ორშაბათი, 20 მაისი, 2013 თბილისის დრო 12:57

ახალი ამბები

საფრანგეთის საკონსტიტუციო სასამართლომ გააუქმა კანონი სომეხთა გენოციდზე

ტექსტის ზომა - +
საფრანგეთის საკონსტიტუციო სასამართლო აცხადებს, რომ ქვეყნის კონსტიტუციას არღვევს კანონი, რომელიც ეხება თურქეთში სომეხთა მასობრივ დახოცვას პირველი მსოფლიო ომის დროს. საფრანგეთში ეს, დეკემბერში მიღებული კანონი დანაშაულად აცხადებს იმის უარყოფას, რომ გენოციდი იყო 1915 წელს ოსმალეთის იმპერიაში 1,5 მილიონამდე სომხის დახოცვა. საფრანგეთის საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებას მიესალმა თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრი აჰმეტ დავუთოღლუ, რომლის თქმითაც, თურქეთის მთავრობა შეიკრიბება იმის გადასაწყვეტად, აღადგინოს თუ არა საფრანგეთთან ურთიერთობა ეკონომიკის, პოლიტიკისა და სამხედრო სფეროებში. თურქეთმა ეს ურთიერთობები შეაჩერა მას შემდეგ, რაც საფრანგეთის პარლამენტმა მიიღო კანონი სომეხთა გენოციდის უარყოფის დანაშაულად გამოცხადებაზე. საკონსტიტუციო სასამართლოს დღევანდელ გადაწყვეტილებას გამოეხმაურა საფრანგეთის პრეზიდენტმა ნიკოლა სარკოზიც. ის აცხადებს, რომ მთავრობას დაავალა, მოამზადოს ახალი კანონპროექტი, რომელიც შეეხება სომეხთა გენოციდის უარყოფის დასჯას.


ყურადღება!
1 ივნისიდან რადიო თავისუფლების ქართული რედაქციის ვებსაიტზე ფორუმებით სარგებლობისთვის აუცილებელი იქნება რეგისტრაციის გავლა. დღეიდან მოქმედებს პარალელური სისტემა: ფორუმში მონაწილეობა შესაძლებელია როგორც რეგისტრაციით, ისე მის გარეშე. მაგრამ 1 ივნისიდან ფორუმებში მონაწილეობა მხოლოდ რეგისტრირებულ მომხმარებლებს შეეძლებათ.

რეგისტრაციის გასავლელად დააჭირეთ ვებსაიტის ზედა მარჯვენა კუთხეში მოთავსებულ ბმულს „რეგისტრაცია“.