ხუთშაბათი, 20 ივნისი, 2013 თბილისის დრო 07:18

ბლოგები / გიორგი გვახარია

ოქროს უნიტაზის ხიბლი

x
ტექსტის ზომა - +
”ბახი თავის მოსწავლეებს სთხოვდა მიდგომოდნენ ინსტრუმენტულ ხმებს, როგორც პიროვნებებს, ხოლო მრავალხმიან ინსტრუმენტულ ნაწარმოებს, როგორც საუბარს ამ პიროვნებებს შორის. თანაც მოითხოვდა, რომ ყველა მათგანს თავის დროზე ელაპარაკა და თუ არაფერი ჰქონდა სათქმელი, სჯობდა ჩუმად ყოფილიყო და თავის რიგს დალოდებოდა” (ეიზენშტეინი)




მთავრობასთან ერთად ხშირად მიწევს ყოფნა. თითქმის ყოველდღე. ერთად ვცურავთ ვაკის აუზზე.

ერთად ვცურავთ, ერთად ვიხდით და ვიცვამთ. პირადად მე იქ, გასახდელში, არაერთხელ დამისკვნია - მცირეოდენ განსხვავებას თუ არ ჩავთვლით, ყველანი ერთნაირები ვართ - ჩინიანებიც და უჩინონიც.

მაგრამ ეს მხოლოდ გასახდელში. აუზიდან გამოსვლის შემდეგ კი მთავრობა სხვანაირად იქცევა ხოლმე. ზოგიერთს აქ ხვდება დიდი შავი ჯიპი, საიდანაც გადმოსული დაცვის ბიჭი კარს უხსნის და ელოდება - სანამ ”პიჟამოიანი მინისტრი” ფეხს აწევს და შავ მანქანაში შეძვრება.

საშინლად მაინტერესებს, როგორ ამართლებენ ამ მიზანსცენას. რა ვნებაა ეს - იცოდე, რომ ათასი კაცი გიყურებს, როგორ უჭირავთ შენთვის მანქანის კარი და ეს გსიამოვნებდეს, მოგწონდეს ”ზევიდან ქვევით ყურება” და ძალაუფლების დემონსტრირება. რა ტრავმამ განაპირობა ეს მამაძაღლობა? და როგორ შეიძლება კაცი, რომელსაც ასეთი ტრავმები აქვს, რაღაცას მართავდეს?

არადა მეორე, ამის საპირისპირო ვნებაც ხომ არსებობს? სურვილი, იგრძნო თავი ისეთად, როგორიც სხვაა, ცოტა ხნით მაინც დატოვო, მიაგდო შენი პერსონა და სხვას შეუერთდე? ვიღაც ამ გრძნობას სიყვარულს ეძახის, ვიღაც თანასწორობის ეროტიკას. ეიზენშტეინი, საერთოდ, ექსტაზს უწოდებდა, მისი კოლეგა, რუსული კინოავანგარდის ყველაზე დაუფასებელი რეჟისორი, ლევ კულეშოვი კი ამბობდა, კინოკამერას უყვარს მხოლოდ და მხოლოდ ის მსახიობი, რომელსაც პირდაპირი მზერა აქვსო.

ეს პირდაპირი მზერა ლაკმუსია. თუკი ადამიანს პირდაპირ ყურება შეუძლია, იგი არც კარს დაუჭერს ვინმეს და არც სხვას მოსთხოვს ასე მოემსახუროს. თანაც, არასამუშაო საათებში, სახალხოდ.

რა ვიცი, ასე მგონია. ყოველ შემთხვევაში, ჯერ არასდროს შევმცდარვარ ადამიანების მზერებში. ბოლოს და ბოლოს თავს კინემატოგრაფისტად მივიჩნევ და ასე კარგად არც არაფერი მისწავლია ცხოვრებაში.

ვაცლავ ჰაველის პირადი მდივანი, რომელსაც ზოგჯერ ”ჰაველის მრჩეველსაც” უწოდებენ, ვლადიმირ ჰანზელი, გასულ კვირაში ჩეხეთში ”წითელი ზონისთვის” გადავიღეთ (ვაცლავ ჰაველზე ვამზადებთ გადაცემას). კარლოვი ვარის კინოფესტივალზე იმყოფებოდა, სადაც მისი ცოლის, დოკუმენტალისტის, ფილმს აჩვენებდნენ.

ეს კარლოვი ვარი, თავისი გაუთავებელი კიბეებით და ციცაბო ბილიკებით, ჯოჯოხეთია ჩემი კუნთებისთვის. ძლივს მივაღწიე იმ ადგილამდე, სადაც გადაღება დაგვინიშნა - სასტუმრო ”ბრისტოლთან”. ცოტა ხანში აღმოჩნდა, რომ აქ ორი ”ბრისტოლია”, ერთს ”ბრისტოლი” ჰქვია, მეორე სასტუმროს - ”ბრისტოლ პალასი”. დაგვირეკა, თქვენ ”პალასთან” ხართ, შეგეშალათ, მაგრამ ჯანდაბას თქვენი თავი, მე თვითონ მოვალო. სრულიად ბუნებრივად მივიჩნიეთ მისი გადაწყვეტილება. მანქანით მოიყვანენ ალბათო, დაასკვნა ჩემმა პროდიუსერმა.

რამდენიმე წუთში მოვიდა. ფეხით ამოიარა ციცაბო აღმართი დაახლოებით 60 წლის კაცმა, ზურგჩანთით, ”სანდლებით” და პირდაპირი მზერით... ინტერვიუ რომ ჩავწერეთ, ფესტივალზეც ვისაუბრეთ ცოტა, ვურჩიეთ, აუცილებლად ენახა კრისტიან მუნჯიუს ”ბორცვებს მიღმა”, რომელსაც მეორე დღეს აჩვენებდნენ კონკურსგარეშე პროგრამით.

მუნჯიუს ფილმზე ბილეთები გაყიდული აღმოჩნდა. არადა ორი საათით ადრე მივედით კინოში. მოლარემ გვითხრა, შესასვლელთან სპეციალური რიგია. ადგილები თუ დარჩა, ხალხს შეუშვებენ და იქიდან სცადეთ შესვლაო. სხვა რა გზა გვქონდა. მიუხედავად იმისა, რომ ”ბორცვებს მიღმა” უკვე ნანახი მქონდა კანში, ძალიან მინდოდა წლის საუკეთესო ფილმი ”ზონელებსაც” ენახათ.

სეანსის დაწყებამდე რამდენიმე წუთით ადრე ჰანზელიც მოვიდა. ხელი დავუქნიე, მაგრამ არ ვიცი, ვერ დამინახა თუ მოერიდა რიგის დარღვევა. დადგა ”უბილეთოების რიგში” თავისი ზურგჩანთით. მერე კინოდარბაზის სტაფმა იცნო, გამოელაპარაკნენ. სკამი მიუტანეს და ასე დასვეს, რიგში.

დარბაზში ჩვენც შევაღწიეთ და ჰანზელმაც. ვუყურებდი კრისტიან მუნჯიუს ფილმს ძალაუფლების პერვერსიულობაზე და ვლადიმირ ჰანზელზე ვფიქრობდი... ჰანზელზეც და ვაცლავ ჰაველზეც, რომლის დაკრძალვაზე პრაღელმა კოლეგებმა მითხრეს, ისე მოკრძალებულად და სადად დაემშვიდობა ჩეხეთი, რომ მარტო ამის გამო წამოგივიდოდა ცრემლიო... ვფიქრობდი ჰაველის ძმაზე, რომელიც - ერთ-ერთი ყველაზე მდიდარი კაცი ჩეხეთში - მიყრუებულ სოფელში ცხოვრობს (ივან ჰაველიც გადავიღეთ ”ზონისთვის”)... ულოფ პალმეც გავიხსენე. მერე მიხეილ სააკაშვილი, შევარდნაძეზე რომ ქილიკობდა, მისმა დაცვამ ქუჩები გადაკეტა და ხალხს პრობლემები შეუქმნაო და, რა თქმა უნდა, ის მინისტრები, აუზზე რომ დადიან ჩემთან ერთად გრანდიოზული შავი ჯიპებით... ასე, ფიქრში, ის სცენა გამახსენდა, შარშანწინ რომ გათამაშდა ჩემს თვალწინ სტოკჰოლმის ერთ პარკში, რომელიღაც უფასო როკ-კონცერტზე. ლუდისგან სრულიად გათიშული შვედები, ბარბაც-ბარბაცით დგებოდნენ დახლთან კიდევ ერთი კათხა ლუდის საყიდლად. ზოგი, იქვე, ხესთან შარდავდა კიდეც, მაგრამ... რიგს მკაცრად იცავდა. პირველად ვნახე მთვრალების რიგი! მობარბაცე კაცების კარგად ორგანიზებული რიგი...

ამიტომაცაა, რომ შვედებმა დაიმსახურეს ულოფ პალმეს მსგავსი ხელისუფალი.

ვაცლავ ჰაველი დაიმსახურეს ჩეხებმა - შრომისმოყვარე და ”სადა” ჩეხებმა... ასე რომ დავცინოდით პრაღაში ”ესთეტი ზონელები”, ეს რანაირად იცვამენ, როგორი უგემოვნო ხალხიაო.

ჩვენ კიდევ... ჩვენ, ეტყობა, დავიმსახურეთ ეს მარაზმი - ფეოდალი-ხელისუფალი, რომელსაც ან ოქროს უნიტაზზე ჯდომა უყვარს, ანდა, უბრალოდ, სიამოვნებს, როცა თავის ვნებაზე ათამაშებს ქვეყანას... პირდაპირ არასდროს იყურება და ზევიდან დაგვცქერის.

რაც მთავარია, ჩვენ, ეტყობა, დავიმსახურეთ იმ საზოგადოებაში ცხოვრება, რომელსაც მოსწონს ზევიდან რომ უყურებენ და ფულის ჩამოყრას ჰპირდებიან.

არადა ამ მამაძაღლობისგან განთავისუფლება ადვილზე ადვილია - რიგში დგომა და პირდაპირ ყურება უნდა ვისწავლოთ!

Tags: ბლოგი, გიორგი გვახარია, უნიტაზი



ყურადღება!
1 ივნისიდან რადიო თავისუფლების ქართული რედაქციის ვებსაიტზე ფორუმებით სარგებლობისთვის აუცილებელია რეგისტრაციის გავლა.

რეგისტრაციის გასავლელად დააჭირეთ ვებსაიტის ზედა მარჯვენა კუთხეში მოთავსებულ ბმულს „რეგისტრაცია“. (რეგისტრაციის გავლის შემდეგ ელექტრონული ფოსტით მიიღებთ ავტომატურ შეტყობინებას. ყურადღება მიაქციეთ, შეტყობინება თქვენი ელექტრონული ფოსტის spam-ში ხომ არ აღმოჩნდა.) კომენტარის დასაწერად არ დაგავიწყდეთ საიტზე შესვლა.
ეს ფორუმი დაიხურა
კომენტარების რიგი
კომენტარები: გვერდი გვერდების რაოდენობა 4
ავტორი: viva სომხური ოცნება
31.07.2012 12:33
ავტორი: mari საიდან გვწერთ: US
თუ საქმიანად შევხედავთ, ბიძინა მართლა ტყუილად ირჯება, მაგრამ თუ გავითვალისწინებთ, რომ უკვე არ იცის რითი დაკავდეს, უნდა ვივარაუდოთ რომ ერთობა. ცოტა ძვირი და უმადური გართობის ფორმა აირჩია, მაგრამ რას გაუგებ? სამაგიეროდ მოწინავე მწველელთა ბრიგადა დაასაქმა! ისეთი მარჯვე მწველელები ყავს დაქირავებული, მამალი თხის მოწველაც კი არ გაუჭირდებათ. ხალხი რა ბნელიც იყო ისეთივეა. არავის უკანალის აწევა და საქმის გაკეთება არ უნდა და ათშაურად ხმასაც გაყიდის და ოჯახსაც. სახელმწიფოზე აღარ ვლაპარაკობ, ცნობილია რომ სახელმწიფოებრივი აზროვნება ბნელეთში არ არსებობს.

ავტორი: viva სომხური ოცნება!
31.07.2012 12:21
ჩემი აზრით, ის შავჯიპიანი მინისტრები გახდისას ცოტა ფრთხილად უნდა იყვნენ, ეშმაკს არ ძინავს, პირდაპირ იყურება და რიგში დგას... "ჟოპასტენკაა" !!! ;)

ავტორი: mari საიდან გვწერთ: US
31.07.2012 09:11
კი, ნამდვილად ვეთანხმდები იმას რომ საზოგადოების უმრავლესობა სწორედ ასეთ ხელისუფლებას იმსახურებს, ვუთანაგრძნობ მცირე, დარჩენილ ნაწილს; მგონია რომ ბიძინა ტყუილად ირჯება, მასას არაფერი ეშველება, ძალიან დაბალი თვითშეგნებისაა და მოთხოვნაც ასეთი აქვს ხელისუფლებისადმი.

ავტორი: mokalake საიდან გვწერთ: tbilisi
27.07.2012 13:57
ანგელოზი საღორეშიც ანგელოზია,
ღორი კი სამოტხეშიც ღორია

დენდრონი

ავტორი: დავითი საიდან გვწერთ: თბილისი
27.07.2012 13:32
ზოგი ასეთ აუზში და ასეთ წყალში ჩასვლას თავს აარიდებდა

ავტორი: ანონიმი
25.07.2012 22:52
ოქროს უნიტაზით ადამიანების ცდუნება იყო ნეპის და მისი ბუში პერესტროიკის იდეოლოგიის უმნიშვნელოვანესი ნაწილი! ჩვენ შეგვეშვით და გამდიდრდით, გაღორდით და კისერი გიტეხიათ,ჩვენ ვიქნებით ხელისუფლებაო,ღრიალებდა პარტიის ლუბიმჩიკი ბუხქარინი! პერესტროიკის ერთ-ერთმა იდეოლოგმა ლევ ტმოფეევმა 1980-ანი წლების "იზვესტიაში" წამოროშა რომ საბჭოთა კავშირი კოტრდება იმიტომ რომ ყველამ ყველაფერი ჩაიჯიბა და არავინ არაფერზე პასუხს არ აგებს ეხლა ეს ჩაჯიბული ქონება დავუკანონოთ მათ კერძო საკუთრებად და ყველაფერი ოკ იქნება ავშენდებითო! ეგ იყო ბოლშევიკი ჯალათი გაიდარის შვილიშვილი ეგორუშკას და ჩუბაისის პრივატიზაცია. ამიტომ ეცა საბჭოთა მაფია გამსახურდიას რატომ არ გვიკანონებ იმ ნაქურდალს რასაც გორბაჩოვი გვიკანონებსო. ამიტომ ანგრიეს საქართველოს მთავრობის სახლი და არა სამშობლოზე უფრო მაღალი ჭეშმარიტების გამო,ოქროს უნიტაზის გულისთვის! ბევრმა მიიღო. მერე კიდევ გეტყვით ორ სიტყვას თუ მაცალეს,იცოცხლეთ.

ავტორი: ირმა საიდან გვწერთ: ....
24.07.2012 20:43
ბედნიერია ერი,რომ ერთი ადამიანი მაინც მოეძებნება ვინც, ცნობადობის მიუხედავად, რიგში ჩადგება!
ისე, მე ცნობადი არ ვარ თორემ სულ რიგში ვდგები, არც ქუჩებს ვანაგვიანებ
P.S არ შეიძლება გოგისტი გავხდე?:)

ავტორი: gvanca საიდან გვწერთ: tbilisi
22.07.2012 01:22
გოგი-ძალიან ჭკვიანი და საინტერესო ადამიანი.

ავტორი: ანონიმი საიდან გვწერთ: ნანა
20.07.2012 20:33
ავტორი: ნინო
20.07.2012 17:42

ზოგი კომენტარი ძალიან არასასიამოვნო და შეურაცხმყოფელია და ამ ადამიანებმა თავის თავში ჩაიხედონ და ისე წერონ კომენტარები
=============================================
გეთამხმებით,თან ბლოგს სათაურად "ოქროს უნიტაზში ჩარეცხილთა რექვიემი"უფრო მოუხდებოდა))))

ავტორი: ნინო
20.07.2012 17:42
ზოგი კომენტარი ძალიან არასასიამოვნო და შეურაცხმყოფელია და ამ ადამიანებმა თავის თავში ჩაიხედონ და ისე წერონ კომენტარები. უზრდელობა იარლიყებს მხოლოდ თქვენ გაკერებთ, გოგი გვახარიას მაგით არაფერი დააკლდება. მართლაც, რა გასაგებად წერს გოგი და რატომ არის ასე ძნელი გასაგები?!

ავტორი: სომხური ოცნება
20.07.2012 16:22
ავტორი: nnn საიდან გვწერთ: tbls
20.07.2012 10:54
სანამ ქართველი საზოგადოება არ შეიცვლება ამ ქვეყანაში ყველაფერი დატრიალდება კარუსელივით უბრალოოდ შეიძლება პიროვნებები შეიცვალოს ხელისუფლებაში თორე სისტემა და მიდგომა იგივე დარჩება. ჩვენივე ხსნა ჩვენსავე ხელშია!
---------------------------------------------------------------------
გეთანხმებით,მაგრამ სანამ ბატონი გოგი და ძმანნი მისნი საზოგადოების ,მოვლენის კრიტიკის ნაცვლად ვინც პირადათ არ მოწონს იმის კრიტიკას არ მოეშვება ასეთ მოჯადოებულ წრეზე ვივლით სულ...

ამის ოქროს უნიტაზი ცუდია,იმის ოქროს უნიტაზს არაუშავს,არ დამინახავს-ორმაგი სტანდარტია აბა რა ჯანდაბაა?

ავტორი: სომხური ოცნება
20.07.2012 16:12
არგუმენტების მეტი რა მაქვს დელფინა,უფ უკაცრავად პინგვინა...მაგრამ ცოტა შენც მომეხმარე,გაანძრიე ფილტვი...ეს რუსი ოლიგარქი ახლა ერთ-ერთ თანამედროვე უმაღლეს სასწავლებელში ჭკვიან ბავშვებს თანამედროვე განათლებას აძლევს...პინგვინმაც რომ გგახსნას დაწყებითი განათლების სკოლები,(სამ კლასამდე)მხოლოდ მივესალმები მასეთ რუს ოლიგარქს....

ავტორი: BATMAN
20.07.2012 16:04
რატომ გახდა უნიტაზის თემა ასეთი აქტუალური???-ჩარეცხილებო ოქროს უნიტაზში ჩაირეცხებით თუ ჩვეულებრივ უნიტაზში რა მნიშვნელობა აქვს თქვენთვის?)))

ავტორი: nnn საიდან გვწერთ: tbls
20.07.2012 10:54
ტყუუილად არ თქმულა რასაც ვიმსახურებთ ისეთი ხელისუფალი გვყავს... სანამ ქართველი საზოგადოება არ შეიცვლება ამ ქვეყანაში ყველაფერი დატრიალდება კარუსელივით უბრალოოდ შეიძლება პიროვნებები შეიცვალოს ხელისუფლებაში თორე სისტემა და მიდგომა იგივე დარჩება. ჩვენივე ხსნა ჩვენსავე ხელშია!

ავტორი: დელფინა საიდან გვწერთ: დელფინარიუმიდან
20.07.2012 09:28
ავტორი: სომხური ოცნება -ჩილელ პინგვინებთან
14.07.2012 16:05 "იქედენ გაუშვეს ახლა კარგ საქმეს აკეთებსო" რომელ კარგ საქმეს გულისხმობ?-ამ კითხვაზე პასუხი რატომ ვერ გაეცი პინგვინ? ჩილეში რომ ეპატიჟები ხალხს? სხვა არგუმენტი არ გაქვს და უაზრო ქილიკზე გადადიხარ - იქნებ "მანდატურების დახმარებით ტალახის აბაზანები" გერჩია? ვაი თქვენს პატრონს!

ავტორი: პლატონი საიდან გვწერთ: აკადემია
18.07.2012 14:43
არ ღირს ევროპის ასე გაიდიალება, იდეალური საზოგადოება არც იქ არის.

ავტორი: mia საიდან გვწერთ: berlin
16.07.2012 21:48
ბატონო გოგი,
ამდენ უაზრო და თან საოცრად გრძელ კომენტარებს კითხულობთ? ან საერთოდ ვინმე თუ კითხულობს? ;-)

ავტორი: ანონიმი
16.07.2012 19:21
ეგ რიგი შენი შექმნილია და პირველიც ალბად შენ იდგები.მერე კი შენნაირები მოგყვებიან... რიგში დისტანცია დაიცავით, თორემ ტანსაცმელი დაგეკუჭებათ.

ავტორი: miseenabyme საიდან გვწერთ: planeta venera
16.07.2012 09:22
აბა ქალებო ( კაცებმა მაპატიეთ, ყველამ თავისი მკვდარი იტიროსო, ნათქვამია) რიგში! წინ ოქროს უნიტაზისკენ! როგორც სულცხონებული ვორჰოლი იტყოდა, თხუთმეტი წუთით მაინც, ქალური შურის ობიექტებად ვიქცეთ!

ავტორი: ანონიმი
15.07.2012 17:52
გოგი გვახარია არის ადამიანი რომელსაც ყველა ეპოქაში ჰქონდა საკუთარი აზრი და აკეთებდა თავის საქმეს, კარგადაც.ზოგიერთებისაგან განსხვავებით მონადირის ძაღლივით სახლში რომ არ ვარგოდნენ და სანადიროდ გარბოდნენ- მსახიობი, რეჟისორი, მომღერალი,მოჭადრაკე და ფეხბურთელი ყველა ცდილობს გააკეთოს ის, რისიც არაფერი გაეგება ,ვერ ხვდებიან რომ თავის სათქმელს იმ საქმით უფრო კარგად იტყვიან რაც იციან. ყოჩაღ ბატონო გოგი ასე გააგრძელეთ.

ავტორი: ანონიმი
15.07.2012 16:50
ამას წინ დაწერეს რომ კრემლის კეთილშობილმა ლიბერალმა ხაზეინებმა გორბაჩოვის თამადობით (მოადგილე შევარდნაძე იყო) გადაწყვიტეს საბჭოთა საქართველოს პარტიულ-სამეურნეო-კულტურულ -ქურდული აქტივისთვის ოქროს უნიტაზების და სახალხო ქონებად გამოცხადებული სიმდიდრის;მათ შორის მიწების,სახლ მუზეუმების,ისტორიისა და კულტურის ძეგლების ჩამორიგება. ხოდა გამოხტა თურმე პატიაშვილზე და და იაპონჩიკ-ჯაბაზე უფრო სოციალისტი გამსახურდია და ხელი შეუშალა. ხოდა არ ერგოთ ოქროს უნიტაზები ძმებ შენგელაიებს;ხაინდრავებს,კიტოვანს,რევაზ ჩხეიძეს,პროფ.ნ.ლომოურს და ა.შ. და აისხეს კალაშნიკოვები ამ უნიტაზების მოსაპოვებლად. ზოგმა მოიპოვა და ზოგი ეხლაც ბორგავს დანაპირები მომეცით თორე სერგეი კოვალიოვს მოგისევთო. ასეთიცაა უნიტაზების გულისთვის საბჭოთა ზარბაზნით დანგრეული თბილისის და საქართველოს ისტორია თურმე. იცოცხლეთ, რათ უნდოდა ამას ამხელა მარჩიელობა.

Грузия в период меритократии
("Грузия online", Грузия)
Гела Васадзе

© РИА Новости
Комментарии:15

04/07/2012Прочитать позже



В последние годы советской власти Грузия оказалась вовлеченной в небывалый по масштабам эксперимент. Правящая элита Союза решила посмотреть на примере одной союзной республики, как будет протекать процесс перехода от социализма к рыночной экономике, или иными словами, закрепление за тогдашней правящей элитой собственности, находившейся под контролем государства. Для проведения подобного эксперимента в Грузии были все основания - максимально развитая, насколько это было возможно в условиях социализма, теневая рыночная экономика, резкие антисоветские настроения, особенно после трагедии 9 апреля, достаточно высокий уровень бытового национализма. Для того, чтобы привести к власти антисоветские силы, было достаточно им не мешать и любезно предоставить в пользование типографию Центрального Комитета партии. Что и было сделано. Результат не заставил себя ждать - на выборах в Верховный Совет республики победила антисоветская коалиция «Круглый стол - Свободная Грузия», возглавляемая ставшим к тому времени горячо любимым вождем, сыном классика грузинской литературы, бывшим диссидентом Звиадом Гамсахурдиа.

Результат эксперимента оказался крайне неудовлетворительным. Диссидент и антисоветчик Звиад Гамсахурдиа оказался большим социалистом, чем члены бюро ЦК Компартии Грузии, и наотрез отказался приватизировать народную, то бишь государственную собственность. В итоге пришлось запускать, заблаговременно созданные механизмы разрушения государственности Грузии, ну а потом рухнул Советский Союз, и все оказались перед лицом новой реальности.

ავტორი: სომხური ოცნება
15.07.2012 12:43
კარგი ეკონომიკური პროგრამაა,ვერაფერს იტყვი...ერგნეთის ბაზრობის აღდგენას და ამით საქართველოს ეკონომიკის აყვავებას რა სჯობს?...მსოფლიოს ეკონომისტები და ინტელექტუალ-კრიტიკოსები, ჯერ შოკში არიან და ხმას ვერ იღებენ ასეთი გენიალური მიგნების შემდეგ...ასეთია მსოფლიო ტენდენციები თანამედროვე ეკონომიკაში,ბირჟებმა და ინტერნეტ აუქციონებმა თავისი დრო მოჭამა,ბაზრობების დრო ბრუნდება...ყველაფერი ახალი, არის კარგად დავიწყებული ძველი და მიხარია,რომ ეს ყველაფერი ერგნეთიდან დაიწყება...
----------------------------------------------------------------------

რაც შეეხება ოქროს უნიტაზს, ოქროს უნიტაზი გოიმობაა,ახლა შუშის ტყვიაგაუმტარი უნიტაზია მოდაში...

გამჭვირვალეცაა და უსაფრთხოც....შუშის ხიდები,შუშის სამინისტროები და პოლიციის შენობები,შუშის სასახლეები,შუშის ხელისუფლება და შუშის ოპოზიცია....

მაგრამ აქაცაა განსხვავება,შუშის შენობა და შუშის უნიტაზი ხელისუფლების აშენებულ-გაკეთებული თუა,მაშინ ცუდია,ხალხის ფულითაა ნაყიდი, თან უხარისხო და დიქტატორული შუშისგან მზადდება.

ყველაფერი დიამეტრალურად საწინააღმდეგოდაა ,როცა საქმე ოპოზიციის,ან უბრალოდ "გაზულუქებული მარიაჟების" შუშის შენობებთან და უნიტაზებთან გვაქვს,ის კერძო ფულითაა ნაყიდი,დემოკრატიულია და ალერგიას არ იწვევს ჯდომის დროს...თან უფრო შესაფერის ადგილას მონტაჟდება...ჯდება ლანდშაფტში მოკლედ...

ამიტომ როცა დიდი ინტელექტუალი და საზოგადოდ აღიარებული კრიტიკოსი ხარ,ხელისუფლების შუშის უნიტაზი უნდა ამოიღო მიზანში....ოპოზიციური, ან "ჩვეულებრივი მეტიჩრების" უნიტაზები აბა რა შენი საქმეა...ხვალ რომ მოვიდეს ოპოზიცია სათავეში რას შვები?...სამსახური და არსებობა ხომ გინდა?....დადგები მერე და ისევ ხელისუფლების,(გუშინ რომ ოპოზიცია იყო), უნიტაზს გააკრიტიკებ.თან დასძენ ხალხო ეს რა გვემართება,ეს რა მოჯადოვებული წრეა,ეს რა საზოგადოება ვართ,რომ ხელისუფლებას შუშის ტყვიაგაუმტარი უნიტაზები ვერ მოვიშალეთ,ეტყობა ამას ვიმსახურებთო......წაუგებელი საქმეა,თან სულ დასაქმებული ხარ...ნებისმიერი ხელისუფლების პირობებში...ასე ხდები თანდათან გამობრძმედილი უნიტაზოლოგი და შენი საქმის კარგი სპეციალისტი...

მოკლედ უნდა გეზიზღებოდეს ორმაგი სტანდარტები,თავად სამმაგით იხემძღვანელო...თაყვანისმცემლები თუ გინდა არ მოგაკლდეს მსხვერპლზე უნდა წახვიდე....აბა ამ "მარიაჟებს" სამარე თუ მოაშლევინებს შუშის ბრონირებულ უნიტაზს,იქ ვეღარ იმარიაჟებენ....

ისე, ჩვენში დარჩეს და შუშის უნიტაზი შუშის უნიტაზია,გინდა ხელისუფლების ყოფილა და გინდა ოპოზიციის.... რა აზრი აქვს?

ავტორი: მიწიერი საიდან გვწერთ: ხანაც ყველა მხრიდან
15.07.2012 02:06
პათოსი ასეთია და გავივლი ბეწვის ხიდზე!თითქოს უფალი ასეთი ბრიყვია: ეთქვას წუმპეში მობანავე მამაოებისთვის ესენი ჩემი ღორები არიანო.ჩემი უფალი მაღალი ღმერთი შემხედვარე, შემდეგნაირად იტყოდა:
წესიერი კაცი წესიერი მამაოს სწორი ვერ იქნებაო,.:მაგრამ,არა წესიერი მამაოს სწორი თვითონ ეშმაკიაო!
პ.ს.წესიერი კაცის გადმოსახედიდან,რათქმა უნდა ოქროს უნიტაზის ხიბლში ხართო და თქვენი არჩეულიაო და გადაირჩიეთო!
პ.ს.ძალაუფლება:რაც მალე მიდიხარო,მით ბევრი მიგყვებაო!ჩემთვის სამართლის საქმნელად ერთი ღამე და ერთი დღეო და შენ ნიჭიერს რამდენი გაცადოთო?

ავტორი: ანონიმი
14.07.2012 22:33
ხომ ვერ მეტყვით ვინ მიუსაჯა ლაშა ბუღაძეს ცხოვრება იმ ქვეყანაში რომელიც სძულს? რატომ აძლევს ის თავს მამამისივით ნიჭიერი მხატვრის და მოაზროვნის აღმზრდელი ქვეყნის ამერიკული ფულით მასხრად აგდების უფლებას? პატივი მაქვს მოგახსენოთ რომ საქართველო არც ოქროს უნიტაზი არაა! და საერთოდ არც უნიტაზია და არც თუნდაც გენიოსი მხატვრის მიერ დახატული პისუარი! ცემა გმართებს გამზრდელისა ყრმა რომ ნახო ცუდად ზრდიულიო. ვიცი რომ დიდად მნიშვნელოვანი შემოქმედებითი და სახელმწიფო-საზოგადოებრივი მოღვაწეობით დაკავებული მამამისი ამის გასაზრდელად ვერ იცლიდა და ამის გამზრდელის ძებნის თავი და დრო არ მაქვს. მოკლედ მოხერხებულად ჩაიკეტა,მე გავილანძღები და მე ვერ გამაკრიტიკებენო. ტყუილა გონია;მასაც მიუკაკუნებს ცელიანი დედაბერი! მოკლედ უთხარით რომ ენა დააყენოს ვიდრე ეგ ენა ჭირგუშანით გაუწმენდიათ. ვითომ პოლიტიკურ მოწინააღმდეგეებს ლანძღავს და ლაფში სვრის იმას რასაც ბაბუამისიც აშენებდა სხვათა შორის(გარეშე ბაბუა მაინც,თუ დაფიქრდება მიხვდება ვიზეცაა ლაპარაკი, არაა აღუა). ისე მაგ რადიოსაც მართებს დაფიქრება თვითონ რომ არ მოიწამლოს მისი მიკროფონიდან მომდინარე შხამით. იცოცხლეთ და გაიხარეთ ლაშა ბუღაძის გარეშე ბაბუას საყვარელ საქართველოსთან ერთად!

ავტორი: სომხური ოცნება
14.07.2012 16:05
იმასაც გონია,რომ ისწავლა ლექსი...გამოვა მერე ტელევიზორში და მაინც ეშლება...კიდევ გადაიმეორე არ გაწყენს...

პინგვინები დახოცილან ჩილეს სანაპიროზე,სამძიმარზე არ მიდიხართ ჩილელ პინგვინებთან?

ავტორი: უი საიდან გვწერთ: გო
14.07.2012 14:19
ავტორი: სომხური ოცნება
14.07.2012 13:07 ავტორი: ანტინაცი (არამეოცნებე) საიდან გვწერთ: აქედან 13.07.2012 09:14
პინგვინს ნუ დაემსგავსები.წაკითხულიდან შინაარსის გამოტანა ისწავლე....ერთად ივარჯიშეთ შენ და იმან...)))-მეორეჯერ წავიკითხე, იგივე აზრზე ვრჩები-ერთი გოდორი ასპირინი ვერ გიშველის-რას ნიშნავს "იქედენ გაუშვეს ახლა კარგ საქმეს აკეთებსო" (ბენდუქიძე)არა ერთი გოდორი ცოტაა...რომელ კარგ საქმეს გულისხმობ? პუტინის დავალებით რუსებისათვის საკუთრებებს რო იძენს და უკვე შეძენილებს რომ კურირებს იმას? არა თქვებნნაირების საშველი...

ავტორი: სომხური ოცნება
14.07.2012 13:07
ავტორი: ანტინაცი (არამეოცნებე) საიდან გვწერთ: აქედან
13.07.2012 09:14

პინგვინს ნუ დაემსგავსები.წაკითხულიდან შინაარსის გამოტანა ისწავლე....ერთად ივარჯიშეთ შენ და იმან...)))

ავტორი: მიშა
14.07.2012 03:50
თანამედროვე ცნობილი ფიოლოსოფოსი, სლავოი ჟიჟეკი თუ არ ვცედები ტელეკომპანია არტესთან საუბარში ასკვნიდა: უნიტაზების ფორმა ირიბ კავშირშია დომინანტ კულტურებთანო.
ანუ, კულტურების თავისებურებებმა უნიტაზების დიზაინშიც ჰპოვა გამოვლინება.

მაგალითად ის ამბობდა, რომ ძველი გერმანული უნიტაზები ძირითადად თეფშის ფორმისაა, რადგან გერმანელბს წესად ჰქონდათ/აქვთ დილაობით ხანგძლივი "რიტუალი", საკუთარ ექსკრემენტებზე დაკვირვება სხვადასხვა ავადმყოფობების აღმოჩენის მიზნით.
რაც გერმანულ ფიქრიან და რაციონალურ ხასიათს უსვამს ხაზს.

ფრანგულ უნიტაზებში უფრო რევულუციური სული იგრძნობა - სადაც ექსკრემენტები სასწრაფოდ უნდა ჩაირეცხოს!

უკვე თანამედროვეობაში ყველგან ფართოდ გავრცელებულ ანგლოსაქსური კულტურის გავლენით დამზადებულ უნიტაზებში კი ექსკრემენტები წყალში ცურავენ.

საინტერესოა საქართველოში როგორი დიზაინის უნიტაზებია ძირითადად გავრცელებული?



ავტორი: cici-art საიდან გვწერთ: tbilisi
13.07.2012 23:50
ბატონო გოგი , ყოველთვის გამოირჩევით სწორი ანალიზის უნარით როგორც ხელოვნებაში ასევე ზოგადსაკაცობრიო საკითხებში.წარმატებებს გისურვებთ და მოუთმენლად ველოდები თქვენს საინტერესო პუბლიკაციებს. პატივისცემით თქვენი ერთგული მსმენელი და მაყურებელი

ავტორი: tutuci საიდან გვწერთ: satutucetidan
13.07.2012 22:32
საქმე იმაშია რომ საქარველოს მოსახლეობა დამოუკიდებლობის მიღების დღიდან ესე უაზროდ და სამარცხვინოდ იქცევა და ამის მიზეზად კი მუდამ სხვებს მიიჩნევს

სულ სხვისკენ გაწვდილ თითს, ამის ბრალია იმის ბრალიაო არასოდეს არ ერთვის თვითკრიტიკა

როცა გვეცინება იმაზე რომ ევროპელები მოსაშარდადაც კი რიგში დგანანო, გვავიწყდება რომ ჩვენ ეკლესიაშიც კი ურიგოდ ვცდილობთ მადლი ბარათების დატვირთვას

ქვეყანაში სადაც ადამიანებს ელემენტარული ყოფითი კულტურა არ გააჩნიათ რა განვიტარება-წინსვლაზეა საუბარი.

სამწუხაროა მაგრამ ქართველები ძალიან უსუსურები აღმოვჩნდით დამოუკიდებლობისა და თანამედროვე ცხოვრების გამოწვევების წინასე, არანაიაირი უნარ-ჩვევები არ აღმოგავჩნდა იმისა რომ ქვეყანა ქვეყანად გვექცია

შეხედეთ ბალტიისპირეთის ქვეყნებს, რა ისინი არ იყვნენ რუსული გავლენის ქვეშ? მაგრამ ქვეყნის სიყვარულმა და სოციალურმა აზროვნებამ იმდენი ქნა რომ ახალი ევროპის ამაყი და ჩამოყალიბებული წევრები არიან

ცვენ? ჩვენ კიდევ აგერ უკვე 20 წელია ვიხრჩობით ჭაობში, ვარკვევთ ვინ ჯობია მიშა თუ ედიკა, ბიძინა თუ კობა... ვის ვესროლოთ ქვა, ვის ტყვია, ვის ზარბაზანი... რამდენად გავყიდოთ ქვეყანა, რუსი რომ 2000ს მაძლევს იქნებ სხვამ 2200 მომცეს????

ნეტავ რა დააშავა ჩვენმა ქვეყანამ ისეთი რომ ჩვენ ვერგეთ შვილებად

მაგასაც ეშვე;ება, მივაყიდით ხვალ

ავტორი: ლირიკოსი
13.07.2012 19:51
უზრდელობაზე ევროპელებიც ჩივიან. თუ პრესას სერიოზულად წაიკითხავს ვინმე ნახავს რომ უზრდელობა და თავხედობა ევროპელების ალბათ მესამე პრობლემაა ეკონომიკური კრიზისისა და ტერორიზმის შემდეგ. XIX საუკუნის ტერორისტებს უნდოდათ ღმერთისაგან მიწის განთავისუფლება და მისი გადაქცევა გაღმერთებული ადამიანის საცხოვრებლად სადაც ლენინი გაიკეთებდა თავის ოქროს ჩეჩმას. მერე მხატვარმა ავანგარდისტებმა დაიჟინეს ნერვებზე მოგვშალა ამ მოსასპობმა ტრადიციულმა კულტურამო.სიახლე ჯერაც გაუგონარის კეთებაა და ჩვენც ნოვატორები ვართ ვლეწოთ მუზეუმები და თვითმფრინავებით და მატარებლებით ვიფრიალოთო. იფრიალეს ვიდრე მოვიდა ქრისტეს რეინკარნაციად გამოცხადებული ლსდ-გურუ ტიმოტი ლირი და მისი ბანდა. მერე კი დაიწყო პერესტროიკა...ეხლა ისევ საჭირო გახდა ნეოლითური რევოლუცია. მაგრამ რევოლუციებთან ფრთხილად, ნეოლითური ევოლუცია ჯობია! ნელ ნელა დავიწყოთ ჯერ დოლმენების შენება. მერე გზაც გამოჩნდება.

ავტორი: ნინო საიდან გვწერთ: ლანჩხუთი
13.07.2012 12:02
საოცარი წერილია, იმოქმედა ძალიან. სიმართლე მოქმედებს ყოველთვის. მოსემ ეგვიპტიდან გამოყვანილი ებრაელები 40 წელი ატარა უდაბნოში და აღთქმულ ქვეყანაში მხოლოდ მომავალი თაობა შევიდა, მოსეც არ შესულა, ანუ გონების გაწმენდაა მთავარი... პირდაპირ მზერა და რიგში დგომა... ღვედის გადაკვრა კიდევ, როცა მანქანაში ჯდები... და ათასი რამ... რაც ზრდილობის, მორალის, ადამიანური წესიერების ჩარჩოებში ჯდება... ჰო, უნდა ვისწავლოთ, მაგრამ ჩვენმა წინაპრებმა რაკი იცოდნენ, გამოდის, უნდა გავიხსენოთ...

ავტორი: მთაწმინდელი
13.07.2012 10:23
anonims
ბატონი ზვიადის გამოსვლაც მახსოვს რადიოთი, რუსებს რომ სიყვარულს უხსნიდა (სხვათა შორის კოსტავას ეს არ ჩაუდენია) და რაც ზ.გ-მ დაგვმართა, ამის ანალიზის დრო არ არის.

ავტორი: ანტინაცი (არამეოცნებე) საიდან გვწერთ: აქედან
13.07.2012 09:14
ავტორი: პოლიტოლოგი
12.07.2012 17:17-ე. ი. მინისტრად თუ დანიშნეს ბენდუქიძე ავტომატურად პატრიოტად იქცა! ბენდუქიძის ფულების წარმოშობის საკითხს "მაგარი დრიბლინგით" აუარე გვერდი
მოკლედ -ნაცXებივით, დემაგოგიაა შენი სტილი...

ავტორი: მხედველი საიდან გვწერთ: სიღრმიდან
13.07.2012 09:09
ავტორი: მთაწმინდელი
12.07.2012 21:49 -სწორედ მგავსი მლოკველი არ უნახავს ისტორიას, ისეთი როგორიც შენი "პროტეჟეა"! სიღრმისეულად რომ ჩახედო ფაქტებს საკუთარი თავის შეგრცხვება! (ეს კომენტარი სრულიადაც არ ნიშნავს იმას რომ "ვოცნებობ")

ავტორი: ანონიმი
13.07.2012 02:11
ამ ნასრედინს რა დაალევიეთ ამისთანა...ფაღარათი გამიგია,მაგრამ ამისთანა?

ავტორი: ნასრედინი
13.07.2012 02:01
დასასრული.

„კარგი, შარვლის ჩახდის გრხცვენიაო„, დამცინავად და მიმტევებლურად რომ აღნიშნავ, მაგდენი კი უნდა მოგეხსენებოდეს, რომ ადამიანს/მიუხედავად ეროვნებისა და ა.შ./ უადგილო ადგილას შარვლის ჩახდისაც უნდა სცხვენოდეს და თავის დაყრილ ნაგავზე და სიბინძურეზე სხვას არ აყურებინოს კი არა, საერთოდ არ უნდა ყრიდეს და აბინძურებდეს.

ძალიან რომ ფილოსოფოსობ და ელემენტარულ, ბანალურ ჭეშმარიტებებს აფრქვევ და იმოძღვრები, სინამდვილეში ორდინალური სნობისა და „საუცხოოს„ კომპლექსიდან ვერ გამოსულხარ – „სხვას აყურებინებ„!..

ისე, ისე და იმგვარად ხეზე მიფსმა არ აბინძურებს გარემოს?..


ავტორი: ანონიმი
13.07.2012 01:41
ამ მთაწმინდელს ეტყობა ბატონი ზვიადი გამორჩა,ვაპატიოთ,რა არ ხდება ამქვეყნად,ისე თქვენც იცოდეთ ადამიანების დაფასება არ იქნებოდა ურიგო, მაგრამ მიდასს ჩვეულებრივი ჩეჩმაც ყოფნიდა თუმცა მაინც ცუდი რამე დაემართა.

