Accessibility links

5 ფაქტი საქართველოს დროშის შესახებ


წითელჯვრებიანი დროშა საქართველოს სახელმწიფო სიმბოლიკად 2004 წლის 14 იანვარს დამტკიცდა. ახალმა დროშამ მანამდე არსებული სამფერა დროშა ჩაანაცვლა.

აი, 5 მნიშვნელოვანი ფაქტი საქართველოს სახელმწიფო დროშის შესახებ:

1. საქართველოს დროშას თავისი პარამეტრები აქვს, რომელთა დაცვა აუცილებელია:

დროშის სიგრძე-სიგანის შეფარდება ორი სამზეა, მაგალითად, სიგანე - 2 მეტრი, სიგრძე - 3 მეტრი. წითელი ჯვრების ფერის ნომერი კი არის #FF0000, Hex Red.

2. არის მთელი რიგი წესები, რომლებიც დროშის აღმართვისას უნდა გაითვალისწინონ, მათ შორის:

  • სახელმწიფო დროშის აღმართვისას დამსწრე დგას დროშისკენ სახით
  • გლოვისას დროშა აღიმართება შავი ბაფთით, რომლის სიგრძეც დროშის სიმაღლის ½-ს არ უნდა აღემატებოდეს.
  • სტადიონზე დროშების წრიულად აღმართვისას საქართველოს დროშა აღიმართება სპორტული არენის მთავარი შესასვლელის პირდაპირ.

3. სავარაუდოდ, დღეისათვის არსებულ სახეს „გორგასლიან-დავითიანი“ დროშა 1320 წლიდან იღებს.

ამ პერიოდში გიორგი V ბრწყინვალემ კვლავ დაიბრუნა იერუსალიმის ჯვრის მონასტერი, ასევე ჩაიბარა „კლიტენი იერუსალიმისანი“ ანუ ქრისტეს საფლავის გასაღები. ამ დროიდან მაცხოვრისა და მახარებლების განმასახიერებელი ხუთჯვრიანი კომპოზიცია საქართველოს სიმბოლო ხდება.

ქართული სახელმწიფო დროშის მისი ფერისა და გამოყენების შესახებ რამდენიმე წერილობითი წყარო მოიპოვება როგორც ქართლის ცხოვრებაში, ასევე იმ პერიოდის საზღვაო რუკებში.

ანჯელინო დულჩერის 1339 წლის პორტულანი
ანჯელინო დულჩერის 1339 წლის პორტულანი

4. სახელმწიფო დროშა გამარჯვების, აღდგომის სიმბოლოდ მიიჩნევა.

მაცხოვარი წითელჯვრებიანი თეთრი დროშით ხშირად გამოისახებოდა რენესანსის პერიოდის ფერწერაში.

იტალიელი ფერმწერის პიერო დელა ფრანჩესკას ფრესკა
იტალიელი ფერმწერის პიერო დელა ფრანჩესკას ფრესკა

5. საქართველოს დროშის გარდა, მხოლოდ წითელი და თეთრი ფერები გამოყენებულია 12 ქვეყნის დროშის დიზაინში.

ეს ქვეყნებია: ავსტრია, კანადა, ბაჰრეინის სამეფო, დანია, ინდონეზია, იაპონია, პოლონეთი,სინგაპური, ტონგის სამეფო, ტუნისი და თურქეთი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG