ესმის და შესაბამისად, რაც არ ესმის, იმას არ იღებს.. (გონია გადაჭარბებული, გამოგონილი და ა.შ.) ეს, ჩემზე უკეთ მოგეხსენებათ, რომ მარტივი ჭეშმარიტებაა.. ამიტომ, არ მგონია დიდად სასარგებლო იყოს თქვენთვის ამის (უსიყვარულობის) აფიშირება და მაპატიეთ, მაგრამ ცოტათი უგუნურებაც მგონია გააკრიტიკო რაიმე თუნდაც იმიტომ, რომ შენ არ გესმის, თქვენ ეს არ გეკადრებათ, ჭკვიანი და განათლებული ადამიანი ბრძანდებით და მეტი მოგეთხოვებათ.

ასევე, ნუ იტყვით, რომ ეს საქართველოს პატრიარქისკენ მიმართული მინიშნებებით არ არის დაწერილი.. უბრალოდ უხერხული იქნება ამის დაწერა, ჯერ მარტო სათაურიდან ჩანს ყოველივე.. და თუ ეს თქვენი სურვილი არ ყოფილა, მაშინ არც ამგვარ სათაურს დაწერდით და არ დაუშვებდით ხალხს დარჩენოდა "რძალო შენ გაიგე" შეგრძნება, ესეთი რამ შემთხვევით არ მოგივიდოდათ, თქვენ ჭკვიანი ადამიანი ბრძანდებით..

და მესამეც, მესმის, რომ ალბათ არ ხართ მორწმუნე, არც უფლის სიყვარული გაქვთ, რადგან რიდიც გექნებოდათ სულ ცოტა, ერის სულიერი მამის მიმართ, ამიტომ თუ ეს ყოველივე სიმართლეა, მაშინ ჩემი აზრით არანაირი მორალური უფლება არ გაქვთ შორიდან, ეკლესიის გარედან ისაუბროთ გაღმერთებაზე და ეკლესიის "პრობლემებზე".. თუ მართლა გინდათ და გული შეგტკივათ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ბედზე, მაშინ ერთი ორ წირვას მაინც დაესწარით, ცოტა უფრო ჩაუღრმავდით, წაიკითხეთ წმ. მამათა ცხოვრება, მოისმინეთ.. და შემდეგ ისაუბრეთ ეკლესიის პრობლემებზე.. არ გაინტერესებთ მაინც, იქნებ და რა ხდება.. :) ადამიანი ეკლესიაში სიყვარულს და მადლს რომ არ პოულობდეს, იქ, კათოლიკური ეკლესიების მსგავსად, არც არავინ ივლიდა (სამწუხაროა, მაგრამ ფაქტია) ასე რომ თქვენ ნუ სწუხხართ მრევლის პრობლემებზე, გახდით მრევლი და აი შემდეგ იმსჯელეთ, მადლობთ.

პ.ს. და კიდევ, ადამიანს რისი დანახვაც სურს იმას დაინახავს მხოლოდ, რაც არ უნდა მის წინ სასწაულები მოახდინო (ასევე დაემართათ ებრაელებსაც ..) ამიტომ იქნებ კარგად დააკვირდეთ პატრიარქს რამდენად თავმდაბალი და უბრალო ადამიანია, სწორედ ამიტომ უყვარს იგი ესე ძალიან ხალხს.

ავტორი: ia საიდან გვწერთ: tbilisidan
16.05.2011 20:35
შესანიშნავია ბატონო გოგი, რელიგიაზე ტავს შევიკავებ. მომხიბლა ფრაზამ ძალაუფლებაზე უარის თქმა არ ნიშნავს უპასუხისმგებლობას. თუ ადამიანები დავთმობთ ძალაუფლების სიყვარულს, მაგრამ პასუხისმგებლობას არ გავეექცევით, გადავრჩებით აქაც და იქაც. ეს ჩემი აზრია. მომიტევეთ ესოდენი გაკადნიერება.

ავტორი: gesho საიდან გვწერთ: gaRmidan
16.05.2011 18:37
ნამდვილი ამბავი.

