Accessibility links

"საერთაშორისო კონფერენციებზე ჩემი გამოსვლის პირველი 10 წუთი ყოველთვის ეძღვნება აფხაზეთის პრობლემატიკას. ეს არის ჩემთვის უმთავრესი"


მურმან კვარაცხელია, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს დეპუტატი, პრეზიდიუმის წევრი

დაახლოებით სამი კვირის წინ აფხაზეთიდან დევნილი საზოგადოების ერთი ნაწილის (და არა მხოლოდ) პროტესტი გამოიწვია ერთ-ერთი გერმანული მედიასაშუალების მიერ აფხაზეთის შესახებ მომზადებულმა ვიდეო-სიუჟეტმა. საგანგებო პეტიციაც დაიდო და მასზე ხელმოწერები ამ დრომდე გრძელდება. რატომ არის მნიშვნელოვანი საზოგადოებისა და სახელმწიფოს სიფხიზლე ისტორიული ფაქტებისა თუ ახლანდელი ვითარების შესახებ მცდარი ინფორმაციის გავრცელების მიმართ?

რადიო თავისუფლებას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს დეპუტატი, პრეზიდიუმის წევრი, მურმან კვარაცხელია ეუბნება:

„ვცდილობთ სიცხადე შევიტანოთ ამ საკითხებში, მაგრამ ამას სიძნელეებიც ახლავს თან, რადგან ზოგჯერ ისეთ ადამიანებს ეკითხებიან ამ პროცესებზე, რომლებიც, შეიძლება ითქვას, ცოტა შორს არიან ამ პრობლემებისგან.

საერთაშორისო კონფერენციებზე ჩემი გამოსვლის პირველი 10 წუთი ყოველთვის ეძღვნება აფხაზეთის პრობლემატიკას. ეს არის ჩემთვის უმთავრესი. ეს ჩემს სისხლშია და ასეა 250 ათასი ადამიანი, რომელიც აფხაზეთიდან არის დევნილი“.

მურმან კვარაცხელია ლაპარაკობს რუსეთის პოლიტიკაზე, აფხაზეთის ისტორიასა და კრემლის პროპაგანდაზე.

„დილის საუბრებში“ ტელეფონით ჩაერთო იდეის „აფხაზეთი ჩემი სახლია“-სა და საიტ ganakhleba.ge-ს ავტორი, აფხაზეთიდან დევნილი სვეტლანა ჩხვიმიანი, რომელიც თვლის, რომ მნიშვნელოვანია გერმანული მედიასაშუალების მიერ მომზადებული ვიდეო-სიუჟეტის გამო პეტიციას ბევრმა მოაწეროს ხელი და იმავე არხმა საქართველოს ისტორიის შესახებ მოამზადოს სიუჟეტი. აგრეთვე ამბობს:

„პუტინის პროპაგანდა და პუტინი ჰგავს ჭირვეულ ბავშვს, რომელიც ამბობს, რომ ასე უნდა და ოღონდ გაჩუმდეს, კანფეტს ვაძლევთ? მაშინ მე დავუპირისპირდები მას იგივე პრინციპით - მეც ჭირვეული ბავშვი ვარ და გამუდმებით ვიძახებ, რომ: ჩემი სახლი აფხაზეთშია! მე აფხაზეთში მინდა! დამაბრუნეთ აფხაზეთში!“.

მურმან კვარაცხელია საინფორმაციო ომზე
please wait

No media source currently available

0:00 0:30:54 0:00
Direct link

დაწერეთ კომენტარი

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

გამოიწერეთ ჩვენი შეტყობინებები

XS
SM
MD
LG