ორშაბათი, 30 მაისი, 2016 თბილისის დრო 14:35

პოლიტიკა

თამარ ბერუჩაშვილი რუსეთის ბაზარს „მახეს“ უწოდებს

თამარ ბერუჩაშვილითამარ ბერუჩაშვილი
x
თამარ ბერუჩაშვილი
თამარ ბერუჩაშვილი

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის, თამარ ბერუჩაშვილის განცხადებით, საქართველოს ხელისუფლება „მახედ“ მიიჩნევს რუსეთის ბაზარს. ბერუჩაშვილი ამ საკითხს შეეხო ვაშინგტონში, რადიო თავისუფლების კორესპონდენტთან საუბრისას. მინისტრმა „ძალიან არაპროგნოზირებადი“ უწოდა რუსეთის ბაზარს. „ახლა დროებით ვაჩერებთ რუსეთთან ვაჭრობის საკითხებზე ამ დიალოგს, მას აზრი არა აქვს. რუსეთს ნებისმიერ მომენტში შეუძლია, ისევ აამოქმედოს ემბარგო“, განაცხადა ბერუჩაშვილმა რადიო თავისუფლების კორესპონდენტთან საუბრისას.

ბერუჩაშვილის სიტყვებით, რუსეთი მნიშვნელოვან პოლიტიკურ საკითხებთან დაკავშირებითაც „განაგრძობს დესტრუქციულ ნაბიჯებს, რის უკანასკნელი ნათელყოფა იყო ნოემბერში მოსკოვში ე.წ. სტრატეგიული პარტნიორობისა და ინტეგრაციის შესახებ შეთანხმების ხელმოწერა სოხუმის საოკუპაციო რეჟიმთან“.

საქართველოს სეპარატისტულ რეგიონებში ვითარებაზე საუბრისას, სადაც, ბერუჩაშვილის თქმით, რუსეთს 11 500-მდე ჯარისკაცი ჰყავს განთავსებული, მან აღნიშნა, რომ იქ ძალზე ინტენსიურად მიმდინარეობს სამხედრო ძალების გაძლიერება. „შემდეგი ნაბიჯი ოსეთი იქნება, არსებობს იმის ნიშნები, რომ შესაძლოა, გამეორებულ იქნეს ყირიმის მსგავსი სცენარი და განხორციელდეს სამხრეთ ოსეთის ანექსია“.

საქართველოს საგარეო უწყების ხელმძღვანელი შეერთებულ შტატებში იმყოფება ერთკვირიანი ვიზიტით, რომელიც ითვალისწინებს შეხვედრებს აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტ ჯო ბაიდენთან, აშშ-ის მთავრობის სხვა წევრებთან და კონგრესმენებთან, ანალიტიკური ცენტრების წარმომადგენლებთან.



ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

სხვა მასალები

სტიქიამ ადიგენის მუნიციპალიტეტი დააზარალა

ადიგენის მუნიციპალიტეტში ძლიერმა სეტყვამ და წვიმამ ექვსი სოფელი დააზიანა. ვარხანში, უნწაში, ბენარაში, ფხეროში, არალსა და უდეში სტიქიამ სასოფლო-სამეურნეო სავარგულები გაანადგურა.
გაგრძელება

აუდიო უმუშევრობა საქართველოში

საქართველოში პარადოქსული სიტუაციაა: სოციოლოგიური კვლევები აჩვენებს, რომ საქართველოს მოსახლეობისთვის უმუშევრობა, ინფლაცია, მზარდი ფასები და სიღარიბე ყველაზე მნიშვნელოვან პრობლემად რჩება, საქართველოს სტატისტიკის დეპარტამენტი კი გვამცნობს, რომ, უმუშევრობის კვლევის თანახმად, მოსახლეობის მხოლოდ 12 პროცენტია დაუსაქმებელი.
გაგრძელება

უკანასკნელ რამდენიმე დღეში, სავარაუდოდ, დაიღუპა 700-ზე მეტი მიგრანტი

მრავალი ადამიანი უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლება. იტალიის სამხრეთ კუნძულებზე ყოველკვირა ჩადიან ხომალდები მიგრანტებით ჩრდილოეთ აფრიკიდან.
გაგრძელება

აუდიო ულტრანაციონალისტების თავდასხმა ვეგანურ კაფეზე

29 მაისს ფეისბუკში გავრცელდა ინფორმაცია თბილისში, ვერცხლის ქუჩაზე მდებარე ვეგანურ კაფეზე ულტრანაციონალისტების თავდასხმის შესახებ.
გაგრძელება

თქვენი პუბლიკაციები

ძვირფასო მეგობრებო,

რადიო თავისუფლების რუბრიკაში „თავისუფალი სივრცე“ შეგიძლიათ საკუთარი ბლოგებისა და პუბლიცისტური სტატიების გამოქვეყნება.

ტექსტი არ უნდა აღემატებოდეს 700 სიტყვას.

რედაქცია იტოვებს უფლებას, საკუთარი შეხედულებისამებრ შეარჩიოს ტექსტები გამოსაქვეყნებლად. ავტორებს ვთხოვთ, გაითვალისწინონ რადიო თავისუფლების სარედაქციო პოლიტიკა, რომელსაც შეგიძლიათ გაეცნოთ განყოფილებაში „ფორუმის წესები“.

ტექსტები ქვეყნდება უცვლელად, რედაქტირების გარეშე.

მასალები მოგვაწოდეთ მისამართზე: tavisupleba@rferl.org
(subject-ში ჩაწერეთ „თავისუფალი სივრცე“)