ზურა ჟვანიასა (მაშინ პარლამენტის თავმჯდმარე) და მიშა სააკაშვილთან შეხვედრაზე სკოლიდან ფრიადოსნები წაიყვანეს. მასწავლებელმე ბავშვები ჩაამწკრივა და როგორც დაარიგეს, ლიდერშიფის შემოსვლაზე ტაში დასცხეს.
ზურას გაეცინა: - მიშა, ნახე რა კარგიაო.
- ვა, რა მაგარიაო, მიშამაც კვერი დაუკრა, კარგია ტაშს რომ გიკრავენო.
- მოდი კიდე შემოვიდეთო - ზურამ.
გავიდნენ, შემოვიდნენ.
ბაშვები გამო***ევდნენ, ტაში აღარავის დაუკრავს.

ესეც დიდი ხნის წინ იყო.

ავტორი: Manana საიდან გვწერთ: Tbilisi
16.05.2011 17:31
very witty, actually, as usual... wanna say, you are the best!!

ავტორი: mari
16.05.2011 15:54
batono gogi...iseve rogorc sxva dros, dgesac arachveulebrivi stumari gkavdat..ver tsarmoidgent, rogor mamshvidebs tqveni stumrebis kureba da mosmena,rom aseti xalxi kidev arsebobs saqartveloshi, torem telearxebis mixedvit mxolod ganatleba da kultura ki ara, iumoric ki gaqra da gadagvarda....zalian, zalian mikvars paraskevi sagamos 00:00 saati pativiscemit...mari

ავტორი: KRI საიდან გვწერთ: TBILISI
16.05.2011 14:34
სიკვდილით უფრო ადვილია პატივი მოგაგონ და იყვნენ შემწყნარებლები :))

რა თმა უნდა ესეც ფორმ და ილუზორულად როგორც ბევრი სხვა რამ ჩვენს რეალობაში


ავტორი: nann საიდან გვწერთ: nn
16.05.2011 14:09
მომეოწნა წერილი მორეტის ფილმის ნახვის სურვილი გამიჩნდა, როდის და სად შეიძლება ნახვა ნეტავ..

ავტორი: Nan საიდან გვწერთ: tbilisi
16.05.2011 12:49
ხომ არ შეგიძლიათ გამცეთ პასუხი, როდის შევძლებთ ამ ფილმის ნახვას?

ავტორი: მ.ბ. საიდან გვწერთ: თბილისი
16.05.2011 12:48
სტატია ძლიან მომეწონა, ალბათ ფილმი კიდევ უფრო საინტერესო სანახავი იქნება და ამავდროულად ჩვენთვის ახლობელი პრობლემებით.
ჩემთვის საინტერესო ის ფაქტიც არის, რომ ამ რპობლემას შეეხო იტალიელი რეჟისორი.სამხრეთელებისათვის დამახასიათებელი ტემპერამენტი, რელიგიურ მგრძნობელობაშიც საერთო ყოფილა.
ჩემი აზრით საჯარო აღიარებისგან,თაყვანისცემისგან გაქცევა,გადახვევისას ,, მსუბბუქი ხელის კვრა” შეაურაცმყოფელი რეპლიკა კი არ არის, არამედ ზომიერებისკენ, გულწრფელობისკენ ლტოლვის , მანიშნებელია.და საერთოდ ბატონი გოგის სტატიდან გამომდინარე, გამიჩნდა აზრი რომ ეს ფილმი თავისუფლებას ეძღვნება

ავტორი: me საიდან გვწერთ: space
16.05.2011 12:44
ერთი რაც შემიძლია ამ სტატიაზე ვთქვა არის ის რომ ჯერ ფილმს უნდა უყურო და მერე წაიკითხო, იმდენად რამდენადაც ბატონმა გოგიმ უკვე ყველაფერი მოგვიყვა თუ რა ხდება ფილმში და ისიც არ დაგვიმალა როგორ მთავრდება.

ავტორი: NATIA საიდან გვწერთ: Bristolidan
16.05.2011 11:18
მე ჩემს" რძალოზე "ვამბობ და სხვამ სხვა თქვას თუ უნდა. . . .

კარგი სტატიაა და მაგ ფილმს მეც ვნახავ!

ავტორი: NATIA საიდან გვწერთ: Bristolidan
16.05.2011 11:13
მაშ, " მულო შენ გეუბნები, რძალო შენ გაიგონეო"-ო !

