უკრაინელი სამხედროები ამობენ, რომ არ მოელოდნენ, რა სისწრაფით მოახერხებდა რუსეთის სამხედრო-სამრეწველო კომპლექსი მათ განვითარებას.
სავარაუდოდ, საქართველოს ათასობით მოქალაქემ ჩადო ფული ე.წ. „საინვესტიციო პლატფორმა“ TSQ Investment Group-ში. პლატფორმა კრიპტოვალუტით „ვაჭრობს“ და წევრებს სწრაფ შემოსავლს ჰპირდება, რისი ერთ-ერთი საფუძველიც სქემაში ახალი წევრების მიყვანაა.
რუსეთში ფულის მიმართ დამოკიდებულება იცვლება: მოქალაქეები ბანკებიდან ნაღდ თანხას სულ უფრო აქტიურად იღებენ, გრძელვადიან ანაბრებს კი მოკლევადიან და შემნახველ ანგარიშებს ამჯობინებენ. ამავე დროს, შეძლებული რუსები კაპიტალის საზღვარგარეთ გატანის გზებს ეძებენ. პანიკაა ეს თუ ცივი გაანგარიშება?
რუსეთის ხელისუფლება კერძო ბიზნესს ომისგან დაცვის პასუხისმგებლობას აკისრებს, პარალელურად კი „სახალხო პრივატიზაციით“ მოქალაქეების საბანკო დანაზოგების ეკონომიკაში გადამისამართებაზე ფიქრობს. ექსპერტების თქმით, ახალი წესები საფრთხეს უქმნის როგორც ბიზნესს, ისე თავად ხელისუფლებას.
„თანაინვესტირების ფონდის“ კუთვნილი არაერთი ბიზნესი 2026 წლის აგვისტოში „ქართული ოცნების“ დამფუძნებლისა და საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის მეუღლის სახელზე დარეგისტრირდა.
სომეხი ბიზნესმენის, კარენ საფარიანის კუთვნილი Arins Group-ი ქართულ „ტერაბანკსა“ და თბილისში მდებარე სასტუმრო „ბილტმორს“ ყიდულობს. ამ გარიგების შედეგად, რომლის ღირებულება არ სახელდება, საქართველოს ტოვებს „დაბი ჯგუფი“ - მსხვილი ინვესტორი არაბთა გაერთიანებული საამიროებიდან.
რუსეთში უარესისთვის ემზადებიან: ხალხს ბანკებიდან მილიარდობით რუბლი გააქვს, ცხოვრების გაუარესებას ელის და ქვეყნის დატოვებაზე ფიქრობს. ეს პესიმიზმი ზრდის საბიუჯეტო დეფიციტსაც, რომლის შესავსებად კრემლს შესაძლოა ფულის საბეჭდი მანქანის ამუშავება დასჭირდეს.
თეთრის სახლის ახალი ანგარიში, - „დიდი სატრანზიტო თაღლითობა“, - რომელიც ჩინეთისთვის დაწესებული ამერიკული ტარიფებისთვის „გვერდის ავლას“ ეხება, 40-მდე ქვეყანას შორის საქართველოსაც ასახელებს, როგორც ტარიფებისგან თავის დაღწევის გზას.
ყოველ კვირაში სულ უფრო მოკლდება ირანელების საყიდლების სიები, რადგან ინფლაცია იზრდება, მსყიდველობითი უნარი კი მკვეთრად ეცემა.
შეერთებულმა შტატებმა ფინანსური სანქციები დაუწესა საქართველოში რეგისტრირებულ კრიპტო-კომპანია „შელბითს“, რის საფუძვლადაც მის მიერ აშშ-ის მიერ ტერორისტულად ორგანიზაციად მიჩნეული „ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსთან“ კავშირები დაასახელა.
24 და 25 ივლისს ავარიული გათიშვები და ქვეყნის ორჯერ ჩაბნელება „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემაში“ (სსე) საკადრო ცვლილებებით სრულდება.
აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან დაახლოებული პოლიტიკური აქტივისტი და ამერიკის თანამედროვე კონსერვატიული მედიის ერთ-ერთ ყველაზე გავლენიან ფიგურად მიჩნეული ლორა ლუმერი, MAGA მოძრაობის პირველი ლიდერია, რომელმაც რუსეთ-უკრაინის ომის საკითხზე პოზიცია ღიად და რადიკალურად შეიცვალა.
ჩამოტვირთე მეტი