შინაგან საქმეთა სამინისტრო „ლიბერთი ბანკის“ სათავო ოფისში ხანძრის სავარაუდო მიზეზს ასახელებს და აცხადებს, რომ გამოძიება გრძელდება.
ამერიკის შეერთებული შტატები და ისრაელი ირანზე მორიგი დარტყმების შესახებ იუწყებიან. ისრაელის თანახმად, იერიში ისევ მიიტანეს ირანის მხარდამჭერი ჰეზბოლას პოზიციებზეც ლიბანში. საპასუხო დარტყმების შესახებ იუწყებიან ირანი და ჰეზბოლა.
ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო აცხადებს, რომ ირანზე დარტყმები გაძლიერდება და ვარაუდობს, რომ სახმელეთო ძალების გამოყენება საჭირო არ იქნება.
დღეს, 3 მარტს ხანძარი იყო ბანკ „ლიბერთის” სათავო ოფისში, რომელიც თბილისში, ჭავჭავაძის გამზირზე მდებარეობს. ცეცხლი შენობის ერთ მხარეს, რამდენიმე სართულის სიმაღლეზე იყო მოდებული.
საუდის არაბეთის დედაქალაქ ელ-რიადში დრონებით შეტევა იყო აშშ-ის საელჩოზე. საუდის არაბეთი რეგიონის იმ ქვეყნებს შორისაა, რომლებსაც ირანის ძალები უტევენ მის წინააღმდეგ აშშ-ის და ისრაელის სამხედრო ოპერაციის დაწყების შემდეგ.
ჩამოტვირთე მეტი