დიდთოვლობა თბილისში
თბილისში ყინვის გამო მოსახლეობას გადაადგილების პრობლემა ექმნება. თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ცენტრალური კლინიკა იტყობინება, რომ ტრავმების შედეგად იმატა პაციენტთა რიცხვმა, რომლებიც მათ მიმართავენ. საავადმყოფოში მოხვედრის ძირითადი მიზეზი მოყინული გზებია. თბილისის მერიაში აცხადებენ, რომ ქუჩებში მარილს 24-საათიან რეჟიმში ყრიან. მიუხედავად ამისა, ავტომობილების მძღოლებს გადაადგილება მაინც უჭირთ. სინოპტიკოსების პროგნოზით, 19 დეკემბრიდან თბილისში ტემპერატურა შედარებით აიწევს.
ეპიზოდები
-
ოქტომბერი 07, 2026ფეხბურთელი ლანა გორგაძე ფეხბურთელ ქალებზე ძალადობასა და სოლიდარობაზე
-
სექტემბერი 16, 2026„ამ სკოლას არ ჰყავს პატრონი“ - სოფელი სკოლის გარეშე
-
აგვისტო 07, 2026რას ამბობენ ომზე 2008-ში დაბადებულები
-
აგვისტო 07, 2026ნინო სალუქვაძე - 8 ფოტო არქივიდან
-
აგვისტო 01, 2026დათო ტურაშვილი - 8 ფოტო არქივიდან