კახა გოგოლაშვილი ევროინტეგრაციის პროცესის შესახებ
25 ნოემბერს რადიო თავისუფლების დილის გადაცემის სტუმარი იყო კახა გოგოლაშვილი, "ევროპული კვლევების ცენტრის" ხელმძღვანელი. მან ილაპარაკა უკრაინის ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესის შეჩერებასა და ამ მოვლენის საქართველოზე შესაძლო ზეგავლენის შესახებ. კახა გოგოლაშვილმა ისაუბრა სავარაუდო ბერკეტებზე, რომელთა გამოყენებასაც რუსეთი საქართველოს წინააღმდეგ შეეცდება და ამ თვალსაზრისით ის განსაკუთრებული სიფრთხილით უყურებს საქართველოს პროდუქციისთვის რუსეთის ბაზრის გახსნას. პოლიტოლოგის აზრით, თეორიულად შესაძლებელია ასოცირების შეთანხმების ხელმოწერა პარაფირებიდან ერთ წელიწადზე ნაკლებ ვადაში. გოგოლაშვილი აგრეთვე თვლის, რომ უკრაინის ევროინტეგრაციას ვერაფერი შეაჩერებს.
ეპიზოდები
-
აპრილი 24, 2026ჩერნობილის ქართველი ლიკვიდატორები
-
აპრილი 17, 2026როლანდ შალამბერიძე - 8 ფოტო არქივიდან
-
აპრილი 01, 2026ამინი - ილია II-ის ინგუში შვილობილი
-
მარტი 24, 2026პატრიარქი უკანასკნელ გზაზე
-
მარტი 12, 2026ნათია ფანჯიკიძე - 8 ფოტო არქივიდან
-
თებერვალი 03, 2026ვაჟა გაფრინდაშვილი - 8 ფოტო არქივიდან