რის სათქმელად ჩამოვიდა აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი საქართველოში
აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი, მაიკ პენსი, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში 19:05 წუთზე დაეშვა. მისი ტურნე, რომელიც ესტონეთს, საქართველოსა და ჩერნოგორიას აერთიანებს, მიზნად ისახავს პრეზიდენტ ტრამპის მესიჯის გადაცემას აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებისთვის, რომ ამერიკა მათ არ მიატოვებს და რომ არ შეეგუება აგრესიას რუსეთის მხრიდან. ვიცე-პრეზიდენტის ვიზიტს საქართველოში ანალიტიკოსები უკავშირებენ ამერიკის კონგრესის ორივე პალატაში დამტკიცებულ საკანონმდებლო აქტს, რომელიც, მათ შორის, რუსეთის წინააღმდეგ სანქციების გამკაცრებას ისახავს მიზნად და რომელსაც უკვე მოჰყვა საპასუხო ნაბიჯი მოსკოვის მხრიდან. მაიკ პენსის ვიზიტი დროში ემთხვევა ვაზიანში დაწყებულ ქართულ-ამერიკულ სამხედრო წვრთნას - „ღირსეული პარტნიორი“, რომელშიც 8 ქვეყნის სამხედროები მონაწილეობენ.
ეპიზოდები
-
აგვისტო 07, 2026რას ამბობენ ომზე 2008-ში დაბადებულები
-
აგვისტო 07, 2026ნინო სალუქვაძე - 8 ფოტო არქივიდან
-
აგვისტო 01, 2026დათო ტურაშვილი - 8 ფოტო არქივიდან
-
ივნისი 30, 2026ახალგაზრდული "ქართული ოცნება"