Accessibility links

სარაჯიშვილი სახლიდან მიდის - გაგოშას ახალი პროტესტი


მწერალთა სახლის კედელზე 4 ივლისს ნახატი გამოჩნდა, რომელიც ქუჩის მხატვარს, გაგოშას ეკუთვნის. ნახატზე სახლის პირველი პატრონი, დავით სარაჯიშვილია გამოხატული ჩემოდნით. ის სახლიდან მიდის.

გაგოშა ამ ნახატით მწერალთა სახლის და წიგნის ეროვნული ცენტრის გაუქმებას და მათ ბაზაზე ქართული ლიტერატურის ეროვნული ფონდის შექმნას ეხმაურება, რომელსაც მწერლები ბოიკოტს უცხადებენ და რომელიც ლიტერატორების ნდობას ვერ იწვევს.

"მწერლებმაც ბოიკოტი გამოაცხადეს, მეც მგონია, რომ ძალიან ცუდი პრეცენდენტია. ეს ადგილი გარკვეულწილად ჰაბი იყო მწერლებისთვის, პოეტებისთვის, რომ ეკონტაქტათ, ინფორმაცია გაეცვალათ, განვითარებულიყვნენ. ჩემი ბევრი მეგობარი მუშაობდა მანდ. მათ უარი თქვეს ახალ ორგანიზაციაში მუშაობის გაგრძელებაზე, იმის გამო, რომ ის სულისკვეთება ვეღარ იგრძნეს, რაც ადრე იყო და რისთვისაც მწერალთა სახლი შეიქმნა. " - უთხრა რადიო თავისუფლებას მხატვარმა, რომლის ნამუშევრებიც უმეტესად სოციალურ და პოლიტიკურ თემებს ეხება და მიმდინარე ამბების ილუსტრაციას წარმოადგენს.

"ის, რომ სარაჯიშვილმა ჩაალაგა ბარგი და მიდის, იმას ნიშნავს, რომ სული, რომელიც იქ იყო, იკარგება."

შენობა, რომელშიც მწერალთა სახლი იყო განთავსებული და სადაც ახლადშექმნილი ლიტერატურის ფონდის ოფისი უნდა განთავსდეს, დავით სარაჯიშვილმა 1905 წელს ააშენა.​ სარაჯიშვილის სახლი გახსნისთანავე იქცა ქალაქის კულტურული ცხოვრების მნიშვნელოვან ცენტრად. იგი ხშირად მასპინძლობდა ლიტერატურულ და სამხატვრო საღამოებს, რომელთა შემდეგაც სასიამოვნო ქართული ნადიმები იმართებოდა. ამ სასახლის ხშირი სტუმრები იყვნენ აკაკი წერეთელი, გიგო გაბაშვილი, არტურ ლაისტი, ვალერიან გუნია და სხვები. ამბობენ, რომ აქ კითხულობდა ილია ჭავჭავაძე მის ახლადშექმნილ ნაწარმოებებს. მცირე ხნით აქ აკაკი წერეთელიც ცხოვრობდა, ივანე მაჩაბელიც და არტურ ლაისტიც. პირველად აქ მოეწყო ქართველი ფერმწერის, გიგო გაბაშვილის გამოფენა.​

სარაჯიშვილის სურვილი იყო, მის სახლში კულტურული ცხოვრება მის შემდეგაც გაგრძელებულიყო და ანდერძით მან სახლი და მრავალმილიონიანი ქონების უდიდესი ნაწილი თვითმმართველობას დაუტოვა ქართველი ერის განვითარებისთვის მოსახმარებლად.

ჯიპების ქალაქი და ბიტკოინის ბუმი
please wait

No media source currently available

0:00 0:01:39 0:00

"ქართული ლიტერატურის ეროვნული ფონდის" შექმნის შესახებ ბრძანება 18 ივნისს გამოქვეყნდა და ძალაში 20 ივნისს შევიდა. ამ დღიდან გაუქმდა "ქართული წიგნის ეროვნული ცენტრი" და "მწერალთა სახლი". სამსახურიდან გათავისუფლდა ორივე დაწესებულების ყველა თანამშრომელი, ანუ ის ადამიანები, ვინც ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე საქართველო სტუმარი ქვეყნის სტატუსით წარადგინა და დავით სარაჯიშვილის სახლს ახალი სიცოცხლე მიანიჭა. ახლადშექმნილი უწყების დირექტორად დაინიშნა ირმა რატიანი, ლიტერატურის ინსტიტუტის დირექტორი. მწერლები, მთარგმნელები, გამომცემლები და გაუქმებული ორგანიზაციების თანამშრომლები გაუქმებული ორგანიზაციების აღდგენას და ახლის გაუქმებას ითხოვენ.

დაწერეთ კომენტარი

"ისე ვერ წავა პროცესი, როგორც ხელისუფლებას უნდა"
please wait

No media source currently available

0:00 0:50:48 0:00
დილის საუბრები
უკანასკნელი ეპიზოდი
"ისე ვერ წავა პროცესი, როგორც ხელისუფლებას უნდა"
დილის საუბრები
დილის საუბრები

გამოიწერეთ

ITunes Video Podcast
XS
SM
MD
LG