აგვისტოს დადგომისთანავე, როცა კახეთში ფერმერები ხორბლის და ქერის მოსავლის აღებას ასრულებენ, ალაზნისა და შირაქის ველებს ცეცხლი ედება - ასობით კოცონი ზოგან დიდ ხანძრადაც იქცევა. იწვის მიწა, ზედ დატოვებული ნამჯის ნარჩენებით და მასთან ერთად ყველაფერი ცოცხალიც და არაცოცხალიც, რაც ამ მიწაზეა.