ვადის ამოწურვისთანავე თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის პოსტზე ლეიბორისტული პარტია თავად წარადგენდა კანდიდატურას, რაც, როგორც ჩანს, პარტიის სტრატეგიულ გეგმებში ამ ეტაპზე ნამდვილად არ შედიოდა. ამას რამდენიმე მიზეზი განაპირობებს, მათ შორის კი უმთავრესი ის არის, რომ ლეიბორისტთა თბილისის სიებში ლიდერის შერჩევა შეუძლებელია.
თუმცა ლეიბორისტები თავსატეხს ასცდნენ: მიხეილ სააკაშვილი დასთანხმდა მათ შეთავაზებას და სულ ცოტა ხანში იგი თბილისის საკრებულოს თავმჯდომარედ მოგვევლინება.
დაპირისპირებულთა ერთიანობის ახალი თეორია თბილისის საკრებულოში ჯერ კიდევ შესაქმნელია, თუმცა მანამდე ლიდერის შესახებ: მართალია, შალვა ნათელაშვილი ხაზგასმით განმარტავს, რომ საკრებულოს თავმჯდომარე პოლიტიკური სუბიექტი არ არის და ძირითადი დატვირთვა, ამ მხრივ, უმთავრესად, ფრაქციაზე მოდის, მაგრამ, როცა გამარჯვებული პარტია თავმჯდომარის პოსტს მეორე ნომერს არათუ უთმობს, არამედ სთავაზობს კიდეც, იქ ყველაფერი ბოლომდე რიგზე ვერ არის. ამას ადასტურებს ლეიბორისტული პარტიის უახლესი ისტორია - 1998 წლის მოწვევის თბილისის საკრებულო და ლეიბორისტ ლადო კახაძის თავმჯდომარედ არჩევით გამოწვეული ლოგიკური კმაყოფილება. სხვათა შორის, თავმჯდომარის პარტიულ კანდიდატურაზე ლეიბორისტებს არც ამ ცოტა ხნის წინ წარმოებული წინასაარჩევნო კამპანიის დროს გაუმახვილებიათ ყურადღება, თუ არ ჩავთვლით თავად შალვა ნათელაშვილზე მასმედიის მიეს გაკეთებულ თითო-ოროლა მინიშნებას და ბატონი ნათელაშვილის მიერ მათ კატეგორიულ უარყოფას. ბატონი ნათელაშვილი, როგორც ჩანს, არც ისეთი თავმდაბალია, თავი საკრებულოს თავმჯდომარის რანგის პოლიტიკოსად მიიჩნიოს და, ასე ვთქვათ, ზოგ-ზოგებს თავი გაუყადროს. მოკლედ, ის, რომ ლეიბორისტები ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების არც ერთ ეტაპზე არ აცხადებდნენ პრეტენზიას თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის სავარძელზე, სულ ცოტა, ორი მიზეზით აიხსნება: მათი სიები უღიმღამოა და ლიდერის გამოძებნა ჭირს და, მეორე, ლეიბორისტები გამარჯვების ეიფორიაში არიან და პასუხისმგებლობას გაურბიან. როგორც ერთ, ისე მეორე მიზეზს, თავად შალვა ნათელაშვილი, რასაკვირველია, კატეგორიულად უარყოფს;
[შალვა ნათელაშვილის ხმა]"ჩვენი სიის პირველი ნომრიდან 98-ე ნომრამდე ისეთი ფილტრაცია გავაკეთეთ ჩვენი კადრების, რომ ნებისმიერის წარდგენა შეიძლება საკრებულოს თავმჯდომარედ და გვექნება იმის გარანტია, რომ ის - მშიერი, მწყურვალე - იქნება თბილისის მფარველი."
[შალვა ნათელაშვილის ხმა]"პასუხისმგებლობის მოხსნას არ ნიშნავს ეს. პირიქით, ეს არის პასუხისმგებლობის გაძლიერება. ჩვენ უკვე პასუხისმგებლობას ვიღებთ სააკაშვილზეც -სააკაშვილზე, მე მგონი პასუხისმგებლობას მისი მშობლებიც ვერ იღებენ ყოველთვის. ეს ძალიან რთული მოვალეობაა, ამიტომ ეს გაორმაგებული პასუხისმგებლობაა".
შესაბამისად, შალვა ნათელაშვილი გვთავაზობს მიხეილ სააკაშვილისათვის თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის თანამდებობის შეთავაზების მესამე, ანუ ოფიციალურ, მიზეზს:
[შალვა ნათელაშვილის ხმა]"მხარს იმიტომ ვუჭერთ, რომ არ გამოვიდეს ისე, თითქოს ჩვენ შევუშალეთ სააკაშვილის მეთაურობით თბილისის გადარჩენას ხელი. ამ პიარს სააკაშვილი და მისი თანამოძმეები ეფექტურად აგორებენ ამ დღეების განმავლობაში და ჩვენ არ გვინდა, რომ თბილისმა იფიქროს, თითქოს ლეიბორისტული პარტია საკრებულოში მოდის მხოლოდ იმისათვის, რომ საკრებულოს თავმჯდომარის სავარძელი აიღოს. ვაცხადებ: გააკეთოს სააკაშვილმა საქმე და ვდგებით მის გვერდით, მიუხედავად იმისა, რომ მას, შევარდნაძესა და ჟვანიასთან ერთად, გამოუსწორებელი ცოდვები აქვს ჩადენილი ქართველი ერის წინაშე."
აქვე შევნიშნავთ, რომ ლეიბორისტებსა და ნაციონალებს შორის არასტანდარტულად დაწყებული თანამშრომლობა სასტარტო ეტაპზევე ვერ ჯდება თამაშის წესებში და უპასუხისმგებლოდ და, ალბათ, უღირსადაც წარმოაჩენს ორსავე მხარეს, განსაკუთრებით, ლეიბორისტებს, რომლებიც, დეკლარირებულად, ნაციონალებისა და სააკაშვილის ოპონენტებად რჩებიან.
[შალვა ნათელაშვილის ხმა]"როგორ შეიძლება მე შევარდნაძის, სააკაშვილის და ჟვანიას მიმართ მქონდეს კეთილგანწყობილი ტონი, მაგრამ, როგორც მოგეხსენებათ, ყველა წმინდანი იყო ყოფილი ცოდვილი, ბიბლიურად, და მე ამ პრინციპიდან გამოვდივარ."
ამაზე იტყვიან ხოლმე: ფერი-ფერსა, მადლი ღმერთსაო.