ოთხშაბათი, 19 ივნისი, 2013 თბილისის დრო 18:50

მულტიმედია / TV

ქალაქი, მაგრამ არა დედაქალაქი

ტექსტის ზომა - +
დღევანდელი გადაცემა 90-იანი წლების ქუთაისს გაგვახსენებს და გვიამბობს ქუთაისის ალტერნატიულ კულტურაზე, იმ მუსიკოსებზე, მხატვრებზე, რომლებიც ქვეყნისთვის და ამ ქალაქისთვის მძიმე წლებში ოფიციალურ ხელოვნებას და ოფიციალურ იდეოლოგიას დაუპირისპირდნენ.

Loading
12:00:00 / -:--:--
ჩამოტვირთეთ

რა დარჩა ამ კულტურიდან? რას აკეთებენ დღეს ქუთაისელი ავანგარდისტები?

Loading
12:00:00 / -:--:--
ჩამოტვირთეთ

რა განსაზღვრავს საქართველოს მეორე ქალაქის სახეს?

Loading
12:00:00 / -:--:--
ჩამოტვირთეთ


ყურადღება!
1 ივნისიდან რადიო თავისუფლების ქართული რედაქციის ვებსაიტზე ფორუმებით სარგებლობისთვის აუცილებელია რეგისტრაციის გავლა.

რეგისტრაციის გასავლელად დააჭირეთ ვებსაიტის ზედა მარჯვენა კუთხეში მოთავსებულ ბმულს „რეგისტრაცია“. (რეგისტრაციის გავლის შემდეგ ელექტრონული ფოსტით მიიღებთ ავტომატურ შეტყობინებას. ყურადღება მიაქციეთ, შეტყობინება თქვენი ელექტრონული ფოსტის spam-ში ხომ არ აღმოჩნდა.) კომენტარის დასაწერად არ დაგავიწყდეთ საიტზე შესვლა.
ეს ფორუმი დაიხურა
კომენტარების რიგი
კომენტარები
     
ავტორი: Nino საიდან გვწერთ: Strasbourg
28.06.2012 22:05
ყველა გადაცემაში პრეზიდენტმა უნდა გაიელვოს?!

ავტორი: giorgi qutaiseli საიდან გვწერთ: Germany/leipzig
24.06.2012 15:02
ძალიან დიდ მადლობას ვუხდი ყველა იმ ადამიანს რომლებმაც ამ გადაცემის მომზადებაში წვლილი შეიტანა. თქვენ კიდევ ერთხელ გაახსენეთ ხალხს თუ რაოდენ დიდი მუსიკის,პოეზიის და მხატვრობის კულტურა იყო და არის ქუთაისში. კიდევ ერთხელ გაახსენეთ ხალხს ის ისტორია რომელიც უკვე წარსულს ჩაბარდა. ამ ადამიანებმა შექმნეს ქართული როკ მუსიკის ეპოქა მიუხედავად ბევრი დაბრკოლებებისა . მათ გამოხატეს ის რისიც ყველას ეშინოდა 90იან წლებში , მათ აანთეს შუქი ჩამქვრალ სახლებში და დასაბამი დაუდეს ჭეშმარიტ მუსიკას . დღესდღეობით ძალიან ცოტამ თუ იცის ქუთაისში თავიანთი როკ-რევოლუციის შესახებ... ანდერგრაუნდი იყო და ანდერგრაუნდად დარჩება. არ გეგონოთ რომ ეს ყველაფერი ბოლომდე მოკვდა არსებობს კიდევ ჯგუფი "ბუნკერი" რომლებიც იმ ტრადიციებს იმ ანდერგრაუნდს ინარჩუნებენ.ჩემთვის ისინი ცოცხალი ლეგენდები არიან...

ავტორი: m საიდან გვწერთ: m
19.06.2012 18:30
მაპატიეთ თუ შეგიძლიათ, არ ვიცი რა მომივიდა, ძალიან ვნანობ

ავტორი: Salome
14.06.2012 17:09
კარგი გადაცემაა... დიდი სიამონვნებით ვუყურე, იმიტომ რომ ქართველი ვარ და შესაბამისად რომანტიკოსიც. ეს გადაცემა კი კიდევ ერთი ძიებაა იმის, რასაც სინამდვილეში არასოდეს უარსებია, ნოსტალგია წარსულის დღეების მიმართ, რომლებიც მარტო იმიტომაა თვალწარმტაცი, რომ დიდი ხანია წარსულს ჩაბარდა.
"ქუთაისი როკის ქალაქი?"

ავტორი: polikarte
11.06.2012 12:04
აია კუტაია, აია პოლი, აია ერთადერთი პოლი ქვეყანაში, სამწუხაროდ.

ავტორი: mrachni საიდან გვწერთ: New York
11.06.2012 08:32
ბევრი ნაცნობი სახე დავინახე...
ჩემი ცხოვრების საუკეთესო წლები ბნელ და მშიერ ქალაქში გავატარე. მაინც მენატრება და მადლობა იმ ხალხს ვინც გვერდში მიდგა და გამიგო, მიმიღო ისეთი, როგორიც ვიყავი!
მადლობა გოგი!

ავტორი: nika საიდან გვწერთ: Tbilisi
11.06.2012 01:56
ბ-ნ გოგის: როკერი არ ნიშნავს როკმუსიკოსს

ავტორი: apachikutaiseli საიდან გვწერთ: ofisidan
10.06.2012 22:30
მადლობა ბატონო გოგო გაიხარეტ ამფერი კაი და დროული გადაცემისთვის, ქუთაისს როცა ძინავს მაინ ფიქრობს რა როცა ღვიძავს საქმეს აკეთებს.. ხოდა ახლა ცოტახანი ფიქრის დრო გვაქვს, მალე შევუდგებით საქმეს

ავტორი: Tako
07.06.2012 12:31
გოგი, მაგარი ხარ!

ავტორი: არქეოპტერიქსი საიდან გვწერთ: პარლამენტიდან ახლოს
07.06.2012 10:21
ის შეგრძნებაა, როცა შენ ქალაქზე რამე სასიამოვნოს გაიგებ და ბავშვივით გიხარია. ევროპული, ფელინური, ქუთაისური გიტარა, პროტესტული, სევდიანი აგრესია, ქურდული, ბაზა საიდანაც ხარისხიანი იგზავნებოდა თბილისს, ყველაფერი იყო ჩინებულად მოცემული.
ყბადაღებული თემაა ქუთაისური ანტი დამოკიდებულება თავისუფალ ჩაცმაზე, სტილზე, არატრადიციულ სექსზე, სვეტობაზე და ა.შ ცოტა მოსაწყენი.
დრო იყო, როდესაც რობი ღრიალებდა, შაშო, ბლონდი მარინა როცა პიკში იყვნენ, ქალაქი ჩაიკეტა, ქვეყანა გადატრუალ-გადმოტრუალდა და პურის არ იყოს სექსიც ნამეტანი გაჭირდა. არის რაღაც ანტიკური ამ ქალაქში. საქმე ისაა რომ, ნაწილი ახალგაზრდობის თავის სიჭაბუკეს ქუთაისში, ერთ ცნობილ ჰომოსექსუალთან კარგავდა ან იკმაყოფილებდა. ღრიალი რა გასაკვირია, სადაც სექსუალურ მოთხოვნილებას ნებისმიერი გზით იკმაყოფილებდნენ. ეს არ იყო ერთი ორი შემთხვევა, საკმაოდ მასშტაბური სახე ჰქონდა, და არავითარი ტაბუ, საკმაოდ გულღიად ყვებოდნენ ამაზე. მოსული პონტი იყო, (კახელების ვირის ვარიანტია). ნახეთ, ერთს ჩხუბი დაუწყეს გრძელი თმები რატო გაქვსო და მეორეს არა, რადგან იცნეს ბოვშობის ახლობელი. ერთი ჰომო ბიჭი დადიოდა ქალაქში, სეთი გრაციოზული "პახოტკით" ქალს შეშურდებოდა, ჩაცმულიც შესაბამისად, ჩანთა მხარზე და ა.შ აბა ვინმს რამე გაებედა, უმალ შავებთან ექნებოდა საქმე, რადგან ქურდის ცოლი "დაქალი" იყო. (იმავ დროს როგორც მახსოვს დათო ევგენიძე ჩემ ქალაში "ბენდენისთვის" სცემეს). რამდენი კიდე ასეთი...
საოცარი ქალაქია, ახლობლობის ჩახტების ამბავშიგაგებაში ალბათ პირველი გეი აღლუმიც ამ ქალაქში ჩატარდება. როგორც ყოელთვის პირველობის ტრადიცია რომ შენარჩუნდეს და თავისი პარადოქსულობა დაამტკიცოს. ნეტა მართლა ასეთია? თუ ეზოს ბოლოში ჩადგმულ "ობორნიას" წააგავს, რომელიც ფარცხანაყანებ, მაღლაკ, ქვიტირი, საყულია ტყჩირმა ჩადგა "მოთხოვნილების" დასაკმაყოფილებლად. ალბათ არა!!
თვალი დაუდგეს ევროპას, მე ამ გახუნებულ ქალაქში დავიბადე და მიყვარს. ამდენ ბჟუტურს იქნებ მეც ასე დამეწერა, ბრავო გოგი ბრავო... ბითთე შონ.
(ისე ქუთაისი გიხდებოდა ხო იცი გოგი)

