ჩაბუქის ადვოკატები დევნილთა სამინისტროს გადაწყვეტილებას ასაჩივრებენ
დემირელის კერძო კოლეჯის მენეჯერის, მუსტაფა ემრე ჩაბუქის, ადვოკატები პრეზიდენტს, სახალხო დამცველს, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტს, ევროპარლამენტსა და ევროკავშირის ქვეყნების საელჩოებს მიმართავენ. არადამაჯერებელი, დაუსაბუთებელი და არალოგიკური - ასე აფასებენ ემრე ჩაბუქის ადვოკატები დევნილთა სამინისტროს გადაწყვეტილებას, ჩაბუქს უარი ეთქვას ლტოლვილის სტატუსის მინიჭებაზე. ადვოკატები განსაკუთრებულ აქცენტს აკეთებენ იმ საერთაშორისო ანგარიშებსა და წერილებზე, სადაც საუბარია თურქეთში განვითარებულ მოვლენებსა და იმ საფრთხეზე, რომელიც შეიძლება ელოდებოდეს ჩაბუქს ექსტრადირების შემთხვევაში. ამ დროისათვის ექსტრადირების პროცესი კვლავ შეჩერებულია. დევნილთა და განსახლების სამინისტროს გადაწყვეტილებას მუსტაფა ემრე ჩაბუქის ადვოკატები ერთი თვის განმავლობაში სასამართლოში გაასაჩივრებენ. თუ სასამართლო მათ სარჩელს დააკმაყოფილებს, საექსტრადიციო საქმე უაპელაციოდ შეწყდება და თურქეთი უარს მიიღებს ჩაბუქის გადაცემაზე, ხოლო თუკი სასამართლოს გადაწყვეტილება მათთვის მიუღებელი აღმოჩნდა, ისინი უკვე ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს მიმართავენ.
ეპიზოდები
-
დეკემბერი 09, 2025კრწანისის ჭალის ტყის ცუდი სიზმარი
-
დეკემბერი 01, 2025ტერორიზმში ბრალდებული ელისაშვილი
-
ნოემბერი 23, 2025რობი კუხიანიძე - 8 ფოტო არქივიდან
-
ნოემბერი 12, 2025გაცოცხლებული ადამიანები თამარ მამალაძის უნიკალური ჩანაწერებიდან
-
ოქტომბერი 24, 2025ანკა კალატოზიშვილი - 8 ფოტო არქივიდან
-
ოქტომბერი 15, 2025ხმაური გართობით - დაბადების დღის ცენტრებში