შაბათი, 25 მაისი, 2013 თბილისის დრო 02:42

პოლიტიკა / საქართველო

ხსოვნის გვერდი

x
ტექსტის ზომა - +
ავღანეთში მიმდინარე უსაფრთხოების მხარდამჭერ საერთაშორისო ოპერაციაში საქართველოს სამხედრო ქვედანაყოფი 2009 წლის ნოემბრიდან მონაწილეობს. ამ ხნის განმავლობაში საქართველოს ხელისუფლებამ ასეულის ზომის ქვედანაყოფი 10-ჯერ გაზარდა. 2012 წლის სექტემბრიდან, საქართველოს ხელისუფლების გადაწყვეტილებით, საქართველოს წვლილი გაორმაგდა და ავღანეთში უკვე 1600-მდე ქართველი სამხედრო მოსამსახურე იმყოფება ავღანეთის ჰელმანდის პროვინციაში. ნატოს ISAF-ის სარდლობის ერთსულოვანი შეფასებით, ქართველ სამხედროებს გაბედული და თავდადებული საქმიანობით მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვთ გლობალური ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლის საქმეში. სამწუხაროდ, ამ ბრძოლას მსხვერპლიც ახლავს. სამი წლის განმავლობაში საქართველოს ქვედანაყოფმა ავღანეთში 22 ჯარისკაცი დაკარგა. ბოლო დიდი მსხვერპლი საქართველოს კონტინგენტმა 2013 წლის 13 მაისს გაიღო. 42-ე ბატალიონზე განხორციელებული "კომბინირებული იერიშის" შედეგად საქართველოს ქვედანაყოფმა სამი ჯარისკაცი დაკარგა.

ღირს აღინიშნოს, ავღანეთში დაღუპული ჯარისკაცების ოჯახებისათვის კანონით დადგენილია სოციალური დახმარება: ქართველ ჯარისკაცებს მხედრული პატივით კრძალავენ, ოჯახის წევრებს ეძლევათ ერთჯერადი მატერიალური დახმარება, მარჩენალდაკარგულ მშობლებს, მეუღლეებსა და შვილებს ენიშნებათ პენსია და მათვე გადაეცემათ ბინები სახელმწიფო ხარჯებით აშენებულ ოფიცერთა სახლებში.

მაგრამ სახელმწიფო მაინც ვალშია დაღუპულთა ხსოვნის წინაშე. ცალკე ბროშურად არის გამოსაცემი საერთაშორისო სამხედრო მისიებში, ერაყსა და ავღანეთში დაღუპული ჯარისკაცების „ხსოვნის წიგნი“ ჯარისკაცების ფოტოებით, დაბადებისა და გარდაცვალების თარიღების, მათი დაკრძალვის ადგილმდებარეობის მითითებით. მანამდე კი გადავწყვიტეთ, საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და ჩვენი კოლეგების დახმარებით რადიო თავისუფლების საიტზე გაგვეკეთებინა „ხსოვნის გვერდი“. იმედი გვაქვს, რომ თქვენი აქტიური მონაწილეობით შევავსებთ ავღანეთში დაღუპული ჯარისკაცების ბიოგრაფიებს და ერთად უკვდავვყოფთ საქართველოს სახელით უცხო მიწაზე დაღუპული ჯარისკაცების ხსოვნას. 



ავღანეთში დაღუპული ქართველი ჯარისკაცები

x

ლეიტენანტი მუხრან შუკვანი - დაბადების თარიღი: 31.01.1984. მესამე ქვეითი ბრიგადის 31-ე ბატალიონის ასეულის მეთაური. დაიღუპა სნაიპერის ტყვიით 2010 წლის 5 სექტემბერს, ჰელმანდის პროვინციაში. დაკრძალეს მესტიის რაიონის სოფელ ლენჯერში. სიკვდილის შემდეგ დაჯილდოვდა ვახტანგ გორგასლის პირველი ხარისხის ორდენით.





x

პოლკოვნიკი რამაზ გოგიაშვილი - დაბადების თარიღი: 15.01.1967. მესამე ქვეითი ბრიგადის 31-ე ბატალიონის ასეულის ოფიცერი. დაიღუპა 2010 წლის 30 სექტემბერს სამხედრო დავალების შესრულების დროს ნაღმზე აფეთქების შედეგად, ჰელმანდის პროვინციაში.




x

სერჟანტი დავით ცეცხლაძე - დაბადების თარიღი: 07. 09. 1975. მესამე ქვეითი ბრიგადის 31-ე ბატალიონის ასეულის ჯარისკაცი. დაიღუპა 2010 წლის 30 სექტემბერს სამხედრო დავალების შესრულების დროს ნაღმზე აფეთქების შედეგად, ჰელმანდის პროვინციაში.





x

კაპრალი ნუგზარ კალანდაძე - დაბადების თარიღი: 27.07.1989. მესამე ქვეითი ბრიგადის 31-ე ბატალიონის ასეულის ჯარისკაცი. დაიღუპა 2010 წლის 30 სექტემბერს სამხედრო დავალების შესრულების დროს ნაღმზე აფეთქების შედეგად, ჰელმანდის პროვინციაში.





x

​კაპრალი გიორგი კოლხიტაშვილი - დაბადების თარიღი: 03.03.1989. მესამე ქვეითი ბრიგადის 31-ე ბატალიონის ჯარისკაცი. დაიღუპა 2010 წლის 30 სექტემბერს სამხედრო დავალების შესრულების დროს ნაღმზე აფეთქების შედეგად, ჰელმანდის პროვინციაში.





x

კაპრალი გიორგი ავალიანი - დაბადების თარიღი: 04.04.1981. მესამე ქვეითი ბრიგადის 32-ე ბატალიონის ასეულის ჯარისკაცი. დაიღუპა 2011 წლის 22 თებერვალს სამხედრო დავალების შესრულების დროს ნაღმზე აფეთქების შედეგად, ჰელმანდის პროვინციაში.





x

კაპრალი ვალერი ვერსკიანი - დაბადების თარიღი: 13.11.1979. მესამე ქვეითი ბრიგადის 32-ე ბატალიონის ასეულის ჯარისკაცი. სასიკვდილოდ დაიჭრა 2011 წლის 5 მარტს ნაღმზე აფეთქების შედეგად, ჰელმანდის პროვინციაში. გარდაიცვალა 2011 წლის 16 მარტს გერმანიის სამხედრო ჰოსპიტალში.





x

უმცროსი სერჟანტი ლავროსი ივანიაძე - დაბადების თარიღი: 08.12. 1985. მესამე ქვეითი ბრიგადის 33-ე ბატალიონის ასეულის ჯარისკაცი. დაიღუპა 2011 წლის 27 მაისს ნაღმზე აფეთქების შედეგად, ჰელმანდის პროვინციაში.





x

რიგითი გია გოგუაძე - დაბადების თარიღი: 04.10.1990. მესამე ქვეითი ბრიგადის 33-ე ბატალიონის ჯარისკაცი. დაიღუპა 2011 წლის 19 ივნისს თალიბების თავდასხმის შედეგად მიღებული სასიკვდილო ჭრილობებით, ჰელმანდის პროვინციაში.





x

სერჟანტი რეზო ბერიძე - დაბადების თარიღი: 16. 10.1979. მესამე ქვეითი ბრიგადის 33-ე ბატალიონის ჯარისკაცი. დაიღუპა 2011 წლის 30 აგვისტოს თალიბების თავდასხმის შედეგად მიღებული სასიკვდილო ჭრილობებით, ჰელმანდის პროვინციაში.





x

კაპრალი ბესიკ ნინიაშვილი - დაბადების თარიღი: 02.10.1988. მესამე ქვეითი ბრიგადის 31-ე ბატალიონის ჯარისკაცი. დაიღუპა 2011 წლის 30 დეკემბერს ნაღმზე აფეთქების შედეგად, ჰელმანდის პროვინციაში.





x

კაპრალი შალვა ფაილოძე - დაბადების თარიღი: 02.10.1988. მესამე ქვეითი ბრიგადის 31-ე ბატალიონის ჯარისკაცი. დაიღუპა 2012 წლის 5 იანვარს. ნაღმზე აფეთქების შედეგად, ჰელმანდის პროვინციაში.






x

კაპრალი ვალიკო ბერაია - დაბადების თარიღი: 17.06.1987. მესამე ქვეითი ბრიგადის 31-ე ბატალიონის ჯარისკაცი. დაიღუპა 2012 წლის 21 თებერვალს საბრძოლო მანქანის ნაღმზე აფეთქების შედეგად, ჰელმანდის პროვინციაში.






x

კაპრალი რუსლან მელაძე - დაბადების თარიღი: 20.09.1991. მესამე ქვეითი ბრიგადის 31-ე ბატალიონის ჯარისკაცი. დაიღუპა 2012 წლის 21 თებერვალს, საბრძოლო მანქანის ნაღმზე აფეთქების შედეგად, ჰელმანდის პროვინციაში.






x

კაპრალი პაატა კაჭარავა - დაბადების თარიღი: 29.07.1975. მესამე ქვეითი ბრიგადის 31-ე ბატალიონის ჯარისკაცი. დაიღუპა 2012 წლის 21 თებერვალს საბრძოლო მანქანის ნაღმზე აფეთქების შედეგად, ჰელმანდის პროვინციაში.






x

სერჟანტი ვალერიან ხუჯაძე - დაბადების თარიღი 19.08.1976. მესამე ქვეითი ბრიგადის 31-ე ბატალიონის ჯარისკაცი. დაიღუპა 2012 წლის 24 აპრილს პატრულირების დროს მოწინააღმდეგის მიერ დადებულ თვითნაკეთ ნაღმზე აფეთქებისგან მიყენებული ჭრილობების შედეგად, ჰელმანდის პროვინციაში.





x

კაპრალი გივი ფანცულაია - დაბადების თარიღი 29.08.84. საქართველოს შეიარაღებული ძალების მე-3 ქვეითი ბრიგადის 31-ე ბატალიონის შემადგენლობაში მსახურობდა ავღანეთის ჰელმანდის პროვინციაში. 2012 წლის იანვარში დაიჭრა ნაღმმტყორცნის ჭურვით. 6-თვიანი მკურნალობის მიუხედავად, ჯარისკაცი გონზე მოუსვლელად გარდაიცვალა 26 ივლისს გორის სამხედრო ჰოსპიტალში.




x

კაპრალი მინდია აბაშიძე - დაბადების თარიღი 27.10.1989. მესამე ქვეითი ბრიგადის 32-ე მსუბუქი ქვეითი ბატალიონის საცეცხლე ჯგუფის მეთაური. დაიღუპა 2012 წლის 10 ოქტომბერს ავღანეთის სამშვიდობო მისიის ფარგლებში საბრძოლო ამოცანის შესრულების დროს.





x

სერჟანტი გიორგი კიკაძე - დაბადების თარიღი 16.01.1988. საქართველოს შეიარაღებული ძალების მეორე ქვეითი ბრიგადის საარტილერიო ბატალიონის მებრძოლი. დაიღუპა ავღანეთში, ჰელმანდის პროვინციაში, 2012 წლის 29 დეკემბერს.





x

უმცროსი სერჟანტი ზვიად დავითაძე - დაბადების თარიღი 22.11.1979. საქართველოს შეიარაღებულ ძალებში მსახურობდა 2005 წლიდან. მიღებული აქვს III ხარისხის მედალი „უმწიკვლო სამსახურისთვის“. დაიღუპა 2013 წლის 13 მაისს ავღანეთში, ჰელმანდის პროვინციაში, მეამბოხეთა მიერ 42-ე ბატალიონის ბაზაზე განხორციელებული იერიშის შედეგად.





x

კაპრალი ალექსანდრე კვიწინაძე - დაბადების თარიღი 17.12.1986. საქართველოს შეიარაღებული ძალების რიგებში ირიცხებოდა 2007 წლიდან. მიღებული აქვს მედალი „ქაქუცა ჩოლოყაშვილი“. დაიღუპა 2013 წლის 13 მაისს ავღანეთში, ჰელმანდის პროვინციაში, მეამბოხეთა მიერ 42-ე ბატალიონის ბაზაზე განხორციელებული იერიშის შედეგად.





x

კაპრალი ვლადიმერ შანავა - დაბადების თარიღი 01.04.1989. საქართველოს შეიარაღებულ ძალებში მსახურობდა 2007 წლიდან. მიღებული აქვს „მედალი სამშვიდობო ოპერაციებში მონაწილეობისთვის“. დაიღუპა 2013 წლის 13 მაისს ავღანეთში, ჰელმანდის პროვინციაში, მეამბოხეთა მიერ 42-ე ბატალიონის ბაზაზე განხორციელებული იერიშის შედეგად.


ყურადღება!
1 ივნისიდან რადიო თავისუფლების ქართული რედაქციის ვებსაიტზე ფორუმებით სარგებლობისთვის აუცილებელი იქნება რეგისტრაციის გავლა. დღეიდან მოქმედებს პარალელური სისტემა: ფორუმში მონაწილეობა შესაძლებელია როგორც რეგისტრაციით, ისე მის გარეშე. მაგრამ 1 ივნისიდან ფორუმებში მონაწილეობა მხოლოდ რეგისტრირებულ მომხმარებლებს შეეძლებათ.

რეგისტრაციის გასავლელად დააჭირეთ ვებსაიტის ზედა მარჯვენა კუთხეში მოთავსებულ ბმულს „რეგისტრაცია“. (რეგისტრაციის გავლის შემდეგ ელექტრონული ფოსტით მიიღებთ ავტომატურ შეტყობინებას. ყურადღება მიაქციეთ, შეტყობინება თქვენი ელექტრონული ფოსტის spam-ში ხომ არ აღმოჩნდა.)
კომენტარების რიგი
დაწერეთ კომენტარი (14)
კომენტარები
     
ავტორი: იოსებ ბარნაბიშვილი საიდან გვწერთ: საქართველოდან
14.05.2013 10:25
ბატონო კობა,
მოგესალმებით, მინდა თქვენი ყურადღება გავამახვილო შემდეგ გარემოებაზე, დაითვალეთ რამდენმა სამხედრო მოსამსახურემ მიიღო მონაწილეობა ერაყში და ავღენეთში "სამშვიდობო "ოპერაციებში და შემდეგ რამდენმა მათგანმა დატოვა შეიარაღებული ძალები, უფრო ადვილი დასათვლელი იქნება რამდენმა ჯარისკაცმა გააგრძელა სამსახური. აი ამ პრობლემის გამოსწორების გზებს ვთავაზობ თავდაცვის სამინისტროს უკვე ნახევარი წელია და ვერ გავხდი მოსმენის ღირსი.
მე დღეს წარმატებით ვხემძღვანელობ იმ საქმეს რისი გულისთვისაც თავის დროზე გამაძევა არმიის რიგებიდან ვარდიკო ნადიბაიძემ და ძალიან შემტკივა გული ქართულ არმიაზე.

ავტორი: rex
09.04.2012 20:43
ძალიან სამწუხაროა, რომ ინიციატივა ამ კუთხით მანამდე სხვა კომპეტენტურმა პირებმა ვერ და არ გამოიჩინეს, თუმცა მათაც ვერაფერს დაზრახავ, რადგან თვითონ მოსახლეობა ნაკლებად არის დაინტერესებული ISAF მისიით და საქართველოსთვის მისი დადებითი შედეგებით. მათ უფრო ზოგ-ზოგიერთი ვითომ პოლიტიკოსების ყბედობა და კლოუნიადა ხიბლავთ, თორემ შალვა ნათელაშვილი და მისნაირები კიდევ,საერთოდ რა მოსასმენია.

ნამდვილად, ეს საქართველოს ის შვილები არიან, ვინც უდიდესი ამაგი გაწია საქართველოს კეთილდღეობისთვის, რადგან დასავლეთის ყოველდღიურად მზარდი თანადგომა, მხოლოდ ამ სულით ძლიერი, ვაჟკაცი ქართველი ჯარისკაცების დამსახურებაა და არავის არ გააჩნია უფლება აგოდოს მათი საქმე. ლაჩრებმა ენა უნდა ჩაიგდონ და ჭეშმარიტ მამულიშვილებს მისცენ საკუთარი საქმის კეთილსინდისიერად კეთების საშუალება.

მაგრამ ჩემი პირადი აზრით მიმაჩნია, რომ მინისტრამდე და შემდეგ ხელისუფლებამდე ვინმემ უნდა მიიტანოს ის ამბავი, რომ დაღუპულები ჩვენ გმირებად უნდა შევრაცხოთ და ისეთი პატივით უნდა ჩამოვასვენოთ და დავკრძალოთ, როგორც ამას სხვა ცივილიზირებული ქვეყნები აკეთებენ.... აშშ, ბრიტანეთი, ზელანდია... ჩამოფრენისთანავე ჯარისკაცის მშობლიური ქალაქი დუმს, აურაცხელი ხალხია ქუჩებში და ყველა კორიდორს უკეთებს მათ, ეს მთელი ტრადიციაა, რომლის შემხედვარე ყოველი მოქალაქე უდიდესი სიამაყით აღივსება... ხოლო ჩვენ, ქართველებს ჩვენი დიდი ტრადიციებით, ეთნო-კულტურით და ა.შ. ეს ყველაფერი საოცრად გამოგვივა.

ასე სიკვდილი პირადად მე გამიხარდებოდა.

დიდება ჩვენს ჯარისკაცებს ავღანეთში, ღმერთმა დაგვიფაროს ისინი და მშვიდობით დაგვიბრუნოს ყველა.

დიდება ვიცე-პოლკოვნიკ ალექსანდრე ტუღუშს.

ავტორი: შმაგი საიდან გვწერთ: თბილისი
16.03.2012 14:30
სამართლიანი იქნებოდა ნიგეთითებინათ, რომ პირველად ეს ფოტოები სტუდია ჯი-ენ-ესის გადაცემა კვირის რეპორტაჟში გაუშვა ნანა ლეჟავამ..ძალიან კარგ სიუჟეტში http://www.youtube.com/watch?v=xKqzw74dxqk&feature=player_embedded ..ამ ფოტოების უმრავლესობით იყო აწყობილი სიუჟეტის შთამბეჭდავი ფინალი:(( დიდი მადლობა ნანა ...
პასუხი

ავტორი: კობა
16.03.2012 14:34
"სამართლიანი იქნებოდა ნიგეთითებინათ, რომ პირველად ეს ფოტოები სტუდია ჯი-ენ-ესის გადაცემა კვირის რეპორტაჟში გაუშვა ნანა ლეჟავამ".

ბატონო შმაგი, ამ ხსოვნის გვერდის შექმნაში: ფოტოების მომზადებაში, ბიოგრაფიული დეტალების დაზუსტებაში ჩვენ დაგვეხმარა, როგორც სტუდია "ჯი-ენ-ესის", ასევე "ამერიკის ხმის" ქართული სამსახურის, სამხედრო ჟურნალისტთა ასოციაციისა და ასევე თავდაცვის სამინისტროს პრესცენტრის ჟურნალისტები. ვინმე რომ არ გამოგვრჩენოდა ჩვენ ასეთი ფორმულირებას მივანიჭეთ უპირატესობა: "მანამდე კი გადავწყვიტეთ, საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და ჩვენი კოლეგების დახმარებით რადიო თავისუფლების საიტზე გაგვეკეთებინა „ხსოვნის გვერდი“.
ყველას კიდევე ერთხელ დიდი მადლობა და იმედი გვაქვს, რომ მოვიპოვებთ ვალერია ვერსკიანის სურათს, დავადგენთ ამ 15 ჯარისკაციდან ვინ არის დაკრძალული საგვარეულო სასაფლაოზე და ვინ მუხათგვერდის "ძმათა სასაფლაოზე".

ავტორი: გეჯო საიდან გვწერთ: ბათუმი
16.03.2012 00:34
ძაან მაგრები ხართ, რომმ გააკეთეთ ეს პროექტი. რამდენადაც ვიცი, არსდა არ არის სხვაგან. არადა როგორ სამარცხვინოა, რომ აღარ ვიხსენებთ ჩვენს დაღუპულებს. დიდი მადლობა.

ავტორი: Jimi საიდან გვწერთ: Praha
15.03.2012 15:49
ნადვილად მნიშვნელოვანია ასეთი ინფორმაციის დადება.

ავტორი: ანონიმი
15.03.2012 15:46
ნუთუ თავდაცვის სამინისროში არ არის აღნუსხული ცალკეული მებრძოლი, სტანდარტული სურათით,ჩაფხუტში,ბეისბოლკაში,ბერეტში,სათანაო მონაცემებით,რას აკეთებენ "შტაბებში",თუ უქნარობენ და "კართოტეკა" ვერ დაძლიეს,ნატოს მაინც დაენათხოვრონ,ჩვენი ბიჭების მონაცემების ნუსხა
პასუხი