ავტორი: ნასრედინი
13.07.2012 01:07
ავტორი: თამ
12.07.2012 16:15

ჩემო აუღელვებელო, აუფორიაქებელო, წყნარო, მშვიდო და თვინიერო, მოკლედ, ყოვლად ბედნიერო, ვინ მოგახსენა, სად მნახე აღელვებული და აფორიაქებული!/თუმცა, რატომაა აღელვება და თნდაც აფორიაქება წამოსაძახებელი?/?

თავმდაბლობაზე იყო ლაპარაკი აქ, და რომ იცოდე, როგორ დროულად გამოგვეცხადე წინა ცხოვრებაში მონტესკიედ და ჟან–ჟაკ რუსოდ ნამყოფო, საზოგადოებრივი ცხოვრობის მოწყობის შესახებ ის კაი–კაი აზრები უბრალოდ „თამ„–ის სახელით რომ წარმოგვიდგინე და ეგზომ უშურველად გადმოგვაფრქვიე!

„და დაწყნარდი, არც იდეალური სახელმწიფო არსებობს, არც იდეალური სისტემა და არც იდეალური ერი თუ ნაცია„

როგორ არ დავწყნარდები, რაკიღა ღირს მყავი და გამიზიარე, ძვირფასო შარლ–ჟან–თამ, ეს უშველებელი, ჯერ ართქმული ჭეშმარიტება.

„ადამიანი თავისი ფიზიოლოგიით, ანატაომიით,ბიოლოგიით თუ ფსიქოლოგიით ყველგან ერთნაირია! ადამიანებში კი არ არის განსხვავება, გინდა შვედი იყოს და გინდა ქართველი, არამედ მათ შორის ერთმანეთთან შეთანხმებულ და მოხმარებულ თანაცხოვრების წესებშია განსხვავება! წესებში!...„

ეჰ, თვალი კი დაუდგეს, ძვირფასო შარლ–ჟან–თამ, ვინც ჩემი იმოდენა ოპუსიდან მხოლოდ „შვედური მიშარდვის„ ეპიზოდი მოგიყვა, თანაც დამახინჯებით და თანაც ჩემთვის დაუბრალებია მისი მოგონება. თუმცა ჯერ ფილოსოფიური განზოგადების ეპიზოდი მოვამთავროთ.

რომ წაიკითხავდე ხსენებულ ოპუსს, საკუთარი თვალით ნახავდი, რომ მეტს კი არაფერს ვამბობ მეც: „პრობლემა ჯიპში კი არა ადამიანშიაო...„, „ბოროტი კაცი დანიაშიც ბოროტი არისო...„ და ა.შ.

„ვინც მასხრად აიგდე რიგში მდგომი მობარბაცე შვედები, რომელებსაც რიგში დგომის წესი, მისი მუდმივი დაცვით, უკვე ქვეცნობიერში აქვთ გამჯდარი. რა დიდი ამბავია არა, რიგში დგომა? რა პრინციპით ათანხმებენ ნეტავ რიგის წესის გამოყენებას, რა საინტერსოა?... კი, დაიწუნე როგორ აფსავენ შვედები ხეს კრიტიკულ მომენტში და დიდ შინაგანი კულტურის გამოვლინებად ჩაუთვალე ქართველს, როგორ ჩაიფსავს შარვალში, ოღონდ ხეზე მიფსმის პროცესში არ წაუსწრონ„.

ვიმეორებ, ძვირფასო ფილოსოფოსო, ამ ეპიზოდის ავტორი მე არ ვარ.

არის აქ ერთი ასეთი, ბლოგი, ცნობილი კინემატოგრაფისტის გიორგი/გოგი/ ხაინდრავას ბრძნული მეთაურობით.

ჰოდა, ამ მეთაურმა გოგიმ თავის სამეთაურო ბლოგში ძალიან დაწვრილებით, ლამაზად და მიმზიდველად აღწერა ეს ეპიზოდი. დამიჯერე, ძალიან ისიამოვნებ, თუ პირადად წაიკითხავ.

ბარემ აქვე გაგაფრთხილებ, რომ/მერე მოულოდნელად რომ არ შეგეშინდეს/, „კრიტიკულ მომენტებში„ შვედი ქალები კი არა, შვედი კაცები აფსავენ ხეს!

ხოლო ამ კაცების კრიტიკული მომენტი მდგომარეობს იმაში, რომა... თუმცა, რა გამოვა, ახლა მე რომ მოგიყვე იგივე ეპიზოდი. ხომ წაგგვრი იმ უდიდეს სიამოვნებასა და ბედნიერებას, წინ, ბლოგში რომ გელის! ხომ გაგიგონია: „მაგრამ სულ სხვაა წაკითხული საკუთარ თვალით, იგი არა ჰგავს უშნოდ მოსმენილს„...

„კი, დაიწუნე როგორ აფსავენ შვედები ხეს კრიტიკულ მომენტში და დიდ შინაგანი კულტურის გამოვლინებად ჩაუთვალე ქართველს, როგორ ჩაიფსავს შარვალში, ოღონდ ხეზე მიფსმის პროცესში არ წაუსწრონ„.

არ დაიჯერო, არ დაიჯერო!..

ა, ბატონო, ეს ეპიზოდი ბლოგიდან:

„„ასე, ფიქრში, ის სცენა გამახსენდა, შარშანწინ რომ გათამაშდა ჩემს თვალწინ სტოკჰოლმის ერთ პარკში, რომელიღაც უფასო როკ-კონცერტზე. ლუდისგან სრულიად გათიშული შვედები, ბარბაც-ბარბაცით დგებოდნენ დახლთან კიდევ ერთი კათხა ლუდის საყიდლად. ზოგი, იქვე, ხესთან შარდავდა კიდეც, მაგრამ... რიგს მკაცრად იცავდა. პირველად ვნახე მთვრალების რიგი! მობარბაცე კაცების კარგად ორგანიზებული რიგი...„

და ჩემი კომენტარი:

„დისციპლინირებულად და სახალხოდ მშარდავი ლუდით გახეთქილი კულტურული შვედები და ამის აღფრთოვანებით მჭვრეტელი ჩვენი კინემეტოგრაფისტი, ფილოსოფიურად და მწარედ რომ ახსენდება ველური ქართველები ანალოგიურ სიტუაციაში საკეთარ შარვალში ჩაფსმას რომ ამჯობინებენ და რიგს მაინც არ დაიცავენ ხესთან!„

სად ხედავ აქ ხეზე შვედურად მიფსმის დაწუნებას?!

ან „დიდ შინაგანი კულტურის გამოვლინებად„ სად ჩავუთვალე ქართველს, „როგორ ჩაიფსავს შარვალში, ოღონდ ხეზე მიფსმის პროცესში არ წაუსწრონ„?!

და საერთოდ, გიმეორებ, ეპიზოდიცა და მისი ფილოსოფიური განზოგადებაც ჩემი კი არა, ბლოგის ავტორისაა. ასე რომ, ყველა პრეტენზიით მას მიმართე.


ავტორი: დათო საიდან გვწერთ: თბილისი
12.07.2012 23:24
რაც ერი - ის ბერიო....

ავტორი: მთაწმინდელი
12.07.2012 21:49
კაი ხანია დავდივარ ამ ქვეყანაზე,მოვესწარ სტალინის ეპოქას, მახსოვს ბერიას,ჩარკვიანის,მირცხულავას, მჟავანაძის, გეგეშიძის,შევარდნაძის ,პატიაშვილის ლიდერობა და მართვა
მე ვერ ვიტყვი,რომ დღევანდელი ჩვენი ლიდერი უნაკლოა ,მაგრამ ის ერთად–ერთია,ვინც მონურად არ ულოკავს რუსებს! ნატურალებო და გეებო ,დავაფასოთ ეს სასწაული
და ნუ დავწვრილმანდებით! ნუ დავბრუნდებით პინგვინეთში!

ავტორი: მოქალაქე
12.07.2012 20:04
ასეა ყველაფერი,როგორც თქვენ წერთ ბ–ო გოგი,მაგრამ
შეიძლება კი სხვაგვარად ყოფილიყო ცეკას,ტეკას,ვასილ
პავლოვიჩების და ამბროსიევიჩების შთამომავლების ქვეყანაში?
ნუ დაგვავიწყდება რომ საქართველო მსოფლიოში ლიდერობდა (პროცენტულად) კომპარტიის წევრების რაოდენობით(!!!), და იმის წარმოდგენა, რომ ჩვენი მინისტრები ტრამვაით მოვიდოდნენ აუზში საცურაოდ, რეალობად არ მეჩვენება. მაგრამ არც იმის იმედს ვკარგავ, რომ როდესმე ამას მოვესწრებით!

