სოციალურად დაუცველმა პირებმა ჯანდაცვის სამინისტროსთან აქცია გამართეს
4 თებერვალს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსთან ასამდე სოციალურად დაუცველმა პირმა გამართა აქცია. ისინი თავშესაფარსა და ბინით დაკმაყოფილებას ითხოვენ. აქციის რამდენიმე მონაწილე სამინისტროს წარმომადგენლებთად მოსალაპარაკებლად შევიდა. სოციალური დაცვის დეპარტამენტის უფროსი გია კაკაჩია ამბობს, რომ აქციის მონაწილეებთან შეთანხმებას მიაღწიეს. სოციალურად დაუცველი პირები თავიანთ მოთხოვნებს უფრო დეტალურად ჩამოაყალიბებენ, რის შემდეგაც მოლაპარაკებები ისევ განახლდება.
ეპიზოდები
-
ივნისი 30, 2026ახალგაზრდული "ქართული ოცნება"
-
ივნისი 16, 2026ინტერვიუ ანდრეი ვოლნასთან
-
მაისი 28, 2026„ჩემი შვილი იყოს ბოლო“
-
მაისი 27, 2026ანტი-დრონების პოლიცია კრამატორსკში
-
მაისი 26, 2026დამოუკიდებლობის დღე - მაშინ აქედან ვიყვირებთ