პარასკევი, 24 მაისი, 2013 თბილისის დრო 18:57

მულტიმედია / TV

“მხედრიონი” და გადამწვარი სოფელი

ტექსტის ზომა - +
20 წლის წინ სამეგრელოს ქალაქებსა და სოფლებში დაიწყო სამხედრო ოპერაცია, რომელსაც უამრავი უდანაშაულო მოქალაქე შეეწირა.
Loading
12:00:00 / -:--:--
ჩამოტვირთეთ

“ზვიადისტების” დასჯის მიზნით, სამხედრო დაჯგუფებებმა დაწვეს სოფლები, გაძარცვეს მოსახლეობა.
Loading
12:00:00 / -:--:--
ჩამოტვირთეთ

ჩვენი დღევანდელი გადაცემა ზუგდიდის რაიონის სოფლებშია გადაღებული.
Loading
12:00:00 / -:--:--
ჩამოტვირთეთ


ყურადღება!
1 ივნისიდან რადიო თავისუფლების ქართული რედაქციის ვებსაიტზე ფორუმებით სარგებლობისთვის აუცილებელი იქნება რეგისტრაციის გავლა. დღეიდან მოქმედებს პარალელური სისტემა: ფორუმში მონაწილეობა შესაძლებელია როგორც რეგისტრაციით, ისე მის გარეშე. მაგრამ 1 ივნისიდან ფორუმებში მონაწილეობა მხოლოდ რეგისტრირებულ მომხმარებლებს შეეძლებათ.

რეგისტრაციის გასავლელად დააჭირეთ ვებსაიტის ზედა მარჯვენა კუთხეში მოთავსებულ ბმულს „რეგისტრაცია“. (რეგისტრაციის გავლის შემდეგ ელექტრონული ფოსტით მიიღებთ ავტომატურ შეტყობინებას. ყურადღება მიაქციეთ, შეტყობინება თქვენი ელექტრონული ფოსტის spam-ში ხომ არ აღმოჩნდა.)
ეს ფორუმი დაიხურა
კომენტარების რიგი
კომენტარები
     
ავტორი: anna საიდან გვწერთ: atenidan
13.06.2012 22:04
მთელს სამეგრელოს ყიზილბაშებივით შეესია მხედრიონი და ე.წ. გვარდია, საქმე მარტო ზვიადისტობა არ იყო, აქ მათ გამოავლინეს სიძულვილი მეგრელების მიმართ, სწორედ ამ ნიშნით ხდებოდა უიარაღო ადამიანების დახვრეტა. ეს იყო სირცხვილი და ამასთანავე უდიდესი ცოდვა, ამიტომაც დაისაჯა ქართველობა. დაკარგა ტერიტორიები, გაღატაკდა და ვაი, რომ ბოლო არ უჩანს ქართველთა შუღლს, დაპირისპირებას....

ავტორი: carlito საიდან გვწერთ: ქუთაისი
09.06.2012 15:13
გოგი, საღოლ! მაგარი ხარ...ნაგავი ერი ვართ ქართველები!...

ავტორი: ანონიმი
29.05.2012 02:43
თქვენ ბატონო გოგი ეტყობა სადღაც სხვაგან ცხოვრობდით თორემ ასეთი ირონიით არ ილაპარაკებდით თბილისა და მხედრიონის სიყვარულზე ერთხელ მაინც გეხსენებინათ თბილისში იმ წლებში მხედრიონის ბოგინის დროს გამართულ მიტინგებზე დაჭრილ და მოკლულ ადამიანებზე არანაკლები გაჭირვება გადაიტანა თბილისმა და არ არის ლამაზიზრდასრული და ვითომდა ზედმეტად განათლებული ადამიანის საქმე ასეთი ირონიით საუბარი . ეს გადაცემა "ოკუპაციის მუზეუმიდან" უფრო ალბათ სხვარ რამისთვის იყო და არის გათვლილი. თქვენს სინდისზე იყოს, თბილისელებზე ასეთი ცილისმწამებლური საუბარი. ნუ გგონიათ ვინმეს რაიმე დაავიწყდა ან დაავიწყდება.

ავტორი: grigoli საიდან გვწერთ: germaniidan
28.05.2012 20:26
საშინელება მოხდა იმ დროს, მაგრამ არანაკლებ საშინელებაა, რომ რიგითი მხედრიონელები დააპატიმრეს, მაგრამ სულიერი ლიდერები და იდეოლოგები ახლა ოცნების ტრიბუნიდანაც გვმოძღვრავენ

ავტორი: ანონიმი
25.05.2012 23:14
ქართველი პირველ რიგში კულტურული ფენომენია და არა ეთნიკური. ილიას სომეხი მეგობარი არტემ ახნაზაროვი უფრო ქართველი იყო ვიდრე საბჭოთა მაფიოზი ჯა(ნდა)ბა და ლენინურ კომკავშირში და საბჭოთა მილიციაში გამოჩეკილი ედვარდ ფირალოვიჩ შევარდნაძე! ხოდა ქართველების გენოციდს მაგნაირები აწყობენ და არა სომეხი არტემ ახანაზაროვი თუ კრაწანისის ველზე ერეკლეს დამცველი მისი ერთგული თათრები!

ავტორი: ანონიმი
25.05.2012 17:48
ბატონ ზუგდიდელ მეგრელს,სორი: 1917 წლის შემდეგ როგორ ინიშნებოდნენ არა მარტო პატრიარქები ყოფილი რუსეთის იმპერიის ტერიტორიაზე ნამეტანი კარგადაა ცნობილი. არჩევანი ყოველთვის იყო უარესსა და საშინელს შორის! ხოდა დღევანდელი პატრიარქი უარესია და არა საშინელი და სხვათა შორის ეს დაინახა ანტროპოსოფოსმა მართლმადიდებელმა ზვიად გამსახურდიამ და მხარი დაუჭირა მას სხვათა შორის როდესაც მას უჭირდა.ყველაფერში ვერა (ყველაფერი სამოთხეშია და არა ცოდვილ მიწაზე) მაგრამ ბევრ რამეში გაამართლა ამ არჩევანმა სხვათა შორის! მაგრამ იცით როდესაც დემოკრატებად წოდებული პირები ფანჯრიდან გადააგდებენ და ისე მოკლავენ ეპისკოპოსის შვილს (ასეთი რამეც მომხდარა საქართველოს დემოკრატიული გაბედნიერების პროცესში) იქ თვენც შეიძლება რამეში შეცდეთ. გეპატიებათ ეს შეცდომა დიდი ანგარიშით,ადამიანების მიერ თუ ვერა უფრო მაღალი ინსტანციების მიერ კი. ხოდა ასე. იმ ეპისკოპოსის შვილის მკვლელობის დამკვეთმა ძალებმა ისე მოკლეს უძლიერესი ამერიკის პრეზიდენტი კენედი და ამოწყვიტეს კენედების მთელი ოჯახი რომ გადარეული კაცობრიობა დაბოდიალობს და ვერ გაუგია ბოლომდე რა,როგორ და რატომ მოხდა. ბრძოლა მეტაფიზიკურ დონეზეცაა და ყველას არა აქვს სამწუხაროდ გალობანი სინანულისანის თქმის შნო. ვისაც აქვს ის იმარჯვებს აწ და მარადის. ხოდა ვუსურვებ კაცობრიობას ასეთ გამარჯვებას! იცოცხლეთ და გაგიმარჯოთ!

ავტორი: ირაკლი
22.05.2012 16:22
ქართველების გენოციდი - ქართველების მიერ!

ავტორი: ანონიმი
22.05.2012 15:07
საბჭოთა მაფიისთვის და სორი ქართული ინტელიგენციისთვის სასიხარულო მოვლენის წლისთავია ეხლა: 20 წლის წინ, თბილისის (საქართველოს დედაქალაქია ეს) ცენტრის ჯერ კიდევ მბოლავ ნანგრევებზე ასე ვთქვათ მსოფლიო დემოკრატიის ვარსკვლავებმა საქართველოს მთავრობის მეთაურად დანიშნეს ამ თბილისის ერთ-ერთი მნგრეველი თენგიზ სიგუა რომელმაც დრო იხელთა და შექმნა პოლიტიკური საბჭო ( მანამდე მისი გაპრემიერმონისტრების შემდეგ პირველი რაც გააკეთა გაიქცა და სიდედრი დააწვინა მოსკოვში კრემლის საავადმყოფოში რაც მანამდე მისთვის,ბეჩავი პროვინციალი ინტელიგენტისთვის,ხელმიუწვდომელი იყო,დააფასა ქალი).

ხოდა ამ ტიპის მიერ შექმნილ პოლიტიკურ საბჭოში იყო ორჯონიკიძის მიერ დაარსებული სორი საქართველოს ნაღები:

ლევან და მერაბ ალექსიძეები,გიორგი და ელდარ შენგელაიები,გიორგი მაისურაძე,აკაკი ბაქრაძე,ჯაბა იოსელიანი (ეს ორი უკანასკნელი ექვთიმე თაყაიშვილს მიასაფლავეს) თამაზ გამყრელიძე,ნოდარ ლომოური (რომელმაც საბჭოთა საქართველოს ტელევიზიით თავად ქაიხოსრო ჩოლოყაშვილს ბანდიტი უძახა),გურამ გეგეშიძე,გურამ თევზაძე,თამაზ კვაჭანტირაძე,თბილისის კიდევ ერთი მნგრეველი თენგიზ კიტოვანი,მისი ულიბერალესობა მიხეილ ნანეიშვილი,თედო ნინიძე,გიორგი და ივლიანე ხაინდრავები და სხვა ბევრად უფრო ნაკლებად პატივსაცემი ცხვირები.

მესმის რომ აღარ ვართ გიორგი შარვაშიძის ხანაში. მან დაარსა უღირსი ადამიანებისთვის ხელის არ ჩამორთმევის საზოგადოება და ესენი კი იყვნენ აღა მახმად ხანის შემდეგ თბილისის მასშტაბურად მნგრეველთა კოლეგები.

აბა რა გითხრათ,ყველაფერს ხომ თავისი საზღვარი აქვს?

ხოდა გილოცავთ საქართველოს სათავეში ვარსკვლავების და ბანდიტების შემოქმედებითი კოლექტივის მოხვედრის ამ საზეიმო თარიღს. დანარჩენი თქვენ იცით.

ავტორი: rami საიდან გვწერთ: samegrelo
21.05.2012 16:49
რაც ზუგდიდსა და წალენჯიხაში მოხდა უდიდესი ტრაგედიაა. ამ ტრაგედიას აცოცხლებს ის, რომ შევარდნაძისგან, სიგუასგან, კიტოვანისგან, ყარყარაშვილისგან და გუგეშაშვილისგან ინტერვიუებს იღებენ. ჯაბას პანთეონში დაკრძალვის მსგავსი ცინიზმის წარმოდგენაც კი ძნელია. ამ ჟურნალისტებს, პროფესიონალიზმს რომ თავი დავანებოთ, უბრალოდ, ღირსების გრძნობაც არ გააჩნიათ.

ავტორი: მაისო გიორგაძე საიდან გვწერთ: უნიჭო პოეტთა საზოგადოება
21.05.2012 12:21
აუცილებელად მიმაჩნია, რომ პარლამენტის მიერ გამოძიებული იქნას მხედრიონის დანაშაულებრივი ქმედებები არამარტო სამეგრელოს, არამედ მთელი საქართველოს მასშტაბით.

