Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება
რეგიონული მაცნე

რატომ ძვირდება ხორცი?


საკოლმეურნეო ბაზრებში 1 კილოგრამი ხორცის ფასი ამ დროისათვის 14 ლარს შეადგენს. მოვაჭრეები განმარტავენ, რომ ფასმა მატება გასული წლის დეკემბრის თვიდან დაიწყო, მიზეზი კი, მათი აზრით, ხორცზე გაზრდილი მოთხოვნილებაა. გაძვირებულმა პროდუქტმა ადგილობრივი მომხმარებლის შემცირება გამოიწვია.

რატომ ძვირდება ხორცი?
please wait

No media source currently available

0:00 0:03:52 0:00
გადმოწერა

ხორცის გაძვირებაზე ლაპარაკობენ სამცხე-ჯავახეთის ექვსივე მუნიციპალიტეტში. ადგილობრივები ამბობენ, რომ ირანიდან და აზერბაიჯანიდან შემოსული მყიდველი ძირითადად ცოცხალ წონას ითხოვს და, ადგილობრივ მომხმარებელთან შედარებით, მაღალ ფასსაც იხდის, რის გამოც ადგილზე ფერმერები ფასს უმატებენ.

საბაზრო სისტემა თვითონ არეგულირებს კონკრეტულ პროდუქტზე ფასს, ხელისუფლება ფასების კორექტირებას არ ახდენს. ერთ-ერთ მთავარ პრობლემად ხორცის რეალიზაციაში ჩართული ადამიანები ქვეყანაში არსებულ მძიმე სოციალურ პრობლემებს ასახელებენ, რის გამოც ფერმერები იძულებულნი ხდებიან ე.წ. ნედლეული გაყიდონ.

ხორცზე ფასის მატებას ეროვნული ვალუტის გაუფასურებამაც შეუწყო ხელი. ექსპერტების ვარაუდით, ვითარება თუ არ შეიცვალა, ნედლეულის დეფიციტი გაჩნდება. ეთერ ზედგინიძის აზრით, მდგომარეობის გასაუმჯობესებლად პირველ ეტაპზე მისი სწორი ანალიზია საჭირო.

რამდენად ჩაერევა ხელისუფლება ხორცზე ფასისა თუ რეალიზაციის ნაწილში, ამას დრო გვიჩვენებს, მანამდე კი საბაზრო სისტემა თავად არეგულირებს მომხმარებლისა და მიმწოდებლის ურთიერთობას.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG