ავღანეთში კიდევ ერთი ქართველი ჯარისკაცი დაიღუპა
ავღანეთში, ნატოს ეგიდით მოქმედ "მტკიცე მხარდაჭერის" მისიის ფარგლებში, კიდევ ერთი ქართველი სამხედრო დაიღუპა - ზესტაფონის რაიონის სოფელ მარტოთუბნის მკვიდრი, 25 წლის უმცროსი სერჟანტი მდინარი ბებიაშვილი, რომელიც საქართველოს შეიარაღებულ ძალებში უკვე შვიდი წელიწადია მსახურობდა. 3 აგვისტოს, ბაგრამის საავიაციო ბაზის მიმდებარე ტერიტორიაზე პატრულირებისას მომხდარი აფეთქების შედეგად დაიჭრა კიდევ სამი ქართველი სამხედრო, ერთის მდგომარეობა მძიმეა. მდინარი ბებიაშვილი 32-ე ქართველი სამხედროა, რომელიც საერთაშორისო სამშვიდობო მისიებში სამსახურის დროს დაიღუპა. ყველა მათგანს გმირებად მოიხსენიებენ როგორც საქართველოში, ისე მის ფარგლებს გარეთ. საერთაშორისო თანამეგობრობას მტკიცედ სჯერა, რომ გლობალური მშვიდობის უზრუნველყოფის საქმეში წვლილის შეტანით თითოეული ჯარისკაცი უპირველეს ყოვლისა თავის სამშობლოს ემსახურება. ეს არ არის საკმარისი, მაგრამ აუცილებელი ფაქტორია იმისათვისაც, რომ საქართველომ გზა გაიკვლიოს ნატოსკენ და დასავლელი პარტნიორების მხარდაჭერით ისარგებლოს.
ეპიზოდები
-
მაისი 28, 2026„ჩემი შვილი იყოს ბოლო“
-
მაისი 27, 2026ანტი-დრონების პოლიცია კრამატორსკში
-
მაისი 26, 2026დამოუკიდებლობის დღე - მაშინ აქედან ვიყვირებთ
-
მაისი 25, 2026ქუჩა, როგორც პროტესტის არქივი - როგორ იბრძოდნენ საქართველოში
-
მაისი 09, 2026ინტერვიუ კევინ ჰამილტონთან
-
მაისი 09, 2026შვილი: ნინო ზაუტაშვილი