ავტორი: გუგა საიდან გვწერთ: თბილისიდან
21.05.2012 05:46
მშვენიერი ნამუშევრია, მიუხედავად იმისა, არაერთი ნაკლი აქვს მის შინაარსს (და არა ფორმას).... ზვიად გამსახურდიას კანონიერი ხელისუფლების დამხობას მოყვა უდიდესი უბედურებები საქართველოსა და სრულიად კავკასიაში. ეს ხალხი ისეა დაშინებული, ისეთი ტრამვები აქვთ მოყენებული, რომ დღესაც ვერ ამბობენ "მხედრიონის" სახელს, ანუ ზოგიერთები ახლაც ერიდებიან პირდაპირ მხილებას. ნაძირალა გუგეშაშვილი და მასზე უარესი ყარყარაშვილი, ამ ორზე გაცილებით უფრო დიდი ნაძირალა შევარდნაძე ახლაც მშვიდად არიან და კვლავ აქტიურობენ საქართველოს სახელმწიფოს დასაქცევად, ხოლო ის კიდევ ერთი დიდი ნაძირალა პანთეონში განისვენებს. დაგვანებონ თავი, ამათი მოქმედებების და აქტირუობის შედეგები კარგად მოეხსენება ყველას: დამხობილი კანონიერი ხელისუფლება, დაკარგული ტერიტორიები, უამრავი უდანაშაულოდ დაღუპული ადამიანი, ლიკვიდირებული პრეზიდენტი, მშვიდობიანი დემონსტრაციების იარაღის ძალიათ დაშლა და ასე შემდეგ და ასე შემდეგ.... კიდევ რა ვთქვა არ ვიცი, უამრავია სათქმელი და გამოსასწორებელი, რისი გგამოსწორებაც კიდევ შეიძლება... ყველაფერს დაერქვას თავისი სახელი და ამით ბევრი რამ მოგვარდება ქვეყანაში, ჭეშმარიტად დემოკრატიული, ძლიერი სახელმწიფოს მშენებლობას მხოლოდ ეს თუ მისცემს უმთავრეს იმპულსს

ავტორი: დაიანა არბუსი
21.05.2012 00:10
მხედრიონი და მიშა ბევრ რამეში გავს ერთმანეთს: ორივე კუნთებს ათამაშებს, მხედრიონი - იარაღის სახით და მიშა - პოლიციის სახით. აი, ბატონი რურუა კი სხვა ჩიტია, მხედრიონისგან განსხვავებით, ქართულ სიმღერებს რომ ამღერებდა, რურუა ჯაზითაა გატაცებული. რას ერჩი, დაიხვეწა კაცი :)

ავტორი: კოტე საიდან გვწერთ: გერმანია
20.05.2012 22:10
რა თქმა უნდა მადლობა გოგი გვახარიას, მაგრამ ყველაფერი შედარებითია, რადგან ზოგს ის გოგი გვახსოვს, დინების საწინაარმდეგოდ ცურვას რომ არ შეუშინდა. საქართველო კი არა, მთელი საბჭოთა კავშირი იყო ეიფორიაში „მონანიების“ გამოსვლის შემდეგ, გოგი კი სადაც შეეძლო იქ აცხადებდა, რომ ეს არ იყო ხელოვნება. არც „ეროვნულ მოძრაობას“ მორიდებია, რის გამოც, როგორც ამბობენ სილაც იწვნია, მაგრამ ამან ვერ შეაჩერა.
როცა ლევაშოვის ცხრა აპრილთან დაკავშირებული ფილმის განხილვა დაიწყო, მან ერთადერთმა ახალა ავტორს სახეში – ეს ჩვენთვის უმტკივნეულესი თემით სპეკულაცია არისო. მეგობრებმა იმაზე საუბარიც კი დავიწყეთ – ეს კაცი ჩვენს სინამდვილეში ხოტივარის „სერენადიდან“ ამომხტარი გმირი ხომ არ არისო.
ამიტომაც ვამბობ, რომ ყველაფერი შედარებითია. ჩვენი უახლესი ისტორიის გაშუქება საშურო საქმეა, მაგრამ ბრჭალებდაცვეთილი გუგეშას მხილება თუ პრობლემის სიღრმეში არ გადაგვანაცვლებს...
ერთ თავის გადაცემაში გოგიმ ლაშა ბუღაძეს მისთვის ჩვეული პროვოკაციული კითხვა დაუსვა: იყო კი საერთოდ „წითელი“ ინტელიგენციაო. და აი ეს არის ბევრი ჩვენგანისთვის იმ ძველ გოგისთან განშორების ტკივილი. (რის გამოც მის მიმართ ჩემი მხრიდან გამოვლენილ აგრესიას დღემდე ვნანობ)
ტიციან ტაბიძე წერდა: ჩვენ ქრისტიანები ვიყავით წარმართობის ეპოქაშიც და წარმართებად დავრჩით იესოს მოსვლის შემდეგაცო. „წითელია ჩემი სახელი“. რატი ამაღლობელი ან ბასა ჯანიკაშვილი იგივე წითელი ინტელიგენცია არ არის? გუგეშებზე გადატყდეს ყველაფერი? რა მნიშვნელობა აქვს, კომპარტიას მიეყიდები, თუ წმინდა ბიძინას. ორ კვირაზე მეტი ვერ გაძლეს. დაიცადე დალოცვილო რას გვთავაზობს, საერთოდ როგორც პოლიტიკოსს როგორ შეუძლია თავის დაჭერა. არა. გული გაუსკდათ, ვინმემ არ დაგვასწროსო. კარგად იცოდნენ რა კონკურენცია იყო, რა რიგები დადგებოდა და... დაგაზეს სოლოლაკის მიუვალი ფერდობებისკენ.
გოგის ეს გამოეპარა? მაშინ საერთოდ არ გვცნობია არც მე და არც მას ადამიანი.
კიდევ ერთხელ მადლობა მას ამ გადაცემისთვის. „წითელი ზონა“ კვლავ ნათელ წერტილად რჩება ქართულ მედიასივრცეში.

ავტორი: ვინმე საიდან გვწერთ: საიდანღაც
20.05.2012 16:49
ისე, მიშაც ხომ არ იყო საიდუმლო მხედრიონელი? აქეთ რურუა, იქით გასტარებული დოდოშკა... იღონდ არ შემეკამათოს ახლა ვინმე, რომ მიშა ზვიადისტია :) ორმაგი სტანდარტები, ძამიკო!

ავტორი: ელენე საიდან გვწერთ: სახლიდან
20.05.2012 15:43
რომელ გამოძიებაზე და დასჯაზეა ლაპარაკი, აგერ დიდი მხედრიონელი რურუა კულტურის მინისტრად გვყავს მოვლინებული. ეჰ...

ავტორი: ნატო საიდან გვწერთ: იქიდან
20.05.2012 14:31
ძალიან კარგი გადაცემა იყო. ყოველივე ამის მერე იოსელიანი პანთეონში განისვენებს და გუგეშაშვილი ახლაც გმირად თვლის თავს. ქართველებს ასეტი ორმაგი სტანდარტები გვღუპავს სწორედ.

ავტორი: მწერალი საიდან გვწერთ: სახლიდან
20.05.2012 13:30
"არნახული სისასტიკით გაუსწორდნენ ძაღლის ენაზე მოლაპარაკე მეგრელებს"
ჟურნალისტის სიტყვებია. სამწუხაროდ გვარი და სახელი არ არის ჩემთვის ცნობილი :(

ავტორი: ანონიმი
20.05.2012 11:55
ავტორი: ანონიმი 20.05.2012 00:00

"აქ ერია დამნაშავე"
ინდივიდუალობის გაკოლექტივება, კოლექტივის გაინდივიდუალება.

ერი არა იხვი! თუმცა საფასურიც და ცოდვაც ერთად გვაქვს გადასახდელი და საზიდი.

ავტორი: მეგრელი საიდან გვწერთ: ზუგდიდიდან
20.05.2012 10:05
''გაიხარე ჩემო გელა. პატრიარქი არა მარტო ჯაბას ნათლავდა. გამსახურდიასთან დაახლოვებული პირები ყვებოდნენ, ზვიადი სულ იმას ამბობდა რო ორი ქართველი მებრძვის ყველაზე მეტად. შევარდნაძე ქვეყნის გარეთ და პატრიარქი ქვეყნის შიგნითო.'' პატივცემულო ანონიმ ერთ რამეს ოველთვის განზე ვთოვებთ რატომღაც ამ თემის გარჩევისას კერძოდ: მართლმადიდებელი პატრიარქისა და ანთროპოსოფიის უმთავრეს მსოფლიო იდეოლოგს შორის შეუგუებლობა უფრო მეტად არის მუდამ შესაზლებელი ვიდრე იგივე პატრიაქისა ავაზაკებთან. ეკლესიურად და იდეოლოგიურადაც ანთროპოსოფ პატრიარქის საპირწონეთა მაძიებლობა ავაზაკთა შორისაც არის მიღებული და სწორია მართლმადიდებელი პატრიარქის პოზიციებიდან ,თუმცა რამდენად ზნეობრივია სულ ეს სხვა თემაა.

ავტორი: ანონიმი
20.05.2012 00:24
გოგი მაბრაზებს ხოლმე, მაგრამ ამ ბნელ ამბებთან საღი დამოკიდებულება აქვს. მადლობა გადაცემისთვის. სამწუხაროდ ეს ძალიან ცოტაა. ამ ამბებს სანამ არ გამოიძიებენ და შეაფასებენ, იქამდე ასე ვიქნებით, - გამუდმებულ ქაქში.

ავტორი: ანონიმი
20.05.2012 00:00
რატომ ხდებოდა ეს ყველაფერი ვინმე დაფიქრდა ამაზე??? არავის არ უნდა ეტყობა ფიქრი, რამ მიიყვანა ხალხი ამ ზომაზე, აქ სხვა რაგაცასჰი იყო საქმე, მაგრამ ისიც ვიცი რომ ყველა ვერ გაიგებს ამის მიზეზს... მიტუმეტეს ცალმხრივათ გაშუქებულ ინფორმაციაზე. აქ ერია დამნაშავე და არა ცალკეული პიროვნებები

ავტორი: ანონიმი საიდან გვწერთ: თბილისი
19.05.2012 21:28
”მხედრიონის” შემოსვლა ზუგდიდში რა ფორმით მოხდა, ყველა ზუგდიდელს ახსოვს- მანქანები როგორ გამოჰყავდათ და როგორ ძარცვავდნენ სახლებს. ყველაზე დიდი საშინელება და უბედურება კი ის იყო, რომ მეგრელებს, დაცინვით, ზემოდან უყურებდნენ.

ავტორი: ანონიმი
19.05.2012 19:35
გაიხარე ჩემო გელა. პატრიარქი არა მარტო ჯაბას ნათლავდა. გამსახურდიასთან დაახლოვებული პირები ყვებოდნენ, ზვიადი სულ იმას ამბობდა რო ორი ქართველი მებრძვის ყველაზე მეტად. შევარდნაძე ქვეყნის გარეთ და პატრიარქი ქვეყნის შიგნითო. ცა და ქვეყანამ იცოდა რომ პატრიარქს ისე არ უყვარდა ზვიადი, ემოციებს ვერ მალავდა. კარგი ამდენი ხალხი იტყუებოდა მარა ერთხელ მაინც ცადა სერიოზულად სიტუაციის განმუხტვა? შვილებო რას აკეთებთ, თქვენ ხომ ერთმანეთის ძმები ხართო. არადა „მორწმუნეებს“ რო კითხო ნეტარი ავგუსტინე ვერ მივა მასთან სულიერებით. ეხლა ნახეთ, როგორ გაიყურსებიან. მაგათ მარტო დაბალ ღობეზე უყვართ გადავლა და ამიტიმაც აგინებენ სულ „ლიბერასტებს“. აბა გამსახურდიას მომხრეებს გაუბედონ რამე. ხალხო, ნუ იკატუნებთ თავს, მიშა და პატრიარქი გუგულებივით არიან ერთმანეტთან. თქვენ ის თქვით, რატომ იყო ასეთი სერიოზული დაპირისპირება ეკლესიასა და ეროვნული დამოუკიდებლობის იდეას შორის?

ავტორი: ანონიმი
19.05.2012 17:42

ავტორი გიორგი გვახარიაც,დიდად არ განსხვავდება პუტჩისტებისგან.ჰაზრებით ისიც წაიპუტჩისტებს!

ავტორი: ნინო საიდან გვწერთ: თბილისი
19.05.2012 16:25
ძალიან კარგი იყო!!!!!!!! ფორმატი გადასარევი... მადლობა! გენიოსი ბრძანდებით!

ავტორი: QARTVELI საიდან გვწერთ: MOSKOVI
19.05.2012 15:57
სანამ შევარდნაძე,სიგუა,კიტოვანი და ძმანნი მათნი არ დაისჯებიან საქართველოში სიმშვიდე არ იქნება.სისხლის სამართლის დამნაშავეებს,სამშობლოს მოღალატეებს დანაშაული არ უნდა შერჩეთ............

ავტორი: DooRs საიდან გვწერთ: Tbilisi
19.05.2012 14:59
როდის უნდა აგონ პასუხი ამ ხალხი კანონის წინაში გავიდა უკვე 20 წელი და ვითომ აქ არაფერი! საშინელებაა საეთუ უსამართლობის ყურება და მერე იმის გაზრება რომ ეს ხალხი მშვიდად დადიან გარეთ ეხლა და ზოგი პროფილში მღერის და ზოგი რესტორანში ქეიფობს. სად არის ხელისუფალი რომელიც გამოიძიებს ამ ფაქტებს და ამ არაადამიანებს პასუხს აგებინებს ყველაფერზე და ყველაფერს თავის სახელს დაარქმევს!!!!!!!!!!! ნუთუ აღარ მოვიდა ამის დრო!

ავტორი: em საიდან გვწერთ: zveli taoba
19.05.2012 14:23
რა სამწუხაროც არ უნდა იყოს ასეა, როცა მტერს ვერ ვერევით, ოჯახში ვეძებთ განტევების ვაცს აგრესიის დასახარჯად, ასე გვიტარებს მტერი სიძულვილისა და ძალადობის გაკვეთილებს. ჩვენ კიდევ იმისი ტვინი ვინ მოგვცა, ეს გაკვეთილები სიყვარულის გაკვეთილებად ვაქციოთ. ასე ვრჩებით მუდმივ პირველკლასელებად.
ამ საშინელ დროს, რომელსაც მე "მგლის საათს" შევადარებდი, სტუდენტი ვიყავი და მახსოვს ჩემი მეგრელი მეგობრის ნათქვამი : თუ ჩვენ სახლსაც დაწვავენ, ქალებს დაგვაუთოვებენ და ნამუსს აგვხდიან, მირჩევნია მეც ჩემს სახლთან ერთად დავიწვა, რადგან სამშობლო ჩემი სახლიდან იწყებაო. დიახ, სამშობლო საკუთარი სახლიდან იწყება, სხვა პატრიოტიზმი უბრალოდ არ არსებობს ბატონებო!

ავტორი: გელა საიდან გვწერთ: სახლიდან
19.05.2012 13:22
დიდი მადლობა ბატონო გოგი ამ თემის ასე კარგად გახსენებისთვის. ჩვენი ისტორიის ის ავბედითი ეპიზოდი ჯერ კიდევ არ არის სათანადოდ შეფასებული, სამწუხაროდ. ამ დროის შედეგები დღესაც ვერ დაგვიძლევია - წარმოიდგინეთ რომ რაღაცნაირად გამომძვრალიყავით იმ პერიოდიდან მშრალად - დღეს ხომ სულ სხვა ამოცანების წინაშე ვიდგებოდით. მე შეიძლება ზვიადი სულ არ მომწონდა მაგრამ ფაქტია რომ იმ სიგიჟემ ისე დაგვანგრია რომ დღესაც ვერ ვძლევთ ამ ყველაფრის შედეგებს.

ბატონო გოგი მე მგონი თქვენ მიუახლოვდით ერთ-ერთ ყველაზე დელიკატურ მაგრამ მნიშვნელოვან თემას რომელსაც დღევანდელობაზე უდიდესი გავლენა აქვს. - ეს არის ეკლესიის და პირადად ილია მეორეს როლი სამხედრო გადატრიალებისა და სამოქალაქო ომის დროს. როცა ხალხს ქუჩაში ხვრეტდნენ, იგი ჯაბას ნათლავდა და ზნეობრივ შვილსა თუ რაღაც ამდაგვარს უწოდებდა. ვინმეს ახსოვს ეს?

ავტორი: ილია საიდან გვწერთ: ტიფლის
19.05.2012 12:40
გოგი მართლა ჯიგარი ხარ :) საღად მოაზროვნე ადამიანი. ამავ დროს საოვცრად ობიექტური. ყოჩაღ კარგი გადაცემა იყო. თანაც ისე მოწოდებული რომ თავად მოგვეცი საშუალება განგვესაჯა. გმადლობთ!