ავტორი: ნინო საიდან გვწერთ: თბილისი
06.06.2012 11:54
დიდიიიიი მადლობაააა გოგი! ძალიან მაგარი იყო, მე აღმოვაჩინე ქუთაისი.....არაფერი ვიცოდი თურმე მის შესახებ.

ავტორი: luka საიდან გვწერთ: tbilisi
05.06.2012 21:53
დღეს ჩემს ქალაქშიც ისევ საშინლად ბნელა.

ავტორი: სუსა საიდან გვწერთ: ქუთაისი
04.06.2012 23:04
დღეს ჩემს ქალაქში ისევ საშინლად ბნელა.

ავტორი: Giga საიდან გვწერთ: London
04.06.2012 02:52
დიდი მადლობა გოგი უძლიერესი ხარ! გენაცვალე ქუთაისურად! :)

ავტორი: ქართველი საიდან გვწერთ: ევროპა
04.06.2012 00:13
გმადლობთ ბატონო გოგი, რომ დაგვანახეთ ის ქუთაისი, რომესაც უნდა იცნობდნენ და რომელზეც თქვენამდე არავის უთქვამს.
ძალიან კარგად მახსოვს ჯგუფი აუტსაიდერი და მისი სულისჩამდგმელები. მადლობას ვუხდი ყოველ მათგანს უკიდურესი პროგრესულობისა და პროტესტისათვის. სამუდამოდ დამამახსოვრდა სიტყვები სიმღერიდან: ''დგეს ჩემს ქალაქში საშინლად ბნელა''.
დრო შეიცვალა, მაგრამ დრო თავად არ მიდის და არც მოდის. დროს ადამიანები ქმნიან!
დგეს ჩემს ქალაქში ნათელი დგება!

ავტორი: mako საიდან გვწერთ: germania
03.06.2012 21:43
უჰ, ძალიან ვისიამოვნე!

ავტორი: მერი გედენიძე საიდან გვწერთ: :)
03.06.2012 14:10
გოგი, გოგი, ზუსტად ასეთ თამაშობენ მესხიშვილის თეატრის მსახიობები დღესაც, ... "საბუდარელის" მსახიობებივით.

ავტორი: marina shashiashvili საიდან გვწერთ: USA
02.06.2012 23:51
მანუჩარ დიდი მადლობა,

ავტორი: Lucy Berliner საიდან გვწერთ: მომავლიდან
02.06.2012 22:12
სულ კაცები საუბრობენ ამ გადაცემაში რატომ? ქალებიც მაგრები ყავთ

https://picasaweb.google.com/102978233309119960631/PrivateAlbum?authkey=Gv1sRgCNGvxY234OLMsQE

ქუთაისი და მისი ერთერთი კოლორიტი დამა რომელმაც ჩემზე წარუშლელი შთაბეჭდილება დატოვა , მაგრამ აღმოჩნდა ფუნდამენტალისტი ჰომოფობი და არ მომცა ნორმალურად გადაღების საშუალება,
https://picasaweb.google.com/102978233309119960631/Kutaisi2008ClisAprilshi

http://youtu.be/yD2h2YNF_yM
მკვდარს რომ გააცოცხლებს ისეთი იუმორის მქონე ოჯახი

ავტორი: ნანა ფახურიძე საიდან გვწერთ: ქუთაისი
02.06.2012 13:55
მე ძალიან მომეწონა. დავიწყებული მქონდა რაღაცნაირად რომ ქალაქი, რომელშიც ვცხოვრობ ასეთიც არის.. რაც მთავარია, არ იყო ბოღმა, არ იყო ქილიკი, არც კრიტიკა.. დიდი ხანია. ასეთი სუფთად და უბრალოდ გადმოცემული აზრი არ მომისმენია დიდი ხანია.. რაც შეეხება, სხვა ჭრილს, სხვა ჭრილში განხილული ქუთაისი იმდენად ხშირად ჩანს ეკრანზე რომ პირადად მე ამ ჭრილს დიდი ხანია ველოდებოდი..

ავტორი: გიორგი საიდან გვწერთ: პარიზი
02.06.2012 11:56
ძალიან მომეწონა! ძალიან! სამართლიანი იქნებოდა ბატონო გოგი იმის აღნიშვნაც რომ ქუთაისს ევროპული ცხოვრების ძალიანაც მდიდარი გამოცდილება ჰქონდა ბოლშევიკების საქართველოში მოთრევამდე. პირველი რესპუბლიკის დამაარსებელი ინტელექტუალების დიდი ნაწილი (არა მხოლოდ სოციალ-დემოკრატები, არამედ, მაგალითად ოპოზიციის ლიდერი სპირიდონ კედია) ხომ სწორედ ქუთაისლები იყვნენ!

ავტორი: მანუჩარი საიდან გვწერთ: აშშ
02.06.2012 10:47
ლამაზად დაიწყო... მაგრად დასრულდა... ვისურვებდი სხვა ჭრილში ყოფილიყო გადაცემა გაკეთებული... არა მარტო პანკური სულისკვეთებით.

ავტორი: metzamete საიდან გვწერთ: chicago
02.06.2012 07:57
ეჰ გოგი...

ავტორი: ქუთაისელი საიდან გვწერთ: ქუთაისი
02.06.2012 03:02
ძლივს მოვესწარი ნორმალურ, თბილ, პროფესიონალის გაკეთებულ გადაცემას ქუთაისზე. ყოჩაღ გოგი

ავტორი: ანონიმი
02.06.2012 00:45
კარგია რომ ქუთაისი არ ყოფილა საბჭოთა მაფიოზი ჯაბას პროფესორად გამომცხადებელი და დიდი პატივით პანთეონში დამკრძალავი ვითომსაზოგადოების დედაქალაქი. კარგია რომ არ ყოფილა ვითომქართული კომპარტიის (დემოკრატიული საქართველოს მომსპობი ძალის) ცეკას მდივანი ელდარ შენგელაიას გენიოს შემოქმედად გამომცხადებელი ვითომსაზოგადოების დედაქალაქი. დანარჩენი მერე...გაუმარჯოს აფხაზეთის სამეფოს დედაქალაქი ქუთაისის მემკვიდრე ქალაქს! იმედია რომ ის გადაურჩება თანამედროვეობის კუნტრუშს...