17 მაისი ყვითელ ავტობუსში (ნაწილი 2)
17 მაისს ჰომოფობიის წინააღმდეგ მიმართული აქცია დაგეგმილ ადგილზე, რუსთაველის გამზირზე ჩაიშალა მას შემდეგ, რაც მართლმადიდებელი სასულიერო პირების ორგანიზებით მოწყობილი დემონსტრაციის მონაწილეებმა გაარღვიეს პოლიციის კორდონი და ლგბტ ჯგუფის წარმომადგენლებს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ. ჰომოფობიის წინააღმდეგ მიმართული აქციის მონაწილეთა რაოდენობა რამდენიმე ათეულს აღწევდა, ხოლო სასულიერო პირების მიერ მოწყობილ დემონსტრაციაში რამდენიმე ათასი ადამიანი მონაწილეობდა. ეს ვიდეო მოგვაწოდა ჰომოფობიის წინააღმდეგ მიმართული აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ, რომელიც აქციის სხვა მონაწილეებთან ერთად ავტობუსით გაარიდეს აგრესიული ბრბოს თავდასხმებს. (იხ. ასევე პირველი ნაწილი: http://www.radiotavisupleba.ge/media/video/24990332.html)
ეპიზოდები
-
მაისი 28, 2026„ჩემი შვილი იყოს ბოლო“
-
მაისი 27, 2026ანტი-დრონების პოლიცია კრამატორსკში
-
მაისი 26, 2026დამოუკიდებლობის დღე - მაშინ აქედან ვიყვირებთ
-
მაისი 25, 2026ქუჩა, როგორც პროტესტის არქივი - როგორ იბრძოდნენ საქართველოში
-
მაისი 09, 2026ინტერვიუ კევინ ჰამილტონთან
-
მაისი 09, 2026შვილი: ნინო ზაუტაშვილი