ავტორი: მოდერატორი
15.03.2012 16:17
საქართველოს თავდაცვის სამინისტროში ინფორმაციები ჯარისკაცთა დაღუპვის შესახებ გაბნეული აქვთ უსისტემოდ და შესაბამისი სურათები არ აქვთ გამოქვეყნებული. ვერსკიანის და კაჭარავას სურათებიც იმიტომ აკლია "ხსოვნის გვერდს", რომ თავდაცვის სამინისტრომ გამოგვიგზავნა ძალიან უხარისხო სურათები, რომელთა გამოქვეყნებას ვარჩიეთ ცარიელი დაგვეტოვებინა სურათების ადგილი. მაგრამ "ხსოვნის გვერდი" განახლებადია და თუკი მივიღებთ უფრო უკეთესი ხარისხის ფოტოებს, მათ ჩვენი ვებმასტერი დაუყოვნებლად გამოაქვეყნებს.

ავტორი: Teona საიდან გვწერთ: Tbilisi
15.03.2012 15:03
კობა მადლობა ამ ინიციატივისთვის

ავტორი: მინდია. 15 წლის საიდან გვწერთ: ლიონი
15.03.2012 14:49
ძმებო!ღიმილის ბიჭებოოოო! ჰარა ლალე, ჰარი არა ლალე,ჰარი არალი არალე,ჰარი არა ლალე,ჰეეეე!

ავტორი: ანონიმი
15.03.2012 13:59
კარგი იქნება, თუ ერაყში დაღუპული ჯარისკაცების სიაც გამოქვეყნდება ხსოვნის გვერდზე.
პასუხი

ავტორი: კობა
15.03.2012 14:43
გმადლობთ, მოსაზრებისათვის. ცხადია, ეყარში დაღუპული ჯარისკაცების ბიოგრაფიებს და ფოტოსურათებსაც გამოვაქვეყნებთ. მაგრამ ეს კიდევ უფრო რთულია. მიუხედავად იმისა, რომ ერაყში ქართული მისიიდან სულ რაღაც 4 წელი გასული, - იქ დაღუპული 5 ჯარისკაცის შესახებ დაზუსტებული ინფორმაციების მოძიება ძალიან ჭირს. ამიტომ, ამ საქმეში არა მხოლოდ თავდაცვის სამინისტროს, არამედ ოჯახის ჭირისუფლების, მათი თანამებრძოებისა და ჩვენი მკითხველების დახმარების იმედი გვაქვს. ყველას შეუძლია კერძო კოლექციებიდან გამოგვიგავნონ საჭირო ინფორმაცია მისამართზე georgian@rferl.org ან liklikadzek@rferl.org

ავტორი: კ.კ.
15.03.2012 13:08
გაგახაროთ ღმერთმა! საკმაოდ საჭირო და ღირსეული მისიაა. გვიგულეთ თანამოაზრეებად!

ავტორი: მიჩიგან ავენიუდან საიდან გვწერთ: Сhicago
15.03.2012 12:49
კობა!!!უდავოდ,ამჟამად მართლაც არასაჭირო <საიდუმლოების გრიფის მოხსნით>, მომავალი ქართველი გმირების აღზრდის,საქმეს ემსახურები.საქართველოსათვის ომში დაცემული ბიჭების სურათები,ბილბორდების სახით,ქართული ქალაების ქუჩებში უნდა იყოს გადაფენილი.ვიცი,ქვეყნისათვის ნამდვილად საჭირო,დროულად დაბეჭდილი და გახმოვანებული,ყოველდღიური თავდაუზოგავი მძიმე შრომის ნაყოფია.ბევრი ცდილობს დაწეროს,თქვას დროით აქტუალური,მაგრამ კალამი და ენა, ერეთულებს უჭრით.ჭკვიანები,უმრავლეს შემთხვევაში ობიექტურები, ხართ-ოქრო.მარიამი,სალომე,ლელა,ნიკო.სხვებისათვის ორიენტირები,თავთავიანთი საქმის კეთილსინდისიერად ფლობისაკენ სვლისათვის,შემდგომში.შექების ძალა,შექებულს< მთებს ანგრევინებს>,თუნდაც ჩემნააირი შემქების,თქვენთვის უცნობი და ზოგიერთთათვის ვითომ<მატრაკვეცისაგან>გაგონილი.ვეცადოთ,ვიყვეთ ამ ცხოვრებაში, ზემოთ დაბეჭდილი ქართველი ბიჭების სურათების,თვალგასწორებულად შეხედვის ღირსნი

ყველაზე პოპულარული