ავტორი: პოლიტოლოგი
12.07.2012 17:17
ავტორი: უიშვლი საიდან გვწერთ: გოგიეთიდან
12.07.2012 09:05
--------------------------------------------------------------
ეს ლინკი,უკეთ რომ გაერკვეთ რას ნიშნავს სიტყვა ბიზნეს ოლიგარქი
http://en.wikipedia.org/wiki/Business_oligarch

ბიძინა ივანიშვილი არის რუსი და არა ქართველი ოლიგარქი.რუსეთის სახელისუფლებო წრეებთან ალიანსში იშოვა დიდი ფული...აქტიურად მონაწილეობდა რუსულ პოლიტიკაში. აფინანსებდა გენერალ ლებედის საარჩევნო კომპანიას...ამიტომ რაც არ უნდა ამტკიცოთ და სირაქლემას პოზიცია დაიკავოთ უკანალს ვერ დამალავთ, ამ რუსი ოლიგარქის ფანები...

ბენდუქიძესა და ივანიშვილს შორის ერთი პატარა განსხვავებაა,ბენდუქიძე მუშაობდა ვერა ქობალიას ადგილზე, ეკონომიკის მინისტრად, ამიტომ დამოუკიდებელ პოლიტიკას ვერასდროს გაატარებდა საქართველოში...გამოუშვეს იქიდან და ახლა კარგ საქმეს აკეთებს....ვერა ქობალიას ადგილი მინდაო,თქვას ამანაც და მაშინ იქნება ბენდუქიძის მსგავსი რუსი ბიზნეს ოლიგარქი...

კიდევ ერთი განსხვავებაა,განსხვავება ინტელექტში...ბინგვინა ივანიშვილი ოროსანია, ერთი ლექსი ვერ თქვა შეუცდომლად)))ილია- აკაკი გონია და აკაკი კომპოზიტორი )))

ავტორი: მიშა საიდან გვწერთ: თბილისი
12.07.2012 17:12
დიახ.. დამსახურებასა და რეალობას შორის არსებული კანონზომიერების დანახვა ბევრი, ძალიან კარგი რაღაცის დასაწყისი იქნება. აი, მერეა ადვილი პირდაპირ ყურებაცა და რიგში დგომაც.. მანამ არა... ლიდერი ძალიან ხშირ შემთხვევაში საზოგადოების უმეტესობის სახეა. არ ვიცი, ეს როგორ გამოდის, ან ვინ აწესრიგებს, მაგრამ ეს ფაქტია.

ავტორი: თამ
12.07.2012 16:15
რა იყო ნასრედინ რამ აგაღელვა ასე და რამ აგაფორიაქა? დაწყნარდი, არც იდეალური სახელმწიფო არსებობს, არც იდეალური სისტემა და არც იდეალური ერი თუ ნაცია. იმისათვის, რომ ადამიანთა თანაცხოვრება შედგეს, ერთმანეთი არ დაჭამონ და დაგლიჯონ, ცდილობენ, რომ შეიქმნას წესები , რომლებიც, მეტ-ნაკლებად, მშვიდობიანი და ღირსეული თანაცხოვრების საშუალებას და გარანტიას მისცემს ადამიანს! ადამიანი თავისი ფიზიოლოგიით, ანატაომიით,ბიოლოგიით თუ ფსიქოლოგიით ყველგან ერთნაირია! ადამიანებში კი არ არის განსხვავება, გინდა შვედი იყოს და გინდა ქართველი, არამედ მათ შორის ერთმანეთთან შეთანხმებულ და მოხმარებულ თანაცხოვრების წესებშია განსხვავება! წესებში!... მასხრად აიგდე რიგში მდგომი მობარბაცე შვედები, რომელებსაც რიგში დგომის წესი, მისი მუდმივი დაცვით, უკვე ქვეცნობიერში აქვთ გამჯდარი. რა დიდი ამბავია არა, რიგში დგომა? რა პრინციპით ათანხმებენ ნეტავ რიგის წესის გამოყენებას, რა საინტერსოა?... კი, დაიწუნე როგორ აფსავენ შვედები ხეს კრიტიკულ მომენტში და დიდ შინაგანი კულტურის გამოვლინებად ჩაუთვალე ქართველს, როგორ ჩაიფსავს შარვალში, ოღონდ ხეზე მიფსმის პროცესში არ წაუსწრონ. სამაგიეროდ, სწორედ იმ დღისით და მზისით იმ ხეებს, ტყეებს და მინდვრებს საყოფაცხოვრებო ნარჩენებით გაფორმებას არ აკლებენ. ეს არ არის სირცხვილი? კარგი, შარვლის ჩახდის გრცხვენია, შენი ინდ. კულტურა არ გაძლევს ამის საშუალებას, მაგრამ შენს დაყრილ ნაგავზე და სიბინძურეზე რომ სხვას აყურებინებ, მაგისი არ გრცხვენია? თუ შენი ზოგ. კულტურა გაძლევს ამის უფლებას? ადამიანი რაც იყო დასაბამიდან, ის არის დღემდე, იცვლება მხოლოდ ერთმანეთში შეთანხმებული წესები, რომლებსაც ისინი იყენებენ. იმ წესებზე უნდა შევთანხმდეთ, რომელიც ასე თუ ისე სამართლიანი იქნება ყველასათვის და არავის არ დააზარალებს, სადაც თითოეული პიროვნების ღირსება არ შეილახება და ჯანსაღი განვითარების საშუალება ექნება. არც იდეალური ერბი არსებობენ და არც იდეალური სახელმწიფოები, მაგრამ არსებობს მცდელობა იმისა და სურვილი, რომ ხვალინდელი საცხოვრებელი გარემო თითოეულისთვის უფრო მშვიდობიანი, სამართლიანი, ღირსეული და ა.შ. იყოს ვიდრე დღევანდელია... აქ მეტი კი არფერი არ ხდება :)

ავტორი: ნასრედინი საიდან გვწერთ: ვორდიდან
12.07.2012 16:02
გაგრძელება.

ჩემო ტკბილო დაიკო, გამარკვიეთ თქვენებურად დიდებულად, ეს კაცი კინომცოდნეა თუ კინემატოგრაფისტი? აქამდე, „გოგიმდე„, კინემატოგრაფისტს კინოში მომუშავეს ეძახდენენ დ არა კინოზე მომუშავეს/!

რატომ, რის გამოა, „გენიალური„, ამის „გაშიფრვა„ საჭირო არაა„ – გოგიმა თქვა, ესე იგი, ასეა!

ვრცლად კი იმიტომ გამოვიდა, ჩემო მოკლესიტყვა გოგისტო,/განსაკუთრებით წუხანდელი ოპუსები, როს აბზაც–აბზაც, წინადადება–წინადადება, ლამის სიტყვა–სიტყვა მივყევი თქვენი და თქვენი გოგის სიბრძნეებს და ისე გავარჩიე.

უბრალოდ ლანძღვისა და შეურაცხყოფის მოყენების გარეშე მისდგომოდით ასევე თქვენც ჩემს ტექსტს და გაგერჩიათ, დაგესაბუთებინათ სად და რატომ არ ვარ მართალი. ეს იქნებოდა კამათი და პოლემიკა. სხვათა შორის, არ გაინტერესებთ და გიკვირთ ბნ–ი გვახარია, კაციშვილს სიტყვას რომ არ არჩენს და შესაშური ოპერატიულობით სცემს პასუხს, რატომ სდუმს და თქვენი აზრით ჩემგან ესოდენ „უსამართლოდ გაკრიტიკებული„ რატომ არ ეწევა მეხთატეხას?

არ გეჩვენებათ, რომ არაფერი აქვს სათქმელი და იმიტომ?

ან...

გეტყვით ახლა, რას იზამს.

არა, ოლიმპოდან, რა თქმა უნდა არ ჩამოვა.
იქიდან, ზევიდან, თვისი დიდებული, შეუმცდარი, პირდაპირი და ამაყი მზერით ჩამოიხედავს იგავმიუწვდომელი, ზვიადი ბლოგის სიმაღლიდან და ჩვეული თავმდაბლობით განაცხადებს, „ეგღა მაკლია, ვიღაც ნასრედინს გავუტოლო თავი! აი, როგორც შარშან ლარს ფონ ტრიერმა განმიცხადა კანის კინოფესტივალზე!...„

დიდება თქვენს მოთმინებას, ბნ–გოგი, ამხელა კინემატოგრაფისტმა ისიც კი რომ შემარჩინეთ, თქვენი მეგობარი ფონ ტრიერი „ლარსად„ კი არა, „მაქსად„ რომ მოვიხსენიე!

ეჰ, ვინ მომცა ამის ბედი, ასე ადვილად გამებით მახეში.
თქვენ რომ ვებადგილზე განმგმირავდით, „შე უვიცო და არაკინემატოგრაფისტო, მაქსი კი არა, ლარსი, ლარსიო!„, სწორად გათვალეთ/ჭადრაკს ხომ თამაშობთ ლარსენის დონეზე მაინც?!/, შეიძლება ამ უხეშმა და უტაქტომ მდაბალი არაპირდაპირობით მომახალოს,, „კაი ბატონო, ვაღიარებ მაგ უდიდეს და პრინციპულ შეცდომას, მაგრამ, დანარჩენზე, დანარჩენზე რას იტყვითო„?!

ავტორი: ნასრედინი საიდან გვწერთ: ვორდიდან
12.07.2012 15:58
ავტორი: me საიდან გვწერთ: DE
12.07.2012 12:26
ბაოტონო ნასრედინ,
თავიდანვე გეტყვით, შეცდომაში რომ არ შეხვიდეთ, თუ გამოხვიდეთ, ყველა აქაური "me" მე არა ვარ, და იმ სხვა "მეს" აზრის სრულიად საპირისპიროდ ვფიქრობ (შინაგან კულტურასთან დაკავშირებით).
მეორე, წერას რაც შეეხება, ერთ პროფესიონალურ რჩევას მოგცემთ, რაც უფრო ნაკლებს დაწერთ, განსაკუთრებით ვებში, მით უფრო მიიზიდავთ მკითხველს, და რაც უფრო კომპაკტურად დაწერთ, მით უფრო ადვილი აღსათქმელი იქნება თქვენი შესაქმე, და საუკეთესო შემთხვევაში, არა არის აუცილებელი ყველაფრის (აქ) გამოქვეყნება, რასაც წერთ, ან საკუთარი ბლოგი გახსენით, თორემ ცოტა პარაზიტობას ემგვანება თქვენი საქციელი, სხვისი ავტორიტეტით ყურადღების მიპყრობას. ასე უფრო მეტი დრო დაგრჩებათ საკითხავად (კითხვა ნიშნავს ასევე წაკითხულის გაგებას და შინაარსის გამოტანას) და უფრო კარგად გაიგებთ ჩემს დაწერილს. მაგალითად, რომ კითხვა თქვენ დაგისვით და არა გოგის, ან რას ვგულისხმობ იმის წინა კომენტარში. თუმცა ერთხელ დაგეხმარებით, უკეთ რომ გაიგოთ პირდაპირ უპასუხეთ კითხვას, მაგიდა სჯობს თუ გაზის ბალონი.
(ბოდიშით მეტს ვერ დავწერ, უკვე თითები მეტკინა და კომპიუტერმაც კაპრიზობა დაიწყო უკვე )
----------------------------------------------------------------------
უღრმესი მადლობა, ქალბატონო „მე„ ესოდენი „პროფესიონალური„ რჩევებისთვის, მაგრამ ვით მივიღო, როცა სიტყვასთან ესოდენ რუდუნებით მორკინალ კალმოსანს „აღსათქმელი„ „აღსაქმელში„ გერევათ/დამეთანხმეთ, რომ ეს მექანიკური შეცდომა, კორექტურა არაა, რასაც თქვენი მონამორჩილიც ვუშვებ/.

ამჟამინდელ, გაგანია მართლმადიდებლობისას, რასაკვირველია, თავგადადებული მართლმადიდებელი, მორწმუნე იქნებით და თუ არ დამზარდებით, რომელიმე რიგიან, სწორად მზერ ღვთისმსახურს მიაკითხეთ და ცოდვების მიტევება სთხოვეთ როცა ჩემი „ვებტექსტები„ „შესაქმედ„ მოიხსენიეთ. აბა, თქვენს პროფესიონალობას და ღვთის მოსაობას ეგეთი მკრეხელობა როგორ ეკადრება?!

საერთოდ, რასაც წერთ, ის მაინც გესმით?!

არა, სხვისი ავტორიტეტით როგორ ვსარგებლობ და როგორ ვიქცევ მაინც ყურადღებას?
უნდა მოგახსენოთ, თქვენო მაღალგანათლებულობავ, რომ „ნასრედინი„ ჩემი არც სახელი გახლავთ, არც გვარი.

ძალიან დამავალებთ, თუ გუგლში შეირბენთ და ნამდვილი ნასრედინის ვინაობას მიჩხრეკთ– მოჩხრეკთ.

გრძლად წერას რაც შეეხება, აუცილებელია ყველამ ერთ ხმაში, მოკლედ უმღეროს ოსანა უფალ გვახარიას: „გენიალურია, გოგი!„ , „შენა ხარ რაცა ხარ!„, „დედა, ეს რა წავიკითხე!„ და ასე და ამგვარად, მოკლედ და გასაგებად/თავად თავმდაბალ მოძღვარ გვახარიას სტილში „რა ვიცი, ასე მგონია. ყოველ შემთხვევაში, ჯერ არასდროს შევმცდარვარ ადამიანების მზერებში. ბოლოს და ბოლოს თავს კინემატოგრაფისტად მივიჩნევ და ასე კარგად არც არაფერი მისწავლია ცხოვრებაში„. – არ გაგახსენდათ, „მე, რასაც ვაკეთებ, ყველაფერს ლაზათიანად ვაკეთებ!„?/!

ავტორი: Leka საიდან გვწერთ: Tbilisi
12.07.2012 14:11
მე ასე ვიტყოდი: შორს ყურება და სწორი არჩევანის გაკეთება უნდა ვისწავლოთ, ყველა დროის ყველა ეტაპზე. ზალიან არ მინდა ასეთი სზოგადოების წევრი ვიყო, მაგრამ შეცვლაც არ შემიძლია. ყველა მოაზროვნემ რომ ჰარაკირი გაიკეთოს, ამათაც ეს უნდათ, მერე ნახეთ ამათი "გულავი". ბატონო გოგი, სიამოვნებით მოვისმენდი ბახის პრელუდიებივით მოღუღუნე ქართველი პოლიტიკოსების საუბრებს, და უფრო მეტად გამახარებდა მათი საქმეების უნისონში გადაწყვეტა, მაგრამ ვშიშობ, ეს წარმოუდგენელი თუ არა, შორო პესრპექტივაა.

ავტორი: me საიდან გვწერთ: DE
12.07.2012 12:26
ბაოტონო ნასრედინ,
თავიდანვე გეტყვით, შეცდომაში რომ არ შეხვიდეთ, თუ გამოხვიდეთ, ყველა აქაური "me" მე არა ვარ, და იმ სხვა "მეს" აზრის სრულიად საპირისპიროდ ვფიქრობ (შინაგან კულტურასთან დაკავშირებით).
მეორე, წერას რაც შეეხება, ერთ პროფესიონალურ რჩევას მოგცემთ, რაც უფრო ნაკლებს დაწერთ, განსაკუთრებით ვებში, მით უფრო მიიზიდავთ მკითხველს, და რაც უფრო კომპაკტურად დაწერთ, მით უფრო ადვილი აღსათქმელი იქნება თქვენი შესაქმე, და საუკეთესო შემთხვევაში, არა არის აუცილებელი ყველაფრის (აქ) გამოქვეყნება, რასაც წერთ, ან საკუთარი ბლოგი გახსენით, თორემ ცოტა პარაზიტობას ემგვანება თქვენი საქციელი, სხვისი ავტორიტეტით ყურადღების მიპყრობას. ასე უფრო მეტი დრო დაგრჩებათ საკითხავად (კითხვა ნიშნავს ასევე წაკითხულის გაგებას და შინაარსის გამოტანას) და უფრო კარგად გაიგებთ ჩემს დაწერილს. მაგალითად, რომ კითხვა თქვენ დაგისვით და არა გოგის, ან რას ვგულისხმობ იმის წინა კომენტარში. თუმცა ერთხელ დაგეხმარებით, უკეთ რომ გაიგოთ პირდაპირ უპასუხეთ კითხვას, მაგიდა სჯობს თუ გაზის ბალონი.
(ბოდიშით მეტს ვერ დავწერ, უკვე თითები მეტკინა და კომპიუტერმაც კაპრიზობა დაიწყო უკვე )

ავტორი: უიშვლი საიდან გვწერთ: გოგიეთიდან
12.07.2012 09:05
ავტორი: პოლიტოლოგი
11.07.2012 23:25-უსამართლობას ვერავინ იტანს, მათ შორის მეც...სიტყვა "ოლიგარქი" ნიშნავს მდიდარს, რომელიც ხელისუფლებასთან ალიანსში, მჭიდრო კავშირში მოქმედებს...ივანიშვილი ხელისუფლებას უპირისპირდება (ასე ჩანს მაინც) ე.ი, ოლოგარქი არ ეთქმის... საუბარი სახელისუფლო წრწები და მათთან დაახლოებული "მლოკავთა დასტები" მას რუსეთის აგენტს უწოდებენ, მის ფულს "რუსულს", მაშინ ბენდუქიძე ვინაა და "სადაურია" მისი ფული? მოკლეთ: ყველაფერი ისე როგორც რუსებზე ანეგდოტშია-ჩაიკოვსკი რუსია, იმიტომ რომ ცნობილი კომპოპზიტორია. პენკოვსკი-ებრაელია, იმიტომ რომ რუსების სამხედრო საიდუმლოება ინგლისელებს გადასცა...ვაი თქვენ და უი მე....
კომენტარები: გვერდი გვერდების რაოდენობა 4

ყველაზე პოპულარული