პარასკევი, 18 მაისი, 2012 თბილისის დრო 03:46

კულტურა / მსოფლიო

რუსეთის დისიდენტური ხელოვნება

"4 მარტი - ამპუტაცია"
x
"4 მარტი - ამპუტაცია"
ტექსტის ზომა - +
რუსეთში, სადაც სახელმწიფო მედია ძირითადად სახელმწიფოს კონტროლქვეშაა, ინტერნეტს საკვანძო მნიშვნელობა ენიჭება ოპოზიციისთვის. 4 თებერვლის ანტისამთავრობო გამოსვლის წინა პერიოდში ვიზუალური ხელოვნების ნიმუშები ფართოდ ვრცელდება სოციალური ქსელების მეშვეობით. ანიმაციებში პაროდირებულია ქვეყნის ხელმძღვანელობა, დიგიტალურ სურათებში რუსეთის ავტორიტარული ისტორიის დღევანდელი ეტაპია წარმოდგენილი. ონლაინ და ოფლაინ კრიტიციზმი მჭიდრო ურთიერთკავშირშია. ლოზუნგები შეიძლება
დაიბადოს ინტერნეტში, შემდეგ გამოჩნდეს საპროტესტო გამოსვლებზე, აღბეჭდილ იქნეს ფოტოკამერით და ისევ მოხვდეს ინტერნეტში და ახალი დიგიტალური ქმნილების სახით მოგვევლინოს. ქვემოთ რამდენიმე მათგანს წარმოგიდგენთ.

„2132 წლის არჩევნები: მე წამოვაყენებ დაჩოქილ რუსეთს“

x
​​











პუტინი და მედესანტეები

ინტერნეტში გამოქვეყნების შემდეგ ამ ვიდეოს თითქმის 800 000-ჯერ უყურეს. როგორც იტყობინებიან, მედესანტეები დათანხმდნენ, 4 თებერვლის ანტისამთავრობო აქციაზე გამოვიდნენ.




ლენინის მავზოლეუმი

x
​​










მმართველი ტანდემი "ტიტანიკზე"

გემზე, რომელიც იძირება, კაპიტნებად ვლადიმირ პუტინი და რუსეთის პრეზიდენტი არიან. „არ მოატყუებინო თავი. უთხარი ‘არა’ სახალხო ფრონტს“ (იგულისხმება კრემლის მხარდამჭერი ჯგუფების კოალიცია) - ვკითხულობთ ვიდეოკლიპის ბოლოს.




პუტინის მხარდამჭერი აქცია

x
​​










ფალიკური სიმბოლოები

ანარქისტულმა ჯგუფმა "ვოინამ" თავიანთი ვიზუალური ხელოვნება ქუჩაზე გაავრცელეს. მისი ყველაზე ცნობილი ნიმუშია 65-მეტრიანი ფალოსის სიმბოლო უშიშროების ფედერალური სამსახურის სანკტ პეტერბურგის შტაბბინის პირდაპირ მდებარე გახსნილ ხიდზე.

x
​​










მეტი
ეს ფორუმი დაიხურა
კომენტარების რიგი
კომენტარები
     
ავტორი: ანონიმი
03.02.2012 23:16
ეს არაა საკმარისი. ის უნდა აღწეროთ დაწვრილებით რას შვრება რუსეთულ-არტისტული ჯგუფი "ვოინა". მონუმენტური ფალოსების დადგმის გარდა შემოქმედებით ექსტაზში ჩავარდნილი სადაც მისწვდება ქალაქის შენობებს წვავს კიდეც და ამას წინ თავის წევრი ქალბატონის საშოში ქათამი შეტენა. მოკლედ ნეოლითურ რევოლუციამდელი მხატვრული ტრადიციების აღდგენის შემთხვევაა. ასე ვიცის პერესტროიკა დემოკრატიზაციამ შემოქმედებით ფრონტზე. მათ რუსეთში მილიცია დასდევს მაგრამ საბჭოთა ზარბაზნით დანგრევის მეთოდით(ესეც მოქანდაკე კიტოვანის და ზაკვოს ერთობლივ თავისებურ პერსფორმანსად შეიძლება ჩაითვალოს) დემოკრატიის ოაზისად ქცეულმა თბილისმა იქნებ მიბაძოს და თავშესაფარი მისცეს მსოფლიო ხელოვნების მაგ დამრტყმელ ძალას. ქათმები და ესოდენ დახვეწილი პერფორმანსის სხვა ელემენტები ჯერ-ჯერობით თბილისშიც იშოვება.ვოინას სახელიც კარგად ეხმაურება ზარბაზნით თბილისის დემოკრატიზაციას.

ავტორი: banksy
03.02.2012 20:26
რა კაი რამე გააძრეთ. ქართულებიც უნდა გააკეთოთ ხოლმე. გამოაცხადეთ კონკურსი

ყველაზე პოპულარული