წლების განმავლობაში კერძო ტელეკომპანიებს შორის შემოსავლებით პირველ ადგილზე ტელეკომპანია „იმედი“ იყო და „რუსთავი 2“-ს ზოგჯერ ორჯერ ან მეტჯერაც კი უსწრებდა.
2026 წლის მეორე კვარტალში კი, მას შემდეგ, რაც „იმედის“ წინააღმდეგ დიდი ბრიტანეთის სანქციები ამოქმედდა, ამ არხს შემოსავლებით „რუსთავი 2“-მა (მედია ჰოლდინგი) გადაუსწრო.
2026 წლის პირველ კვარტალში „იმედის“ შემოსავალი 10,8 მლნ ლარი იყო, „რუსთავი 2“-ის კი 8,5 მლნ ლარი.
მეორე კვარტალში კი „იმედის“ შემოსავალმა 8 მლნ ლარი, ხოლო „რუსთავი 2“-ის -10,2 მლნ ლარი შეადგინა.
კომუნიკაციების კომისიის მონაცემებით, 2026 წლის მეორე კვარტალში „იმედის“ შემოსავალი 2025 წლის მეორე კვარტალთან შედარებით 48%-ით გაიზარდა, თუმცა შემცირდა 2025 წლის მესამე (-44%) და მეოთხე (-58%) კვარტლებთან, ასევე 2026 წლის პირველ კვარტალთან (-25%) შედარებით.
- ბრიტანეთის მიერ სანქციების დაწესებამდე ორი კვირით ადრე, 2026 წლის თებერვალში, ბიზნესმენმა ირაკლი რუხაძემ „იმედი“ გაყიდა. არხის ახალი მფლობელია „პრაიმ მედია გლობალი“, რომელიც ბიზნესმენ ილია მიქელაიშვილს ეკუთვნის.
- „რუსთავი 2“-ის 90%-იანი წილი შპს „პრაიმ თაიმის“ საკუთრებაშია (მას თანაბრად ფლობენ გიორგი ქუთათელაძე და თამარ ფხაკაძე), ხოლო 10%-ს ფლობს შპს „სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2“ (კომპანიაში 60%-იან წილს ბიზნესმენი ქიბარ ხალვაში ფლობს).
ფორუმი