Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სტუმრად ჩვენს ეთერში: ნატო ინგოროყვა


22 დეკემბერს "თავისუფლების დილის" სტუმარი იყო ინფორმაციული განათლების საერთაშორისო ცენტრის ხელმძღვანელი და "მასწავლებლის გაზეთის" რედაქტორი, ნატო ინგოროყვა. მან ილაპარაკა მედიაწიგნიერებაზე. მისი ინიციატივით და ფონდ "ღია საზოგადოება - საქართველოს" მხარდაჭერით ცოტა ხნის წინ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში დაიწყო საჯარო ლექციები სტუდენტებისთვის მედიაწიგნიერების შესახებ. რა არის მედიაწიგნიერება, როგორ უნდა ისწავლოს თანამედროვე ადამიანმა იმ უამრავი ინფორმაციის მოხმარება, რომელსაც ყოველდღიურად იღებს ტრადიციული მედიისა თუ ინტერნეტის საშუალებით და რა უნარები სჭირდება მომხმარებელს იმისთვის, რომ ინფორმაციისგან უფრო მეტი სარგებელი ნახოს, ვიდრე ზიანი მიიღოს? სწორედ ამ კითხვებს პასუხობდა ნატო ინგოროყვა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG