არის თუ არა ყველი - ყველი და რძე - რძე?
2017 წლის 1 ივლისიდან ბაზარზე ყველის სახელით გამოჩენილი პროდუქტი უნდა იყოს აუცილებლად ნედლი რძისგან დამზადებული, წინააღმდეგ შემთხვევაში ბიზნესოპერატორები დაჯარიმდებიან. თუმცა ლაბორატორიულად შეუძლებელია პროდუქტში რძის ფხვნილის შემცველობის აღმოჩენა. ამასთან, სურსათის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, ბიზნესოპერატორებს არა აქვთ ვალდებულება ეტიკეტზე მიუთითონ, თუ რომელი ცხოველის ან ცხოველების რძეს იყენებენ წარმოებაში. პარალელურად, გარდამავალი პერიოდის შემდეგ, 2016 წლის 1 აგვისტოდან ამოქმედებული ცვლილებების თანახმად, კვლავაც დასაშვებია რძის ფხვნილის გამოყენება რძის ნაწარმის სახელით წარმოდგენილ პროდუქციაში (არაჟანი, მაწონი თუ იოგურტი). აქვს თუ არა მომხმარებელს ინფორმირებული არჩევანის გაკეთების საშუალება და რა სახის დარღვევები იჩენს თავს?
ეპიზოდები
-
აგვისტო 07, 2026რას ამბობენ ომზე 2008-ში დაბადებულები
-
აგვისტო 07, 2026ნინო სალუქვაძე - 8 ფოტო არქივიდან
-
აგვისტო 01, 2026დათო ტურაშვილი - 8 ფოტო არქივიდან
-
ივნისი 30, 2026ახალგაზრდული "ქართული ოცნება"