Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ეროვნული უმცირესობების ენები სკოლებში


ეროვნული უმცირესობების ენები სკოლებში
please wait

No media source currently available

0:00 0:01:50 0:00

5 თებერვალს თბილისში სახალხო დამცველმა შეხვედრა გამართა ეროვნული უმცირესობებისა და ხელისუფლების წარმომადგენლებთან. შეხვედრის თემა უმცირესობებისთვის მშობლიური ენის სწავლება იყო. საქართველოში მცხოვრები ქისტები, დაღესტნელები, ქურთები, უდები და სხვ. მოკლებულნი არიან შესაძლებლობას, მშობლიური ენა ისწავლონ. სახალხო დამცველთან არსებული ეროვნულ უმცირესობათა საბჭო რეკომენდაციით მიმართავს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, ხელი შეუწყოს მცირერიცხოვან ეროვნულ უმცირესობებს, რათა მათი კომპაქტურად დასახლების ადგილებში, სკოლებში, მათი მშობლიური ენა ისწავლებოდეს.

XS
SM
MD
LG