კერპად ვისაც მოაჩნია თავი, იმას მანერებიც და მისი თანმდევი ეტიკეტიც შერჩეული აქვს ! . . . ყოველ შემთხვევაში თმაგაჩეჩილი და მოუწესრიგებელი , "კერპთაყვანისმცემლებს" არ ეჩვენება. . . . არავითარ შემთხვევაში ! ! ! იმ უბრალო მიზეზის გამო, რომ "კერპებს" ამის დრო და საშუალება [სტილისტი ?! :)))] , დიახაც რომ აქვთ !

ამით იმის თქმა მინდა, რომ ჩვენი "თმაგაჩეჩილი" შორასაა მაგ კომპლექსისაგან ! . . . მე ასე ვფიქრობ !

ავტორი: ლაზი საიდან გვწერთ: უიმედობიდან
16.05.2011 11:07
ტიტუუ, ამ სტატიას რა ომი მოყვება წარმომიდგენია უკვე.
გოგიიი, გაგათუთბერიძებენ !!!!!!
:))))))

ავტორი: ბადრი
16.05.2011 08:27
მოკლედ გოგი კანში თუ არ წავიდა კინოზე არ წერს,კარგია გამიხარდა,ველოდები ახალ ფილმებს მაგრამ ეს ბორკილებიანი სურათი ან გააღიავეთ ან გვერძე გაწიეთ ტეხსტს ფარავს და ვერ იკითხება ეგ ადგილი,გოგის ბლოგიდან ერთი სიტყვის ვერ ამოკითხვაც დიდი დანაკარგია

ავტორი: thursday
16.05.2011 07:43
like, like, like

ავტორი: იდიოტოკრატიის მინისტრი საიდან გვწერთ: ტიფლისი
16.05.2011 04:10
კერპები და ბელადები ჭირდება ქართველ ხალხს ახლა. რას ვგულისხმობ:
იმას, რომ ჰგონიათ ესაა მათი საუკეთესო მდგომარეობა! ზარმაცები!
”ის მოგვცემს”.
”ის ამბობს და (ალბათ) ასეცაა”.
”ის გადაგვარჩენს”.
არავინ არაფერს არ აძლევს ისე თუ ვინმე არ ითხოვს შესაბამისს.
და არავინ არავის არ გადაარჩენს.
იფიქრე, იმოქმედე და გადარჩები!
რომელ ფიქრზე და მოქმედებაზეა საუბაი მკვდარი სულები დაბოგინობენ გზააბნეულად...

ისე: მულო შენ გეუბნები, რძალო შენ გაიგონეო, თუ როგორაა ეგ? ;)

ავტორი: ანონიმი
16.05.2011 01:32
როგორ ვეთანხმები თქვენს ამ სიტყვებს, ბატონო გოგი, ვერ წარმოიდგენთ და ვცდილობ ამის ახსნას და დამტკიცებას ადამიანებისთვის, მაგრამ ჯერჯერობით უშედეგოდ. ქრისტიანობას, წესით, ასეთი კერპების ხანა უნდა დაესრულებინა. ადამიანს უნდა ეცხოვრა სამყაროში, სადაც „უწმინდესი“ იქნებოდა ერთადერთი რამ - ჭეშმარიტება. ისიც, ბოლომდე შეუცნობელი! ის, რასაც ხელით ვერ შეეხები, გემოს ვერ გაუსინჯავ, ვერ აკოცებ და ვერ გადაეხვევი. ის, რასაც ყოველი ცოცხალი არსება თავის თავშიც ატარებს.

ავტორი: პაპავამ საიდან გვწერთ: თბი'ლისი
16.05.2011 01:28
იშვიათად იწერება კარგად და სწორად..მეღიმება სიამოვნებისგან..ოქრო კაცია ბატონი გოგი მე თუ მკითხავთ :)

ავტორი: badnbad
16.05.2011 00:37
კინოზე წერს? ამ ერთი მიმართულებით ისევ და ვითომც თანაც კინოზედ? არადა ერთიც ვნახოთ მართლა რომ უყვარდეს იმ ხალხს ის ვინმე და არც რომ ,,კომპლექსებიანი უნიჭოები'' იყვნენ, ძალიანაც რომ კარგად იცოდნენ ვინ უყვართ და რატომ? ასე რომ იყოს მერე? ჩვენო გოგი თქვენი წერილი ისევ ცუდად კარგია! ზედმეტი ისტერიის გამო, ცოტა მეტი მოჩვენებებია სადღაცისკენ!
კომენტარები: გვერდი გვერდების რაოდენობა 2

ყველაზე პოპულარული