დვანში გრძელდება საპროტესტო აქციები
„გაიღვიძე, მსოფლიო!“ - ასე ერქვა აქციას, რომელიც სამშაბათს დვანში გამართა საზოგადოებრივმა მოძრაობამ სახელწოდებით „ხელები შორს საქართველოსგან!“ ეს მოძრაობა გორელ მეგობრებთან ერთად შექმნეს სამოქალაქო საზოგადოების თელაველმა წარმომადგენლებმა. მათი მიზანია, საერთაშორისო თანამეგობრობის ყურადღება მიაპყრონ დვანში მიმდინარე მოვლენებს. სოფელში, სადაც რუსეთისა და სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკის სასაზღვრო ძალების მოსამსახურეები მავთულხლართებს აბამენ, მოძრაობამ პერმანენტული საპროტესტო აქციები დაიწყო. დვანელთა თქმით, მორალური თვალსაზრისით მათთვის უაღრესად მნიშვნელოვანია სამოქალაქო საზოგადოების მხარდაჭერა.
ეპიზოდები
-
ოქტომბერი 07, 2026ფეხბურთელი ლანა გორგაძე ფეხბურთელ ქალებზე ძალადობასა და სოლიდარობაზე
-
სექტემბერი 16, 2026„ამ სკოლას არ ჰყავს პატრონი“ - სოფელი სკოლის გარეშე
-
აგვისტო 07, 2026რას ამბობენ ომზე 2008-ში დაბადებულები
-
აგვისტო 07, 2026ნინო სალუქვაძე - 8 ფოტო არქივიდან
-
აგვისტო 01, 2026დათო ტურაშვილი - 8 ფოტო არქივიდან