ავტორი: გიორგი საიდან გვწერთ: იქიდან
19.05.2012 12:29
ცალმხრივადაა გაშუქებული, არანაკლები მამაძაღლობა აქვთ გაკეთებული ზვიადისტებს, გაგანია ომი როა აფხაზეთში და შენ ამ დროს მთელ ომში გაგზავნილ ტვირთებს რო ზუგდიდში ცლი იარაღიან-მედიკამენტიან-საწვავიანად, მერე 93 ის აგვისტოში სამტრედიას და ხონს რო "აიღებ" და ლაშქრობას აგრძელებ ეგ ქვეყნის ღალატია, მაგრამ ამას რატომღაც დღეს არავინ აშუქებს ეშინიათ მდედრიონი არ მიუვარდეს ტელევიზიაში მეგაფონებით.

ავტორი: ლევან ანდრონიკაშვილი საიდან გვწერთ: თბილისიდან
19.05.2012 11:56
ძალიან კარგი ქენით, რომ ამ სამარცხვინო პერიოდს მიუზღვენით გადაცემა, ახალმა თაობამ უნდა იცოდეს სიმართლე. სამარცხვინოა, როცა ჩვენს დროში ტელეშოუებში იწვევენ ბანდიტებს და მათ ტირაჟირებას და „ლეგენდარიზაციას " უწყობენ ხელს, სწორედ ეს არის იმის ნიშანი, რომ ჩვენს ქვეყანაში ფაქტობრივად არაფერი შეცვლილა!

ავტორი: ანონიმი
19.05.2012 11:18
შევარდნაძის მიერ მადლობაგადახდილი წარმოშობით ქართველი საბჭოთა ინტელიგენციის მიერ დანგრეულ თბილისს,დამწვარ სკოლებს, სახლებს,ქართული ხელოვნების ისტორიის ინსტიტუტს და ა.შ-საც,მოკლედ აღა დემოკრატია ხანის ბრწყინვალებასაც ალბათ ვიხილავთ. ისე მხედრიონის უფროსი ქართველი პროფესორი მორიარტიც ნამეტანი ინტელიგენტი იყო. შერლოკ ჰოლმსი დააკლდა უბედურ საქართველოს მილიციონერები შევარდნაძის და ანქვაბის ხელში.

ავტორი: zviadisti საიდან გვწერთ: დარჩელიდან
19.05.2012 08:42
გმადლობთ .. ჩვენ მეტი შურისძიებაც არ გვინდა, გარდა ბევრი ასეთი ფილმისა

ავტორი: გიგა საიდან გვწერთ: ქუთაისიდან
19.05.2012 02:20
“მაგნოლია ყვავილია რომელსაც კარგი სუნი აქვს მაგრამ თუ დიდხანს გააგრძელე ყნოსვა თავს გატკენს და გულს გირევს”
ჯიგარი ხარ გოგი ისე ამ წლების ამბებს რომ ვიხსენებ ცუდად ვხდები ხოლმე მიუხედავად იმისა რომ ამ დროს ძალიან პატარა ვიყავი

ავტორი: ანონიმი
19.05.2012 00:36
სამწუხაროთ ისმის ფრაზებიც ზვიადისტების და შევარდნაძისტების შესახებ. არაა ნათქვამი რომ ზვიადისტებს და პროვინციულ ფაშისტებს უძახოდნენ 1921 წლის შემდეგ პირველ თავისუფალ მრავალპარტიულ არჩევნებზე საქართველოს მოსახლეობის მიერ არჩეულ ხელისუფლებას.
საბჭოთა მაფიოზი ჯა(ნდა)ბა ხალხის მიერ არჩეულ პრეზიდენტთან რომ გაეიგივებინა კადაფის რომელსაც ხელებს პუტინის მეგობარი ბერლუსკონი საჯაროდ უკოცნიდა გასაკვირი არ იქნებოდა დამდვილად. მაგრამ გულუბრყვილოდ მიკვირს ეს ჩემი საყვარელი რადიო თავისუფლებისგან. არაფერი,ცოტა დროც და გავიზრდები. აფსუა როზა მირცხულავას წინააღმდეგ მებრძოლი მოჭიკჭიკე დოდო გუგეშაშვილის ხსენებაც სასიამოვნოა. ვინც გადარჩით ღმერთმა დაგიფაროთ გენშერის მეგობარი საბჭოთა მილიციის სკოლაგამოვლილი დემოკრატის არმიებისაგან.

ყველაზე პოპულარული