Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მოკავშირის მკვახე შეძახილი


აგვისტოში საქართველოში გერმანიის კანცლერ ანგელა მერკელის ვიზიტს წინ უსწრებდა შეხვედრა რუსეთის პრეზიდენტთან. რა გავლენას ახდენს გერმანიის პოლიტიკურ გადაწყვეტილებებზე, ერთი მხრივ, რუსეთთან დაკავშირებული ეკონომიკური ინტერესები და, მეორე მხრივ, არცთუ იოლი ურთიერთობა ამერიკის შეერთებულ შტატებთან?

"ამერიკაში ჩვენ მტკიცედ ვართ დარწმუნებული ჩვენი და ჩვენი მოკავშირეების ენერგეტიკულ უსაფრთხოებაში. გერმანია მთლიანად აღმოჩნდება რუსეთის ენერგეტიკაზე დამოკიდებული, თუ დაუყოვნებლივ არ შეცვლის კურსს".

აშშ-ის პრეზიდენტის მიერ გაეროს ტრიბუნიდან წარმოთქმული ეს სიტყვები, რაც მორიგი ინდიკატორია ორ სტრატეგიულ პარტნიორს შორის არსებული მზარდი დაძაბულობისა, მკვეთრ კონტრასტშია დონალდ ტრამპის მიერ ამერიკა-გერმანიის მრავალწლიან ეკონომიკურ და სამხედრო თანამშრომლობაზე წლის დასაწყისში გაკეთებულ შეფასებებთან.

რუსეთი აკეთებს ერთ რამეს - ავრცელებს სიცრუეს თავის მტრებზე და ცდილობს გავლენა მოახდინოს აუდიტორიაზე, ინტერნეტბოტების, ყალბი ინფორმაციებისა თუ სახელმწიფო მედიის გამოყენებით.

"ალიანსი და მეგობრობა გერმანიასა და აშშ-ს შორის წლების განმავლობაში აძლევდა ბიძგს მშვიდობას, კეთილდღეობასა და თავისუფლებას".

ურთიერთობაში ასეთი ცვლილების ფონია ევროკავშირის ეკონომიკურად ერთ-ერთი უძლიერესი ქვეყნის წინაშე მდგარი სხვა გამოწვევები. ესაა ევროკავშირიდან ბრიტანეთის შესაძლო გასვლა და პუტინის რუსეთის მზარდი აგრესია. ბუნდესტაგის ბოლო არჩევნების დროს გაჩნდა საფუძვლიანი ეჭვი, რომ მოსკოვი ცდილობდა პროცესზე ზეგავლენა მოეხდინა.

„რუსეთი აკეთებს ერთ რამეს - ავრცელებს სიცრუეს თავის მტრებზე და ცდილობს გავლენა მოახდინოს აუდიტორიაზე, ინტერნეტბოტების, ყალბი ინფორმაციებისა თუ სახელმწიფო მედიის გამოყენებით. გერმანიის არჩევნების დროს რუსეთის სახელმწიფო მედია უეცრად გადაერთო ეროვნული უმცირესობების თვალში გერმანიის ულტრამემარჯვენე პარტია „ალტერნატივა გერმანიის“ რეკლამირებაზე, რაც სრულიად არალეგალურია, სრულიად არალეგალური“.

ახლა უკვე გაურკვევლობაა საერთაშორისო დონეზეც, ეროვნულ დონეზეც და რეგიონალურ დონეზეც. არსებობს სოციალურ-ეკონომიკური ვითარებითა და ტექნოლოგიური ცვლილებებით გამოწვეული გაურკვევლობა და გარკვეულობა.

გერმანიის კანცლერად ყოფნის პერიოდში ეს იყო პირველი არჩევნები, როდესაც ანგელა მერკელი, ევროპის ერთ-ერთი ყველაზე უფრო სტაჟიანი პოლიტიკოსი, კონკურენტების მხრიდან ძლიერ წინააღმდეგობას წააწყდა. მიგრანტთა საკითხში გერმანიის ხელისუფლების ლოიალური პოლიტიკური კურსის წინააღმდეგ დაწყებული საპროტესტო გამოსვლები ლამის ყოველკვირეულად ეწყობა ქვეყნის მასშტაბით.

“ახლა უკვე გაურკვევლობაა საერთაშორისო დონეზეც, ეროვნულ დონეზეც და რეგიონალურ დონეზეც. არსებობს სოციალურ-ეკონომიკური ვითარებითა და ტექნოლოგიური ცვლილებებით გამოწვეული გაურკვევლობა და გარკვეულობა, დაკავშირებული კულტურულ, ეროვნულ იდენტობასა და პერსონალურ უსაფრთხოებასთან. ყველაფერი ეს კი ეგრეთ წოდებული პოპულისტების წისქვილზე ასხმას წყალს“.

"გვსურს, რომ გაერთიანებულ ევროპაში ვემსახუროთ მშვიდობას მსოფლიოშიო".

ეს სიტყვები გერმანიის გაერთიანების დროს წარმოითქვა, 28 წლის წინ, მაგრამ წლების შემდეგ კავშირის შიგნით გაჩენილმა აზრთა სხვადასხვაობამ თავისი ასახვა პოვა თანამედროვე გერმანიის ერთ-ერთ უძლიერეს მოკავშირესთან, აშშ-თან, უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობაზე.

ბრიუსელში გამართულ ნატოს ბოლო სამიტზე აშშ-ის პრეზიდენტმა კიდევ ერთხელ შეახსენა ევროპელ მოკავშირეებს, რომ მეტი თანხა და რესურსი უნდა გაიღონ ალიანსის მხარდასაჭერად. და ამ კამათის ფონია რუსეთის სამხედრო გავლენის გაძლიერების მცდელობა ყოფილი პოსტსაბჭოთა სივრცის დიდ ნაწილზე.

სექტემბრის დასაწყისში რუსეთმა ბოლო 30 წლის განმავლობაში ყველაზე მასშტაბური სამხედრო წვრთნა ჩაატარა. "ვოსტოკ 2018 " ჩაფიქრებული იყო, როგორც შეხსენება და გაფრთხილება.

მაგრამ იქნება ეს ეკონომიკური თუ სამხედრო საფრთხე, მერკელის მთავრობა აცხადებს, რომ იგი არსებული კავშირების ერთგული რჩება:

"ასე რომ, გერმანია კვლავ იქნება სანდო პარტნიორი ნატოს ალიანსში და სანდო პარტნიორი ევროკავშირში".

  • 16x9 Image

    კობა ლიკლიკაძე

    ჟურნალისტი. მუშაობს საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობის, შეიარაღებული კონფლიქტების, ნატოს და ევროკავშირის სამეზობლოს სამხედრო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2001 წლიდან.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG