ირანელები საქართველოში
ირანში ანტისამთავრობო გამოსვლები გრძელდება. აქციები დაიწყო თბილისშიც, სადაც ირანის საელჩოსთან საქართველოში მყოფი ირანელები იკრიბებიან. აქციის მონაწილეები ირანის უზენაესი ლიდერის, აიათოლა ალი ხამენეის, გადადგომას მოითხოვენ. 2018 წლის დასაწყისისთვის საქართველოში საკმაოდ ბევრი ირანელი ცხოვრობს და ბევრიც ტურისტულად არის ჩამოსული. რადიო თავისუფლება დაინტერესდა, რას ფიქრობენ ისინი ირანის ამჟამინდელ ვითარებასა და საქართველოზე. გამოკითხულთა უმეტესობამ არ ისურვა ელაპარაკა ირანში განვითარებული მოვლენების შესახებ. თქვეს, რომ ამის გამო ირანში დაბრუნების შემდეგ პრობლემები შეექმნებოდათ. სამაგიეროდ, ბევრი რამ თქვეს საქართველოსა და თავიანთ აქაურ ყოფაზე.
ეპიზოდები
-
აგვისტო 07, 2026რას ამბობენ ომზე 2008-ში დაბადებულები
-
აგვისტო 07, 2026ნინო სალუქვაძე - 8 ფოტო არქივიდან
-
აგვისტო 01, 2026დათო ტურაშვილი - 8 ფოტო არქივიდან
-
ივნისი 30, 2026ახალგაზრდული "ქართული ოცნება"