„ჯგუფური ძალადობის“ ბრალდებით დაკავებული დემოსტრანტების ორ საქმეზე ერთად, ჯამში, 10 პოლიციელი გამოიკითხა. მათგან ხუთი ორივე საქმის მოწმეა - პოლიციელების სასამართლოში მონაყოლი, ქართულ სამართალდამცავ სტრუქტურებზე უფრო მეტს ჰყვება, ვიდრე - უშუალოდ საქმეზე, რისთვისაც ისინი იკითხებიან.
საქართველოს დაზვერვის სამსახური, – სტრუქტურა, რომელიც წლების განმავლობაში სხვა უწყებებისგან დამოუკიდებლად ოპერირებდა და პრემიერ-მინისტრის უშუალო დაქვემდებარებაში იყო, - უქმდება და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს უერთდება.
„ქართული ოცნების“ მთავრობის მეთაური ირაკლი კობახიძე, - რომლის მთავრობაც 2024 წლის ოქტომბრის არჩევნების შემდეგ დასავლური იზოლაციის რისკის წინაშე დგას და იშვიათად მართავს შეხვედრებს ევროპის დედაქალაქებში, გარდა ბუდაპეშტისა, - ახლა იუწყება, რომ ალბანეთში შეხვდა ევროპელ ლიდერებს.
დღეს საღამოს, 5 მაისს, შეერთებული შტატების კონგრესის ქვედა, წარმომადგენელთა პალატაში გაიმართა დებატები საქართველოსთან დაკავშირებით ინიციირებულ „მეგობარი აქტზე“.
რადიო თავისუფლების ინფორმაციით, ხაშურში მოსახლეობის ნაწილი ეწინააღმდეგება იეჰოვას მოწმეების მიერ საკუთრებაში არსებულ ტერიტორიაზე სალოცავი ნაგებობის, სამეფო დარბაზის მშენებლობას.
„თუ ზედაპირული დათვალიერების უფლება მიეცით და იდენტიფიცირებაზეც არ გითქვამთ უარი, მაშინ რატომ დაგაკავათ პოლიციამ?“ - ეკითხება მოსამართლე ზვიად ცეკვავა "ინდიგოს" ჟურნალისტს საბა სორდიას. ის 6 აპრილს მეტრო მარჯანიშვილთან დააკავეს.
„ხვალ დამაკავებენ” - თვალთვალის ამსახველი ვიდეომასალების გავრცელების შემდეგ, ბიზნესმენ გიორგი ჩიკვაიძეს სასამართლოდან შეატყობინეს, რომ პროკურატურა მის პატიმრობას ითხოვს. ჩიკვაიძეს იახტის ჩამოყვანისთვის გადახდილი თანხის მითვისება-გაფლანგვის საქმეზე 50 000-ლარიანი გირაო აქვთ შეფარდებული.
დასავლეთ საქართველოში დიდთოვლობა უკვე ერთი კვირაა, გრძელდება. დროის გასვლასთან ერთად ვითარება მძიმდება: არის ცნობები მსხვერპლის შესახებ, არაერთი სოფელი გარესამყაროსაა მოწყვეტილი, დანგრეული და დაზიანებულია შენობები, შეწყვეტილია ენერგომომარაგება და მოსახლეობის ნაწილს საკვების მარაგი ამოეწურა.
ხალხმრავალი დემონსტრაცია, მარში, საპროტესტო პერფორმანსი, აქტივიზმის ახალი, აქამდე გამოუყენებელი ფორმები - ბოლო წლებში, საქართველოში არაერთი ონლაინ, ჰორიზონტალურად ორგანიზებული ულიდერო საპროტესტო აქცია იმართება.
„ქართული ოცნება“ აბრუნებს მუხლს „სამშობლოს ღალატის“ შესახებ. მსგავსი მუხლი „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლებამ 2007 წელს გააუქმა, თუმცა ყველაფერი, რასაც ის ითვალისწინებდა, კვლავინდებურად დასჯადია.
მთავრობის დადგენილებით, სტრატეგიული ობიექტების ჩამონათვალში შევიდა საერთაშორისო მნიშვნელობის საავტომობილო გზები. თუ პოლიცია ჩათვლის, რომ თქვენი ქმედება შეიძლება ხელს უშლიდეს სტრატეგიული ობიექტის ფუნქციონირებას, შეიძლება ოთხ წლამდე პატიმრობა დაგემუქროთ. იურისტები კანონის ხარვეზებზე მიუთითებენ.
ჩამოტვირთე მეტი