გადაცემების განრიგი
თავისუფლების ერთი საათი გიორგი გვახარიასთან ერთად
გადაცემის წამყვანი, გიორგი გვახარია, და მისი სტუმრები საუბრობენ თემებსა და მოვლენებზე, რომლებიც შედარებით ნაკლებად გააშუქა ქართულმა მედიამ - პოლიტიკიდან დაწყებული, კულტურით დამთავრებული. ცნობილ ექსპერტებთან ერთად, გადაცემაში მონაწილეობენ საზოგადოებისთვის ნაკლებად ცნობილი სახეები, ახალგაზრდა სამოქალაქო აქტივისტები. გამოყენებულია "რადიო თავისუფლების" საარქივო მასალები, რომელთაც გადაცემის სტუმრები "დღევანდელი გადასახედიდან" აფასებენ. გადაცემა ეთერში გადის ყოველ სამუშაო დღეს, 17:00-ზე, სიხშირეზე FM 107,4.
გადაკვეთის წერტილი
რას ფიქრობს ხალხი პირობითი საზღვრის ორივე მხარეს? სად იყრის თავს მათი ფიქრები? კონფლიქტისა და ომის ამბავი რადიო თავისუფლების პროგრამაში „გადაკვეთის წერტილი“. გადაცემა მზადდება „ბერგჰოფის ფონდთან“ თანამშრომლობით. უსმინეთ ყოველ სამშაბათს, 19 საათიდან, ახალი მბების შემდეგ, სიხშირეზე FM 107,4.