Accessibility links

თბილისში „წითელ ნუსხაში“ შეტანილი წავი მოკლეს


გარეგანი დათვალიერებით - მოკლულია წავი (Lutra lutra), რომელიც სტუდია „EcoFilms“-ის მკვლევარებმა მდინარე მტკვრის მარცხენა სანაპიროზე იპოვეს. მას ფეხზე მარყუჟი აქვს მობმული, ხოლო თავის არეში, სავარაუდოდ, ბლაგვი საგანი აქვს დარტყმული.

This image contains sensitive content which some people may find offensive or disturbing.

როგორც „EcoFilms“-ის მკვლევარმა, გიორგი შეყლაშვილმა უთხრა რადიო თავისუფლებას, ცხელი ხაზის (153) საშუალებით ინფორმაცია უკვე მიაწოდეს საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს.

„დაგვპირდნენ, რომ 12 აპრილს დაგვიკავშირდებიან, მოვლენ და შეისწავლიან სიტუაციას... აშკარაა, რომ ცხოველის დაღუპვაში ადამიანის ხელი ურევია, მაგრამ ძნელი სათქმელია, შესაძლებელი იქნება თუ არა კონკრეტული დამნაშავის დადგენა“.

ფოტოხაფანგი
ფოტოხაფანგი

6 აპრილს, იმავე ტერიტორიაზე, სავარაუდოდ, იგივე ცხოველი დააფიქსირა სტუდია „EcoFilms“-ის ფოტოხაფანგმა - ფილმზე მუშაობის პროცესში.

წავი (Lutra lutra) საქართველოს „წითელ ნუსხაშია“ შეტანილი. ეს მტაცებელი ძუძუმწოვარი კვერნისებრთა ოჯახს განეკუთვნება და ბინადრობს წყალთან, ძირითადად - მდინარეებთან, ახლოს.

„წითელ ნუსხაში“ შეტანილ ცხოველთა მოსპობა ან/და შევიწროება დასჯადია საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის მიხედვით.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG