Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ზურაბ ჯაფარიძის მიერ გაგზავნილ პორნოგრაფიულ ვიდეოს დეპუტატმა დავით მათიკაშვილმა უყურა


  • საჯარო სივრცეში განთავსებული რაიმეს ნახვისთვის ან დაშეარებისთვის ადამიანის დასჯა არის სიგიჟე
  • არავინაა ვალდებული სახეზე ცნობდეს ყველა პოლიტიკოსს და სექსის სცენაში ამოცნობის შემთხვევაში პოლიციაში რეკავდეს
  • როდესაც რაღაც ათასობით ადამიანს აქვს ნანახი და დაშეარებული რაღაც ფორმით, და იჭერ 16-ს - შერჩევითი სამართალი სხვა არაფერია

ასე თვლის პოლიტიკოსი, “გირჩის” ერთ-ერთი ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე, რომლემაც ერთ-ერთი დეპუტატის პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების ნახვისთვის ათზე მეტი ახალგაზრდის დაპატიმრების შემდეგ ექსპერიმენტის ჩატარება გადაწყვიტა და პარლამენტარებს გაუგზავნა პორნოგრაფიული ვიდეოს ბმული მეილზე. წერილის სათაურში მითითებული იყო, რომ წერილი შეიცავდა “პარლამენტარის ჯგუფური სექსის” ამსახველი ვიდეოს ბმულს.

ზურაბ ჯაფარიძემ მეილი გაუგზავნა 5 დეპუტატს, რომელიც შეირჩა მათი განცხადებების მიხედვით, რაც გააკეთეს პირადი ცხოვრების სოციალური ქსელის მესენჯერში მიმღები პირების მკაცრად დასჯის შესახებ. ვიდეოს ადრესატები იყვნენ არჩილ თალაკვაძე, სოფო კილაძე, ვანო ზარდიაშვილი, დავით მათიკაშვილი, დიმიტრი ხუნდაძე.

ვიდეო, რომელიც ზურაბ ჯაფარიძემ გააგზავნა დეპუტატებთან, იტალიელი დეპუტატის, ჩიჩოლინას სექსის კადრებს მოიცავდა და ის ატვირთული იყო იუთუბზე “ჰაკიმ ფაშას” GMAIL-ის ექაუნთით. ექსპერიმენტის ფარგლებში წერილი 26 თებერვალს საღამოს 9 საათზე გაიგზავნა, 27 თებერვალს კი ზურაბ ჯაფარიძე პარლამენტში მივიდა იმის გადასამოწმებლად, მივიდა თუ არა პოლიცია იმ დეპუტატებთან, რომლებმაც მეილზე მიიღეს პირადი ცხოვრების ამსახველი პორნო ფაილი და პოლიციაში შეტყობინებისთვის არ დააურეკავთ.

28 თებერვალს ზურაბ ჯაფარიძის თქმით იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ, დავით მათიკაშვილმა მის მიერ გაგზავნილი ვიდეო ჩამოტვირთა და უყურა.

პარლამენტარმა “ტაბულას” უთხრა, რომ ვიდეოს მან პოლიციელებთან ერთად უყურა, რომლებსაც წერილის მიღებისთანავე აცნობა.

რადიო თავისუფლება დაუკავშირდა შინაგან საქმეთა სამინისტროს იმის გასაგებად, როდის დაუკავშირდა მათიკაშვილი პოლიციას.

შს-ს დეტალებზე კომენტარს არ აკეთებს და ამბობს, რომ "მიმდინარე წლის 27 თებერვალს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართეს საქართველოს პარლამენტის წევრებმა, რომლებიც იუწყებოდნენ, რომ სამსახურეობრივ მეილზე მიიღეს შეტყობინება სავარაუდო პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების შესახებ, რომელიც არ ჩამოუტვირთავთ და არ გაუხსნიათ. შინაგან საქმეთა სამინისტრომ მიმართვისთანავე მოახდინა მყისიერი რეაგირება. ადგილზე მივიდნენ პოლიციის თანამშრომლები, რომლებმაც ჩამოტვირთეს ვიდეო ფაილი, გახსნეს და დაადგინეს, რომ კადრები არ შეიცავდა პირადი ცხოვრების ამსახველ მონაცემს და იყო ფრაგმენტი ერთ-ერთი ფილმიდან."

ჩვენს კითხვაზე, სულ რამდენმა დეპუტატმა მიმართა პოლიციას, რა დროს შევიდა მათგან შეტყობინები და ვისთან რა დროს გამოცხადდა პოლიცია, პასუხები შინაგან საქმეთა სამინისტროსგან ვერ მივიღეთ.

სისხლის სამართლის კოდექსის 157-ე პრიმა მუხლის პირველი და მეორე ნაწილების თანახმად ადამიანების პირადი ცხოვრების ამსახველი მასალის უკანონო მოპოვება, შენახვა და გავრცელება დანაშაულია. სისხლის სამართლის წესით ისჯება პირადი ცხოვრების ამსახველი მასალის როგორც ნებისმიერი საშუალებით გავრცელება (მათ შორის მობილური აპლიკაციის მეშვეობით გადაგზავნა), ასევე, მისი შენახვა, რაც ისჯება 4-დან 8 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთით.

დეპუტატ ეკა ბესელიას პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეოების Facebook მესენჯერში მიღებისა და ნახვისთვის შსს-ს დაკავებული ჰყავს 3 ადამიანი.

პროკურატურის ინფორმაციით დაკავებულები სოციალური ქსელის და მობილური ინტერნეტ აპლიკაციის მეშვეობით ინახავდნენ და მასობრივად ავრცელებდნენ პირადი ცხოვრების ამსახველ ვიდეოჩანაწერს.

დაკავებული 18 ადამიანიდან პატიმრობა შეეფარდა 3 ანტონ ღლონტს, თემურ ირემაძეს და ზურაბ სოლომნიშვილს, რომელებსაც გამოძიება ფარული ჩანაწერის youtube -ზე განთავსებას ედავება. დანარჩენებს 1000-დან 5000 ლარამდე გირაო შეეფარდათ და სასამართლოს ელოდებიან.

პოლიტიკური პარტია „გირჩი“ და ადვოკატი იაგო ხვიჩია მიიჩნევს, რომ კანონის ჩანაწერი არაკონსტიტუციურია და შესაბამისი სარჩელით საკონსტიტუციო სასამართლოსთვის აპირებენ მიმართვას.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG