„არსენალის მთა ღამით“ ეროვნულ გალერეაში
21 ივლისიდან თბილისელებსა და დედაქალაქის სტუმრებს საშუალება ეძლევათ, საკუთარი თვალით ნახონ ნიკო ფიროსმანის „არსენალის მთა ღამით“, რომელსაც გასული საუკუნის 50-იანი წლებიდან უცხოეთში ედო ბინა. სურათი, დიდი მხატვრის სხვა ნამუშევრებთან ერთად, გამოფენილია ეროვნულ გალერეაში, სადაც ერთი კვირის განმავლობაში შესვლა უფასო იქნება. აქამდე „არსენალის მთა ღამით“ თბილისში ერთადერთხელ, 1919 წელს იყო გამოფენილი. 1957 წელს საბჭოთა მთავრობამ სურათი აჩუქა ფრანგ მწერალს ლუი არაგონს, რის შემდეგაც ნახატი სხვადასხვა კერძო კოლექციაში ინახებოდა. მიმდინარე წლის ივნისში „ქრისტის“ აუქციონზე სურათი 1,5 მილიონ დოლარად შეიძინა საქართველოს ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა და ის საჩუქრად გადასცა ეროვნულ გალერეას.
ეპიზოდები
-
აპრილი 24, 2026ჩერნობილის ქართველი ლიკვიდატორები
-
აპრილი 17, 2026როლანდ შალამბერიძე - 8 ფოტო არქივიდან
-
აპრილი 01, 2026ამინი - ილია II-ის ინგუში შვილობილი
-
მარტი 24, 2026პატრიარქი უკანასკნელ გზაზე
-
მარტი 12, 2026ნათია ფანჯიკიძე - 8 ფოტო არქივიდან
-
თებერვალი 03, 2026ვაჟა გაფრინდაშვილი - 8 ფოტო არქივიდან