Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ევროზონას კვლავ ემუქრება რეცესიის საფრთხეზე


ევროკომისიის განცხადებით, მომავალ წელს ევროზონა, შესაძლოა, ისევ რეცესიაში აღმოჩნდეს იტალიის ვალებით გამოწვეული კრიზისის გამო. იტალია არის ევროზონაში სიდიდით მესამე ეკონომიკა. საერთაშორისო სავალუტო ფონდის ხელმძღვანელი, კრისტინ ლაგარდი დღეს გამოვიდა მოწოდებით, რომ პოლიტიკურად უფრო ნათელი ვითარება შეიქმნას იტალიაში, ისევე როგორც საბერძნეთში. ამასობაში, იტალიის მედიაში გავრცელდა ცნობა, რომ ყოფილი ევროკომისარი მარიო მონტი სახელდება ფავორიტად პრემიერ-მინისტრის პოსტზე სილვიო ბერლუსკონის შესაძლო შემცვლელთა შორის. სამშაბათს ბერლუსკონიმ პირობა დადო, რომ გადადგება მას შემდეგ, რაც პარლამენტი დაამტკიცებს ბიუჯეტის რეფორმებს. მოსალოდნელია, რომ რეფორმებს კვირას დაამტკიცებს იტალიის პარლამენტის ორივე პალატა.
XS
SM
MD
LG