მიხეილ სააკაშვილი აპირებს, იბრძოლოს უკრაინის მოქალაქეობის აღდგენისთვის
საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის აზრით, უკრაინის მოქალაქეობის ჩამორთმევა იმის ნიშანია, რომ პრეზიდენტი პეტრო პოროშენკო მასში ძლიერ მეტოქეს ხედავს. ეს შეფასება სააკაშვილმა გამოთქვა შეერთებული შტატებიდან ვიდეოხიდის დროს. სააკაშვილმა, რომელიც ოდესის ყოფილი გუბერნატორიც არის, აღნიშნა ასევე, რომ მისთვის უკრაინის მოქალაქეობის მინიჭებისას, პოროშენკომ იცოდა საქართველოში ყოფილი პრეზიდენტის სამართლებრივი დევნის შესახებ. როგორც სააკაშვილმა თქვა, ის დაბრუნდება უკრაინაში და შემოდგომისათვის აცხადებს „დემოკრატიულ ძალთა პოლიტიკურ მობილიზაციას“. 26 ივლისს გავრცელდა ცნობა, რომ პოროშენკომ უკრაინის მოქალაქეობა ჩამოართვა მიხეილ სააკაშვილს. ეს უკანასკნელი აპირებს, ადმინისტრაციულ სასამართლოში გააპროტესტოს უკრაინის პრეზიდენტის გადაწყვეტილება.
ეპიზოდები
-
მაისი 09, 2026ინტერვიუ კევინ ჰამილტონთან
-
მაისი 09, 2026შვილი: ნინო ზაუტაშვილი
-
აპრილი 24, 2026ჩერნობილის ქართველი ლიკვიდატორები
-
აპრილი 17, 2026როლანდ შალამბერიძე - 8 ფოტო არქივიდან
-
აპრილი 01, 2026ამინი - ილია II-ის ინგუში შვილობილი
-
მარტი 24, 2026პატრიარქი უკანასკნელ გზაზე