როგორ გაიცნეს ერთმანეთი ჰარიმ და მეგანმა
შარშან აგვისტოში, ამერიკელ მსახიობ მეგან მარკლთან ბრმა პაემანიდან ერთი თვის თავზე, ბრიტანეთის უფლისწულმა ჰარიმ თავისი შეყვარებული ბოტსვანაში წაიყვანა და იქ, ღია ცის ქვეშ გაშლილ კარავში სთხოვა ხელი. მას შემდეგ წელიწადზე მეტი გავიდა და აი, ორშაბათს, 27 ნოემბერს, 33 წლის ჰარიმ და 36 წლის მეგანმა საზოგადოებას თავიანთი ნიშნობის ამბავი ამცნეს. იმავე დღეს მომავალმა ცოლ-ქმარმა ინტერვიუ მისცა ბიბისის. ჰარისა და მეგან მარკლის ქორწილი 2018 წლის გაზაფხულისთვის იგეგმება. მათი ბრმა პაემანი საერთო მეგობრის ხელშეწყობით მოეწყო 2016 წლის ივლისში. რამდენიმე თვეში სამეფო ოჯახის პრესსამსახურმა დაადასტურა, რომ ჰარი და მეგანი შეყვარებული წყვილია. 2017-ის თებერვალში „ყვითელ“ პრესაში მათი პირველი სურათებიც გამოჩნდა. თუმცა, წყვილის პირველი ერთობლივი საჯარო გამოჩენა მიმდინარე წლის სექტემბერში მოხდა კანადის ქალაქ ტორონტოში, სადაც გაიმართა ომებში დაჭრილ სპორტსმენთა საერთაშორისო თამაშები სახელწოდებით Invictus Games (ჰარი ამ თამაშების აქტიური მხარდამჭერი და სპონსორია).
ეპიზოდები
-
აპრილი 24, 2026ჩერნობილის ქართველი ლიკვიდატორები
-
აპრილი 17, 2026როლანდ შალამბერიძე - 8 ფოტო არქივიდან
-
აპრილი 01, 2026ამინი - ილია II-ის ინგუში შვილობილი
-
მარტი 24, 2026პატრიარქი უკანასკნელ გზაზე
-
მარტი 12, 2026ნათია ფანჯიკიძე - 8 ფოტო არქივიდან
-
თებერვალი 03, 2026ვაჟა გაფრინდაშვილი - 8 ფოტო არქივიდან