Accessibility links

სათემო მიწები და კომპენსაცია სვანეთში


ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრმა (EMC) წარმოადგინა გამოკვლევა სვანეთში ჰესების მშენებლობის შესახებ. ერთ-ერთი პრობლემა კომპენსაციების საკითხია.

მხოლოდ მდინარე ენგურის აუზზე, ჯამში, 20-ზე მეტი ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობა იგეგმება ან უკვე შენდება. მათგანყველაზე მასშტაბური „ხუდონ ჰესისა“ (750 მგვტ.) და „ნენსკრა ჰესის“ (280 მგვტ.) პროექტებია.

„თუ რამე არის დღეს საგანგაშო ამ ქვეყანაში, ეს არის ჰესების მშენებლობა. 117 ჰესი შენდება ახლა, ხშირად ბუნდოვანი და ქვეყნისთვის საზიანო შეთანხმებებით“, - ამბობს EMC-ის სოციალური პროგრამის დირექტორი კოტე ერისთავი.​

ეთო გვრიტიშვილი
ეთო გვრიტიშვილი

„გარდა ამისა, სახელმწიფო არ აღიარებს სვანეთში არსებულ ტრადიციულ საკუთრებას, რის გამოც ადგილობრივი მოსახლეობა კომპანიების კეთილსინდისიერებაზე არის დამოკიდებული, რომ კომპენსაცია მიიღონ იმ მიწებისთვის, რომელთაც ჰესის მშენებლობისთვის გადასცემენ“, - აცხადებს EMC-ის იურისტი ეთო გვრიტიშვილი.

კერძოდ, საუბარია მიწებზე, რომლებიც სვანეთის მოსახლეობას საკუთრებაში დარეგისტრირებული არა აქვს, მაგრამ, ტრადიციულად, თაობების განმავლობაში მათ ეკუთვნოდათ. იურისტი განმარტავს, რომ საბჭოთა კავშირის დროს მოსახლეობას მხოლოდ საკარმიდამო ნაკვეთები დაუკანონეს, სახნავი მიწები და საძოვრები კი - არა. ამჯერად საკუთრებას ძველი დოკუმენტებით იკანონებენ. შესაბამისად, ის მიწები ისევ დაურეგისტრირებელი რჩება.

„ამ შემთხვევაში სათემო საკუთრების აღიარება უნდა მოხდეს. უნდა გამოიკვლიონ, ვინ ფლობდა ამ მიწებს და თანასაკუთრებაში დარეგისტრირდეს“, - ამბობს ეთო გვრიტიშვილი.

ნენსკრა ჰესის მშენებლობა
ნენსკრა ჰესის მშენებლობა

მისივე თქმით, ამჯერად „ნენსკრა ჰესი“ ადგილობრივებს სათემო მიწებისთვისაც უხდის კომპენსაციას, მაგრამ ეს მაინც კომპანიის კეთილ ნებაზეა დამოკიდებული. თუ რომელიმე სხვა კომპანიამ კომპენსაციის გადახდაზე უარი განაცხადა, დღევანდელი კანონმდებლობით, ადგილობრივ მოსახლეობას სამართლებრივი დავის საშუალება არ ექნება.

EMC -ის ერთ-ერთი რეკომენდაციაა, აღიაროს ხელისუფლებამ სვანეთში არსებული ტრადიციული/სათემო საკუთრება.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG