Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჭავჭავაძის ველობილიკი - „იკატავე“ რამდენიც გინდა, ოღონდ ვაკეში


ველობილიკი ჭავჭავაძის გამზირზე
ველობილიკი ჭავჭავაძის გამზირზე

ჭავჭავაძის გამზირს რეაბილიტაციის შემდეგ ველობილიკიც დაემატა. ველოსიპედისტებსაც იგივე პრობლემები აქვთ, რაც მძღოლებს - ახალი ბილიკი კი კარგია, მაგრამ მხოლოდ გამზირზესაკატაოდ“.

თბილისში რამდენიმე ველობილიკი გაკეთდა, მათგან ბოლოს - ჭავჭავაძის გამზირზე. ეს ველობილიკები ერთმანეთს ჯერჯერობით არ უკავშირდება, ამის გამო ველოსიპედისტებს უწევთ ერთი ბილიკიდან მეორემდე მისასვლელად მანქანებით გაჭედილ ქუჩებში იმოძრაონ.

რომან ლუკიანცევი ამბობს, რომ საქართველოში ველოსიპედით მოძრაობის კულტურა ველობილიკების მოწყობასთან ერთად შემოდის, თუმცა ამ ბილიკებთან დაკავშირებითაც უამრავი ხარვეზია: ზოგან მანქანა აყენია, ზოგან ნაგვის ურნა დგას და ზოგან ხალხი დადის.

ისეთი შთაბეჭდილებაა, რომ მოვალეობის მოხდის მიზნით გააკეთეს, მხოლოდსაკატაოდარის კარგი. მე წერეთელზე ვცხოვრობ და პეკინამდე სანამ ავალ, ქუჩა უნდა გავიარო. ველობილიკზე ხალხი არ გითმობს გზას, გზაზე გადმოხვალ - მანქანები. უბედური შემთხვევებიც ხდება“.

მარიამ ჩხარტიშვილი ორხევში ცხოვრობს. თბილისის ცენტრში ველოსიპედით რომ გამოვიდეს, საათი სჭირდება. ინფრასტრუქტურა რომ გამართული იყოს, მხოლოდ ამის ნახევარი დრო დასჭირდებოდა.

ჭავჭავაძის ველობილიკი კარგად არის გაკეთებული, მაგრამ მთელ ქალაქში რომ იყოს ველობილიკები, უკეთესი იქნებოდა. ამ ბილიკამდე მისასვლელად მანქანებს შორის უნდა იარო, მძღოლები კი ველოსიპედს ტრანსპორტად არ მიიჩნევენ, ჰგონიათ, რომ ერთობი“, - ამბობს მარიამი.

მისი თქმით, საცობის პირობებში ველობილიკი ვაკეს შეიძლება ძალიანაც გამოადგეს, თუკი ადგილობრივები მანძილის ველოსიპედით დაფარვას გადაწყვეტენ, ოღონდ ამისთვის ველობილიკი თავისუფალი უნდა იყოს - მასზე არც ფეხითმოსიარულეებმა უნდა იმოძრაონ და არც მანქანები უნდა გაჩერდეს.

ველოსიპედებისა და სკუტერების გადაადგილებას ხშირად ხელს უშლის ნაგვის ურნები. თბილისის მერმა, კახა კალაძემ, განაცხადა, რომ ნაგვის ურნებს, რომლებიც ახლა ჭავჭავაძეზე დგას, მიწისქვეშა კონტეინერებში გადაიტანენ.

ველობილიკი ჭავჭავაძის გამზირზე
ველობილიკი ჭავჭავაძის გამზირზე

„ეს [მიწისქვეშა კონტეინერები] სამჯერ უფრო დიდია, ვიდრე ქუჩაში გამოტანილი ღია ურნები, რომლებიც პრობლემას წარმოადგენდა ვიზუალურად, სუნით და ასე შემდეგ. ეს შესაძლებლობას მოგვცემს ყოველდღე კი არ დავცალოთ ურნები, არამედ კვირაში ერთხელ ან ორჯერ“, - განაცხადა კალაძემ.

თბილისის მერმა შესაბამის უწყებებს დაავალა, ჭავჭავაძის გამზირიდან ურნების აღება დაიწყონ.

ველოსიპედი თბილისის აღმართებზე?

ერთი შეხედვით, თბილისის და, ზოგადად, საქართველოს რელიეფი ველოსიპედით გადაადგილებისთვის მოხერხებული არ არის, მაგრამ რომან ლუკიანცევი ამბობს, რომ ეს სიმართლეს არ შეესაბამება.

„თანამედროვე ველოსიპედებს აქვს სისტემები, რომელიც აღმართის დაძლევაში გეხმარება. არის ჰიბრიდული, იგივე ელექტრონული ველოსიპედებიც, რომლებსაც ელექტროძრავა აქვს დაყენებული და სიარულში გეხმარება. ასეთი ველოსიპედის ფასი 3 ათასი ლარიდან იწყება“.

რომან ლუკიანცევის თქმით, ველოსიპედის მომხმარებელთა რაოდენობა თბილისში მუდმივად მატულობს, მათ შორის შუახნის ხალხშიც. ეს ტენდენცია განსაკუთრებით მაშინ გამოიკვეთა, როცა ახალი კორონავირუსის გამო თბილისში მანქანებით მოძრაობა აიკრძალა.

  • 16x9 Image

    თეა თოფურია

    რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2012 წლიდან. აშუქებს როგორც მიმდინარე მოვლენებს, ასევე საკითხებს ახლო წარსულიდან. არის ათამდე პროზაული და პოეტური კრებულის ავტორი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG